თელაველი და გურჯაანელი მევენახეები ნიკა გვარამიას განცხადებას აპროტესტებენ 

თელავისა და გურჯაანის მცხოვრებლები გომბორის გადასახვევთან არიან შეკრებილი. ისინი აქციას მართავენ და „რუსთავი 2“-ის გენერალური დირექტორის, ნიკა გვარამიას მიერ ეთერში ღვინის შესახებ გამონათქვამს აპროტესტებენ.

აქციაზე ძირითადად მევენახეები იმყოფებიან. მათი თქმით, გვარამიამ შეურაცხყოფა მიაყენა კახეთსა და ქართულ ღვინოს.


აქციის მონაწილეებმა რამდენიმე წუთით გზა გადაკეტეს.


„რუსთავი 2“-ის გენერალურმა დირექტორმა, ნიკა გვარამიამ გადაცემა „აქცენტებში“ განაცხადა: „გავკარი ბორჯომსაც და ღვინოსაც. რას ნიშნავს, პუტინი კარგიაო იმიტომ უნდა ვთქვათ, რომ ვიღაცამ ბორჯომი, ღვინო და ნაბეღლავი შეიტანოს რუსეთში? ჩავუფსი სამივეში, ფეხებზე მკიდია. ძალიან დიდი ბოდიში, ქვეყანა ვართ თუ რაღაცა სავაჭრო ობიექტი. გაეთრიეთ და უკრაინაში გაყიდეთ, კაცო. რას შეგვ… მთელ ერს. ლამის გამოხატვის უფლება აგვიკრძალეთ იმის გამო, რომ თქვენი ბორჯომი იქ ვერ შევიდეს. გადაეჯ… უკრაინაში და იქ გაყიდეთ ეს ბორჯომი“.


სამართალდამცველებმა ირაკლი ოქრუაშვილის პარტიის წევრი კობა კოშაძე დააკავა

ირაკლი ოქრუაშვილის პარტიის წევრი კობა კოშაძე სამართალდამცველებმა იარაღის უკანონოდ ტარების ბრალდებით დააკავეს.

ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერის სპეციალური განცხადება

ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერი დედაქალაქის უბნებში წყალმომარაგების შეზღუდვასთან დაკავშირებით სპეციალურ განცხადებას ავრცელებს:

"10 ტომის საქმის მასალის შევისწავლეთ და შეგვიძლია ვთქვათ, რომ გამოკითხულია 300 ზე მეტი ადამიანი"

სახალხო დამცველი გენერალურ პროკურატურაში მიმდინარე 20 ივნისს განვითარებულ მოვლენებზე სამართალდამცველთა მხრიდან უფლებამოსილების გადამეტების გამოძიებას ეხმაურება, რომელის ფარგლებშიც ის საზედამხედველო ფუნქციით არის ჩართული.

დავით ადამია: რაც კარგია საქართველოს ხალხისთვის, ის კარგია საქართველოსთვის!

„საქართველოში უნდა გამოჩნდნენ პოლიტიკოსები, რომლებიც უპირველეს ყოვლისა, ეროვნული და ადამიანური კატეგორიებით იაზროვნებენ“, - აცხადებს რუსეთში მოღვაწე ქართველი ბიზნესმენი დავით ადამია.

დავით ადამია: მე ვარ ქართველი, მაშასადამე წინაპრების ტრადიციების მატარებელი

რა არის ის, რასაც ხელისუფლება უნდა აკეთებდეს არსებული პრობლემების გადასაჭრელად? - გაერთიანებული გემთმშენებელი კორპორაციის დირექტორთა საბჭოს აპარატის ხელმძღვანელი, რუსეთში მოღვაწე ქართველი ბიზნესმენი დავით ადამია პასუხობს.

"მცირე გრანტების დაგეგმილ კონკურსში მცირე და საოჯახო სასტუმროები ცალსახა პრიორიტეტი იქნება"

"სექტემბერში დაანონსდება და დაიწყება მცირე გრანტების კონკურსი, მცირე გრანტების მორიგი პროგრამა, რომლის პრიორიტეტი ცალსახად იქნება მცირე და საოჯახო სასტუმროები," - განაცხადა ეკონომიკის მინისტრმა ჟურნალისტებთან საუბარში.

ეკონომიკის მინისტრმა მეცნიერ-ეკონომისტებთან ერთად 20 ივნისის მოვლენების შემდეგ შექმნილი მდგომარეობა განიხილა

ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა ნათია თურნავამ მონაწილეობა მიიღო მრგვალი მაგიდის მუშაობაში, რომელიც რეგიონულ ეკონომიკურ გამოწვევებსა და შესაძლებლობებს შეეხებოდა.

18 ივლისს აფხაზეთიდან დევნილთათვის უფასო სამედიცინო პროფილაქტიკური გამოკვლევები ჩატარდება

აფხაზეთის ჯანდაცვის და სოციალური დაცვის სამინისტროსა და საკონსულტაციო ცენტრ "ბი ეს მედიკალის" ერთობლივი თანამშრომლობის ფარგლებში აფხაზეთიდან დევნილებს სამედიცინო პროფილაქტიკური გამოკვლევები ჩაუტარდებათ.

 

დაკავებული აქციის მონაწილე - "გავიარე პარლამენტთან, იქ მითხრეს არასწორი ინფორმაცია, რომ რუსები არიან ჩვენს პარლამენტშიო - ყველაფერს ვაცნობიერებ და ვნანობ"

თბილისის საქალაქო სასამართლოში გამართულ პროცესზე, 20-21 ივნისს ჯგუფური ძალადობის მუხლით ერთ-ერთმა დაკავებულმა კახა ღავთაძემ პარლამენტთან მომხდარი ფაქტების შესახებ ისაუბრა.

"სანამ პროკურატურის და სასამართლოს შესაბამისი გადაწყვეტილება არ იქნება ეს პოლიციელები არიან პოლიციელები"

შინაგან საქმეთა მინისტრ გიორგი გახარიას განცხადებით, პროკურატურის საქმის მასალებში დევს ყველა შესაბამისი მასალა, იმისთვის, რომ მათ ჩაატარონ გამოძიება.

"აბსოლუტურად მიუღებელია ის ზეწოლა და ბულინგი, რასაც ინგა გრიგოლიას მიმართ ახორციელებდნენ"

შინაგან საქმეთა მინისტრმა გიორგი გახარიამ მიმდინარე აქციის მასშტაბზე ჟურნალისტების კითხვებს უპასუხა.

გახარიას კომენტარი გამოკითხვის შემდეგ - გამოძიების თითოეული დეტალი უნდა გახდეს ღია და საჯარო

შინაგან საქმეთა მინისტრი დღეს გენერალურ პროკურატურაში გამოკითხეს. გიორგი გახარიამ გამოკითხვის დასრულების შემდეგ, ჟურნალისტებთან კომენტარი გააკეთა.

დიმიტრი ხუნდაძე: ოპოზიციის მიერ მედიკამენტებით უზრუნველყოფის პროგრამის კრიტიკას პოლიტიკური მიზანი აქვს

საპარლამენტო უმრავლესობის დეპუტატი დიმიტრი ხუნდაძე აცხადებს რომ ოპოზიციის მიერ მედიკამენტებით უზრუნველყოფის პროგრამის კრიტიკას პოლიტიკური მიზანი აქვს და მათ მიმართ მოსახლეობის მხარდაჭერის დაკარგვის შიშით არის განპირობებული.

გიორგი გახარია პროკურატურაში გამოიკითხა

შინაგან საქმეთა მინისტრი გიორგი გახარია 20-21 ივნისის მოვლენების საქმეზე
გენერალურ პროკურატურაში გამოიკითხა.

ანრი ოხანაშვილი: „ნაციონალური მოძრაობა" არის მე-5 კოლონა, რომელიც ქვეყნის ინტერესების წინააღმდეგ მოქმედებს

პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე ანრი ოხანაშვილი ,,ნაციონალურ მოძრაობას" მე-5 კოლონად მიიჩნევს და აცხადებს, რომ აღნიშნული პოლიტიკური ძალა, ქვეყნის ინტერესების წინააღმდეგ მოქმედებს.

ნიკოლოზ ლალიაშვილი: დღეს რომ „ქართულმა ოცნებამ“ გიორგი გახარია თანამდებობიდან გაუშვას, გადატრიალების შემდეგი მცდელობა წარმატებით დაგვირგვინდება

დღეს რომ „ქართულმა ოცნებამ“ გიორგი გახარია თანამდებობიდან გაუშვას, გადატრიალების შემდეგი მცდელობა აუცილებლად წარმატებით დაგვირგვინდება,- ამის შესახებ ანალიტიკოსმა ნიკოლოზ ლალიაშვილმა ტელეკომპანია „იმედის“ ეთერში განაცხადა.

ერაყში თურქი დიპლომატი მოკლეს

ერაყის ქურთისტანის ქალაქ ერბილში, რესტორანში სროლის შედეგად თურქი დიპლომატი მოკლეს. ამის შესახებ ინფორმაციას BBC ავრცელებს.

,,ფეისბუქი" ისევ გაითიშა

,,ფეისბუქს" პრობლემები შეექმნა. ნახევარი საათის განმავლობაში სოციალური ქსელი სრულიად ან ნაწილობრივ იყო გათიშული საქართველოში, სომხეთში, აზერბაიჯანში, საბერძნეთში, საფრანგეთში, აშშ-ში და კიდევ დაახლოებით 30 ქვეყანაში.

ვახტანგ მახარობლიშვილი ოპერაციების საკითხებში ნატოს წარმომადგენელს შეხვდა

საგარეო საქმეთა მინისტრის პირველმა მოადგილემ, ვახტანგ მახარობლიშვილმა ოპერაციების საკითხებში ნატოს გენერალური მდივნის მოადგილის თანაშემწესთან, ჯონათან პერიშთან შეხვედრა გამართა.

ოკუპირებულ აფხაზეთში ნათესავების გამტაცებლების მიმართ სისხლის სამართლის საქმე აღიძრა

ოკუპირებულ აფხაზეთში, ტყვარჩელის რაიონის პროკურატურამ რუსლან და ვიაჩესლავ ფანცულაიების გატაცების საქმეზე სისხლის სამართლის საქმე აღძრა.

ლარი გაუფასურდა

17 ივლისის ვაჭრობის შედეგად აშშ დოლარი გამყარდა და 2.8687 ლარი შეადგინა. კურსი, რომელიც დღეს მოქმედებდა, 2.8608 ლარი იყო. შესაბამისად, დოლარის ცვლილებამ ეროვნულ ვალუტასთან მიმართებაში -0.79 თეთრი შეადგინა.