საქართველოს პროკურატურის განცხადება

საქართველოს პროკურატურა განმარტავს, რომ ბრალდებულმა ნიკანორ მელიამ გაავრცელა ბრალდების მხარის მიერ ადვოკატისთვის გადაცემული ვიდეოჩანაწერების ნაწილი, რაც საზოგადოების შეცდომაში შეყვანას ემსახურება.

„ხაზგასმით აღვნიშნავთ, რომ გავრცელებული ჩანაწერი არ შეიცავს სრულ კონტექსტს და არ ასახავს იმ დროს აქციაზე განვითარებული მოვლენების რეალურ სურათს.


აღსანიშნავია ასევე, რომ გამოძიების მიერ ბრალდებულის ადვოკატისთვის გადაცემული სხვა ვიდეომასალის მიხედვით, იმ მომენტში, როდესაც ნიკანორ მელია მეგაფონით მიმართავს პარლამენტის მიმდებარე ტერიტორიაზე შეკრებილ საზოგადოებას, აქციის მონაწილეთა ნაწილი კვლავ განაგრძობს სამართალდამცველებზე თავდასხმას, ართმევენ მათ სპეციალურ საშულებებს (ხელკეტებს, ჩაფხუტებს, ფარებს), კორდონიდან იტაცებენ პოლიციელებს და აყენებენ მათ ფიზიკურ და სიტყვიერ შეურაცხყოფას (იხილეთ ,,პალიტრა ნიუსის“ 2019 წლის 20 ივნისის პირდაპირი ეთერის ჩანაწერი 23:39 საათიდან 23:45 საათამდე და 23:53 სათიდან 23:56 საათამდე).


აღნიშნულის შემდეგ, დაახლოებით 23:56 საათზე, შინაგან საქმეთა სამინისტროს თანაშრომლები პირველად იყენებ ცრემლსადენ გაზს აქციის დაშლის მიზნით.


ყოველივე ზემოაღნიშნულის გათვალისწინებით, პროკურატურა მოუწოდებს დაცვის მხარეს და დაინტერესებულ პირებს, თავი შეიკავონ საზოგადოების შეცდომაში შეყვანის მცდელობისაგან.


ამასთან, გაცნობებთ, რომ საქართველოს გენერალურ პროკურატურაში კვლავ ინტენსიურად გრძელდება გამოძიება 2019 წლის 20-21 ივნისს, ჯგუფური ძალადობის ხელმძღვანელობისა და მასში მონაწილეობის და ასევე საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს ცალკეული მოხელეების მიერ სამსახურებრივი უფლებამოსილების ძალადობით და იარაღით შესაძლო გადამეტების ფაქტებზე“, - აღნიშნულია განცხადებაში. 


სამართალდამცველებმა ირაკლი ოქრუაშვილის პარტიის წევრი კობა კოშაძე დააკავა

ირაკლი ოქრუაშვილის პარტიის წევრი კობა კოშაძე სამართალდამცველებმა იარაღის უკანონოდ ტარების ბრალდებით დააკავეს.

ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერის სპეციალური განცხადება

ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერი დედაქალაქის უბნებში წყალმომარაგების შეზღუდვასთან დაკავშირებით სპეციალურ განცხადებას ავრცელებს:

"10 ტომის საქმის მასალის შევისწავლეთ და შეგვიძლია ვთქვათ, რომ გამოკითხულია 300 ზე მეტი ადამიანი"

სახალხო დამცველი გენერალურ პროკურატურაში მიმდინარე 20 ივნისს განვითარებულ მოვლენებზე სამართალდამცველთა მხრიდან უფლებამოსილების გადამეტების გამოძიებას ეხმაურება, რომელის ფარგლებშიც ის საზედამხედველო ფუნქციით არის ჩართული.

დავით ადამია: რაც კარგია საქართველოს ხალხისთვის, ის კარგია საქართველოსთვის!

„საქართველოში უნდა გამოჩნდნენ პოლიტიკოსები, რომლებიც უპირველეს ყოვლისა, ეროვნული და ადამიანური კატეგორიებით იაზროვნებენ“, - აცხადებს რუსეთში მოღვაწე ქართველი ბიზნესმენი დავით ადამია.

დავით ადამია: მე ვარ ქართველი, მაშასადამე წინაპრების ტრადიციების მატარებელი

რა არის ის, რასაც ხელისუფლება უნდა აკეთებდეს არსებული პრობლემების გადასაჭრელად? - გაერთიანებული გემთმშენებელი კორპორაციის დირექტორთა საბჭოს აპარატის ხელმძღვანელი, რუსეთში მოღვაწე ქართველი ბიზნესმენი დავით ადამია პასუხობს.

"მცირე გრანტების დაგეგმილ კონკურსში მცირე და საოჯახო სასტუმროები ცალსახა პრიორიტეტი იქნება"

"სექტემბერში დაანონსდება და დაიწყება მცირე გრანტების კონკურსი, მცირე გრანტების მორიგი პროგრამა, რომლის პრიორიტეტი ცალსახად იქნება მცირე და საოჯახო სასტუმროები," - განაცხადა ეკონომიკის მინისტრმა ჟურნალისტებთან საუბარში.

ეკონომიკის მინისტრმა მეცნიერ-ეკონომისტებთან ერთად 20 ივნისის მოვლენების შემდეგ შექმნილი მდგომარეობა განიხილა

ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა ნათია თურნავამ მონაწილეობა მიიღო მრგვალი მაგიდის მუშაობაში, რომელიც რეგიონულ ეკონომიკურ გამოწვევებსა და შესაძლებლობებს შეეხებოდა.

18 ივლისს აფხაზეთიდან დევნილთათვის უფასო სამედიცინო პროფილაქტიკური გამოკვლევები ჩატარდება

აფხაზეთის ჯანდაცვის და სოციალური დაცვის სამინისტროსა და საკონსულტაციო ცენტრ "ბი ეს მედიკალის" ერთობლივი თანამშრომლობის ფარგლებში აფხაზეთიდან დევნილებს სამედიცინო პროფილაქტიკური გამოკვლევები ჩაუტარდებათ.

 

დაკავებული აქციის მონაწილე - "გავიარე პარლამენტთან, იქ მითხრეს არასწორი ინფორმაცია, რომ რუსები არიან ჩვენს პარლამენტშიო - ყველაფერს ვაცნობიერებ და ვნანობ"

თბილისის საქალაქო სასამართლოში გამართულ პროცესზე, 20-21 ივნისს ჯგუფური ძალადობის მუხლით ერთ-ერთმა დაკავებულმა კახა ღავთაძემ პარლამენტთან მომხდარი ფაქტების შესახებ ისაუბრა.

"სანამ პროკურატურის და სასამართლოს შესაბამისი გადაწყვეტილება არ იქნება ეს პოლიციელები არიან პოლიციელები"

შინაგან საქმეთა მინისტრ გიორგი გახარიას განცხადებით, პროკურატურის საქმის მასალებში დევს ყველა შესაბამისი მასალა, იმისთვის, რომ მათ ჩაატარონ გამოძიება.

"აბსოლუტურად მიუღებელია ის ზეწოლა და ბულინგი, რასაც ინგა გრიგოლიას მიმართ ახორციელებდნენ"

შინაგან საქმეთა მინისტრმა გიორგი გახარიამ მიმდინარე აქციის მასშტაბზე ჟურნალისტების კითხვებს უპასუხა.

გახარიას კომენტარი გამოკითხვის შემდეგ - გამოძიების თითოეული დეტალი უნდა გახდეს ღია და საჯარო

შინაგან საქმეთა მინისტრი დღეს გენერალურ პროკურატურაში გამოკითხეს. გიორგი გახარიამ გამოკითხვის დასრულების შემდეგ, ჟურნალისტებთან კომენტარი გააკეთა.

დიმიტრი ხუნდაძე: ოპოზიციის მიერ მედიკამენტებით უზრუნველყოფის პროგრამის კრიტიკას პოლიტიკური მიზანი აქვს

საპარლამენტო უმრავლესობის დეპუტატი დიმიტრი ხუნდაძე აცხადებს რომ ოპოზიციის მიერ მედიკამენტებით უზრუნველყოფის პროგრამის კრიტიკას პოლიტიკური მიზანი აქვს და მათ მიმართ მოსახლეობის მხარდაჭერის დაკარგვის შიშით არის განპირობებული.

გიორგი გახარია პროკურატურაში გამოიკითხა

შინაგან საქმეთა მინისტრი გიორგი გახარია 20-21 ივნისის მოვლენების საქმეზე
გენერალურ პროკურატურაში გამოიკითხა.

ანრი ოხანაშვილი: „ნაციონალური მოძრაობა" არის მე-5 კოლონა, რომელიც ქვეყნის ინტერესების წინააღმდეგ მოქმედებს

პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე ანრი ოხანაშვილი ,,ნაციონალურ მოძრაობას" მე-5 კოლონად მიიჩნევს და აცხადებს, რომ აღნიშნული პოლიტიკური ძალა, ქვეყნის ინტერესების წინააღმდეგ მოქმედებს.

ნიკოლოზ ლალიაშვილი: დღეს რომ „ქართულმა ოცნებამ“ გიორგი გახარია თანამდებობიდან გაუშვას, გადატრიალების შემდეგი მცდელობა წარმატებით დაგვირგვინდება

დღეს რომ „ქართულმა ოცნებამ“ გიორგი გახარია თანამდებობიდან გაუშვას, გადატრიალების შემდეგი მცდელობა აუცილებლად წარმატებით დაგვირგვინდება,- ამის შესახებ ანალიტიკოსმა ნიკოლოზ ლალიაშვილმა ტელეკომპანია „იმედის“ ეთერში განაცხადა.

ერაყში თურქი დიპლომატი მოკლეს

ერაყის ქურთისტანის ქალაქ ერბილში, რესტორანში სროლის შედეგად თურქი დიპლომატი მოკლეს. ამის შესახებ ინფორმაციას BBC ავრცელებს.

,,ფეისბუქი" ისევ გაითიშა

,,ფეისბუქს" პრობლემები შეექმნა. ნახევარი საათის განმავლობაში სოციალური ქსელი სრულიად ან ნაწილობრივ იყო გათიშული საქართველოში, სომხეთში, აზერბაიჯანში, საბერძნეთში, საფრანგეთში, აშშ-ში და კიდევ დაახლოებით 30 ქვეყანაში.

ვახტანგ მახარობლიშვილი ოპერაციების საკითხებში ნატოს წარმომადგენელს შეხვდა

საგარეო საქმეთა მინისტრის პირველმა მოადგილემ, ვახტანგ მახარობლიშვილმა ოპერაციების საკითხებში ნატოს გენერალური მდივნის მოადგილის თანაშემწესთან, ჯონათან პერიშთან შეხვედრა გამართა.

ოკუპირებულ აფხაზეთში ნათესავების გამტაცებლების მიმართ სისხლის სამართლის საქმე აღიძრა

ოკუპირებულ აფხაზეთში, ტყვარჩელის რაიონის პროკურატურამ რუსლან და ვიაჩესლავ ფანცულაიების გატაცების საქმეზე სისხლის სამართლის საქმე აღძრა.

ლარი გაუფასურდა

17 ივლისის ვაჭრობის შედეგად აშშ დოლარი გამყარდა და 2.8687 ლარი შეადგინა. კურსი, რომელიც დღეს მოქმედებდა, 2.8608 ლარი იყო. შესაბამისად, დოლარის ცვლილებამ ეროვნულ ვალუტასთან მიმართებაში -0.79 თეთრი შეადგინა.