ამ ეტაპზე მიმდინარეობს სასეირნო ბილიკებისა და განათების მოწყობა, ჩატარდა მთავარი სასახლის არქეოლოგიური გათხრები.
პროექტი, რომელიც ისტორიული პარკების ევროპული ქსელის მოწვეული ექსპერტების რეკომენდაციების საფუძველზე შემუშავდა,ითვალისწინებს ბაღის ტერიტორიაზე არსებული შენობების რეაბილიტაციას, წყალმომარაგების სისტემების, არსებული ხელოვნური ტბისწყალმომარაგებისა და სათავე ნაგებობის მოწყობას.
აშენდება საზოგადოებრივი საპირფარეშოები. შესასვლელში მოეწყობა სალაროსთვის და დაცვისთვის განკუთვნილი ჯიხურები.
პროექტს საქართველოს მუნიციპალური განვითარების ფონდი, ზუგდიდის მუნიციპალიტეტი და საქართველოს კულტურულიმემკვიდრეობის სააგენტო ახორციელებენ.
ზუგდიდის ბოტანიკური ბაღის რეაბილიტაცია შემოდგომას დასრულდება.