რევაზ სოხაძე: „დღეს უფრო დიდი პასუხისმგებლობაა იყო „ქართული ოცნების“ წევრი და შიგნიდან ეცადო გამოასწორო შეცდომები“

თბილისის საკრებულოს სხდომაზე ურბანული დაგეგმარების და საქალაქო მეურნეობის კომისიის თავმჯდომარე რევაზ სოხაძე ბოლო დღეების განმავლობაში დედაქალაქში მიმდინარე მოვლენებს გამოეხმაურა.

სოხაძემ საკრებულოს დამოუკიდებელ დეპუტატებს ჯაბა ჯიშკარიანს და ვახტანგ შაქარიშვილს მიმართა. როგორც რევაზ სოხაძემ განაცხადა, რუსეთი და საქართველოს ტერიტორიების ოკუპაცია ზოგადად არის ის წითელი ხაზი, რომელზეც კომპრომისები დაუშვებელია და ეს მმართველი გუნდისთვის და საზოგადოების უდიდესი ნაწილისთვის ნათელია.

„ჩვენმა კოლეგებმა ჯაბა ჯიშკარიანმა და ვატო შაქარიშვილმა ძალიან კარგად იციან, როდესაც პოლიციელი თვალში დამიზნებით ესვრის ადამიანს, ჩვენთვის ისეთივე მიუღებელია, როგორც მათთვის და ვერცერთი ხელისუფლების დროს ვერცერთ შემთხვევაში მე პირადად და ჩვენი გუნდის წარმომადგენლები ამას ვერ გავამართლებთ. ჩვენ ვიქნებით ადამიანები, ვინც ყველაფერს გავაკეთებთ გუნდის შიგნით, რომ ვინც ეს ჩაიდინა, დაისაჯოს და ასეთი ფაქტი არასდროს განმეორდეს ჩვენს ქვეყანაში,“- განაცხადა რევაზ სოხაძემ.

საკრებულოს უმრავლესობის წევრის განცხადებით, ყველა ფასეულობა, რომელიც მმართველ გუნდს წლების განმავლობაში ჰქონდა, არ შეცვლილა და იგივე დარჩა. რევაზ სოხაძემ ჯიშკარიანი და შაქარიშვილი ამ მოვლენების „ქართული ოცნების“ წინააღმდეგ გამოყენებაში დაადანაშაულა. მისივე თქმით, დღეს უფრო დიდი პასუხისმგებლობაა  იყო „ქართული ოცნების“ წევრი და შიგნიდან ეცადო გამოასწორო შეცდომები, რომელიც ხელისუფლებამ აღიარა.

„თქვენ სულ რამდენიმე თვის წინ დატოვეთ „ქართული ოცნება“, ძალიან მიკვირს, რომ ასეთ  რადიკალურ ოპოზიციაში აღმოჩნდით. თქვენ ამ გუნდის წევრები იყავით წლების განმავლობაში. თქვენი მხრიდან ამ მოვლენების გამოყენება „ქართული ოცნების“ წინააღმდეგ არ არის სწორი. ამ სიტუაციაში მმართველ გუნდში ყოფნა უფრო პრინციპულია.

ხელისუფლების უმაღლესმა წარმომადგენლებმა აღიარეს თავისი შეცდომები, რაც საქართველოში არ არის ჩვეულებრივი მოვლენა,“- განაცხადა რევაზ სოხაძემ.

საკრებულოს წევრის განცხადებით, საზოგადოება მოვლენებს ობიექტურად აფასებს და ის ფაქტი, რომ არჩევნები პროპორციული სისტემით ჩატარდება, მხოლოდ მისასალმებელია. 


პროკურატურაში ბრიფინგი ჩაინიშნა

საქართველოს გენერალურ პროკურატურაში ბრიფინგი 20:00 საათზე გაიმართება. 

რატი იონათამიშვილი: ეს ცვლილება მნიშვნელოვნად შეამსუბუქებს მოსახლეობის ფინანსურ ტვირთს

საპარლამენტო უმრავლესობის წევრი რატი იონათამიშვილი მამუკა ბახტაძის, დღევანდელ ინიციატივას სოციალურ ქსელში ეხმაურება და მას პოზიტიურად აფასებს.

მესტიაში ძლიერი წვიმის შედეგად მეწყერი ჩამოწვა

ძლიერი წვიმის შედეგად, მესტიის მუნიციპალიტეტში, იფარი-ადიშის დამაკავშირებელ საავტომობილო გზაზე მეწყერი ჩამოწვა, რომლის შედეგად გზის სავალი ნაწილი დიდი რაოდენობით ქვა-ღორღიანი ნაშალი მასალით ჩაიკეტა.

სადელიმიტაციო კომისია მუშაობას უახლოეს კვირებში განაახლებს

სადელიმიტაციო კომისია უახლოეს კვირებში მუშაობას განაახლებს, - ამის შესახებ პრემიერ-მინისტრმა მამუკა ბახტაძემ ჟურნალისტის კითხვის საპასუხოდ განაცხადა.

 

მამუკა ბახტაძე: ბუნებრივია, მე მზად ვარ, პარლამენტში მივიდე

"ბუნებრივია, მე მზად ვარ, პარლამენტში მივიდე", - ამის შესახებ პრემიერ-მინისტრმა მამუკა ბახტაძემ მთავრობის სხდომის დაწყების წინ გამართულ ბრიფინგზე ჟურნალისტის კითხვის საპასუხოდ განაცხადა. 

 

შსს: ზოგიერთი მედიასაშუალების მიერ ადგილი აქვს შს მინისტრის მოადგილის კომენტარის მიზანმიმართულად არასწორ ინტერპრეტაციას

21-21 ივნისის მოვლენების დროს აქციაზე შეკრებილების მიმართ შსს-ს მხრიდან დაშლის მოწოდების შესახებ მოთხოვნის ირგვლივ მსჯელობა არ წყდება.

სამგზის ოლიმპიური ჩემპიონი ძალოსნობაში კახი კახიაშვილი 50 წლისაა

ლეგენდარული ქართველი ძალოსანი კახი კახიაშვილი 50 წლისაა. 

შსს განცხადებას ავრცელებს

შინაგან საქმეთა სამინისტროს საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის გაცნობეთ, რომ თბილისის მერია იწყებს მდინარე მტკვრის მარჯვენა სანაპიროდან თამარ მეფის გამზირის (გმირთა მოედნის) მიმართულებით არსებული პანდუსის სრულ რეაბილიტაციას.

ნინო თანდილაშვილი: „სამინისტროს პრიორიტეტი ქვეყანაში მწვანე წარმოების ხელშეწყობაა“

"სოფლის მეურნეობის დარგს აქვს ყველანაირი რესურსი, რათა მოხდეს მწვანე წარმოების წახალისება",-ამის შესახებ სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილემ ნინო თანდილაშვილმა განაცხადა. 

გია ვოლსკი: წინასწარ საუბარი იმაზე, რომ პოლიტიკური ნიშნით ხდება ადამიანების დაკავება, ხელს უშლის გამოძიებას

ეს განცხადება საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა გია ვოლსკიმ 20-21 ივნისის მოვლენებთან დაკავშირებით დაკავებულ პირებზე საუბრისას გააკეთა.

თამარ მეფის ხიდიდან ჩასასვლელ პანდუსზე ტრანსპორტის მოძრაობა 200 დღის განმავლობაში შეიზღუდება

მტკვრის მარჯვენა სანაპიროზე, თამარ მეფის ხიდიდან ჩასასვლელ პანდუსზე, დაგეგმილი სარეაბილიტაციო სამუშაოებიდან გამომდინარე, ხვალ, 11:00 საათიდან 200 დღის განმავლობაში ტრანსპორტის მოძრაობა ორმხრივად შეიზღუდება.

პრემიერი: ბათუმის საერთაშორისო კონფერენციამ აჩვენა, რომ საქართველოსა და ევროკავშირს შორის ურთიერთობები არის ყველაზე მაღალ ნიშნულზე

ეს გახლდათ ყველაზე მასშტაბური პოლიტიკური საერთაშორისო ღონისძიება დამოუკიდებელი საქართველოს ისტორიაში“, - ასე შეაფასა საქართველოს პრემიერ-მინისტრმა მამუკა ბახტაძემ ბათუმში გამართული საერთაშორისო კონფერენცია.

აზიის განვითარების ბანკმა საქართველოს ბანკთან და „გალტ ენდ თაგარტთან“ პარტნიორობით ლარის ობლიგაციების მასშტაბური განთავსება განახორციელა

საქართველოს ბანკის ჩართულობით და „გალტ ენდ თაგარტთან“ პარტნიორობით აზიის განვითარების ბანკმა ლარის ობლიგაციების მასშტაბური განთავსება განახორციელა და 60 მილიონი ლარი მოიზიდა.

მესტიაში ძლიერი წვიმის შედეგად მეწყერი ჩამოწვა

ძლიერი წვიმის შედეგად, მესტიის მუნიციპალიტეტში, იფარი-ადიშის დამაკავშირებელ საავტომობილო გზაზე მეწყერი ჩამოწვა, რომლის შედეგად გზის სავალი ნაწილი დიდი რაოდენობით ქვა-ღორღიანი ნაშალი მასალით ჩაიკეტა.

განახლებული ბუნების ძეგლები და მათი ეკონომიკური სარგებელი

საქართველოს დაცული ტერიტორიების სააგენტომ წელს ბუნების 3 ძეგლი განაახლა. მტირალას ეროვნულ პარკში, ოკაცეს ჩანჩქერსა და ნავენახევის მღვიმეში ვიზიტორებს ახლა უკვე გაუმჯობესებული ინფრასტრუქტურა და დახვდებათ.

პენსიონერებს, შშმ პირებს და სხვა ჯგუფებს 35 დასახელების მედიკამენტების შეძენა 1 ლარად შეეძლებათ

დღეიდან სოციალურად დაუცველ პირებთან ერთად, ყველა ჯგუფს, პენსიონერებს, შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირებს და სხვა ჯგუფებს 35 დასახელების მედიკამენტების შეძენა 1 ლარად შეეძლებათ.

რუსეთის ბაზარზე ტურიზმის ადმინისტრაციის დანახარჯი განულდა

ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ხელმძღვანელის  მარიამ ქვრივიშვილის განცხადებით, 2019 წელს ტურიზმის ეროვნულ ადმინისტრაციას რუსეთის ტურისტულ ბაზარზე ნულოვანი დანახარჯი აქვს.

მაშველებმა ყაზბეგში ლიეტუვას მოქალაქე გადაარჩინეს

4000 მეტრის სიმაღლიდან ყინულის ნაპრალში ჩავარდნილი ლიეტუვას მოქალაქე მაშველებმა ამოიყვანეს.

ხაშურის განახლებული რეფერალური ჰოსპიტალი – მრავალპროფილური მომსახურება

16 ივლისს ხაშურის განახლებული რეფერალური ჰოსპიტალი გაიხსნა. კლინიკა 61 საწოლზეა გათვლილი და რეგიონის მოსახლეობას მრავალპროფილურ ამბულატორიულ და სტაციონარულ სერვისებს სთავაზობს.

ლარის კურსი

16 ივლისის ვაჭრობის შედეგად აშშ დოლარი გამყარდა და 2.8608 ლარი შეადგინა. კურსი, რომელიც დღეს მოქმედებდა, 2.8555 ლარი იყო. შესაბამისად, დოლარის ცვლილებამ ეროვნულ ვალუტასთან მიმართებაში -0.53 თეთრი შეადგინა.
 

ტექნიკური უნივერსიტეტის თეოლოგიის სამეცნიერო ცენტრის მიერ პირველი სადოქტორო ხარისხი გაიცა

„ეს ჩვენთვის, ტექნიკური უნივერსიტეტისთვის არის მოვლენა, ახალი სიტყვა, ახალი ნაბიჯი", - ტექნიკური უნივერსიტეტის თეოლოგიის სამეცნიერო ცენტრის მიერ პირველი სადოქტორო ხარისხი გაიცა.