სამსუნგმა და ერისიონმა თანამშრომლობის მემორანდუმი გააფორმეს

„სამსუნგ ელექტრონიქსის კავკასიის კომპანიასა“ და ანსამბლ „ერისიონს“ შორის თანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა. 

მემორანდუმი კომპანია „სამსუნგ ელექტრონიქსის“ მხრიდან საქართველოში კორპორაციული სოციალური პასუხისმგებლობის აღებას ისახავს მიზნად.


ღონისძიებას განათლების, კულტურისა და სპორტის მინისტრის მოადგილე ლევან ხარატიშვილი დაესწრო.


„უდავოდ დიდი მნიშვნელობის დღეა, რადგან ეს არის საუკუნეზე მეტი ისტორიის მქონე ანსამბლის კიდევ ერთი აღიარება და მხარდაჭერა. გარდა იმისა, რომ სახელმწიფო მუდმივად ზრუნავს ანსამბლის კეთილდღეობაზე, სასიხარულოა, რომ ამ საქმეში პასუხისმგებლობას უკვე კერძო სექტორი იღებს თავის თავზე. ამ მხრივ ძალიან მადლობელი ვართ კომპანია სამსუნგის, რომლის დახმარებითაც ანსამბლს ძალიან მალე განახლებული კოსტიუმები ექნება. ეს არ არის მხოლოდ დახმარება ეს არის ინვესტიცია, რომელიც ერისიონის კიდევ უფრო დიდი წარმატების წინაპირობა იქნება. რაც მთავარია ეს არის გზავნილი მთლიანად კერძო სექტორისთვის, რომ მეგობრებო, ჩვენ უნდა გავერთიანდეთ, რათა ქვეყნისთვის მნიშვნელოვან კულტურულ ისტიტუციებს ხელი შვუწყოთ“, - განაცხადა ლევან ხარატიშვილმა.


თანამშრომლობის მემორანდუმს ხელი სამსუნგის კავკასიის კომპანიის დირექტორმა ჯეისონ ლიმ და ანსამბლის სამხატვრო ხელმძღვანელმა შერმანდი ჭკუასელმა მოაწერეს ხელი.


„ძალიან მნიშვნელოვანი და საინტერესო დღეა, რადგან შედგა თანამშრომლობა სამსუნგსა და ერისიონს შორის. კომპანია სამსუნგი საქართველოში 2006 წლიდან, ანუ უკვე 13 წელია რაც მოღვაწეობს. ამ ხნის განმავლობაში ჩვენ ძალიან დიდ სიყვარულსა და პატივისცემას ვიღებთ ჩვენი ქართველი მომხმარებელბისაგან და დღეს ამ ნაბიჯით  გვინდა უკან დავუბრუნოთ სიყვარული მათ, იმ მხრივ რომ მხარს ვუჭერთ ქართულ კულტურას, რომელიც ძალიან მდიდარი და ცნობილია მსოფლიოს მასშტაბით. იმედი მაქვს ეს პროექტი წარმატებული იქნება და კომპანია სამსუნგი წვლილს შეიტანს ქართული კულტურის განვითარებასა და მომავალი თაობებისთვის გადაცემაში“, - აღნიშნა ჯეისონ ლიმ.


მემორანდუმის ფარგლებში „სამსუგნი“ ფინანსურ მხარდაჭერას უცხადებს ანსამბლს და სრულად განაახლებს ერისიონის სასცენო კოსტიუმებს, რომლებიც საქართველოს სხვადასხვა კუთხის ტრადიციებსა და მრავალწლიან ისტორიას გადმოგვცემს. ამასთან, განახლდება „ერისიონის“ სარეპეტიციო ფორმებიც.


„ასეთი გლობალური და ცნობილი ბრენდის მხარდაჭერა ძალიან სასიხარულო ამბავია არა მარტო ერისიონისთვის, არამედ მთელი საქართველოსთვის. მათი დახმარებით მოხდება ანსამბლის კოსტიუმების სრული განახლება. ახლიდან შეიკერება საკონცერტო და სარეპეტიციო კოსტიუმები, რომელთა ავტორი დიდი მერაბ ბერძენიშვილია. ამას, რა თქმა უნდა, ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს, როგორც ჩვენთვის, ისე ქართული კულტურის ისტორიისთვის“, - განმარტა შერმანდი ჭკუასელმა.


საქართველოს ხალხური სიმღერისა და ცეკვის სახელმწიფო აკადემიური ანსამბლი „ერისიონი“ 1885 წელს შეიქმნა. 135 წლის განმავლობაში ანსამბლმა უამრავ წარმატებას მიაღწია და განაცვიფრა მსოფლიოს მრავალი ქვეყანა და ქალაქი. 2002 წელს პარიზში „ერისიონს“ გადაეცა ოქროს დისკი. მსოფლიოს რამდენიმე მუსიკალურ შედევრთან ერთად NASA-ს მიერ 1977 წელს კოსმოსში გაგზავნილი „ჩაკრულო“ სწორედ „ერისიონის“ წევრების მიერ არის შესრულებული. 135–წლიანი ისტორიის მქონე ანსამბლს ქართველმა ხალხმა დამსახურებული ღვაწლისთვის 2010 წლეს საქართველოში ვარსკვლავი გაუხსნეს.


„სამსუნგ ელექტრონიქსი“ საქართველოს ბაზარზე 2006 წლიდან ოპერირებს და მისი მთავარი ღირებულება მომხმარებლის კეთილდღეობაა. „სამსუნგი“, როგორც გლობალური კომპანია, თავისი კორპორაციული სოციალური პასუხისმგებლობით ასრულებს სოციალურ ვალდებულებებს: უზრუნველყოფს ინოვაციური პროდუქტებისა და მომსახურების მიწოდებას ქართველი მომხმარებლისთვის; ქმნის სარგებელს ეკონომიკის, საზოგადოებისა და გარემოსთვის.


თანამშრომლობის ფარგლებში მხარეები ერთობლივ ღონისძიებებში მიიღებენ მონაწილეობას. 2019 წლის ბოლოს კი, „სამსუნგისა“ და „ერისიონის“ ორგანიზებით გრანდიოზული გალა კონცერტი ჩატარდება.


მიხეილ სააკაშვილი: გვჭირდება ეროვნული ერთიანობა, მაქსიმალური სულგრძელობა და პატიება

ექსპრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი, "ევროპული საქართველოს" ერთ-ერთი ლიდერის გიგა ბოკერიას განცხადებას ეხმაურება, რომლის მიხედვითაც, მათი პარტიის ხელისუფლებაში მოსვლის შემთხვევაში პოლიტიკური დანაშაულისთვის არავის გაასამართლებენ.

 
ქუთაისის "ტორპედოს" პრეზიდენტმა ფეხბურთელები თამაშზე ვერ დაითანხმა

ქუთაისის „ტორპედოს“ ფეხბურთელები დღეს ბაზაზე შეიკრიბნენ. საუბარი სამომავლო გეგმებსა და სავარაუდო ინვესტორებს შეეხო.

ეკონომიკის სამინისტრო: ნათია თურნავას თბილისის აეროპორტის კერძო ინვესტორისთვის გადაცემის პროცესში მონაწილეობა არ მიუღია

ეკონომიკის სამინისტრო, მინისტრ ნათია თურნავასთან დაკავშირებით გავრცელებულ ინფორმაციაზე, განცხადებას ავრცელებს. როგორც სამინისტროში აცხადებენ, ინფორმაცია სიმართლეს არ შეესაბამება.

იენს სტოლტენბერგი: საქართველო გახდება ნატო-ს წევრი, თუმცა ამ პროცესის დრო განსაზღვრული არ გვაქვს

ჩვენ ვხედავთ უფრო მეტ ნატო-ს საქართველოში, საქართველო გახდება ნატო-ს წევრი ,- ამის შესახებ ნატო-ს გენერალურმა მდივანმა იენს სტოლტენბერგმა, ლონდონში, ნატო-ს საპარლამენტო ასამბლეაზე განაცხადა.

ხობში ხანძარია

ხობის მუნიციპალიტეტის სოფელ ხამისკურში ორსართულიანი სახლი იწვის. საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის ინფორმაციით, ხანძრის შედეგად არავინ დაშავებულა.

ელიზაბეტ II-მ ბრექსითის თარიღი დაადასტურა

დიდი ბრიტანეთის დედოფალმა ელიზაბეტ II-მ განაცხადა, რომ მთავრობა ბრექსითს 31 ოქტომბერს განახორციელებს. 

დეკანოზ გიორგი მამალაძის ოჯახი ბიძინა ივანიშვილის სახლთან აქციას აანონსებს

მსჯავრდებული დეკანოზის გიორგი მამალაძის ძმა თორნიკე მამალაძე, აქციებს აანონსებს. როგორც მან "პირველს" განუცხადა, 15 ოქტომბერს აქცია-მსვლელობა გაიმართება, სადაც დეკანოზის საპატიმროში დარჩენას გააპროტესტებენ.

თამთა თოდაძის ადვოკატი მარიამ კუბლაშვილს პასუხობს

ისნის რაიონის ბიუროს თანამშრომლის თამთა თოდაძის ადვოკატი თამარ ლუკავა აცხადებს, რომ მისი დაცვის ქვეშ მყოფის მონაწილეობით, სისხლის სამართლის სხვა საქმე არ არსებობს. აღნიშნული განცხადებით თამარ ლუკავა, ილია ჯიშკარიანის ადვოკატს მარიამ კუბლაშვილს პასუხობს.

პრემიერ-მინისტრი სრულიად საქართველოს სვეტიცხოვლობას ულოცავს

მთავრობის მეთაური სვეტიცხოვლის საკათედრო ტაძარში სვეტიცხოვლობის დღესასწაულთან დაკავშირებით, საზეიმო წირვას დაესწრო.

ოკუპირებული აფხაზეთის ე.წ. პრემიერ-მინისტრად ვალერი ბგანბა დაინიშნა

ოკუპირებული აფხაზეთის ე.წ. პრეზიდენტმა რაულ ხაჯიმბამ 14 ოქტომბერს ხელი მოაწერა ბრძანებას, რომლის თანახმად, დე ფაქტო რესპუბლიკის ე.წ. პრემიერ-მინისტრად ვალერი ბგანბა დაინიშნა.

საქართველოს, თურქეთისა და აზერბაიჯანის საგარეო საქმეთა მინისტრების შეხვედრა გაურკვეველი ვადით გადაიდო

საქართველოს, თურქეთისა და აზერბაიჯანის საგარეო საქმეთა მინისტრების რიგით მე-8 შეხვედრა, რომელიც 16 ოქტომბერს თბილისში იყო დაგეგმილი, გადაიდო.

გიორგი გახარია სომხეთს ეწვევა

საქართველოს პრემიერ-მინისტრ გიორგი გახარიას ოფიციალური ვიზიტები საქართველოს მეზობელ ქვეყნებში გრძელდება. 2019 წლის 15 ოქტომბერს მთავრობის მეთაური სომხეთს ეწვევა.

პაშა ბანკის მხარდაჭერით, არასამთავრობო ორგანიზაციამ აუტიზმის ცენტრი „პირველი ნაბიჯი“ გახსნა

პაშა ბანკის მხარდაჭერით, არასამთავრობო ორგანიზაციამ აუტიზმის ცენტრი „პირველი ნაბიჯი“ გახსნა. გახსნის ოფიციალური საზეიმო ღონისძიება 9 ოქტომბერს გაიმართა.

მომავალი 3 წლის განმავლობაში, ენერგოსისტემას 500 მგვტ-მდე დამატებითი სიმძლავრე შეემატება

ეკონომიკის მინისტრის მოადგილემ დავით თვალაბეიშვილმა "არაგვიჰესი" მოინახულა და ენერგეტიკის სექტორში მიმდინარე და დაგეგმილ პროექტებზე ისაუბრა.

მეუფე ანანია: ჩვენ მხარს ვუჭერთ, მაგრამ არ ვაღიარებთ უკრაინის ავტოკეფალიას

წმიდა სინოდის წევრი, მიტროპოლიტი ანანია ამბობს, რომ ქართული ეკლესია მხარს უჭერს უკრაინის ავტოკეფალიას, თუმცა არ აღიარებს.

საქართველოს ბანკის მხარდაჭერით „გურჯაანის ღვინის ფესტივალი 2019“  გაიმართა

საქართველოს ბანკი ღვინის ტურიზმის განვითარების ხელშეწყობასა და ღვინის კულტურის პოპულარიზაციას განაგრძობს.

პოლონეთის ხელისუფლებაში კონსერვატორები რჩებიან

"დოიჩე ველეს" ინფორმაციით, პოლონეთში ჩატარებული არჩევნების ეგზიტპოლის შედეგები გამოქვეყნდა. ამ შედეგებით მმართველი პარტია "სამართალი და სამართლიანობა" [Law and Justice] - 43.6 პროცენტით ლიდერობს. მეორე ადგილს კი, ოპოზიციური სამოქალაქო კოალიცია 27.4%-ით იკავებს.

კენი ლარკინმა თსუ-ის სტუდენტებისთვის იმღერა

თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტმა, პირველკურსელ სტუდენტებს სწავლის დაწყება კენი ლარკინის კონცერტით მიულოცა.

 
ანრი ოხანაშვილი: დაპირება, რომ უზენაესი სასამართლოს მოსამართლეების შერჩევა იქნებოდა მაქსიმალურად გახსნილი, გამჭვირვალე და ხანგრძლივი პროცესი, შევასრულეთ

"ეს არის ისტორიული პროცესი. ეს პროცესი შედგა", - განაცხადა პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარემ ანრი ოხანაშვილმა, უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის კანდიდატთა შესარჩევ პროცედურებთან დაკავშირებით.

ანრი ოხანაშვილი: სამწუხაროა, რომ ოპოზიციის ნაწილმა გასაუბრების პროცესი პოლიტიკურ სეირად აქცია

„სამწუხაროა, რომ ოპოზიციის ნაწილმა გასაუბრების პროცესი პოლიტიკურ სეირად აქცია“, - ამის შესახებ პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარემ ანრი ოხანაშვილმა ტელეკომპანია „იმედის“ ეთერში განაცხადა.

იაპონიაში ტაიფუნის შედეგად დაღუპულთა რიცხი 39-მდე გაიზარდა

იაპონიაში ტაიფუნი "ჰაგიბისის" მიერ გამოწვეული წყალდიდობისა და მეწყერის შედეგად დაღუპულთა რიცხი 39-მდე გაიზარდა. ინფორმაციას იაპონური მედია ავრცელებს.