ევროკომისარი: აღმოვაჩინე საქართველოს სახელოვნებო და კულტურული განძი

საქართველოში ოფიციალური ვიზიტით მყოფი ევროკომისარი განათლების, კულტურის, ახალგაზრდობისა და სპორტის საკითხებში ტიბორ ნავრაჩიჩი Twitter-ში საკუთარ შთაბეჭდილებებზე წერს.

ევროკომისარს საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტრო მასპინძლობს.

„მოხარული ვარ, რომ მოვინახულე საქართველოს ეროვნული მუზეუმი აღმოსავლეთ პარტნიორობის საერთაშორისო კონფერენციის ფარგლებში და აღმოვაჩინე საქართველოს სახელოვნებო და კულტურული განძი. მუზეუმში ვიზიტს მოჰყვა კონცერტი მუზეუმის ეზოში ევროპა კულტურისთვის",- წერს  ტიბორ ნავრაჩიჩი, რომელმაც მინისტრთან მიხეილ ბატიაშვილთან და ევროკავშირის ელჩთან საქართველოში კარლ ჰარცელთან ერთად აღმოსავლეთ პარტნიორობის კონფერენცია - „ფასეულობების ხელშეწყობა განათლებისა და კულტურის გზით“ გახსნა.

ვიზიტის ფარგლებში ტიბორ ნავრაჩიჩი „ფაბრიკაში“ გამართულ „შემოქმედებითი პროექტების ბაზრობას – 2019“ დაესწრო, სადაც ევროკავშირის პროგრამაში „შემოქმედებითი ევროპა“ გამარჯვებულმა ყველა ქართველმა ბენეფიციარმა საკუთარი ორგანიზაცია და პროგრამის ფარგლებში გამარჯვებული პროექტები წარმოადგინა.

ბაზრობაზე წარმოდგენილები იყვნენ: თბილისის კოტე მარჯანიშვილის სახ. სახელმწიფო დრამატული თეატრი; კინოფესტივალი CinéDOC; საქართველოს ეროვნული კინოცენტრი; Sofa - კინოაგენტების სკოლა; გამომცემლობა აგორა; გამომცემლობა ელფი; თანამედროვე ხელოვნების ცენტრი CCA; თბილისის არქიტექტურის ბიენალე; საქართველოს მუზეუმების ასოციაცია; საქართველოს კარიტასი; თბილისის ზაქარია ფალიაშვილის სახელობის ოპერისა და ბალეტის პროფესიული სახელმწიფო თეატრი; აბრეშუმის სახელმწიფო მუზეუმი; ისრაელის სახლი; ფესტივალი SOU; Public Art Platform; ჯადოსნური ლამპარი რუსთავი.

როგორც ტიბორ ნავრაჩიჩმა განაცხადა, კონფერენცია სწორედ ევროპულ, ქართულ ღირებულებებს ეხებოდა, რითაც ძალიან კარგი საფუძველი ექმნება  განათლების სფეროში სამომავლო თანამშრომლობის გაღრმავებას. რაც შეეხება კულტურის მიმართულებას, მისი შეფასებით ქართველები ინოვაციური, კრეატიული, შემოქმედებითი და ნიჭიერი ხალხია. მან დადებითად შეაფასა წარმოდგენილი პროექტები და აღნიშნა, რომ ეს ყველაფერი დიდ წვლილს შეიტანს ევროპული კულტურის გამდიდრების საქმეში.


,,ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერის" სპეციალური განცხადება

ხვალ, საღამოს კომპანია ,,ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერი", ნაძალადევის რაიონში, სააკაძის ქუჩაზე N37-თან, წყალმომარაგების ახალ ქსელზე გადაერთებით სამუშაოებს განახორციელებს.

აკაკი ზოიძე: 35 დასახელების მედიკამენტების შეძენა 1 ლარად, მოსახლეობისთვის დიდი შეღავათი იქნება

პარლამენტის ჯანდაცვის კომიტეტის თავმჯდომარის აკაკი ზოიძის განცხადებით, მედიკამენტების ხელმისაწვდომობასთან დაკავშირებით პრემიერ -მინისტრ მამუკა ბახტაძის ახალი ინიციატივა მოსახლეობის მდგომარეობას კიდევ უფრო შეამსუბუქებს. 

პროკურატურაში ბრიფინგი ჩაინიშნა

საქართველოს გენერალურ პროკურატურაში ბრიფინგი 20:00 საათზე გაიმართება. 

რატი იონათამიშვილი: ეს ცვლილება მნიშვნელოვნად შეამსუბუქებს მოსახლეობის ფინანსურ ტვირთს

საპარლამენტო უმრავლესობის წევრი რატი იონათამიშვილი მამუკა ბახტაძის, დღევანდელ ინიციატივას სოციალურ ქსელში ეხმაურება და მას პოზიტიურად აფასებს.

მესტიაში ძლიერი წვიმის შედეგად მეწყერი ჩამოწვა

ძლიერი წვიმის შედეგად, მესტიის მუნიციპალიტეტში, იფარი-ადიშის დამაკავშირებელ საავტომობილო გზაზე მეწყერი ჩამოწვა, რომლის შედეგად გზის სავალი ნაწილი დიდი რაოდენობით ქვა-ღორღიანი ნაშალი მასალით ჩაიკეტა.

სადელიმიტაციო კომისია მუშაობას უახლოეს კვირებში განაახლებს

სადელიმიტაციო კომისია უახლოეს კვირებში მუშაობას განაახლებს, - ამის შესახებ პრემიერ-მინისტრმა მამუკა ბახტაძემ ჟურნალისტის კითხვის საპასუხოდ განაცხადა.

 

მამუკა ბახტაძე: ბუნებრივია, მე მზად ვარ, პარლამენტში მივიდე

"ბუნებრივია, მე მზად ვარ, პარლამენტში მივიდე", - ამის შესახებ პრემიერ-მინისტრმა მამუკა ბახტაძემ მთავრობის სხდომის დაწყების წინ გამართულ ბრიფინგზე ჟურნალისტის კითხვის საპასუხოდ განაცხადა. 

 

შსს: ზოგიერთი მედიასაშუალების მიერ ადგილი აქვს შს მინისტრის მოადგილის კომენტარის მიზანმიმართულად არასწორ ინტერპრეტაციას

21-21 ივნისის მოვლენების დროს აქციაზე შეკრებილების მიმართ შსს-ს მხრიდან დაშლის მოწოდების შესახებ მოთხოვნის ირგვლივ მსჯელობა არ წყდება.

სამგზის ოლიმპიური ჩემპიონი ძალოსნობაში კახი კახიაშვილი 50 წლისაა

ლეგენდარული ქართველი ძალოსანი კახი კახიაშვილი 50 წლისაა. 

შსს განცხადებას ავრცელებს

შინაგან საქმეთა სამინისტროს საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის გაცნობეთ, რომ თბილისის მერია იწყებს მდინარე მტკვრის მარჯვენა სანაპიროდან თამარ მეფის გამზირის (გმირთა მოედნის) მიმართულებით არსებული პანდუსის სრულ რეაბილიტაციას.

ნინო თანდილაშვილი: „სამინისტროს პრიორიტეტი ქვეყანაში მწვანე წარმოების ხელშეწყობაა“

"სოფლის მეურნეობის დარგს აქვს ყველანაირი რესურსი, რათა მოხდეს მწვანე წარმოების წახალისება",-ამის შესახებ სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილემ ნინო თანდილაშვილმა განაცხადა. 

გია ვოლსკი: წინასწარ საუბარი იმაზე, რომ პოლიტიკური ნიშნით ხდება ადამიანების დაკავება, ხელს უშლის გამოძიებას

ეს განცხადება საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა გია ვოლსკიმ 20-21 ივნისის მოვლენებთან დაკავშირებით დაკავებულ პირებზე საუბრისას გააკეთა.

თამარ მეფის ხიდიდან ჩასასვლელ პანდუსზე ტრანსპორტის მოძრაობა 200 დღის განმავლობაში შეიზღუდება

მტკვრის მარჯვენა სანაპიროზე, თამარ მეფის ხიდიდან ჩასასვლელ პანდუსზე, დაგეგმილი სარეაბილიტაციო სამუშაოებიდან გამომდინარე, ხვალ, 11:00 საათიდან 200 დღის განმავლობაში ტრანსპორტის მოძრაობა ორმხრივად შეიზღუდება.

პრემიერი: ბათუმის საერთაშორისო კონფერენციამ აჩვენა, რომ საქართველოსა და ევროკავშირს შორის ურთიერთობები არის ყველაზე მაღალ ნიშნულზე

ეს გახლდათ ყველაზე მასშტაბური პოლიტიკური საერთაშორისო ღონისძიება დამოუკიდებელი საქართველოს ისტორიაში“, - ასე შეაფასა საქართველოს პრემიერ-მინისტრმა მამუკა ბახტაძემ ბათუმში გამართული საერთაშორისო კონფერენცია.

აზიის განვითარების ბანკმა საქართველოს ბანკთან და „გალტ ენდ თაგარტთან“ პარტნიორობით ლარის ობლიგაციების მასშტაბური განთავსება განახორციელა

საქართველოს ბანკის ჩართულობით და „გალტ ენდ თაგარტთან“ პარტნიორობით აზიის განვითარების ბანკმა ლარის ობლიგაციების მასშტაბური განთავსება განახორციელა და 60 მილიონი ლარი მოიზიდა.

მესტიაში ძლიერი წვიმის შედეგად მეწყერი ჩამოწვა

ძლიერი წვიმის შედეგად, მესტიის მუნიციპალიტეტში, იფარი-ადიშის დამაკავშირებელ საავტომობილო გზაზე მეწყერი ჩამოწვა, რომლის შედეგად გზის სავალი ნაწილი დიდი რაოდენობით ქვა-ღორღიანი ნაშალი მასალით ჩაიკეტა.

განახლებული ბუნების ძეგლები და მათი ეკონომიკური სარგებელი

საქართველოს დაცული ტერიტორიების სააგენტომ წელს ბუნების 3 ძეგლი განაახლა. მტირალას ეროვნულ პარკში, ოკაცეს ჩანჩქერსა და ნავენახევის მღვიმეში ვიზიტორებს ახლა უკვე გაუმჯობესებული ინფრასტრუქტურა და დახვდებათ.

პენსიონერებს, შშმ პირებს და სხვა ჯგუფებს 35 დასახელების მედიკამენტების შეძენა 1 ლარად შეეძლებათ

დღეიდან სოციალურად დაუცველ პირებთან ერთად, ყველა ჯგუფს, პენსიონერებს, შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირებს და სხვა ჯგუფებს 35 დასახელების მედიკამენტების შეძენა 1 ლარად შეეძლებათ.

რუსეთის ბაზარზე ტურიზმის ადმინისტრაციის დანახარჯი განულდა

ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ხელმძღვანელის  მარიამ ქვრივიშვილის განცხადებით, 2019 წელს ტურიზმის ეროვნულ ადმინისტრაციას რუსეთის ტურისტულ ბაზარზე ნულოვანი დანახარჯი აქვს.

მაშველებმა ყაზბეგში ლიეტუვას მოქალაქე გადაარჩინეს

4000 მეტრის სიმაღლიდან ყინულის ნაპრალში ჩავარდნილი ლიეტუვას მოქალაქე მაშველებმა ამოიყვანეს.

ხაშურის განახლებული რეფერალური ჰოსპიტალი – მრავალპროფილური მომსახურება

16 ივლისს ხაშურის განახლებული რეფერალური ჰოსპიტალი გაიხსნა. კლინიკა 61 საწოლზეა გათვლილი და რეგიონის მოსახლეობას მრავალპროფილურ ამბულატორიულ და სტაციონარულ სერვისებს სთავაზობს.