ბახტაძე: მზად ვართ აღმოსავლეთ პარტნიორობისთვის მეტი გავაკეთოთ, თუმცა თქვენგანაც მეტია საჭირო

პრემიერ-მინისტრის მამუკა ბახტაძის განცხადბეით, საქართველოს მთავრობა  აღმოსავლეთ პარტნიორობის და მიზნების ერთგული რჩება, თუმცა აცნობიერებს, რომ მეტის გაკეთებაა საჭირო. 

"ვრჩებით აღმოსავლეთ პარტნიორობისა და მიზნების ერთგულნი, თუმცა ვაცნობიერებთ, რომ მეტის გაკეთებაა საჭირო, მზად ვართ ვაკეთოთ მეტი, თუმცა თქვენგანაც მეტია საჭირო",- განაცხადა ბახტაძემ ბათუმის XVI საერთაშორისო კონფერენციაზე სიტყვით გამოსვლის დროს.


მთავრობის მეთაურის თქმით, ასოცირების შეთანხმება საქართველოს ისტორიაში საეტაპო მოვლენა იყო, რომელიც ქეყანას მის ძირძველ ოჯახში დაბრუნების შესაძლებლობას მისცემს.


„ასოცირების შეთანხმების სრული ძალით ამოქმედების, სავიზო რეჟიმის ლიბერალიზაციის და ღრმა და ყოვლისმომცველი თავისუფალი სავაჭრო სივრცეში გაწევრიანების შემდეგ გაგვიჩნდა მუხტი, რომელიც უკვალოდ ვერ დაიკარგება. ხსენებული თარიღიდან საქართველოსა და ევროპის ხალხთაშორისი და კულტურული ურთიერთობები აყვავების გზას დაადგა, ხოლო ეკონომიკური შესაძლებლობები გამოცოცხლდა. ბუნებრივად ვითარდება და იზრდება კულტურული კავშირები საქართველოსა და ევროკავშირს შორის, რადგან საერთო ევროპული იდენტობა გაგვაჩნია. ქართულ კულტურას გადამწყვეტი როლი აკისრია საქართველოს ევროპულ ინტეგრაციაში, რადგან სწორედ კულტურა და საერთო ფასეულობებია მთავარი კატალიზატორი და დასაბუთება იმისა, რომ ევროპული ოჯახის ნაწილია საქართველო“, - განაცხადა მამუკა ბახტაძემ.


გენერალური პროკურორი ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეის მონიტორინგის კომიტეტის დელეგაციას შეხვდა

საქართველოს გენერალური პროკურორი შალვა თადუმაძე ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეის მონიტორინგის კომიტეტის დელეგაციას შეხვდა.

ძლიერმა წვიმამ და ქარმა კახეთის სოფლები დააზარალა

ძლიერმა წვიმამ და ქარმა გურჯაანისა და ყვარლის მუნიციპალიტეტებს ზარალი მიაყენა.

მიხეილ ბატიაშვილმა ტრიუმფატორ ძიუდოისტებს უმასპინძლა

მიხეილ ბატიაშვილმა ევროპის ძიუდოს ახალგაზრდული ჩემპიონატის ტრიუმფატორებს უმასპინძლა.

სარა თომასი პირველი ქალია, ვინც ლა-მანშის სრუტე შეუსვენებლად ოთხჯერ გადაცურა

ამერიკელი ქალი სარა თომასი გახდა პირველი ადამიანი, რომელმაც ლა მანშის სრუტე ოთხჯერ შესვენების გარეშე გადაცურა.

ქეთევან ციხელაშვილმა აფხაზეთის მეორე საჯარო სკოლის მოსწავლეებს ახალი სასწავლო წლის დაწყება მიულოცა

შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის მინისტრი ქეთევან ციხელაშვილი, მოადგილესთან, ლია გიგაურთან ერთად, აფხაზეთის მეორე საჯარო სკოლაში იმყოფებოდა, სადაც მოსწავლეებს შეხვდა და მათ ახალი სასწავლო წლის დაწყება მიულოცა.

მასწავლებელი, რომელმაც ბავშვებს წითელი ყელსახვევი გაუკეთა, სამსახურიდან გაათავისუფლეს

ქობულეთის მე-3 საჯარო სკოლის პირველი გ კლასის მასწავლებელს, ქეთევან ვეკუას, სკოლის დისციპლინურმა საბჭომ სასტიკი საყვედური გამოუცხადა. სკოლის დირექტორის გადაწყვეტილებით, ვეკუა კლასის დამრიგებლობიდანაც გაათავისუფლეს.

თბილისში კლიმატის მწვანე ფონდის ფორუმი გაიმართება

გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრი ლევან დავითაშვილი კლიმატის მწვანე ფონდის (GCF) მაღალი დონის წარმომადგენლების ვიზიტის ფარგლებში დაგეგმილ ფორუმს გახსნის.

ვახტანგ გომელაური ევროკავშირის ელჩს შეხვდა

შინაგან საქმეთა მინისტრი ვახტანგ გომელაური ევროკავშირის ელჩს შეხვდა შინაგან საქმეთა მინისტრი ვახტანგ გომელაური საქართველოში ევროკავშირის წარმომადგენლობის ხელმძღვანელს - კარლ ჰარცელს შეხვდა.

"ქართულმა ოცნებამ" ადიგენში შუალედურ არჩევნებზე კანდიდატად ჭიდაობის მწვრთნელი დაასახელა

27 ოქტომბრის საკრებულოს შუალედური არჩევნებისთვის, "ქართულმა ოცნებამ" კანდიდატები დაასახელა. მაჟორიტარი დეპუტატის მანდატის მოსაპოვებლად ადიგენის სოფელ არალში, მმართველი პარტიის სახელით, ზურაბ ფეიქრიშვილი იბრძოლებს.

სავალუტო ფონდის ყოფილი შეფი ევროკავშირის ცენტრალური ბანკის ხელმძღვანელად აირჩიეს

საერთაშორისო სავალუტო ფონდის ყოფლი ხელმძღვანელი კრისტინ ლეგარდი ევროპის ცენტრალური ბანკის ხელმძღვანელის პოსტს კვლავ დაიკავებს. მის კანდიდატურას სტრასბურგში ჩატარებულ ევროპარლამენტის პლენარულ სესიაზე დაუჭირეს მხარი.

კონტეინერების კონტროლის პროგრამის დეტალები ცნობილია

გაეროსა და მსოფლიო საბაჟო ორგანიზაციის ერთობლივი პროექტის საშუალებით, მოხერხდა ტრანსსასაზღვრო დანაშაულთან მებრძოლი სამართალდამცავი უწყებების ძალისხმევისა და რესურსების გაერთიანება 

ლარი კვლავ გაუფასურდა

17 სექტემბრის ვაჭრობის შედეგად აშშ დოლარი გამყარდა და  2.9626 ლარი შეადგინა. კურსი, რომელიც
დღეს მოქმედებდა, 2.9608 ლარი იყო. შესაბამისად, დოლარის ცვლილებამ ეროვნულ ვალუტასთან
მიმართებაში -0.18 თეთრი შეადგინა.
 
 

გოგა ხაინდრავა ოთარ კახიძეს ვინ ეკითხება და ვინ უსმენს? საერთაშორისო თანამეგობრობა აკეთებს იმას, რასაც საჭიროდ თვლის

„ოთარ კახიძეს ვინ ეკითხება და ვინ უსმენს? საერთაშორისო თანამეგობრობა აკეთებს იმას, რასაც საჭიროდ თვლის“, - ამის შესახებ რეჟისორმა გოგა ხაინდრავამ ტელეკომპანია იმედის ეთერში განაცხადა.

საპარტნიორო ფონდმა „სტარტაპ-საქართველოს“ გამარჯვებული პროექტის „DR.GOODS“-ის პრეზენტაცია გამართა

„საპარტნიორო ფონდის“პრეზენტაციას ესწრებოდა აღმასრულებელი დირექტორი დავით საგანელიძე, ფონდის წარმომადგენლები, სამედიცინო სექტორი და გამარჯვებული პროექტის ავტორები.

ლაფანყურის მოსახლეობასა და "ლოპოტა-ჰესის" ხელმძღვანელობას შორის შეხვედრა შედგა

დღეს ლაფანყირში ადგილობრივები შესაბამისი უწყებების, არასამთავრობო სექტორის, ხელისუფლებისა და კომპანიის წარმომადგენლებს თელავის საკრებულოში შეხვდნენ.

18 სექტემბერს თბილისის რამდენიმე უბანში ელექტრომომარაგება შეიზღუდება

გეგმიურ-პროფილაქტიკური სამუშაოების ჩატარების გამო 18 სექტემბერს თბილისის რამდენიმე უბანში ელექტრომომარაგება დროებით შეიზღუდება.

ნაძალადევის რაიონში, ვარდისუბნის ქუჩაზე საგზაო სამუშაოები დასრულდა

ნაძალადევის რაიონში, საგზაო ინფრასტრუქტურა მოწესრიგდა. საცხოვრებელი კორპუსის მიმდებარედ, სადაც 113 ოჯახი ცხოვრობს, მოეწყო სანიაღვრე ქსელი, საყრდენი კედელი, ბორდიური და 2 300 კვ.მ ფართობზე ასფალტის საფარი დაიგო.

 
ილია მეორემ ეკატერინე ტიკარაძეს უმასპინძლა

სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა უწმინდესმა და უნეტარესმა ილია მეორემ ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრს ეკატერინე ტიკარაძეს უმასპინძლა.

ირაკლი ლექვინაძე: "მხარს ვუჭერთ ნავთობიმპორტიორების მოთხოვნას"

ნავთობპროდუქტების იმპორტიორთა კავშირის თავმჯდომარე ვანო მთვრალაშვილი, საქართველოს ბიზნესომბუდსმენი ირაკლი ლექვინაძე, 2020 წლიდან 1 იანვრიდან დიზელის საწვავზე ახალი ხარისხობრივი ნორმებს განიხილავენ.

 

სურსათის ეროვნული სააგენტო კვების ობიექტების შემოწმებას განაგრძობს

სურსათის ეროვნული სააგენტოს თბილისის საქალაქო სამსახურის წარმომადგენლებმა სახელმწიფო კონტროლის ფარგლებში განახლებულ აღმაშენებელსა და ბელიაშვილის ქუჩაზე არსებული საზოგადოებრივი კვების 57 ობიექტი შეამოწმეს.

"სოკარი" ქუთაისის ბაღების შემოწმებას იწყებს

იმერეთის სკოლამდელი აღზრდის დაწესებულებები ბუნებრივი აირის მიწოდების უსაფრთხოებაზე შემოწმდა.