მაშველებმა რაჭაში ნორვეგიის 7 და საქართველოს 2 მოქალაქე გადაარჩინეს

ონში, სოფელ გლოლასთან, მაშველებმა გზის სავალი ნაწილის ჩახერგვის შედეგად ჩარჩენილი ნორვეგიის 7 და საქართველოს 2 მოქალაქე გადაარჩინეს. 

ონში, სოფელ გლოლასთან, ქვის მასისა და ხეების ჩამოშლის შედეგად, გზის სავალი ნაწილი ჩაიხერგა, რის გამოც უცხოელი ტურისტების ჯგუფი გზის მეორე მხარეს ჩარჩა და გადაადგილების გაგრძელებას ვერ ახერხებდა.


რაჭა-ლეჩხუმის და ქვემო სვანეთის მთავარი სამმართველოს მაშველებმა შეტყობინების მიღებისთანავე, დასახმარებლად ადგილზე გავიდნენ. 


რამდენიმე საათიანი მუშაობის შემდეგ, მაშველებმა ნორვეგიის 7 და საქართველოს 2 მოქალაქე უსაფრთხო ადგილზე გადაიყვანეს. მეორე მხარეს ამ დრომდე, საკუთარი სურვილით, მაშველების მეთვალყურეობის ქვეშ რჩება 2 პიროვნება და 2 ავტომანქანა, რომლითაც ტურისტები გადაადგილდებოდნენ.


მათ სიცოცხლეს და ჯანმრთელობას საფრთხეს აღარ ემუქრება.


საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის მაშველებთან ერთად, ადგილზე მობილიზებულია საქართველოს საავტომობილო გზების დეპარტამენტის
ტექნიკა.


რთული მეტეოროლოგიური პირობების გამო, გზის გაწმენდითი სამუშაობები ამ დრომდე ვერ ხერხდება.


გაწმენდითი სამუშაოები ამინდის გაუმჯობესებისთანავე დაიწყება.


საქართველოში კლიმატის მწვანე ფონდი 32 მლნ აშშ დოლარის ოდენობის გრანტს გასცემს

გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრი ლევან დავითაშვილი კლიმატის მწვანე ფონდის (GCF) წარმომადგენლობით დელეგაციას შეხვდა.

პრეზიდენტი შეწყალებაზე: მე მივიღე გადაწყვეტილება და არ მჩვევია, ვინმე სხვაზე გადავიტანო ეს პასუხისმგებლობა

საქართველოს პრეზიდენტის სალომე ზურაბიშვილის განცხადებით, სადავო შეწყალებასთან დაკავშირებით გადაწყვეტილება პირადად მან მიიღო.

ხარაგაულის მუნიციპალიტეტის სოფელ ნადაბურში 65 წლის კაცი კრაზანის ნაკბენით გარდაიცვალა

ხარაგაულის მუნიციპალიტეტის სოფელ ნადაბურში მცხოვრები 65 წლის მამაკაცი კრაზანას ნაკბენით გარდაიცვალა.

წყნეთში სპორტული ცენტრი აშენდა

დაბა წყნეთში, ამილახვარის ქ. N21-ში სპორტული ცენტრის მშენებლობა დასრულდა. ამის შესახებ თბილისის მთავრობის სხდომაზე დედაქალაქის მერმა, კახა კალაძემ განაცხადა.

პირველი ოქტომბრიდან ტაქსების რეფორმის მეორე ფაზა იწყება

მიმდინარე წლის პირველი ოქტომბრიდან ძალაში შედის ტაქსების რეფორმის მეორე ეტაპი, რომელიც ტაქსების A და B კატეგორიებად დაყოფას ითვალისწინებს.

 

ბიზნესდაჯილდოება 2019 იწყება

ბიზნესდაჯილდოება 2019 განახლებული ნომინაციებითა და ახალი ფორმატით ბრუნდება.

არჩილ თალაკვაძემ სომხეთის სრულუფლებიან ელჩთან შეხვედრისას ორმხრივი ურთიერთობები განიხილა

საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე, არჩილ თალაკვაძე სომხეთის რესპუბლიკის საგანგებო და სრულუფლებიან ელჩს, რუბენ სადოიანს შეხვდა.

 

სალომე ზურაბიშვილი შეწყალებაზე: ეს არის შეფასება გარემოებების, მოცემულობის პრეზიდენტის მხრიდან, რაც არ გამორიცხავს შეცდომებს

საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი განმარტავს, რომ სადავო შეწყალებასთან დაკავშირებით გადაწყვეტილება პირადად მან, ვინმეს ჩარევის გარეშე მიიღო.

განზრახ მკვლელობის მცდელობისთვის ბრალდებულს 7 წლით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯა

პროკურატურის მიერ წარდგენილი მტკიცებულებების საფუძველზე, განზრახ მკვლელობის მცდელობისთვის ბრალდებულს 7 წლით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯა.

ფინანსთა მინისტრის მოადგილემ მცხეთაში მოსახლეობასთან შეხვედრისას 2020 წლის საბიუჯეტო პრიორიტეტებზე იმსჯელა

ფინანსთა მინისტრის მოადგილე მიხეილ დუნდუა მომავალი წლის ბიუჯეტის დაგეგმვისა და მუნიციპალიტეტებისთვის აქტუალური საკითხების მოგვარების მიზნით, მოსახლეობასთან შეხვედრას განაგრძობს. 

 

თბილისის საერთაშორისო თეატრალური ფესტივალი 23 სექტემბერს გაიხსნება

თბილისის საერთაშორისო თეატრალური ფესტივალი 23 სექტემბერს გაიხსნება. ამის შესახებ დედაქალაქის მთავრობის სხდომაზე თბილისის მერმა კახა კალაძემ ისაუბრა.

ხათუნა თოთლაძემ ჟენევაში ოკუპირებულ ტერიტორიებზე ბავშვის უფლებათა დაცვის თვალსაზრისით არსებულ მდგომარეობაზე ისაუბრა

ქ. ჟენევაში ბავშვთა ვაჭრობის, პროსტიტუციის, ბავშვთა პორნოგრაფიისა და შეიარაღებულ კონფლიქტში ბავშვთა მონაწილეობის შესახებ, ბავშვის უფლებათა კონვენციის დამატებითი ოქმების შესრულების თაობაზე პირველადი ანგარიშების განხილვა.

 
პრეზიდენტმა შეწყალებაზე მორატორიუმი გამოაცხადა

საქართველოს პრეზიდენტმა პატიმართა შეწყალებაზე მორატორიუმი გამოაცხადა.

თბილისში  ,,რეგიონული განვითარების ეროვნული კონფერენცია“ იმართება

სასტუმრო ,,ჰოლიდეი ინნ“-ში ,,რეგიონული განვითარების ეროვნული კონფერენცია“ მიმდინარეობს.

რუსთავის საავადმყოფოში 19 წლის გოგო ცხვირის ოპერაციის დაწყებამდე, ნარკოზის გაკეთების შემდეგ გარდაიცვალა

რუსთავის ცენტრალურ საავადმყოფოში 19 წლის გოგო გარდაიცვალა.

კომუნიკაციების კომისიამ საჯარო და კერძო სკოლის მასწავლებლებს „გამარჯობა რუბით“ სწავლების მეთოდი გააცნო

კომუნიკაციების კომისიამ დაწყებითი კლასის მასწავლებლებისთვის ტრენინგი ჩაატარა.

ვახტანგ გომელაური ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეის მონიტორინგის კომიტეტის დელეგაციას შეხვდა

შინაგან საქმეთა მინისტრი ვახტანგ გომელაური საქართველოში ოფიციალური ვიზიტით მყოფ ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეის მონიტორინგის კომიტეტის დელეგაციას შეხვდა.

სახალხო დამცველი პრეზიდენტს შეწყალების უფლების გამოყენების პროცესის მაქსიმალური გამჭვირვალობისკენ მოუწოდებს

საქართველოს სახალხო დამცველი საქართველოს პრეზიდენტის მიერ შეწყალების უფლებამოსილების გამოყენებასთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს.

 

133 000 ლარის ქურდობის ბრალდებით თბილისში 1 პირი დააკავეს

თბილისის პოლიციის დეპარტამენტის დიდუბე-ჩუღურეთის რაიონული სამმართველოს თანამშრომლებმა, ქურდობის ბრალდებით, 1981 წელს დაბადებული მ.ტ. დააკავა. ჩადენილი დანაშაული 6-დან 10 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

"როგორ მოვიზიდოთ ჩინელი ტურისტები" - ტურიზმის ეროვნულმა ადმინისტრაციამ ტრენინგი გამართა

ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ორგანიზებით კერძო სექტორის წარმომადგენლებისთვის ჩინეთიდან ტურისტების მოზიდვის
თემატიკაზე ტრენინგი გაიმართა.

საგარეო უწყება: ხუჯაბის მონასტერი სომხურ მხარეს არ გადაეცა

"საქართველოსა და სომხეთის რესპუბლიკას შორის სახელმწიფო საზღვრის დელიმიტაციის პროცესი დასრულებული არ არის და ხუჯაბის მონასტერი სომხურ მხარეს არ გადაეცა", - ამის შესახებ "პირველს" საგარეო საქმეთა სამინისტროში განუცხადეს.