ბიზნესომბუდსმენი: აჭარიდან კომპანიების უმრავლესობა მშენებლობისა და ინფრასტრუქტურის სექტორიდან მოგვმართავს

ბიზნესომბუდსმენის ირაკლი ლექვინაძის განცხადებით, 6 თვეში ბიზნესომბუდსმენის აპარატში დარეგისტრირებული საქმეების 20% აჭარიდანაა.

 

ამის შესახებ ლექვინაძემ ბათუმში ადგილობრივი სამშენებლო სექტორის წარმომადგენლებთან შეხვედრაზე განაცხადა.


„2019 წლის 6 თვეში ბიზნესომბუდსმენის აპარატში დარეგისტრირებული საქმეების 20% აჭარიდანაა და კომპანიების უმრავლესობა მშენებლობისა და ინფრასტრუქტურის სექტორიდან მოგვმართავს. თბილისის შემდეგ ბიზნესი მხარდაჭერისთვის ყველაზე ხშირად აჭარიდან მოგვმართავს და უმრვალეს შემთხვევებში ბათუმის მერიასთან შუამდგომლობას გვთხოვენ. სხვა რეგიონების მსგავსად, აჭარაშიც ბიზნეს გარემოს გამოწვევად რჩება ბიუროკრატია ადგილობრივ თვითმმართველობებში",- განაცხადა ბიზნესომბუდსმენმა.


ირაკლი ლექვინაძის თქმითვე, მთავარი რასაც ბიზნესი რეგიონებში ითხოვს ეს არის მოქნილი ბიუროკრატია და ადგილობრივი თვითმმართველობებში ბიზნეს გადაწყვეტილებების ტემპის დაჩქარება.


„თბილისის შემდეგ ეკონომიკურად ყველაზე აქტიური რეგიონი აჭარაა და ამიტომ მნიშვნელოვანია, რომ ამ რეგიონში განსაკუთრებით მაღალი ხარისხით ხდებოდეს ბიზნესს და მთავრობას შორის კომუნიკაცია და იმ საკითხების ეფექტურ ვადებში გადაწყვეტა, რომლებსაც კერძო სექტორი დღეს რეგიონში ბიზნესის კეთების პროცესში აწყდება“,-განაცხადა ირაკლი ლექვინაძემ.


აჭარაში ბიზნესომბუდსმენის სპეციალური წარმომადგენლის ოფისი 2018 წლის სექტემბრიდან გაიხსნა და ამ პერიოდში აჭარიდან ბიზნესომბუდსმენის აპარატმა 60-მდე საქმეზე იმუშავა.


მაია ცქიტიშვილი ევროსაბჭოს ადგილობრივი და რეგიონალური ხელისუფლების დელეგაციებს შეხვდა

ვიცე-პრემიერი, რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრი მაია ცქიტიშვილი ევროსაბჭოს ადგილობრივი და რეგიონალური ხელისუფლების კონგრესის დელეგაციას შეხვდა.

კალაძე: სპორტს პოლიტიკური კუთვნილება არ აქვს და დაუშვებელია ჩვენი სპორტსმენების დისკრედიტაციის მცდელობა

თბილისის მერი კახა კალაძე საქართველოს ეროვნულ საკალთბურთო ნაკრებს სერბეთის ნაკრებთან გამარჯვებას ულოცავს.

„თეგეტა მოტორსმა“ ევროპული ბიზნესასოციაციის EBA-ს ბორდის შეხვედრას უმასპინძლა

„თეგეტა მოტორსის“ სათავო ოფისში ევროპული ბიზნესასოციაციის EBA-ს ბორდის შეხვედრა გაიმართა, სადაც განიხილეს საქართველოში პროფესიული კადრების დეფიციტი და სხვადასხვა დარგის ჩართულობით აღნიშნული პრობლემის გადაჭრის შესაძლებლობები.

ბორჯომში სასტუმროს აივნიდან გადავარდნილი ბავშვი იაშვილის კლინიკაში გადაჰყავთ

სამი წლის გოგონა, რომელიც ბორჯომში სასტუმროს მეორე სართულის აივნიდან გადავარდა, კატასტროფის ბრიგადას თბილისში, იაშვილის კლინიკაში გადაჰყავს.

თიბისისა და თავისუფალ უნივერსიტეტს შორის თანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა

მემორანდუმს ხელი მოაწერეს თავისუფალი და აგრარული უნივერსიტეტების რექტორმა ვატო ლეჟავამ და თიბისი ბანკის გენერალური დირექტორის მოადგილემ გიორგი თხელიძემ.

არქიტექტურულ კვირეულში- TBILISI ARCH WEEK ტექნიკური უნივერსიტეტის სტუდენტები მიიღებენ მონაწილეობას

26 - 29 თებერვალს, საქართველოში პირველად, არქიტექტურული კვირეული TBILISI ARCH WEEK გაიმართება.

 

ამირან გამყრელიძე მოსახლეობას მოუწოდებს ჩინეთში, ირანსა და სამხრეთ კორეაში მოგზაურობისგან თავი შეიკავონ

დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელის ამირან გამყრელიძის თქმით, კორონავირუსული ინფექციის გავრცელების კუთხით საქართველო კვლავ დაბალი რისკის ქვეშ რჩება.

ნაკადულის კალმახის საშენში ლიფსიტები გამოიჩეკა

ველური ბუნების ეროვნული სააგენტოს ნაკადულის კალმახის საშენში, საქართველოს წითელი ნუსხის სახეობის, მდინარის კალმახის 50 000-ზე მეტი ლიფსიტა გამოიჩეკა.

ამირან გამყრელიძე: საქართველოში ე.წ. პანდემიური მზადყოფნის რეჟიმს უფრო მეტად ვაძლიერებთ

"საქართველოში კიდევ მეტად ვაძლიერებთ ე.წ. პანდემიური მზადყოფნის რეჟიმს, შესაბამისად საკოორდინაციო საბჭოში შემავალი ყველა უწყება მუშაობას აძლიერებს ", -ამის შესახებ დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელმა ამირან გამყრელიძემ კორონავირუსის შესაძლო გავრცელებასთან დაკავშირებით განაცხადა.

დავით ზალკალიანი გაეროს ადამიანის უფლებათა საბჭოს ღონისძიებაში მონაწილეობს

საგარეო საქმეთა მინისტრი დავით ზალკალიანი გაეროს ადამიანის უფლებათა საბჭოს მაღალი დონის სეგმენტის 43-ე სესიაში მონაწილეობს.

ლევან დავითაშვილი სტრასბურგში მაღალი დონის კონფერენციას გახსნის

გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრი ლევან დავითაშვილი სტრასბურგში, ევროპის საბჭოს გენერალურ მდივანთან მარია პეჟინოვიჩი ბურიჩთან და ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეის პრეზიდენტთან რიკ დაემსთან ერთად, გარემოს დაცვისა და ადამიანის უფლებების შესახებ კონფერენციას გახსნის.

ბიძინა ივანიშვილი NDI-ს პრეზიდენტს შეხვდა

პოლიტიკური გაერთიანება „ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველო“ თავის ოფიციალურ ფეისბუკგვერდზე განცხადებას ავრცელებს.

გაატარეთ თქვენი დასვენების დაუვიწყარი დღეები სასტუმრო "ამირანის პარკში"

ერთხელ თუ მაინც გისეირნიათ ბაკურიანის ქუჩებში, გზა აუცილებლად მიგიყვანდათ "ამირანის პარკთან", რომელიც დამსვენებელთა თავშეყრის ერთ-ერთი გამორჩეული ადგილია.

ბორჯომში სასტუმროს აივნიდან ბავშვი გადავარდა

ბორჯომში, სამი წლის ბავშვი სასტუმროს აივნიდან გადავარდა. შემთხვევა 24 თებერვალს მოხდა. თვითმხილველების თქმით, მცირეწლოვანი მეორე სართულის აივნიდან ჩამოვარდა.

დედოფლისწყაროში სკოლამდელი აღზრდის დაწესებულებების აღმზრდელ-მეთოდისტებს ტრენინგები ჩაუტარდათ

გარემოსდაცვითი ინფორმაციისა და განათლების ცენტრის ორგანიზებით, დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტის საჯარო სკოლების სამოქალაქო განათლების, ბიოლოგიის, გეოგრაფიის პედაგოგებსა და სკოლამდელი აღზრდის დაწესებულებების აღმზრდელ-მეთოდისტებს "გარემოსდაცვითი და აგრარული საკითხების ინტეგრირება სასწავლო პროცესებში" ტრენინგები ჩაუტარდათ.

გოჩა მირცხულავა: 39% „ქართულ ოცნებას“, არჩევნებში მის უპირობო გამარჯვებას ნიშნავს

„39% „ქართულ ოცნებას“, არჩევნებში მის უპირობო გამარჯვებას ნიშნავს. არჩევნებამდე რვა თვით ადრე, წარმოდგენილი კვლევის მიხედვით „ოცნება“ იგებს და ამას თავად ოპოზიცია „აღიარებს“, - ამის შესახებ ჟურნალისტი გოჩა მირცხულავა სოციალურ ქსელში წერს.

არჩილ თალაკვაძის სახლთან პოლიციის მობილიზებაა - შსს-ს განმარტება

"ნუცუბიძის პლატოზე მდებარე ერთ-ერთი საცხოვრებელი კორპუსის პირველ და მეორე სართულებს შორის ნაპოვნია ცეცხლსასროლი იარაღი", - ასე განმარტავენ შინაგან საქმეთა სამინისტროში პარლამენტის თავმჯდომარის არჩილ თალაკვაძის საცხოვრებელ კორპუსთან სამართალდამცავების მობილიზებას.

პოლიციელსა და მის ავტომანქანაზე თავდასხმაში ბრალდებულს 4 წლით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯა

რუსთავის საქალაქო სასამართლომ სრულად გაიზიარა ბრალდების მხარის მიერ წარდგენილი მტკიცებულებები და პოლიციელსა და მის სატრანსპორტო საშუალებაზე თავდასხმაში ბრალდებული ს.ჭ. დამნაშავედ ცნო.

თეა წულუკიანი: პრემიერმა რომ ბრძანა გაზაფხულს დაველოდოთო, ალბათ გულისხმობდა, რომ ია აყვავდება

"ბატონი გიორგი, გაზაფხულს დაველოდოთო რომ ბრძანა, ალბათ გულისხმობდა იმას, რომ დაველოდოთ გაზაფხულს, აყვავდება ია".

ნიჭიერი ქართველი მომღერლის, ეკა გოგლიძის მოგზაურობა სცენისკენ

ეკა გოგლიძე ახალგაზრდა ქართველი მომღერალია, რომელიც ბრიტანელმა მსმენელმა უკვე შეიყვარა.

კახა კალაძე: კორონავირუსის გავრცელების საშიშროება ამ ეტაპზე არ არსებობს

დედაქალაქის მერის კახა კალაძის თქმით, ქვეყანაში კორონავირუსის გავრცელების კუთხით ჯერჯერობით საშიშროება არ არსებობს.