ყალბი აქციზური მარკების გასაღების ფაქტზე ერთი პირი დააკავეს

ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის თანამშრომლებმა, გატარებული ოპერატიულ - სამძებრო ღონისძიებებისა და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, ყალბი აქციზური მარკების გასაღების ფაქტზე, ერთი პირი დააკავეს.

გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულმა, აჭარის რეგიონში გაასაღა სიგარეტის კოლოფების ნიშანდებისათვის განკუთვნილი ყალბი აქციზური მარკები.


საქმეზე გრძელდება გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის მე-200 პრიმა მუხლის პირველი ნაწილით, რაც სასჯელის სახით ითვალისწინებს თავისუფლების აღკვეთას 2-დან 4 წლამდე ვადით.


თბილისის საკრებულოში ახალი პროექტის "საავტორო საათი" პრეზენტაცია გაიმართა

"გაუზიარე წარმატება" - ამ ლაიტმოტივით, თბილისის საკრებულოს განათლებისა და კულტურის კომისიის ინიციატივით, ახალი პროექტი "საავტორო საათი" იწყება.

ნაძალადევის რაიონში, 30 კორპუსში სხვადასხვა სახის ინფრასტრუქტურული სამუშაო მიმდინარეობს

თბილისში ნაძალადევის რაიონში, სხვადასხვა ტიპის ინფრასტრუქტურული სამუშაო 30 საცხოვრებელ კორპუსში მიმდინარეობს.

კორონავირუსით დაინფიცირებული "საქართველოს ბანკის" თანამშრომლის შვილს COVID-19 არ დაუდასტურდა

დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელის ამირან გამყრელიძის თქმით, კორონავირუსით დაინფიცირებული საქართველოს მოქალაქის შვილს ანალოგიური დიაგნოზი არ დაუდასტურდა.

საზოგადოებრივ ტრანსპორტში და საბავშვო ბაღებში სადეზინფექციო სამუშაოები გაძლიერდება

პრემიერ-მინისტრის ხელმძღვანელობით კორონავირუსთან დაკავშირებით მოქმედმა უწყებათაშორისმა საკოორდინაციო საბჭომ მორიგი სხდომა გამართა.

 

მთავრობის გადაწყვეტილებით, კორონავირუსის გამო საგაზაფხულო არდადეგების დაწყების თარიღი შეიცვალა

პრემიერ-მინისტრის ხელმძღვანელობით კორონავირუსთან დაკავშირებით მოქმედმა უწყებათაშორისმა საკოორდინაციო საბჭომ მორიგი სხდომა გამართა.

ამირან გამყრელიძე: დღეს არაა ის მონაცემები რომ სწავლა შეჩერდეს

დაავადებათა კონტროლის ცენტრის ხელმძღვანელი ამირან გამყრელიძე მედიასთან საუბრისას ამბობს, რომ დღევანდელი მონაცემების გათვალისწინებით სასწავლო დაწესებულებში სწავლის პროცესის შეჩერების აუცილებლობა არაა. 

საქართველოში კორონავირუსის კიდევ ერთი შემთხვევა დადასტურდა

დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელის ამირან გამყრელიძის განცხადებით, საქართველოში კორონავირუსის მესამე შემთხვევა დაფიქსირდა.

 

Ryanair-მა თბილისი-მილანის რეისები 50%-ით შეამცირა

საქართველოს აეროპორტების გაერთიანების მიერ გავრცელებული ინფორმაციით, ავიაკომპანია Ryanair-მა მილანი-თბილისი-მილანის საჰაერო ხაზზე სიხშირეების რაოდენობა 50%-ით შეამცირა.

 

კორონავირუსით დაინფიცირებული საქართველოს მოქალაქეების მდგომარება დამაკმაყოფილებელია

საქართველოს მოქალაქეებს რომლებაც კორონავირუსი დაუდასტურდათ თავს კარგად გრძნობენ. მათი ჯანმრთელობის მდგომარეობა ამ ეტაპზე დამადაკმაყოფილებელია.

თელავის სოფელ თეთრწყლებსა და იყალთოში ხანძარია

საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის ინფორმაციით, ცეცხლი ტყის ქვედა საფარს უკიდია. რთული რელიეფის გამო, მეხანძრეებს გადაადგილება ფეხით უწევთ.

განთლების მინისტრმა გერმანიის ელჩთან განათლების სფეროში მიმდინარე და სამომავლო თანამშრომლობის საკითხები განიხილა

საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრმა მიხეილ ჩხენკელმა გერმანიის ელჩს ჰუბერტ ქნირშს უმასპინძლა და მასთან სამომავლო თანამშრომლობის გეგმები განიხილა.

ნათია თურნავა: ტანაპისა და ტაპის პროექტებამდე საქართველოს სატრანზიტო ფუნქცია მხოლოდ რეგიონალური დონის იყო, ახლა ჩვენ საერთაშორისო მოთამაშეები ვართ

ეკონომიკის მინისტრმა ნათია თურნავამ ბაქოში, სამხრეთ გაზის კორიდორის მრჩეველთა საჭოს მინისტერიალზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა, რომ სამხრეთ გაზის კორიდორი საერთაშორისოდ აღიარებულია ევროკავშირის ქვეყნების მიერ.

ბორჯომის მერი და საკრებულოს თავმჯდომარე ქრთამის აღების ფაქტზე დააკავეს

სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ანტიკორუფციული სააგენტოს თანამშრომლებმა ქრთამის აღების ფაქტზე ბორჯომის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე გიორგი გოგიჩაიშვილი და ბორჯომის მუნიციპალიტეტის მერი ლევან ლიპარტია, ხოლო განსაკუთრებით მძიმე დანაშაულის შეუტყობინებლობის ფაქტზე მოქალაქე გ.უ. დააკავეს.

ლაშა ღლონტი: ყველაფერი მალე დასრულდება, უბრალოდ დაიცავით რეკომენდაციები

„მინდა გახაროთ, ჩინეთში კორონავირუსის პიკმა გადაიარა, ევროპაში მიგრიგრებული ფორმები გაცილებით მსუბუქია ვიდრე ინფექციის კერაში“, - მომღერალი ლაშა ღლონტი სოციალურ ქსელში კორონავირუსის შესახებ წერს.

ირანის საელჩო ქვეყანაში კორონავირუსის გავრცელებასთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს

ირანის ისლამური რესპუბლიკის საელჩო ირანში კორონავირუსის გავრცელებასთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს.

 

სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივების განვითარებისათვის რეკომენდაციები შემუშავდა

გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის პირველი მოადგილე გიორგი ხანიშვილი იაპონიის საერთაშორისო თანამშრომლობის სააგენტოს (JICA) საქართველოს ოფისის მუდმივ წარმომადგენელს, იუკიჰო ეჯირის და საქართველოში სამუშაო ვიზიტით მყოფ სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივების ექსპერტთა ჯგუფის წევრებს შეხვდა.

გუდაური-კობის მონაკვეთზე მისაბმელიანი ავტოტრანსპორტის მოძრაობა აკრძალულია

თოვის და ლიპყინულის გამო, გუდაური-კობის მონაკვეთზე  მისაბმელიანი და ნახევრადმისაბმელიანი ავტოტრანსპორტის მოძრაობა აკრძალულია.

 

ნათია თურნავა: საქართველო, მსოფლიოში ალტერნატიული გაზის მარშრუტების განვითარებაში მნიშვნელოვან როლს ასრულებს

ეკონომიკის მინისტრმა ნათია თურნავამ ბაქოში, სამხრეთ გაზის კორიდორის მრჩეველთა საბჭოს მინისტერიალის დასრულების შემდეგ განაცხადა, მსოფლიოში ალტერნატიული გაზის მარშრუტების განვითარებაში საქართველოს როლს გაუსვა ხაზი.

თბილისში ნარკოდანაშაულისთვის უკრაინის მოქალაქე დააკავეს

სამეგრელო-ზემო სვანეთის პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა, ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის ორგანიზებულ დანაშაულთან ბრძოლის მთავარ სამმართველოსთან ერთად ჩატარებული ოპერატიულ-სამძებრო და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, უკრაინის მოქალაქე, 1981 წელს
დაბადებული ვ.შ. თბილისში ნარკოდანაშაულისთვის დააკავეს.

ქვეყნის მასშტაბით, საბაჟო გამშვებ პუნქტებზე კორონავირუსის გავრცელებასთან დაკავშირებული კონტროლი გამკაცრებულია

საბაჟო გამშვებ პუნქტებში, ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის მებაჟე ოფიცრები და ექიმი ეპიდემიოლოგები 24 საათიან რეჟიმში ახორცილებენ მგზავრთა ინდივიდუალურ მონიტორინგს.

დუშეთში ყოფილი მეუღლის მიმართ განხორციელებული მუქარის ბრალდებით კაცი დააკავეს

შსს-ს მცხეთა-მთიანეთის პოლიციის დეპარტამენტის დუშეთის რაიონული სამმართველოს თანამშრომლებმა, ჩატარებული ოპერატიულ-სამძებრო და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, ოჯახის წევრის მიმართ განხორციელებული მუქარის ბრალდებით, 1991 წელს დაბადებული გ.ბ. დუშეთში დააკავეს.