პუტინი: 1918 წელს საქართველომ აფხაზეთის ოკუპაცია მოახდინა

დღეს რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა საქართველოში ბოლო დროს განვითარებულ მოვლენებთან დაკავშირებით რუსულ მედიას ვრცელი ინტერვიუ მისცა.

 

,,თავის დროზე, ვარწმუნებდი სააკაშვილს, არ დაეშვა სამხედრო მოქმედებები აფხაზეთსა და „სამხრეთ ოსეთში“, ამერიკელებიც ამას ეუბნებოდნენ, თუმცა იქ ომით წავიდა და შედეგი ცნობილია", - განაცხადა პუტინმა.


მისივე თქმით, რუსეთი უბრალოდ, იძულებული იყო, ეცნო აფხაზეთისა და „სამხრეთ ოსეთის“ დამოუკიდებლობა, ერების დასაცავად.


რუსეთის პრეზიდენტის განცხადებით, ხალხი, რომელიც საქართველოში ანტირუსულ განწყობებს აღვივებს, გამოუსწორებელ ზიანს აყენებს საქართველოსა და მის მოსახლეობას.


რუსეთის პრეზიდენტმა ყურადღება გაამახვილა ჟურნალისტ გიორგი გაბუნიას სატელევიზიო მიმართვაზე და თქვა, რომ მსგავს შემთხვევებთან საჭიროა სერიოზული და სიღრმისეული მიდგომა, თუმცა ნაძირლების გამოვლინებებზე რეაგირება საჭირო არ არის.


რუსეთის პრეზიდენტმა ასევე ისაუბრა საქართველოსა და მის ოკუპირებულ ტერიტორიებთან დაკავშირებულ ისტორიულ მოვლენებზე და აღნიშნა, რომ საქართველოს პირველმა პრეზიდენტმა ავტონომიების გაუქმებით იგნორირება გაუკეთა მძიმე მემკვიდრეობას, რამაც ძმათამკვლელი ომი გამოიწვია.


„ოსეთი რუსეთის იმპერიაში 1774 წელს, მთლიანად – ჩრდილოეთი და სამხრეთ ნაწილებით შევიდა, როგორც დამოუკიდებელი სახელმწიფო. აფხაზეთი 1810 წელს, ასევე როგორც დამოუკიდებელი სახელმწიფო, როგორც სამთავრო. შემდეგ, სამხრეთ ოსეთი თბილისის გუბერნიაში შევიდა, არ ყოფილა არავითარი საქართველო. როდესაც დაიშალა რუსეთის იმპერია, პირველი მსოფლიო ომის შემდეგ, საქართველომ აფხაზეთის შთანთქმა სცადა. ჩამოყალიბდა დამოუკიდებელი ქართული სახელმწიფო და გერმანული ჯარების დახმარებით, 1918 წელს, საქართველომ აფხაზეთის ოკუპაცია მოახდინა. ოკუპანტები ძალიან მკაცრად იქცეოდნენ. უფრო მკაცრად მოიქცა ქართული ჯარი ოსეთში, 1919-1920 წლებში. ეს არის ის, რასაც დღეს გენოციდს უწოდებენ. ეს საქართველოს დღევანდელმა ხელისუფლებამ კარგად უნდა იცოდეს. არ შეიძლება ამის დავიწყება, თუ საქართველოს დღევანდელ ხელისუფლებას სურს ურთიერთობების დალაგება აფხაზეთთან და სამხრეთ ოსეთთან. საქართველოს საბჭოთა სოციალისტური რესპუბლიკა სტალინის დროს შეიქმნა და აფხაზეთი მისი ნაწილი გახდა. ენკავედე-მ ბერიას ხელმძღვანელობით აფხაზეთში უმკაცრესი ზომები მიიღო, რომლის მიზანი საქართველოს მიერ აფხაზეთის შთანთქმა იყო. ეს მძიმე მემკვიდრეობა თანამედროვე საქართველოს პირველმა პრეზიდენტმა არ გაითვალისწინა", – აღნიშნა პუტინმა.


რუსეთის პრეზიდენტმა განაცხადა, რომ რუსეთსა და საქართველოს შორის სრულფასოვანი ურთიერთობების აღდგენისთვის არ გააკეთებს არაფერს, რაც გაართულებს ქვეყნებს შორის ურთიერთობას.

წყარო: 1tv.ge

დაკავებულია დანაშაულებრივი ჯგუფის სამი წევრი, რომლებმაც პოლიციას ცეცხლი გაუხსნეს

შსს-ს თბილისის პოლიციის დეპარტამენტის გლდანი-ნაძალადევის სამმართველოს თანამშრომლებმა, ცხელ კვალზე გატარებული ოპერატიულ-საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, 20 ივლისს თემქაზე მომხდარი ყაჩაღობის ფაქტი გახსნეს.

რატომ არ შემოუშვეს იულია სუსლიაკი საქართველოში - შსს-ს განმარტება

უკრაინის მოქალაქე იულია სუსლიაკი, რომელიც ტრეფიკინგის ბრალდებით იყო დაკავებული, სამართალდამცველებმა ქვეყანაში არ შემოუშვეს და აზერბაიჯანში გააბრუნეს. ამის შესახებ „პირველს“ შს სამინისტროში განუცხადეს.

ენზელ მკოიანი საგანგებო განცხადებას ავრცელებს

საპარლამენტო უმრავლესობის დეპუტატი ენზელ მკოიანი ნინოწმინდის ბაღების გაერთიანების დირექტორის ნარინე გინოსიანის მიერ მის მიმართ გამოთქმულ ბრალდებებთან დაკავშირებით, საგანგებო განცხადებას ავრცელებს.

წყალდიდობა თურქეთში - არის მსხვერპლი

თურქეთში წყალდიდობის შედეგად ერთი დაიღუპა, ხოლო დაკარგულად ითვლება 6 ადამიანი.

ტყეკაფებამდე მისასვლელი გზების აღდგენითი სამუშაოები გრძელდება

გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრო ტყეკაფებამდე მისასვლელი სატყეო - სამეურნეო გზების აღდგენით სამუშაოებს აგრძელებს. ამ ეტაპზე სამუშაოები თიანეთში,  სოფელ ალოტთან, სახელმწიფო ტყის ფონდის ტერიტორიაზე მიმდინარეობს.

უკრაინაში რიგგარეშე საპარლამენტო არჩევნები მიმდინარეობს

უკრაინაში დღეს ვადამდელი საპარლამენტო არჩევნები იმართება. არჩევნებში 22 პარტია მონაწილეობს. პროცესს 1719 დამკვირვებელი აკვირდება.

დედაქალაქის მერი ჭავჭავაძის გამზირის სარეაბილიტაციო სამუშაოებს გაეცნო

თბილისის მერმა კახა კალაძემ ვაკის რაიონში, ჭავჭავაძის გამზირზე მიმდინარე ინფრასტრუქტურული სამუშაოები დაათვალიერა და საზოგადოებას რამდენიმე მნიშვნელოვანი სიახლე გააცნო.

,,ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერი" განცხადებას ავრცელებს

ხვალ, ჯივიპი აღმაშენებლის გამზირზე ტექნიკურ სამუშაოებს განახორციელებს. ამის შესახებ ,,პირველს" კომპანიიდან აცნობეს.

VIDEO- პოლიციამ ქვემო ქართლში 2 კილომდე ჰეროინი ამოიღო

შინაგან საქმეთა სამინისტროს ქვემო ქართლის პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა, ჩატარებული ოპერატიულ-საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, ქვემო ქართლში 2 კილომდე ჰეროინი ამოიღეს.

,,ქარვასლასთან" პოლიციას ცეცხლი გაუხსნეს

ყაჩაღობის ბრალდებით დაკავებისას ორმა პირმა პოლიციას ცეცხლი გაუხსნა. შემთხვევა თბილისში სავაჭრო ცენტრ ,,ქარვასლასთან" მოხდა. ამის შესახებ ,,პირველს" შინაგან საქმეთა სამინისტროში განუცხადეს.

პაატა სალია: ყველაფერს გავაკეთებ იმისთვის, რომ თანამშრომლებმა ხელფასები მიიღონ

სამაუწყებლო კომპანია „რუსთავი 2“-ის გენერალური დირექტორის პაატა სალიას განცხადებით, თანამშრომლებისა და მისი მიზნები ერთმანეთს ემთხვევა და საერთო ენის გამონახვა არ გაჭირდება.

დღე 31 - "დაგვთვალეთ" - პროტესტის ერთი თვე

რუსთაველის გამზირზე აქციების დაწყებიდან დღეს ერთი თვე გავიდა. 20 ივნისის შემდეგ დედაქალაქის მთავარ გამზირზე მოქალაქეების პროტესტი არ შეწყვეტილა. 

საქართველოს მორაგბეთა ნაკრებმა რუსეთი 22-17 დაამარცხა

ევროპის გრან-პრის მეორე, დასკვნითი ეტაპის მატჩში საქართველოს შვიდკაცა მორაგბეთა ნაკრებმა რუსეთი 22:17 დაამარცხა. ინფორმაციას sportall.ge ავრცელებს.

VIDEO- მაშველებმა ომალოში ამერიკის 4 მოქალაქე გადაარჩინეს

მაშველებმა ომალოში ამერიკის ოთხი მოქალაქე გადაარჩინეს, -ამის შესახებ ინფორმაციას საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახური ავრცელებს.

კახა კალაძე: თითქოს დიღმის ტყე-პარკში კორპუსების მშენებლობაზე გავეცით ნებართვა, დიდი ტყუილია

თბილისის მერის, კახა კალაძის განცხადებით, სიცრუეა გავრცელებული ინფორმაცია, იმის შესახებ რომ დიღმის ტყე-პარკი გამოყენებული უნდა იყოს სამშენებლო მიმართულებით, ან ავტოსადგომების მოსაწყობად.

16 წლის მუშის დაღუპვის საქმეზე დაკავებულ კომპანიის დირექტორს ბრალი წაუყენეს

დოლაბაურის ქუჩაზე მშენებარე კორპუსში არასრულწლოვანი მუშის დაღუპვის საქმეზე, კომპანიის დაკავებულ დირექტორს ბრალი წაუყენეს.

კახა კალაძე: „რუსთავი 2“-ის საქმეზე გადაწყვეტილება მიიღო სტრასბურგის სასამართლომ და ვალდებული ვართ, დავემორჩილოთ

,,რუსთავი 2“-ის საქმეზე გადაწყვეტილება მიიღო სტრასბურგის სასამართლომ და ყველა ვალდებული ვართ, დავემორჩილოთ, - ამის შესახებ თბილისის მერმა, კახა კალაძემ ჟურნალისტებს განუცხადა.

სამეთაურო-საშტაბო სწავლება „შამქორი 2019“ დასრულდა

უწყებათშორისი სამეთაურო-საშტაბო სწავლება „შამქორი 2019“ დასრულდა. სწავლების დახურვის ოფიციალური ცერემონიალი წვრთნებისა და სამხედრო განათლების მხარდამჭერ ცენტრ „კრწანისში“ გაიმართა.

საქართველო მრავალეროვნულ სამხედრო სწავლებას „მტკიცე სული 2019“ უმასპინძლებს

27 ივლისიდან 9 აგვისტოს ჩათვლით საქართველო მრავალეროვნულ სამხედრო სწავლებას Agile Spirit 2019 („მტკიცე სული 2019“) უმასპინძლებს. სწავლება ოფიციალურად სენაკში, II ქვეითი ბრიგადის ბაზაზე 27 ივლისს გაიხსნება.

 

თელავში გარდაცვლილი მეხანძრე-მაშველი მშობლიურ სოფელში დაკრძალეს

საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის თელავის სახანძრო-სამაშველო განყოფილების თანამშრომელი, 51 წლის გელა მელიქიძე, რომელიც სოფელ ყარაჯალაში პროფესიული მოვალეობის შესრულების დროს გარდაიცვალა, მშობლიურ სოფელში დაკრძალეს.

ნაძალადევის რაიონში ფესტივალი „თბილისის ცის ქვეშ“ გაიმართება

თბილისის მერიის კულტურის, განათლების, სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა საქალაქო სამსახურის ორგანიზებით, ფესტივალი „თბილისის ცის ქვეშ“ ნაძალადევში, IX კვარტალში (ანაპის 414-ე დივიზიისა და ურეკის ქუჩების კვეთაზე) ჩატარდება.