იზორია: მაქსიმუმს ვაკეთებთ, რომ საქართველო თანხვედრაში იყოს ნატოს შეკავების პოლიტიკასთან

საქართველოს თავდაცვის მინისტრი ლევან იზორია ბათუმის საერთაშორისო კონფერენციაზე - „ღირებული პარტნიორობის 10 წელი - განვლილი გზა და პერსპექტივები“ სიტყვით გამოვიდა.

თავდაცვის მინისტრმა მონაწილეობა მიიღო დისკუსიაში თემაზე - „შავი ზღვის უსაფრთხოება: დაპირისპირებებიდან შესაძლებლობების ზღვამდე“.


ლევან იზორიამ ყურადღება შავი ზღვის რეგიონის უსაფრთხოების მნიშვნელობაზე გაამახვილა.


„ჩვენი მხრიდან მაქსიმუმს ვაკეთებთ, რომ საქართველო თანხვედრაში იყოს ევროკავშირის პოლიტიკასთან, გლობალურ სტრატეგიასა და ნატოს შეკავების პოლიტიკასთან.“


მისი განცხადებით, შავი ზღვის რეგიონი ევროატლანტიკური უსაფრთხოების მნიშვნელოვან საფუძველს წარმოადგენს, რაც აღიარებულია ევროკავშირისა და ნატოს მიერ.


„სამი კვირის წინ, ევროპის საბჭომ მიიღო გადაწყვეტილება და კიდევ ერთხელ ხაზგასმით აღნიშნა შავი ზღვის უსაფრთხოების სტრატეგიული მნიშვნელობის შესახებ, რაც ევროკავშირის უფრო მეტ ჩართულობასა და თანამშრომლობაზე მიუთითებს. არაერთხელ გამოითქვა შეშფოთება რუსეთის მიერ საერთაშორისო სამართლის დარღვევის ფაქტების შესახებ, თუმცა, არ აღნიშნულა არაფერი იმის შესახებ, რომ საქართველოს 20 პროცენტი ოკუპირებულია რუსეთის მიერ. აღსანიშნავია, რომ ევროკავშირი აგრძელებს არაღიარების პოლიტიკას და ქვეყნის სუვერენიტეტის, ერთიანობისა და დამოუკიდებლობის მხარდაჭერას. ჩვენ ვცდილობთ კონფლიქტების მშვიდობიანი გზით მოგვარებას და ევროკავშირთან უფრო მეტ თანამშრომლობას“, - განაცხადა მან.


ლევან იზორიამ ხაზგასმით აღნიშნა მსოფლიოს უსაფრთხოების საქმეში საქართველოს როლი.


„საკუთარ თავს აღვიქვამთ როგორც ევროკავშირის უსაფრთხოების ნაწილს. ვმონაწილეობთ ევროკავშირის მისიებში - ცენტრალურ აფრიკასა და მალის რესპუბლიკაში ევროკავშირის ერთიანი უსაფრთხოებისა და თავდაცვის პოლიტიკის (CSDP) ფარგლებში,“-აღნიშნა მინისტრმა. 


თავდაცვის მინისტრმა ნატოს წევრ და პარტნიორ ქვეყნებთან, განსაკუთრებით კი აშშ-თან თანამშრომლობის ფორმატებზეც ისაუბრა და ამ მიმართულებით ერთობლივი სწავლებების მნიშვნელობაზე გაამახვილა ყურადღება.


„ორი კვირის შემდეგ ჩვენ საქართველოში გვექნება სწავლება “Agile Spirit”, სადაც ნატოს წევრი და პარტნიორი 14 მონაწილიდან, 4 შავი ზღვის ქვეყანაა. ეს გახლავთ პრაქტიკული ფორმატი, რომელშიც შეგვიძლია ჩავერთოთ როგორც ეკონომიკური და სამხედრო, ასევე უსაფრთხოების თვალსაზრისით“, - განაცხადა მან.


თავდაცვის მინისტრმა აღნიშნა, რომ თანამშრომლობის გაძლიერება ევროკავშირთან, ნატოსთან და ამერიკასთან, როგორც მთავარ პარტნიორთან, ქვეყანაში სტაბილურობის გაზრდასა და საფრთხეების შეკავებას ემსახურება.


საქართველოს ელჩი ესტონეთის შინაგან საქმეთა მინისტრს შეხვდა

საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანმა ელჩმა ესტონეთის რესპუბლიკაში არჩილ ყარაულაშვილმა  ესტონეთის შინაგან საქმეთა მინისტრთან მარტ ჰელმესთან შეხვედრა გამართა.

მაია ცქიტიშვილი: მუნიციპალიტეტები კურორტების მართვის ორგანიზაციებს დააფუძნებენ

რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრმა მაია ცქიტიშვილმა განმარტა, რას გულისხმობს კანონპროექტი, რომლის თანახმადაც, მუნიციპალიტეტებს შესაძლებლობა მიეცემათ, კურორტების მართვის ორგანიზაციები ჩამოაყალიბონ.

დავით ჩიხელიძე: მისასალმებელია ის თანმიმდევრული ქმედებები, რომელსაც მმართველი გუნდი ატარებს, რასაც ვერ ვიტყვით წინა მთავრობაზე

„მისასალმებელია, ის თანმიმდევრული ქმედებები, რომელსაც მმართველი გუნდი ატარებს, რასაც ვერ ვიტყვით წინა მთავრობაზე“, - ამის შესახებ "დემოკრატიული ცვლილებების ცენტრის" ხელმძღვანელმა დავით ჩიხელიძემ განაცხადა.

კონკურსის "სუფთა რეგიონი" გამარჯვებულები გამოვლინდნენ

გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილე სოლომონ პავლიაშვილი პროექტის "დავიცვათ საქართველოს სისუფთავე" ფარგლებში გამოცხადებული კონკურსის "სუფთა რეგიონი" დაჯილდოების ღონისძიებას დაესწრო.

სალომე სამადაშვილი: მაჩალიკაშვილის ოჯახი ღრმად შეურაცხყოფილია

„დარწმუნებული ვარ, მაჩალიკაშვილის ოჯახი არის ღრმად შეურაცხყოფილი იმ დასკვნით, რაც დადო დღეს პროკურატურამ“,- ამის შესახებ „ნაციონალური მოძრაობის“ წევრმა სალომე სამადაშვილმა თემირლან მაჩალიკაშვილის საქმეზე პროკურატურის გადაწყვეტილების შეფასებისას განაცხადა.

სოფო კილაძე: რუსეთმა საქართველოს სასარგებლოდ 10 მლნ ევრო უნდა გადაიხადოს

საქართველოს პარლამენტის მუდმივმოქმედი დელეგაცია სტრასბურგში, ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეის სესიაში მონაწილეობს.

2019 წელს აჭარის საავტომობილო გზების დეპარტამენტის ბიუჯეტიდან შუახევის მუნიციპალიტეტში 12 მილიონი ლარი დაიხარჯა

2019 წელს აჭარის საავტომობილო გზების დეპარტამენტის ბიუჯეტიდან შუახევის  მუნიციპალიტეტში 12 მილიონი ლარი  დაიხარჯა.

მთავრობამ ბანკებისგან 80 მლნ ისესხა

ფინანსთა სამინისტროს სახაზინო ობლიგაციების აუქციონზე 2020 წლის 28 იანვარს,  80 000 000 ლარის ნომინალური ღირებულების 5-წლიანი ვადიანობის ფასიანი ქაღალდები გაიყიდა.

მალხაზ მაჩალიკაშვილი: თემირლანის საქმეზე გამოძიება არც ყოფილა დაწყებული და შეწყვეტაც არ ესაჭიროებოდა

პანკისის ხეობაში სპეცოპერაციის დროს მოკლული თემირლან მაჩალიკაშვილის მამა მალხაზ მაჩალიკაშვილი მისი შვილის საქმეზე გამოძიების შეწყვეტასთან დაკავშირებით პირველ განცხადებას აკეთებს.

 

 

კატარინა ბიორლინ ჰანსენი: ენერგეტიკის სექტორი ერთ-ერთი ყველაზე პერსპექტიული სექტორია საქართველოში

„თქვენ გაქვთ ჰიდროენერგია, ქარის ენერგია და იმედი მაქვს, მალე გექნებათ მზის ენერგიის პროექტებიც. ენერგეტიკის სექტორი ერთი-ერთი ყველაზე პერსპექტიული სექტორია საქართველოში".

ბაგრატის ტაძრის მოაჯირიდან ტურისტი გადავარდა

ბაგრატის ტაძრის მოაჯირიდან ტურისტი გადავარდა.

22 იანვრიდან 5 თებერვლის ჩათვლით გუდაურში ფასდაკლების კვირეული ტარდება

22 იანვრიდან 5 თებერვლის ჩათვლით გუდაურში ფასდაკლების კვირეული ტარდება.

ჯონს ჰოპკინსის უნივერსიტეტის მკვლევრებმა კორონავირუსის გავრცელების რუკა შექმნეს

ჯონს ჰოპკინსის უნივერსიტეტის მკვლევრებმა გადაწყვიტეს შეექმნათ რუკა, რომელიც ინფექციის გავრცელების დროსა და ადგილს დააფიქსირებდა.

საქართველოს ელჩი მექსიკის კულტურის მინისტრს შეხვდა

საქართველოს ელჩი ზურაბ ერისთავი მექსიკის შეერთებული შტატების კულტურის მინისტრს ალეხანდრა ფრაუსტო გერეროს შეხვდა.

ქართული ჯარის კვების კონტროლს სურსათის ეროვნული სააგენტო აქტიურად განახორციელებს

საქართველოს თავდაცვის სამინისტროსა და გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს სსიპ სურსათის ეროვნულ სააგენტოს შორის სურსათის უვნებლობის საკითხებთან დაკავშირებით ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა.

მუნიციპალური განვითარების ფონდმა 2019 წლის ანგარიში წარადგინა

საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს მუნიციპალური განვითარების ფონდმა 2019 წლის ანგარიში წარადგინა.

ირაკლი ღარიბაშვილი იტალიის ელჩს შეხვდა

თავდაცვის მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი საქართველოში იტალიის რესპუბლიკის საგანგებო და სრულუფლებიან ელჩს ენრიკო ვალვოს შეხვდა.

პროკურატურა: გამოძიებამ თემირლან მაჩალიკაშვილის საქმეზე სპეცრაზმელთა დანაშაული არ დაადგინა

პანკისის ხეობაში სპეცოპერაციის დროს მოკლული თემირლან მაჩალიკაშვილის საქმეზე გამოძიება შეწყდა. ამის შესახებ პროკურატურაში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა. 

პროკურატურა: გამოძიებამ თემირლან მაჩალიკაშვილის ტერორისტებთან კავშირი დაადგინა

პროკურატურაში პანკისის ხეობაში სპეცოპერაციის დროს მოკლული თემირლან მაჩალიკაშვილის საქმეზე ბრიფინგი გაიმართა. 

თემირლან მაჩალიკაშვილის საქმეზე გამოძიება შეწყდა

პანკისის ხეობაში სპეცოპერაციის დროს მოკლული თემირლან მაჩალიკაშვილის საქმეზე გამოძიება დასრულდა. ამის შესახებ პროკურატურაში გამართულ ბრიფინგზე განაცხადეს.

ჩხოროწყუში საცხოვრებელი სახლი დაიწვა

ჩხოროწყუში საცხოვრებელი სახლი დაიწვა. დღეს დილით გაჩენილი ხანძრის შედეგად ჩხოროწყუს მუნიციპალიტეტის სოფელ ხაბუმეში, ჯუმითის უბანში მცხოვრები ნუგზარ გულუას ორსართულიანი საცხოვრებელი სახლი მთლიანად დაიწვა.