დავით მათიკაშვილი: გიორგი გახარიას გადადგომის მოთხოვნა აბსურდულია და იმ დესტრუქციული ძალებისგან მომდინარეობს, რომლებმაც 20-21 ივნისს შტურმს ორგანიზება გაუკეთეს

„20-21 ივნისს შინაგან საქმეთა სამინისტრო კანონის სრული დაცვით მოქმედებდა“, - აცხადებს საპარლამენტო უმრავლესობის წევრი დავით მათიკაშვილი.

მისი თქმით, შსს-მ ქვეყანა იხსნა იმ დესტრუქციისგან და აგრესიისგან, რომელიც მომდინარეობს „ნაციონალური მოძრაობისგან“ და ეს არ არის პირველი შემთხვევა.


„მოთხოვნა გიორგი გახარიას გადადგომის შესახებ არის აბსურდული, ეს არის ზუსტად იმ დესტრუქციული ძალებიდან მომდინარე, რომლებმაც ორგანიზება გაუკეთეს 20-21 ივნისს ამ შტურმს და ძალადობრივ ქმედებებს. მათი მიზანია პოლიციის შესუსტება, სახელმწიფო ინსტიტუტების ჩამოშლა, რაც არც ერთ შემთხვევაში არ უნდა იქნეს გაზიარებული. გიორგი გახარია და მთლიანად შინაგან საქმეთა სამინისტრო 20-21 ივნისს მოქმედებდა კანონის სრული დაცვით, მათ ქვეყანა იხსნეს იმ დესტრუქციისგან და აგრესიისგან, რომელიც მომდინარეობს, დიახ, „ნაციონალური მოძრაობისგან“ და ეს არ არის პირველი შემთხვევა.


როგორც საზოგადოებისთვის ცნობილია, 20-21 ივნისს რუსთაველზე განვითარდა მოვლენები, რომელიც ერთმნიშვნელოვნად შეიძლება შეფასდეს, როგორც დესტრუქციული ძალის მცდელობა, შეჭრილიყვნენ პარლამენტში და ძალადობრივად მოეხდინათ პოლიტიკური პროცესების მართვა.


მართალია, პროცესი დაიწყო მშვიდობიანი აქციით, თუმცა გარკვეული პერიოდის შემდგომ კონკრეტული პოლიტიკური ლიდერების ფონზე, ძალადობრივ აქციაში გადაიზარდა, რაც გამოიხატა შტურმის სახით და პოლიციელებზე თავდასხმით, რომ შეჭრილიყვნენ პარლამენტში. მოძალადეების მიერ 30-მდე პოლიციელი იქნა გატაცებული, გაიტაცეს დამცავი ფარები და ახდენდნენ პირდაპირ ძალადობას პოლიციელებზე.


გუშინ შინაგან საქმეთა მინისტრმა ძალიან სწორად აღნიშნა, რომ დგება ჟამი, როდესაც სახელმწიფო მოხელე იღებს ძალიან რთულ გადაწყვეტილებას, მოძალადეებთან შევიდეს კომპრომისზე და გაუფრთხილდეს საკუთარ იმიჯს, თუ მიიღებს სახელმწიფოებრივად სწორ გადაწყვეტილებას, დაიცვას კონსტიტუციური ინსტიტუტები და მოახდინოს მოძალადეების მიმართ პროპორციული ძალის გამოყენება. 


ჩვენ ყველამ კარგად დავინახეთ, რა ხდებოდა თბილისის საავადმყოფოებში მეორე დღეს. მიყვანილ დაშავებულთა ნახევარი იყო პოლიციელი. ძალიან სამწუხაროა, რომ ძალადობრივი აქციის წინააღმდეგ მიმართულ პროპორციულ ძალას ჩვენი თანამოქალაქეების და პოლიციელების დაზიანება მოჰყვა. ეს პირდაპირ მიუთითებს, რომ სახელმწიფოს მხრიდან გამოყენებულ იქნა პროპორციული ძალა, ხოლო მოძალადეებმა, პირველ რიგში ძალადობით, სხვადასხვა იარაღის გამოყენებით, შტურმის დროს პოლიციელები დააზიანეს.


ნაწილი მოძალადეებისა აგრძელებდა ქუჩებში დესტრუქციულ ქმედებას, ამიტომ პოლიცია იძულებული იყო გამოეყენებინა შესაბამისი ქმედებები, გადაედგა შესაბამისი ნაბიჯები მოძალადეთა ქმედების აღსაკვეთად.


ამიტომ ჩვენ ერთმნიშვნელოვნად შეგვიძლია ვთქვათ, რომ 20-21 ივნისს პოლიცია მოქმედებდა კანონის სრული დაცვით, მან გამოიყენა მხოლოდ და მხოლოდ ის საშუალებები, რომელიც კანონით არის დაშვებული ძალადობის და შტურმის წინააღმდეგ.


„ნაციონალური მოძრაობა“ მშვიდობიან აქციას არბევდა, დასდევდა მომიტინგეებს და ახდენდა მათზე ფიზიკურად უსწორდებოდა, ხოლო 20-21 ივნისს, ძალადობრივი აქციის წინააღმდეგ პოლიცია იძულებული გახდა გამოეყენებინა შესაბამისი პროპორციული ძალა, რაც იყო უმნიშვნელოვანესი იმისთვის, რომ სახელმწიფო ინსტიტუტები დაეცვათ ყოველგვარი ძალადობრივი პროცესების ძალადობრივი განვითარებისგან“. - აცხადებს დავით მათიკაშვილი.


ტყეკაფებამდე მისასვლელი გზების აღდგენითი სამუშაოები გრძელდება

გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრო ტყეკაფებამდე მისასვლელი სატყეო - სამეურნეო გზების აღდგენით სამუშაოებს აგრძელებს. ამ ეტაპზე სამუშაოები თიანეთში,  სოფელ ალოტთან, სახელმწიფო ტყის ფონდის ტერიტორიაზე მიმდინარეობს.

უკრაინაში რიგგარეშე საპარლამენტო არჩევნები მიმდინარეობს

უკრაინაში დღეს ვადამდელი საპარლამენტო არჩევნები იმართება. არჩევნებში 22 პარტია მონაწილეობს. პროცესს 1719 დამკვირვებელი აკვირდება.

დედაქალაქის მერი ჭავჭავაძის გამზირის სარეაბილიტაციო სამუშაოებს გაეცნო

თბილისის მერმა კახა კალაძემ ვაკის რაიონში, ჭავჭავაძის გამზირზე მიმდინარე ინფრასტრუქტურული სამუშაოები დაათვალიერა და საზოგადოებას რამდენიმე მნიშვნელოვანი სიახლე გააცნო.

,,ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერი" განცხადებას ავრცელებს

ხვალ, ჯივიპი აღმაშენებლის გამზირზე ტექნიკურ სამუშაოებს განახორციელებს. ამის შესახებ ,,პირველს" კომპანიიდან აცნობეს.

VIDEO- პოლიციამ ქვემო ქართლში 2 კილომდე ჰეროინი ამოიღო

შინაგან საქმეთა სამინისტროს ქვემო ქართლის პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა, ჩატარებული ოპერატიულ-საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, ქვემო ქართლში 2 კილომდე ჰეროინი ამოიღეს.

,,ქარვასლასთან" პოლიციას ცეცხლი გაუხსნეს

ყაჩაღობის ბრალდებით დაკავებისას ორმა პირმა პოლიციას ცეცხლი გაუხსნა. შემთხვევა თბილისში სავაჭრო ცენტრ ,,ქარვასლასთან" მოხდა. ამის შესახებ ,,პირველს" შინაგან საქმეთა სამინისტროში განუცხადეს.

პაატა სალია: ყველაფერს გავაკეთებ იმისთვის, რომ თანამშრომლებმა ხელფასები მიიღონ

სამაუწყებლო კომპანია „რუსთავი 2“-ის გენერალური დირექტორის პაატა სალიას განცხადებით, თანამშრომლებისა და მისი მიზნები ერთმანეთს ემთხვევა და საერთო ენის გამონახვა არ გაჭირდება.

დღე 31 - "დაგვთვალეთ" - პროტესტის ერთი თვე

რუსთაველის გამზირზე აქციების დაწყებიდან დღეს ერთი თვე გავიდა. 20 ივნისის შემდეგ დედაქალაქის მთავარ გამზირზე მოქალაქეების პროტესტი არ შეწყვეტილა. 

საქართველოს მორაგბეთა ნაკრებმა რუსეთი 22-17 დაამარცხა

ევროპის გრან-პრის მეორე, დასკვნითი ეტაპის მატჩში საქართველოს შვიდკაცა მორაგბეთა ნაკრებმა რუსეთი 22:17 დაამარცხა. ინფორმაციას sportall.ge ავრცელებს.

VIDEO- მაშველებმა ომალოში ამერიკის 4 მოქალაქე გადაარჩინეს

მაშველებმა ომალოში ამერიკის ოთხი მოქალაქე გადაარჩინეს, -ამის შესახებ ინფორმაციას საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახური ავრცელებს.

კახა კალაძე: თითქოს დიღმის ტყე-პარკში კორპუსების მშენებლობაზე გავეცით ნებართვა, დიდი ტყუილია

თბილისის მერის, კახა კალაძის განცხადებით, სიცრუეა გავრცელებული ინფორმაცია, იმის შესახებ რომ დიღმის ტყე-პარკი გამოყენებული უნდა იყოს სამშენებლო მიმართულებით, ან ავტოსადგომების მოსაწყობად.

16 წლის მუშის დაღუპვის საქმეზე დაკავებულ კომპანიის დირექტორს ბრალი წაუყენეს

დოლაბაურის ქუჩაზე მშენებარე კორპუსში არასრულწლოვანი მუშის დაღუპვის საქმეზე, კომპანიის დაკავებულ დირექტორს ბრალი წაუყენეს.

კახა კალაძე: „რუსთავი 2“-ის საქმეზე გადაწყვეტილება მიიღო სტრასბურგის სასამართლომ და ვალდებული ვართ, დავემორჩილოთ

,,რუსთავი 2“-ის საქმეზე გადაწყვეტილება მიიღო სტრასბურგის სასამართლომ და ყველა ვალდებული ვართ, დავემორჩილოთ, - ამის შესახებ თბილისის მერმა, კახა კალაძემ ჟურნალისტებს განუცხადა.

სამეთაურო-საშტაბო სწავლება „შამქორი 2019“ დასრულდა

უწყებათშორისი სამეთაურო-საშტაბო სწავლება „შამქორი 2019“ დასრულდა. სწავლების დახურვის ოფიციალური ცერემონიალი წვრთნებისა და სამხედრო განათლების მხარდამჭერ ცენტრ „კრწანისში“ გაიმართა.

საქართველო მრავალეროვნულ სამხედრო სწავლებას „მტკიცე სული 2019“ უმასპინძლებს

27 ივლისიდან 9 აგვისტოს ჩათვლით საქართველო მრავალეროვნულ სამხედრო სწავლებას Agile Spirit 2019 („მტკიცე სული 2019“) უმასპინძლებს. სწავლება ოფიციალურად სენაკში, II ქვეითი ბრიგადის ბაზაზე 27 ივლისს გაიხსნება.

 

თელავში გარდაცვლილი მეხანძრე-მაშველი მშობლიურ სოფელში დაკრძალეს

საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის თელავის სახანძრო-სამაშველო განყოფილების თანამშრომელი, 51 წლის გელა მელიქიძე, რომელიც სოფელ ყარაჯალაში პროფესიული მოვალეობის შესრულების დროს გარდაიცვალა, მშობლიურ სოფელში დაკრძალეს.

ნაძალადევის რაიონში ფესტივალი „თბილისის ცის ქვეშ“ გაიმართება

თბილისის მერიის კულტურის, განათლების, სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა საქალაქო სამსახურის ორგანიზებით, ფესტივალი „თბილისის ცის ქვეშ“ ნაძალადევში, IX კვარტალში (ანაპის 414-ე დივიზიისა და ურეკის ქუჩების კვეთაზე) ჩატარდება.

 

VIDEO - სამეგრელო-ზემო სვანეთის პოლიციამ დიდი ოდენობით ნარკოტიკი ამოიღო

სამართალდამცველებმა განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა-შენახვის ბრალდებით, 1972 წელს დაბადებული ლ.მ. და 1971 წელს დაბადებული ბ.გ. დააკავეს.

 

გაშლილი სუფრა და ხელმოწერები ლგბტ თემის წინააღმდეგ ზუგდიდის ტაძრის ეზოში

ზუგდიდის მშენებარე ტაძრის ეზოში, სადაც ლგბტ თემის წინააღმდეგ ხელმოწერებს აგროვებენ და პარალელურად სუფრაა გაშლილი, ბიზნესმენი ლევან ვასაძე მივიდა. მისი თქმით, იგი ზუგდიდში პირველადაა და იზიარებს შეკრებილების პოზიციას.

VIDEO - ,,კანაფით" დატვირთული პიკაპები - პოლიციამ ბაღდათში 36 ძირი მცენარე ამოიღო

იმერეთის რაჭა-ლეჩხუმისა და ქვემო სვანეთის პოლიციის ბაღდათის რაიონული სამმართველოს თანამშრომლებმა 1969 წელს დაბადებული ზ.კ ნარკოტიკული საშუალების შემცველი მცენარის უკანონო დათესვა-მოყვანა ან კულტივირების ბრალდებით დააკავეს.

არჩილ თალაკვაძემ აშშ-ში პირველი სამუშაო ვიზიტი დაასრულა

საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ, თანმხლებ დელეგაციასთან ერთად, ამერიკის შეერთებულ შტატებში პირველი სამუშაო ვიზიტი დაასრულა.