ნინო ლომჯარია: იუსტიციის საბჭოს წევრების მხრიდან შერჩეული კანდიდატების სია სავარაუდოდ წინასწარ იყო შეთანხმებული

სახალხო დამცველმა იუსტიციის საბჭოს კანდიდატების შესარჩევი პირველი ეტაპი შეაფასა.

"137 კანდიდატიდან შეირჩა 50 კანდიდატი და აქედან სადღაც 10 ბიულეტენი ვნახეთ, სადაც ძალიან მაღალი ალბათობით სავარაუდოდ წინასწარ შეთანხმებული კანდიდატები იყო შემოხაზული, მათ შორის არის რამოდენიმე ბიულეტენი სადაც 20 ზუსტად იდენტური კანდიდატი არის შემოხაზული. არი ბიულეტენები სადაც 15 და 10 იდენტური კანდიდატი არის შემოხაზული. ეს გვაფიქრებინებს, რომ სავარაუდოდ სია იმ ადამიანებისა, ვინც უნდა ყოფილიყო შერჩეული იუსტიციის საბჭოს წევრების მხრიდან სავარაუდოდ იყო წინასწარ შეთანხმებული," - ასე შეაფასა სახალხო დამცველმა იუსტიციის საბჭოს კანდიდატების შესარჩევი პირველი ეტაპი.


ნინო ლომჯარიას განმარტებით შერჩევის პროცესი გარკვეულ კითხვის ნიშნებს ბადებს, თუმცა მისივე განმარტებით უფრო მნიშვნელოვანი ეტაპი წინ არის, რის შემდეგაც შერჩეული მოსამართლეების ლეგიტიმაციაზე იქნება საუბარი შესაძლებელი:


"პირველი კენჭისყრა ჩატარდა ჯერჯერობით, კანდიდატების შესარჩევად და ჩვენ ვნახეთ, რომ დაახლოებით 137 კანდიდატიდან შეირჩა 50 კანდიდატი და აქედან სადღაც 10 ბიულეტენი ვნახეთ, სადაც ძალიან მაღალი ალბათობით სავარაუდოდ წინასწარ შეთანხმებული კანდიდატები იყო შემოხაზული, მათ შორის არის რამოდენიმე ბიულეტენი სადაც 20 ზუსტად იდენტური კანდიდატი არის შემოხაზული. არი ბიულეტენები სადაც 15 და 10 იდენტური კანდიდატი არის შემოხაზული. ეს გვაფიქრებინებს, რომ სავარაუდოდ სია იმ ადამიანებისა, ვინც უნდა ყოფილიყო შერჩეული იუსტიციის საბჭოს წევრების მხრიდან სავარაუდოდ იყო წინასწარ შეთანხმებული იმიტომ რომ ძალიან მაღალი არის დამტხვევის მაჩვენებელი. თუმცა ჩვენ წინ გვაქვს რა თაქმა უნდა გასაუბრების ეტაპი, რაც იქნება ალბათ ყველაზე გადამწყვეტი. გასაუბრება იქნება ღია ა გამჭვირვალე, ყველა დამკვირვებელი დაინახავს, რამდენად თანაბარი იქნება მიდგომა საბჭოს წევრების მხრიდან კანდიდატების მიმართ და როგორი იქნება შემდეგ კენჭისყრის შედეგები.და ბოლოს გვაქვს პოლიტიკური პროცესი პარლამენტში, როდესაც პოლიტიკურად უნდა აიღოს პასუხისმგებლობა იმ კანდიდატებზე, ვინც იქნება შერჩეული და მე ვფიქრობ, რომ ჩვენ ამ პროცესის დაკვირვების შედეგად გვექნება უკვე შესაძლებლობა ვთქვათ რამდენად არასამართლიანად წავიდა პროცესები და შეიძლება ქონდეს თუ არა ლეგიტიმაცია საბოლოოდ არჩეულ კანდიდატებს. რა თქმა უნდა ის რაც ჩვენ გამოვავლინეთ კითხვის ნიშნებს ნამდვილად ბადებს, თუმცა ვფიქრობ რომ მნიშვნელოვანი პროცესები გვაქვს წინ და მნიშვნელოვანია რომ ამ პროცესებზე დაკვირვების შემდეგ გავაკეთოოთ უკვე შეფასებები," - განაცხადა ნინო ლომჯარიამ.


დაკავებულია დანაშაულებრივი ჯგუფის სამი წევრი, რომლებმაც პოლიციას ცეცხლი გაუხსნეს

შსს-ს თბილისის პოლიციის დეპარტამენტის გლდანი-ნაძალადევის სამმართველოს თანამშრომლებმა, ცხელ კვალზე გატარებული ოპერატიულ-საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, 20 ივლისს თემქაზე მომხდარი ყაჩაღობის ფაქტი გახსნეს.

რატომ არ შემოუშვეს იულია სუსლიაკი საქართველოში - შსს-ს განმარტება

უკრაინის მოქალაქე იულია სუსლიაკი, რომელიც ტრეფიკინგის ბრალდებით იყო დაკავებული, სამართალდამცველებმა ქვეყანაში არ შემოუშვეს და აზერბაიჯანში გააბრუნეს. ამის შესახებ „პირველს“ შს სამინისტროში განუცხადეს.

ენზელ მკოიანი საგანგებო განცხადებას ავრცელებს

საპარლამენტო უმრავლესობის დეპუტატი ენზელ მკოიანი ნინოწმინდის ბაღების გაერთიანების დირექტორის ნარინე გინოსიანის მიერ მის მიმართ გამოთქმულ ბრალდებებთან დაკავშირებით, საგანგებო განცხადებას ავრცელებს.

წყალდიდობა თურქეთში - არის მსხვერპლი

თურქეთში წყალდიდობის შედეგად ერთი დაიღუპა, ხოლო დაკარგულად ითვლება 6 ადამიანი.

ტყეკაფებამდე მისასვლელი გზების აღდგენითი სამუშაოები გრძელდება

გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრო ტყეკაფებამდე მისასვლელი სატყეო - სამეურნეო გზების აღდგენით სამუშაოებს აგრძელებს. ამ ეტაპზე სამუშაოები თიანეთში,  სოფელ ალოტთან, სახელმწიფო ტყის ფონდის ტერიტორიაზე მიმდინარეობს.

უკრაინაში რიგგარეშე საპარლამენტო არჩევნები მიმდინარეობს

უკრაინაში დღეს ვადამდელი საპარლამენტო არჩევნები იმართება. არჩევნებში 22 პარტია მონაწილეობს. პროცესს 1719 დამკვირვებელი აკვირდება.

დედაქალაქის მერი ჭავჭავაძის გამზირის სარეაბილიტაციო სამუშაოებს გაეცნო

თბილისის მერმა კახა კალაძემ ვაკის რაიონში, ჭავჭავაძის გამზირზე მიმდინარე ინფრასტრუქტურული სამუშაოები დაათვალიერა და საზოგადოებას რამდენიმე მნიშვნელოვანი სიახლე გააცნო.

,,ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერი" განცხადებას ავრცელებს

ხვალ, ჯივიპი აღმაშენებლის გამზირზე ტექნიკურ სამუშაოებს განახორციელებს. ამის შესახებ ,,პირველს" კომპანიიდან აცნობეს.

VIDEO- პოლიციამ ქვემო ქართლში 2 კილომდე ჰეროინი ამოიღო

შინაგან საქმეთა სამინისტროს ქვემო ქართლის პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა, ჩატარებული ოპერატიულ-საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, ქვემო ქართლში 2 კილომდე ჰეროინი ამოიღეს.

,,ქარვასლასთან" პოლიციას ცეცხლი გაუხსნეს

ყაჩაღობის ბრალდებით დაკავებისას ორმა პირმა პოლიციას ცეცხლი გაუხსნა. შემთხვევა თბილისში სავაჭრო ცენტრ ,,ქარვასლასთან" მოხდა. ამის შესახებ ,,პირველს" შინაგან საქმეთა სამინისტროში განუცხადეს.

პაატა სალია: ყველაფერს გავაკეთებ იმისთვის, რომ თანამშრომლებმა ხელფასები მიიღონ

სამაუწყებლო კომპანია „რუსთავი 2“-ის გენერალური დირექტორის პაატა სალიას განცხადებით, თანამშრომლებისა და მისი მიზნები ერთმანეთს ემთხვევა და საერთო ენის გამონახვა არ გაჭირდება.

დღე 31 - "დაგვთვალეთ" - პროტესტის ერთი თვე

რუსთაველის გამზირზე აქციების დაწყებიდან დღეს ერთი თვე გავიდა. 20 ივნისის შემდეგ დედაქალაქის მთავარ გამზირზე მოქალაქეების პროტესტი არ შეწყვეტილა. 

საქართველოს მორაგბეთა ნაკრებმა რუსეთი 22-17 დაამარცხა

ევროპის გრან-პრის მეორე, დასკვნითი ეტაპის მატჩში საქართველოს შვიდკაცა მორაგბეთა ნაკრებმა რუსეთი 22:17 დაამარცხა. ინფორმაციას sportall.ge ავრცელებს.

VIDEO- მაშველებმა ომალოში ამერიკის 4 მოქალაქე გადაარჩინეს

მაშველებმა ომალოში ამერიკის ოთხი მოქალაქე გადაარჩინეს, -ამის შესახებ ინფორმაციას საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახური ავრცელებს.

კახა კალაძე: თითქოს დიღმის ტყე-პარკში კორპუსების მშენებლობაზე გავეცით ნებართვა, დიდი ტყუილია

თბილისის მერის, კახა კალაძის განცხადებით, სიცრუეა გავრცელებული ინფორმაცია, იმის შესახებ რომ დიღმის ტყე-პარკი გამოყენებული უნდა იყოს სამშენებლო მიმართულებით, ან ავტოსადგომების მოსაწყობად.

16 წლის მუშის დაღუპვის საქმეზე დაკავებულ კომპანიის დირექტორს ბრალი წაუყენეს

დოლაბაურის ქუჩაზე მშენებარე კორპუსში არასრულწლოვანი მუშის დაღუპვის საქმეზე, კომპანიის დაკავებულ დირექტორს ბრალი წაუყენეს.

კახა კალაძე: „რუსთავი 2“-ის საქმეზე გადაწყვეტილება მიიღო სტრასბურგის სასამართლომ და ვალდებული ვართ, დავემორჩილოთ

,,რუსთავი 2“-ის საქმეზე გადაწყვეტილება მიიღო სტრასბურგის სასამართლომ და ყველა ვალდებული ვართ, დავემორჩილოთ, - ამის შესახებ თბილისის მერმა, კახა კალაძემ ჟურნალისტებს განუცხადა.

სამეთაურო-საშტაბო სწავლება „შამქორი 2019“ დასრულდა

უწყებათშორისი სამეთაურო-საშტაბო სწავლება „შამქორი 2019“ დასრულდა. სწავლების დახურვის ოფიციალური ცერემონიალი წვრთნებისა და სამხედრო განათლების მხარდამჭერ ცენტრ „კრწანისში“ გაიმართა.

საქართველო მრავალეროვნულ სამხედრო სწავლებას „მტკიცე სული 2019“ უმასპინძლებს

27 ივლისიდან 9 აგვისტოს ჩათვლით საქართველო მრავალეროვნულ სამხედრო სწავლებას Agile Spirit 2019 („მტკიცე სული 2019“) უმასპინძლებს. სწავლება ოფიციალურად სენაკში, II ქვეითი ბრიგადის ბაზაზე 27 ივლისს გაიხსნება.

 

თელავში გარდაცვლილი მეხანძრე-მაშველი მშობლიურ სოფელში დაკრძალეს

საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის თელავის სახანძრო-სამაშველო განყოფილების თანამშრომელი, 51 წლის გელა მელიქიძე, რომელიც სოფელ ყარაჯალაში პროფესიული მოვალეობის შესრულების დროს გარდაიცვალა, მშობლიურ სოფელში დაკრძალეს.

ნაძალადევის რაიონში ფესტივალი „თბილისის ცის ქვეშ“ გაიმართება

თბილისის მერიის კულტურის, განათლების, სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა საქალაქო სამსახურის ორგანიზებით, ფესტივალი „თბილისის ცის ქვეშ“ ნაძალადევში, IX კვარტალში (ანაპის 414-ე დივიზიისა და ურეკის ქუჩების კვეთაზე) ჩატარდება.