ლოურენს მერედიტი - ევროკავშირი და აღმოსავლეთ პარტნიორობის ქვეყნები ერთად გაცილებით უფრო ძლიერები არიან

ევროკომისიის სამეზობლო პოლიტიკისა და ინსტიტუციების მშენებლობის დირექტორატის დირექტორმა ლოურენს მერედიტმა განაცხადა რომ ევროკავშირი და აღმოსავლეთ პარტნიორობის ქვეყნები ერთად გაცილებით უფრო ძლიერები არიან.

"ფორუმი მნიშვნელოვანია სამი მიზეზის გამო. პირველ რიგში, ესაა მოსახლეობა - ევროკავშირმა ინვესტირება უნდა მოახდინოს აღმოსავლეთ პარტნიორობის ქვეყნების მოსახლეობაში, ადამიანურ კაპიტალში. მეორე - ჩვენ ულევ შესაძლებლობებს ვხედავთ ისეთ სექტორებში, როგორებიცაა ციფრულ სივრცე, ენერგეტიკა, სოფლის მეურნეობა და ტურიზმი. და მესამე მიზეზი - ეს ყველაფერი უშუალო კავშირშია საყოველთაო კეთილდღეობასთან. ჩვენ გვჯერა, რომ ამ ფორუმის საშუალებით შეიძლება გავზარდოთ კეთილდღეობა აღმოსავლეთ პარტნიორობის ქვეყნების მოქალაქეებისთვის, რადგან ევროკავშირი და აღმოსავლეთ პარტნიორობის ქვეყნები გაცილებით უფრო ძლიერები არიან ერთად," - განაცხადა ევროკომისიის სამეზობლო პოლიტიკისა და ინსტიტუციების მშენებლობის დირექტორატის დირექტორმა ლოურენს მერედიტმა.


მან მოხსენება გააკეთა ბათუმში მიმდინარე აღმოსავლეთ პარტნიორობის პირველ საინვესტიციო ფორუმზე.


ფორუმში საქართველოს, უკრაინის, სომხეთის, ბელარუსის, აზერბაიჯანის, მოლდოვას უმაღლესი თანამდებობის პირები, საინვესტიციო სააგენტოები, მსხვილი ბიზნეს გაერთიანებები, საერთაშორისო კომპანიები, ევროპის საინვესტიციო ბანკის, ასევეევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკის მაღალი რანგის წარმომადგენლები მონაწილეობენ.


აღმოსავლეთ პარტნიორობის პირველი საინვესტიციო ფორუმი მნიშვნელოვანია, როგორც კიდევ ერთი პლატფორმა საქართველოს და სხვა აღმოსავლეთ პარტნიორობის ქვეყნების ევროკავშირში ეკონომიკური ინტეგრაციის თვალსაზრისით. ამასთან, ის იძლევა აღმოსავლეთ პარტნიორობის მონაწილე ქვეყნებს შორის ეკონომიკური კავშირების გაძლიერების საშუალებას.


მოპედის ქურდობისთვის წარსულში ნასამართლევი პირი დააკავეს

პოლიციამ მოპედის ქურდობის ბრალდებით, 1991 წელს დაბადებული, წარსულში ნასამართლევი თ.პ. დააკავა.

გურიზმები: ფარდობითი მორალი, ვანო მერაბიშვილი და უალკოჰოლო ლუდი 

„ტრაგიკული და კომიკურია ერთად, თან მორალისა და სინდისის მშრალად შენარჩუნება გინდოდეს და ამიტომ გმობდე ვანო მერაბიშვილს და თან იდგე „ნაციონალურ მოძრაობასთან“, - ამბობს ანალიტიკოსი გური სულთანიშვილი POSTV-ის ვიდეობლოგში.

ჯარი ქართული წარმოების გაუყინავი ღორის ხორცით მომარაგდება

თავდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, ჯარი საქონლის ხორცის შემდეგ, უმაღლესი ხარისხის ქართული წარმოების ღორის ხორცით მომარაგდება.

რაჭაში ახალი დაცული ტერიტორია დაარსდება

დაცული ტერიტორიების ინფორმაციით, უკვე მომზადებულია კანონპროექტი "რაჭის ეროვნული პარკისა და შოვის აღკვეთილის შექმნისა და მართვის შესახებ".

ნაქერალას უღელტეხილზე ავტოტრანსპორტის მოძრაობა თავისუფალია

ნაქერალას უღელტეხილზე ავტოტრანსპორტის მოძრაობა თავისუფალია. ინფორმაციას საავტომობილო გზების დეპარტამენტი ავრცელებს. 

ნათია თურნავა აზიის განვითარების ბანკის მუდმივ წარმომადგენელს შეხვდა 

ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა ნათია თურნავამ სამუშაო შეხვედრა გამართა აზიის განვითარების ბანკის მუდმივ წარმომადგენელთან შეინ როზენტალთან, რომლის  დროსაც განხილული იქნა აღნიშნულ საფინანსო ორგანიზაციასთან საქართველოს მიმდინარე და სამომავლო თანამშრომლობის პროექტები.

 

ProductTank Tbilisi შეხვედრათა ყოველთვიური სერია გრძელდება

ProductTank-ის შეხვედრების ყოველთვიური სერია გრძელდება.

გომი-საჩხერე-ჭიათურა-ზესტაფონის გზაზე ავტოტრანსპორტის მოძრაობა თავისუფალია

გომი-საჩხერე-ჭიათურა-ზესტაფონის გზაზე ავტოტრანსპორტის მოძრაობა თავისუფალია. ინფორმაციას საავტომობილო გზების დეპარტამენტი ავრცელებს. 

ჩუმათელეთი-ხუნევის მონაკვეთზე მისაბმელიანი ავტოტრანსპორტის მოძრაობა აღდგა

ჩუმათელეთი-ხუნევის მონაკვეთზე მისაბმელიანი ავტოტრანსპორტის მოძრაობა აღდგა. ინფორმაციას საავტომობილო გზების დეპარტამენტი ავრცელებს. 

თბილისში ავარიის შედეგად ქალი დაიღუპა

თბილისში, სანაპიროსთან, ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად ქალი დაიღუპა.

გია გაჩეჩილაძე: ადამიანები, ვინც ერთმანეთს დასაჭერად დასდევდა, ვისაც თანამებრძოლები მოუკლეს სხედან იმათ გვერდით, ვინც ეს ჩაიდინა

„ადამიანები, ვინც ერთმანეთს დასაჭერად დასდევდა, ვისაც თანამებრძოლები მოუკლეს სხედან იმათ გვერდით, ვინც ეს ჩაიდინა. საქართველოს დამოუკიდებლობის ისტორიაში ოპოციციური პოლიტიკური სისტემის ამაზე მეტი დეგრადაცია, მორალური დაცემა და განადგურება მე არ მინახავს“, - განაცხადა ფრაქცია „ქართული ოცნება-მწვანეების“ ლიდერმა გია გაჩეჩილაძემ ტელეკომპანია „იმედის“ ეთერში განაცხადა.

ასპინძაში ავარიას ორი ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა

ასპინძაში ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად ორი ადამიანი დაიღუპა.

ნათია თურნავა: მიხარია, რომ ქართველ სტარტაპერებს შორის ქალბატონების რაოდენობა იზრდება

"როგორც ეკონომიკის მინისტრს და როგორც ქალს, ძალიან მახარებს ქალბატონების რაოდენობა სტარტაპერებს შორის, რადგან ძალიან ბევრი, კრეატიული იდეის სათავეში დგანან ახალგაზრდა, წარმატებული, ქართველი ქალები, რაც ძალიან ლოგიკურია",- ამის შესახებ ეკონომიკის მინისტრმა ნათია თურნავამ ტექნოპარკში 100 000 ლარიანი თანადაფინანსების გრანტების პროგრამის გამარჯვებულთა დაჯილდოების შემდეგ განაცხადა.

დავით ზალკალიანი გაეროს ადამიანის უფლებათა საბჭოს პრეზიდენტს შეხვდა

საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა დავით ზალკალიანმა ჟენევაში ვიზიტის ფარგლებში გაეროს ადამიანის უფლებათა საბჭოს პრეზიდენტთან ელიზაბეტ ტიჩი-ფილსბერგთან შეხვედრა გამართა.

 

დავით ჩიხელიძე: „ipsos“-ის, ისევე როგორც სხვა არაერთი კვლევა, საზოგადოებრივი აზრის ფორმულირებას ემსახურება და არა საზოგადოებრივი აზრის კვლევას 

ორგანიზაცია „დემოკრატიული ცვლილებების ცენტრის” ხელმძღვანელი დავით ჩიხელიძე მთავარი არხის დაკვეთით, კომპანია „ipsos“-ის მირ ჩატარებულ გამოკითხვას ეხმიანება.

ნათია თურნავა: არ უნდა დავიშუროთ რესურსები, რაც ინოვაციურად მოაზროვნე ადამიანებს წაახალისებს

"ჩვენი სტარტაპერები უკვე გაცილებით მეტად არიან მომზადებულები, მეტი შანსი აქვთ მოიპოვონ დაფინანსება და გლობალურ ბაზარზე გავიდნენ",- ამის შესახებ ეკონომიკის მინისტრმა ნათია თურნავამ 100 000 ლარიანი თანადაფინანსების გრანტების პროგრამის გამარჯვებულთა დაჯილდოების ცერემონიაზე განაცხადა.

26 თებერვალს ეკონომიკური კონფერენცია "საქართველო და მსოფლიო 2020" გაიხსნება

სასტუმრო "შერატონ გრანდ თბილისში", 26 თებერვალს, 10:30 საათზე  ეკონომიკური კონფერენცია "საქართველო და მსოფლიო 2020" გაიხსნება.

ქართულ მრავალხმიანობასა და სუფრას ეროვნული მნიშვნელობის კატეგორია მიენიჭა

ეროვნული მნიშვნელობის კატეგორია განესაზღვრა არამატერიალური კულტურული მემკვიდრეობის ძეგლებს - "ქართულ მრავალხმიანობასა" და "ქართული ტრადიციული სუფრის/პურობის კულტურას". 

თანადაფინანსების გრანტების პროგრამის გამარჯვებულები ცნობილია

ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს ინოვაციების და ტექნოლოგიების სააგენტოს თანადაფინანსების გრანტების პროგრამის გამარჯვებული სტარტაპები  ცნობილია.

გიგი უგულავა შეწყალების თხოვნაზე: პრეზიდენტს მიმართვის გარეშეც შეუძლია საქმის გამოსწორება

"შეწყალების თხოვნით არ მგონია, რომ ვინმეს მივმართო",- ასე უპასუხა პატიმრობაში მყოფმა თბილისის ყოფილმა მერმა გიგი უგულავამ კითხვას, რომელიც შეწყალების თხოვნას ეხებოდა.

უგულავა: რაც უფრო ბევრი პოლიტპატიმარი ეყოლება ამ ქვეყანას, ოპოზიცია უფრო მეტად შეიკვრება

"ოპოზიციის ერთიანობა სადღეგრძელოს ჰგავდა, მაგრამ დღეს აბსოლუტურად სხვა ვითარებაა. რაც უფრო მეტი პოლიტპატიმარი იქნება, მით უფრო მეტად შეიკვრება ოპოზიცია", -ამის შესახებ პატიმრობაში მყოფმა თბილისის ყოფილმა მერმა გიგი უგულავას TV პირველის ეთერში განაცხადა.