მიხეილ ყაველაშვილი: გუშინდელის შემდეგ საზოგადოებას გაუმყარდება აზრი, რომ გვყავს ძლიერი შს მინისტრი, რომელიც უწყების გაძლიერებას ცდილობს

ამ სიტყვებით სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა კომიტეტის თავმჯდომარემ, მიხეილ ყაველაშვილმა შინაგან საქმეთა მინისტრის, გიორგი გახარიას „ტვ პირველის“ ეთერში გასული ინტერვიუ შეაფასა.

„20 ივნისის ღამეს რუსთაველის გამზირზე მიმდინარე მოვლენებს პარლამენტის შენობიდან ვაკვირდებოდი და ჩემი თვალით ვნახე, რა ხდებოდა. გუშინ ინტერვიუს მოსმენის შემდეგ კიდევ ერთხელ დავრწმუნდი, რომ სახეზე იყო საშიშროება, რომელიც სახელმწიფოს ელოდა მაშინ, როდესაც ყოვლად უპასუხისმგებლო პოლიტიკურმა ძალებმა მშვიდობიანი მიტინგის ძალისმიერი პროცესებში გადაყვანა მოინდომეს. აღნიშნულ ქმედებებს, პირველ რიგში, პოლიციელებზე შტურმი და პარლამენტის შენობაში შესვლის მცდელობები მოჰყვა. აქვე მინდა გამოვეხმაურო იმ უპასუხისმგებლო განცხადებებს, რომლებიც განვითარებული მოვლენების შემდეგ დაისვა – რა მოხდებოდა, თუკი ხალხი საკანონმდებლო ორგანოს შენობაში შეიჭრებოდა. მინდა, ცალსახად განვაცხადო, რომ წლების წინათ, სწორედ მსგავს ქმედებებს მოჰყვა სამოქალაქო ომი, ქვეყნისა და მისი ინსტიტუციების ჩამოშლა“, – განაცხადა მიხეილ ყაველაშვილმა.


მიხეილ ყაველაშვილის თქმით, მომხდარ მოვლენებზე გამოძიება მიმდინარეობს და მისი დასრულების შემდეგ საზოგადოებას უფრო მეტი ინფორმაცია ექნება. ამასთანავე, მისივე თქმით, უნდა აღინიშნოს, რომ 20 ივნისის ღამეს პოლიციის მხრიდან ადგილი ჰქონდა პროპორციული ძალის გამოყენებას.


„სამწუხაროდ, მიტინგის დაშლის პროცესში დაზიანებები მიიღეს როგორც აქციის მონაწილეებმა, ისე პოლიციის თანამშრომლებმა და ყველა ეს ხალხი ჩვენი ქვეყნის მოქალაქეები არიან. დარწმუნებული ვარ, გუშინდელი ეთერის შემდეგ, საზოგადოებას კიდევ უფრო გაუმყარდება აზრი, რომ ჩვენ გვყავს საკმაოდ ძლიერი მინისტრი, რომელიც ისეთი ინსტიტუტის გაძლიერებას ცდილობს, როგორიც შინაგან საქმეთა სამინისტროა“, – განაცხადა სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა კომიტეტის თავმჯდომარემ.


მიხეილ ყაველაშვილმა სამინისტროში მიმდინარე რეფორმებიც შეაფასა და აღნიშნა, რომ მაშინ, როდესაც სახელმწიფოს დემოკრატიული განვითარების გზა აქვს არჩეული, შესაბამისად, უნდა გაძლიერდეს მისი ინსტიტუციებიც. სწორედ შინაგან საქმეთა სამინისტრო არის ის უწყება, რომელიც მუდმივი რეფორმირების პროცესშია და ამის შესახებ უწყების ხელმძღვანელი, გიორგი გახარია პარლამენტში გამოსვლების დროს ხშირად საუბრობს.


„თეგეტა მოტორსმა“ ევროპული ბიზნესასოციაციის EBA-ს ბორდის შეხვედრას უმასპინძლა

„თეგეტა მოტორსის“ სათავო ოფისში ევროპული ბიზნესასოციაციის EBA-ს ბორდის შეხვედრა გაიმართა, სადაც განიხილეს საქართველოში პროფესიული კადრების დეფიციტი და სხვადასხვა დარგის ჩართულობით აღნიშნული პრობლემის გადაჭრის შესაძლებლობები.

ბორჯომში სასტუმროს აივნიდან გადავარდნილი ბავშვი იაშვილის კლინიკაში გადაჰყავთ

სამი წლის გოგონა, რომელიც ბორჯომში სასტუმროს მეორე სართულის აივნიდან გადავარდა, კატასტროფის ბრიგადას თბილისში, იაშვილის კლინიკაში გადაჰყავს.

თიბისისა და თავისუფალ უნივერსიტეტს შორის თანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა

მემორანდუმს ხელი მოაწერეს თავისუფალი და აგრარული უნივერსიტეტების რექტორმა ვატო ლეჟავამ და თიბისი ბანკის გენერალური დირექტორის მოადგილემ გიორგი თხელიძემ.

არქიტექტურულ კვირეულში- TBILISI ARCH WEEK ტექნიკური უნივერსიტეტის სტუდენტები მიიღებენ მონაწილეობას

26 - 29 თებერვალს, საქართველოში პირველად, არქიტექტურული კვირეული TBILISI ARCH WEEK გაიმართება.

 

ამირან გამყრელიძე მოსახლეობას მოუწოდებს ჩინეთში, ირანსა და სამხრეთ კორეაში მოგზაურობისგან თავი შეიკავონ

დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელის ამირან გამყრელიძის თქმით, კორონავირუსული ინფექციის გავრცელების კუთხით საქართველო კვლავ დაბალი რისკის ქვეშ რჩება.

ნაკადულის კალმახის საშენში ლიფსიტები გამოიჩეკა

ველური ბუნების ეროვნული სააგენტოს ნაკადულის კალმახის საშენში, საქართველოს წითელი ნუსხის სახეობის, მდინარის კალმახის 50 000-ზე მეტი ლიფსიტა გამოიჩეკა.

ამირან გამყრელიძე: საქართველოში ე.წ. პანდემიური მზადყოფნის რეჟიმს უფრო მეტად ვაძლიერებთ

"საქართველოში კიდევ მეტად ვაძლიერებთ ე.წ. პანდემიური მზადყოფნის რეჟიმს, შესაბამისად საკოორდინაციო საბჭოში შემავალი ყველა უწყება მუშაობას აძლიერებს ", -ამის შესახებ დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელმა ამირან გამყრელიძემ კორონავირუსის შესაძლო გავრცელებასთან დაკავშირებით განაცხადა.

დავით ზალკალიანი გაეროს ადამიანის უფლებათა საბჭოს ღონისძიებაში მონაწილეობს

საგარეო საქმეთა მინისტრი დავით ზალკალიანი გაეროს ადამიანის უფლებათა საბჭოს მაღალი დონის სეგმენტის 43-ე სესიაში მონაწილეობს.

ლევან დავითაშვილი სტრასბურგში მაღალი დონის კონფერენციას გახსნის

გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრი ლევან დავითაშვილი სტრასბურგში, ევროპის საბჭოს გენერალურ მდივანთან მარია პეჟინოვიჩი ბურიჩთან და ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეის პრეზიდენტთან რიკ დაემსთან ერთად, გარემოს დაცვისა და ადამიანის უფლებების შესახებ კონფერენციას გახსნის.

ბიძინა ივანიშვილი NDI-ს პრეზიდენტს შეხვდა

პოლიტიკური გაერთიანება „ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველო“ თავის ოფიციალურ ფეისბუკგვერდზე განცხადებას ავრცელებს.

გაატარეთ თქვენი დასვენების დაუვიწყარი დღეები სასტუმრო "ამირანის პარკში"

ერთხელ თუ მაინც გისეირნიათ ბაკურიანის ქუჩებში, გზა აუცილებლად მიგიყვანდათ "ამირანის პარკთან", რომელიც დამსვენებელთა თავშეყრის ერთ-ერთი გამორჩეული ადგილია.

ბორჯომში სასტუმროს აივნიდან ბავშვი გადავარდა

ბორჯომში, სამი წლის ბავშვი სასტუმროს აივნიდან გადავარდა. შემთხვევა 24 თებერვალს მოხდა. თვითმხილველების თქმით, მცირეწლოვანი მეორე სართულის აივნიდან ჩამოვარდა.

დედოფლისწყაროში სკოლამდელი აღზრდის დაწესებულებების აღმზრდელ-მეთოდისტებს ტრენინგები ჩაუტარდათ

გარემოსდაცვითი ინფორმაციისა და განათლების ცენტრის ორგანიზებით, დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტის საჯარო სკოლების სამოქალაქო განათლების, ბიოლოგიის, გეოგრაფიის პედაგოგებსა და სკოლამდელი აღზრდის დაწესებულებების აღმზრდელ-მეთოდისტებს "გარემოსდაცვითი და აგრარული საკითხების ინტეგრირება სასწავლო პროცესებში" ტრენინგები ჩაუტარდათ.

გოჩა მირცხულავა: 39% „ქართულ ოცნებას“, არჩევნებში მის უპირობო გამარჯვებას ნიშნავს

„39% „ქართულ ოცნებას“, არჩევნებში მის უპირობო გამარჯვებას ნიშნავს. არჩევნებამდე რვა თვით ადრე, წარმოდგენილი კვლევის მიხედვით „ოცნება“ იგებს და ამას თავად ოპოზიცია „აღიარებს“, - ამის შესახებ ჟურნალისტი გოჩა მირცხულავა სოციალურ ქსელში წერს.

არჩილ თალაკვაძის სახლთან პოლიციის მობილიზებაა - შსს-ს განმარტება

"ნუცუბიძის პლატოზე მდებარე ერთ-ერთი საცხოვრებელი კორპუსის პირველ და მეორე სართულებს შორის ნაპოვნია ცეცხლსასროლი იარაღი", - ასე განმარტავენ შინაგან საქმეთა სამინისტროში პარლამენტის თავმჯდომარის არჩილ თალაკვაძის საცხოვრებელ კორპუსთან სამართალდამცავების მობილიზებას.

პოლიციელსა და მის ავტომანქანაზე თავდასხმაში ბრალდებულს 4 წლით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯა

რუსთავის საქალაქო სასამართლომ სრულად გაიზიარა ბრალდების მხარის მიერ წარდგენილი მტკიცებულებები და პოლიციელსა და მის სატრანსპორტო საშუალებაზე თავდასხმაში ბრალდებული ს.ჭ. დამნაშავედ ცნო.

თეა წულუკიანი: პრემიერმა რომ ბრძანა გაზაფხულს დაველოდოთო, ალბათ გულისხმობდა, რომ ია აყვავდება

"ბატონი გიორგი, გაზაფხულს დაველოდოთო რომ ბრძანა, ალბათ გულისხმობდა იმას, რომ დაველოდოთ გაზაფხულს, აყვავდება ია".

ნიჭიერი ქართველი მომღერლის, ეკა გოგლიძის მოგზაურობა სცენისკენ

ეკა გოგლიძე ახალგაზრდა ქართველი მომღერალია, რომელიც ბრიტანელმა მსმენელმა უკვე შეიყვარა.

კახა კალაძე: კორონავირუსის გავრცელების საშიშროება ამ ეტაპზე არ არსებობს

დედაქალაქის მერის კახა კალაძის თქმით, ქვეყანაში კორონავირუსის გავრცელების კუთხით ჯერჯერობით საშიშროება არ არსებობს.

ბაჰრეინსა და ქუვეითში კორონავირუსის პირველი შემთხვევები დაფიქსირდა

კორონავირუსის შემთხვევები უკვე ბაჰრეინსა და ქუვეითშიც დადასტურდა. 

თიბისი IT აკადემია UX-ის კურსზე სტუდენტების მიღებას იწყებს

თიბისი IT აკადემიაში UX (User Experience/მომხმარებელთა გამოცდილება) Boot camp-ის კურსზე რეგისტრაცია დაიწყო.