პროკურატურა აგრძელებს გამოძიებას აქციაზე სამართალდამცველთა უფლებამოსილების შესაძლო გადამეტების ფაქტებზე

საქართველოს გენერალურ პროკურატურაში ინტენსიურ რეჟიმში გრძელდება გამოძიება 20-21 ივნისს, რუთაველის გამზირზე აქციის ცალკეული მონაწილეების მიმართ სამართალდამცველთა მხრიდან უფლებამოსილების შესაძლო გადამეტების ფაქტზე.

როგორც უწყებაში აცხადებენ, საქმეზე შექმნილია სპეციალური საგამოძიებო ჯგუფი.


,,მოცემული ეტაპისთვის გამოძიების ფარგლებში გამოკითხულია 170-მდე პირი, მათ შორის არიან როგორც დაშავებული მოქალაქეები, ისე ადგილზე მყოფი ჟურნალისტები და მედიის სხვა წარმომადგენლები.


ქ. თბილისში მდებარე 15 საავადმყოფოდან, სადაც დაშავებული მოქალაქეები, ჟურნალისტები და სამართალდამცავები იყვნენ მოთავსებული, სასამართლოს განჩინების საფუძველზე სრულად იქნა ამოღებული სამედიცინო ისტორიები, აგრეთვე პოლიციის მიერ გამოყენებული რეზინის ტყვიები და სხვა ნივთები. უკვე დანიშნულია და მიმდინარეობს სასამართლო-სამედიცინო ექსპერტიზები.
სხვადასხვა ტელეკომპანიებიდან და მასმედიის სხვა საშულებებიდან გამოთხოვილ იქნა პარლამენტის სასახლის წინ მიმდინარე მოვლენების ამსახველი ვიდეო-აუდიო და ფოტომასალა, რომელთა საერთო რაოდენობა რამდენიმე ასეულს ფაილს აჭარბებს. აღნიშნული მასალის შესწავლა და ანალიზი ინტენსიურ რეჟიმში მიმდინარეობს. გარდა ამისა, საგამოძიებო უწყება დეტალურად აღრიცხავს ყველა იმ ლოკაციას, სადაც მოქმედებდნენ საპოლიციო დანაყოფები, მოპოვებულია კერძო და საჯარო დაწესებულებებში განთავსებული გარე სათვალთვალო კამერების მიერ აღბეჭდილი ვიდეომასალა.


გამოძიების ფარგლებში პროკურატურამ შინაგან საქმეთა სამინისტროს მიმართა 20-21 ივნისს განხორციელებული საპოლიციო ოპერაციის შესახებ სრული ინფორმაციის გადაცემის მოთხოვნით.
საგამოძიებო პროცესის გამჭვირვალობის უზრუნველსაყოფად, საქართველოს გენერალური პროკურატურა უკვე მჭიდროდ თანამშრომლობს სახალხო დამცველთან და არასამთავრობო ორგანიზაციებთანაც. ამ მიზნით, მათ უკვე ეთხოვათ, საგამოძიებო უწყებას წარუდგინონ მათ ხელთ არსებული სრული ინფორმაცია შესაძლო სამართალდარღვევის ფაქტებთან დაკავშირებით.


გამოძიება დეტალურად სწავლობს ცალკეულ ეპიზოდებს, სადაც იკვეთება სამართალდამცავთა მხრიდან უფლებამოსილების შესაძლო გადამეტების ნიშნები. საქმეზე ჩატარდება ყველა აუცილებელი საგამოძიებო და საპროცესო მოქმედება, რათა მაქსიმალურად მოკლე დროში გახდეს შესაძლებელი შემაჯამებელი გადაწყვეტილების მიღება", - აცხადებენ გენერალურ პროკურატურაში.


შეგახსენებთ, რომ შინაგან საქმეთა სამინისტრომ ამ ეტაპზე, 10-მდე სამართალდამცველს, რომლებიც მონაწილეობდნენ აქციის დაშლის ოპერაციაში, უკვე შეუჩერა სამსახურებრივი უფლებამოსილება. მათ შორის გამოძიების დასრულებამდე შინაგან საქმეთა სამინისტროს განსაკუთრებულ დავალებათა დეპარტამენტის დირექტორს, გიორგი ყაყიჩაშვილს დროებით შეუჩერდა უფლებამოსილება.


 


ამავე თემაზე: 


შსს-მ 20 ივნისის მოვლენებთან დაკავშირებით 4 ადამიანი დააკავა


პროკურატურა: გამოძიება ამბოხების გზით სახელმწიფო ხელისუფლების დამხობისა და ხელში ჩაგდების მუხლებით გაგრძელდება


საქართველოში უნალექო ამინდია მოსალოდნელი

26-27 თებერვალს საქართველოში თბილი და უნალექო ამინდია მოსალოდნელი. ამის შესახებ გარემოს ეროვნული სააგენტო იტყობინება. 

ყალბი დოკუმენტაციის დამზადების ფაქტზე ორი კომპანიის ხელმძღვანელი პირები დააკავეს

ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურმა ყალბი საგადასახადო დოკუმენტების დამზადება - გამოყენებისა და ქონების მესაკუთრის მოტყუებით დიდი ოდენობით ქონებრივი დაზიანების ფაქტზე ორი კომპანიის ხელმძღვანელები დააკავა.

თბილისში 126 ერთეული 12 მეტრიანი ავტობუსი შემოვა

თბილისში 126 ერთეული 12 მეტრიანი, გაზზე მომუშავე ავტობუსი შემოვა. ამის შესახებ დედაქალაქის მერმა კახა კალაძემ თბილისის მთავრობის სხდომაზე განაცხადა. 

მოპედის ქურდობისთვის წარსულში ნასამართლევი პირი დააკავეს

პოლიციამ მოპედის ქურდობის ბრალდებით, 1991 წელს დაბადებული, წარსულში ნასამართლევი თ.პ. დააკავა.

გურიზმები: ფარდობითი მორალი, ვანო მერაბიშვილი და უალკოჰოლო ლუდი 

„ტრაგიკული და კომიკურია ერთად, თან მორალისა და სინდისის მშრალად შენარჩუნება გინდოდეს და ამიტომ გმობდე ვანო მერაბიშვილს და თან იდგე „ნაციონალურ მოძრაობასთან“, - ამბობს ანალიტიკოსი გური სულთანიშვილი POSTV-ის ვიდეობლოგში.

ჯარი ქართული წარმოების გაუყინავი ღორის ხორცით მომარაგდება

თავდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, ჯარი საქონლის ხორცის შემდეგ, უმაღლესი ხარისხის ქართული წარმოების ღორის ხორცით მომარაგდება.

რაჭაში ახალი დაცული ტერიტორია დაარსდება

დაცული ტერიტორიების ინფორმაციით, უკვე მომზადებულია კანონპროექტი "რაჭის ეროვნული პარკისა და შოვის აღკვეთილის შექმნისა და მართვის შესახებ".

ნაქერალას უღელტეხილზე ავტოტრანსპორტის მოძრაობა თავისუფალია

ნაქერალას უღელტეხილზე ავტოტრანსპორტის მოძრაობა თავისუფალია. ინფორმაციას საავტომობილო გზების დეპარტამენტი ავრცელებს. 

ნათია თურნავა აზიის განვითარების ბანკის მუდმივ წარმომადგენელს შეხვდა 

ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა ნათია თურნავამ სამუშაო შეხვედრა გამართა აზიის განვითარების ბანკის მუდმივ წარმომადგენელთან შეინ როზენტალთან, რომლის  დროსაც განხილული იქნა აღნიშნულ საფინანსო ორგანიზაციასთან საქართველოს მიმდინარე და სამომავლო თანამშრომლობის პროექტები.

 

ProductTank Tbilisi შეხვედრათა ყოველთვიური სერია გრძელდება

ProductTank-ის შეხვედრების ყოველთვიური სერია გრძელდება.

გომი-საჩხერე-ჭიათურა-ზესტაფონის გზაზე ავტოტრანსპორტის მოძრაობა თავისუფალია

გომი-საჩხერე-ჭიათურა-ზესტაფონის გზაზე ავტოტრანსპორტის მოძრაობა თავისუფალია. ინფორმაციას საავტომობილო გზების დეპარტამენტი ავრცელებს. 

ჩუმათელეთი-ხუნევის მონაკვეთზე მისაბმელიანი ავტოტრანსპორტის მოძრაობა აღდგა

ჩუმათელეთი-ხუნევის მონაკვეთზე მისაბმელიანი ავტოტრანსპორტის მოძრაობა აღდგა. ინფორმაციას საავტომობილო გზების დეპარტამენტი ავრცელებს. 

თბილისში ავარიის შედეგად ქალი დაიღუპა

თბილისში, სანაპიროსთან, ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად ქალი დაიღუპა.

გია გაჩეჩილაძე: ადამიანები, ვინც ერთმანეთს დასაჭერად დასდევდა, ვისაც თანამებრძოლები მოუკლეს სხედან იმათ გვერდით, ვინც ეს ჩაიდინა

„ადამიანები, ვინც ერთმანეთს დასაჭერად დასდევდა, ვისაც თანამებრძოლები მოუკლეს სხედან იმათ გვერდით, ვინც ეს ჩაიდინა. საქართველოს დამოუკიდებლობის ისტორიაში ოპოციციური პოლიტიკური სისტემის ამაზე მეტი დეგრადაცია, მორალური დაცემა და განადგურება მე არ მინახავს“, - განაცხადა ფრაქცია „ქართული ოცნება-მწვანეების“ ლიდერმა გია გაჩეჩილაძემ ტელეკომპანია „იმედის“ ეთერში განაცხადა.

ასპინძაში ავარიას ორი ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა

ასპინძაში ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად ორი ადამიანი დაიღუპა.

ნათია თურნავა: მიხარია, რომ ქართველ სტარტაპერებს შორის ქალბატონების რაოდენობა იზრდება

"როგორც ეკონომიკის მინისტრს და როგორც ქალს, ძალიან მახარებს ქალბატონების რაოდენობა სტარტაპერებს შორის, რადგან ძალიან ბევრი, კრეატიული იდეის სათავეში დგანან ახალგაზრდა, წარმატებული, ქართველი ქალები, რაც ძალიან ლოგიკურია",- ამის შესახებ ეკონომიკის მინისტრმა ნათია თურნავამ ტექნოპარკში 100 000 ლარიანი თანადაფინანსების გრანტების პროგრამის გამარჯვებულთა დაჯილდოების შემდეგ განაცხადა.

დავით ზალკალიანი გაეროს ადამიანის უფლებათა საბჭოს პრეზიდენტს შეხვდა

საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა დავით ზალკალიანმა ჟენევაში ვიზიტის ფარგლებში გაეროს ადამიანის უფლებათა საბჭოს პრეზიდენტთან ელიზაბეტ ტიჩი-ფილსბერგთან შეხვედრა გამართა.

 

დავით ჩიხელიძე: „ipsos“-ის, ისევე როგორც სხვა არაერთი კვლევა, საზოგადოებრივი აზრის ფორმულირებას ემსახურება და არა საზოგადოებრივი აზრის კვლევას 

ორგანიზაცია „დემოკრატიული ცვლილებების ცენტრის” ხელმძღვანელი დავით ჩიხელიძე მთავარი არხის დაკვეთით, კომპანია „ipsos“-ის მირ ჩატარებულ გამოკითხვას ეხმიანება.

ნათია თურნავა: არ უნდა დავიშუროთ რესურსები, რაც ინოვაციურად მოაზროვნე ადამიანებს წაახალისებს

"ჩვენი სტარტაპერები უკვე გაცილებით მეტად არიან მომზადებულები, მეტი შანსი აქვთ მოიპოვონ დაფინანსება და გლობალურ ბაზარზე გავიდნენ",- ამის შესახებ ეკონომიკის მინისტრმა ნათია თურნავამ 100 000 ლარიანი თანადაფინანსების გრანტების პროგრამის გამარჯვებულთა დაჯილდოების ცერემონიაზე განაცხადა.

26 თებერვალს ეკონომიკური კონფერენცია "საქართველო და მსოფლიო 2020" გაიხსნება

სასტუმრო "შერატონ გრანდ თბილისში", 26 თებერვალს, 10:30 საათზე  ეკონომიკური კონფერენცია "საქართველო და მსოფლიო 2020" გაიხსნება.

ქართულ მრავალხმიანობასა და სუფრას ეროვნული მნიშვნელობის კატეგორია მიენიჭა

ეროვნული მნიშვნელობის კატეგორია განესაზღვრა არამატერიალური კულტურული მემკვიდრეობის ძეგლებს - "ქართულ მრავალხმიანობასა" და "ქართული ტრადიციული სუფრის/პურობის კულტურას".