საინვესტიციო ფორუმი ახალ შესაძლებლობებს ქმნის

ბათუმში მიმდინარე აღმოსავლეთ პარტნიორობის საინვესტიციო ფორუმს ახალი შესაძლებლობების შექმნა შეუძლია,- განაცხადა ევროკომისიის აღმოსავლეთ პარტნიორობის ქვეყნებთან თანამშრომლობის დირექტორმა ლოურენს მერედიტმა.

ლოურენს მერედიტი პანელის „აღმოსავლეთ პარტნიორობის ქვეყნებში ინვესტირების გამოწვევები და შესაძლებლობები - 10 წლის შემდეგ პრაღის დეკლარაციიდან“ერთ-ერთი სპიკერია.


„ჩვენ, ევროკავშირი მოხარული ვართ ამ ინიციატივის წარმატებით. რა თქმა უნდა, სიმბოლურია ის ფაქტი, რომ ეს ღონისძიება ბათუმში ხორციელდება - ბათუმი წელს აღიარებულია, როგორც ახალი, ყველაზე მიმზიდველიტურისტული ადგილი ევროპაში“, - განაცხადა ევროკავშირის აღმოსავლეთ პარტნიორობის ქვეყნებთან თანამშრომლობის დირექტორმა.


ლოურენს მერედიტმა თავის გამოსვლაში ისაუბრა აღმოსავლეთ პარტნიორობის მონაწილე ქვეყნებისთვის ამ საერთაშორისოპლატფორმის როლსა და მნიშვნელობაზე.


ამასთან, მისი განცხადებით, აღმოსავლეთ პარტნიორობის ფორმატს კიდევ მეტი პოტენციალი აქვს.


„ჩვენ მოწადინებულნი ვართ, კიდევ უფრო მეტს მივაღწიოთ. პრეზიდენტმა იუნკერმა დაიწყო კონსულტაციები, რომელიც ეხება აღმოსავლეთ პარტნიორობის მომავალს“, - აღნიშნა მან.


ევროკომისიის აღმოსავლეთ პარტნიორობის ქვეყნებთან თანამშრომლობის დირექტორმა რამდენიმე პრიორიტეტული სფეროდაასახელა, რომელთა მიმართულებითაც აქტიური მუშაობის წარმართვა იგეგმება: ეკონომიკა; კავშირები; ენერგოეფექტურობა;დიგიტალიზაცია და საჯარო მმართველობის რეფორმა.


„ვმუშაობთ რეგიონში იმისათვის, რომ ევროკავშირის მხრიდან შევქმნათსაგრანტო დაფინანსების მექანიზმები, ისევე როგორც სასესხო დაფინანსების მექანიზმები და სხვა საერთაშორისოინსტიტუტებთან, როგორიცაა, მაგალითად მსოფლიო ბანკი. საერთაშორისო საფინანსო ინსტიტუტებთან ურთიერთობა არისგადამწყვეტი და სულმოუთმენლად ველი ჩემი კოლეგებისგან მათ სამომავლო ხედვას", - აღნიშნა მან.


რაჭაში ახალი დაცული ტერიტორია დაარსდება

დაცული ტერიტორიების ინფორმაციით, უკვე მომზადებულია კანონპროექტი "რაჭის ეროვნული პარკისა და შოვის აღკვეთილის შექმნისა და მართვის შესახებ".

ნაქერალას უღელტეხილზე ავტოტრანსპორტის მოძრაობა თავისუფალია

ნაქერალას უღელტეხილზე ავტოტრანსპორტის მოძრაობა თავისუფალია. ინფორმაციას საავტომობილო გზების დეპარტამენტი ავრცელებს. 

ნათია თურნავა აზიის განვითარების ბანკის მუდმივ წარმომადგენელს შეხვდა 

ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა ნათია თურნავამ სამუშაო შეხვედრა გამართა აზიის განვითარების ბანკის მუდმივ წარმომადგენელთან შეინ როზენტალთან, რომლის  დროსაც განხილული იქნა აღნიშნულ საფინანსო ორგანიზაციასთან საქართველოს მიმდინარე და სამომავლო თანამშრომლობის პროექტები.

 

ProductTank Tbilisi შეხვედრათა ყოველთვიური სერია გრძელდება

ProductTank-ის შეხვედრების ყოველთვიური სერია გრძელდება.

გომი-საჩხერე-ჭიათურა-ზესტაფონის გზაზე ავტოტრანსპორტის მოძრაობა თავისუფალია

გომი-საჩხერე-ჭიათურა-ზესტაფონის გზაზე ავტოტრანსპორტის მოძრაობა თავისუფალია. ინფორმაციას საავტომობილო გზების დეპარტამენტი ავრცელებს. 

ჩუმათელეთი-ხუნევის მონაკვეთზე მისაბმელიანი ავტოტრანსპორტის მოძრაობა აღდგა

ჩუმათელეთი-ხუნევის მონაკვეთზე მისაბმელიანი ავტოტრანსპორტის მოძრაობა აღდგა. ინფორმაციას საავტომობილო გზების დეპარტამენტი ავრცელებს. 

თბილისში ავარიის შედეგად ქალი დაიღუპა

თბილისში, სანაპიროსთან, ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად ქალი დაიღუპა.

გია გაჩეჩილაძე: ადამიანები, ვინც ერთმანეთს დასაჭერად დასდევდა, ვისაც თანამებრძოლები მოუკლეს სხედან იმათ გვერდით, ვინც ეს ჩაიდინა

„ადამიანები, ვინც ერთმანეთს დასაჭერად დასდევდა, ვისაც თანამებრძოლები მოუკლეს სხედან იმათ გვერდით, ვინც ეს ჩაიდინა. საქართველოს დამოუკიდებლობის ისტორიაში ოპოციციური პოლიტიკური სისტემის ამაზე მეტი დეგრადაცია, მორალური დაცემა და განადგურება მე არ მინახავს“, - განაცხადა ფრაქცია „ქართული ოცნება-მწვანეების“ ლიდერმა გია გაჩეჩილაძემ ტელეკომპანია „იმედის“ ეთერში განაცხადა.

ასპინძაში ავარიას ორი ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა

ასპინძაში ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად ორი ადამიანი დაიღუპა.

ნათია თურნავა: მიხარია, რომ ქართველ სტარტაპერებს შორის ქალბატონების რაოდენობა იზრდება

"როგორც ეკონომიკის მინისტრს და როგორც ქალს, ძალიან მახარებს ქალბატონების რაოდენობა სტარტაპერებს შორის, რადგან ძალიან ბევრი, კრეატიული იდეის სათავეში დგანან ახალგაზრდა, წარმატებული, ქართველი ქალები, რაც ძალიან ლოგიკურია",- ამის შესახებ ეკონომიკის მინისტრმა ნათია თურნავამ ტექნოპარკში 100 000 ლარიანი თანადაფინანსების გრანტების პროგრამის გამარჯვებულთა დაჯილდოების შემდეგ განაცხადა.

დავით ზალკალიანი გაეროს ადამიანის უფლებათა საბჭოს პრეზიდენტს შეხვდა

საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა დავით ზალკალიანმა ჟენევაში ვიზიტის ფარგლებში გაეროს ადამიანის უფლებათა საბჭოს პრეზიდენტთან ელიზაბეტ ტიჩი-ფილსბერგთან შეხვედრა გამართა.

 

დავით ჩიხელიძე: „ipsos“-ის, ისევე როგორც სხვა არაერთი კვლევა, საზოგადოებრივი აზრის ფორმულირებას ემსახურება და არა საზოგადოებრივი აზრის კვლევას 

ორგანიზაცია „დემოკრატიული ცვლილებების ცენტრის” ხელმძღვანელი დავით ჩიხელიძე მთავარი არხის დაკვეთით, კომპანია „ipsos“-ის მირ ჩატარებულ გამოკითხვას ეხმიანება.

ნათია თურნავა: არ უნდა დავიშუროთ რესურსები, რაც ინოვაციურად მოაზროვნე ადამიანებს წაახალისებს

"ჩვენი სტარტაპერები უკვე გაცილებით მეტად არიან მომზადებულები, მეტი შანსი აქვთ მოიპოვონ დაფინანსება და გლობალურ ბაზარზე გავიდნენ",- ამის შესახებ ეკონომიკის მინისტრმა ნათია თურნავამ 100 000 ლარიანი თანადაფინანსების გრანტების პროგრამის გამარჯვებულთა დაჯილდოების ცერემონიაზე განაცხადა.

26 თებერვალს ეკონომიკური კონფერენცია "საქართველო და მსოფლიო 2020" გაიხსნება

სასტუმრო "შერატონ გრანდ თბილისში", 26 თებერვალს, 10:30 საათზე  ეკონომიკური კონფერენცია "საქართველო და მსოფლიო 2020" გაიხსნება.

ქართულ მრავალხმიანობასა და სუფრას ეროვნული მნიშვნელობის კატეგორია მიენიჭა

ეროვნული მნიშვნელობის კატეგორია განესაზღვრა არამატერიალური კულტურული მემკვიდრეობის ძეგლებს - "ქართულ მრავალხმიანობასა" და "ქართული ტრადიციული სუფრის/პურობის კულტურას". 

თანადაფინანსების გრანტების პროგრამის გამარჯვებულები ცნობილია

ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს ინოვაციების და ტექნოლოგიების სააგენტოს თანადაფინანსების გრანტების პროგრამის გამარჯვებული სტარტაპები  ცნობილია.

გიგი უგულავა შეწყალების თხოვნაზე: პრეზიდენტს მიმართვის გარეშეც შეუძლია საქმის გამოსწორება

"შეწყალების თხოვნით არ მგონია, რომ ვინმეს მივმართო",- ასე უპასუხა პატიმრობაში მყოფმა თბილისის ყოფილმა მერმა გიგი უგულავამ კითხვას, რომელიც შეწყალების თხოვნას ეხებოდა.

უგულავა: რაც უფრო ბევრი პოლიტპატიმარი ეყოლება ამ ქვეყანას, ოპოზიცია უფრო მეტად შეიკვრება

"ოპოზიციის ერთიანობა სადღეგრძელოს ჰგავდა, მაგრამ დღეს აბსოლუტურად სხვა ვითარებაა. რაც უფრო მეტი პოლიტპატიმარი იქნება, მით უფრო მეტად შეიკვრება ოპოზიცია", -ამის შესახებ პატიმრობაში მყოფმა თბილისის ყოფილმა მერმა გიგი უგულავას TV პირველის ეთერში განაცხადა. 

ავსტრიის ელჩი საქართველოში: საარჩევნო სისტემა ქართულ რეალობას უნდა მოერგოს

საქართველოში ავსტრიის საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩის არად ბენკოს განცხადებით, საარჩევნო სისტემასთან დაკავშირებით, მმართველმა გუნდმა და ოპოზიციამ გამოსავალი უნდა იპოვოს. 

ირაკლი შოთაძემ თანამშრომლებთან შეხვედრაზე უწყების წინაშე არსებულ გამოწვევებზე და სამომავლო გეგმებზე ისაუბრა

საქართველოს გენერალურმა პროკურორმა ირაკლი შოთაძემ თანამშრომლებთან შეხვედრაზე უწყების წინაშე არსებულ გამოწვევებზე, სამომავლო გეგმებზე და ძირითად პრიორიტეტულ მიმართულებებზე ისაუბრა.

საქართველოს გენერალურმა პროკურორმა ირაკლი შოთაძემ მის პირველ მოადგილედ ბაკურ აბულაძე წარადგინა

საქართველოს გენერალური პროკურორი ირაკლი შოთაძე თანამშრომლებს შეხვდა და უწყების წინაშე არსებულ გამოწვევებზე, სამომავლო გეგმებსა და ძირითად პრიორიტეტულ მიმართულებებზე ისაუბრა.