ლიეტუვაში სააგენტო „სპუტნიკის“ საიტი დაბლოკეს

ვილნიუსის რაიონულმა ადმინისტრაციულმა სასამართლომ რუსული საინფორმაციო სააგენტო "სპუტნიკის" ლიეტუვის პორტალის დაბლოკვის სანქცია გასცა.

ამის შესახებ რადიოსა და ტელევიზიის კომისიამ, რომელიც რადიოსადგურებისა და სატელევიზიო მაუწყებლების საქმიანობას აკონტროლებს, საკუთარ ვებ-გვერდზე დაწერა, იუწყება გამოცემა „ტასი“.


"სასამართლომ დაამტკიცა გადაწყვეტილება დაბლოკოს პორტალი, გადაწყვეტილება შედის ძალაში“,- ნათქვამია განცხადებაში.


10 ივლისს გამართულ შეხვედრაზე მარეგულირებელმა კომისიამ აღნიშნულ ინტერნეტ რესურსზე ხელმისაწვდომობის შეზღუდვა გადაწყვიტა, თუმცა, საბოლოო  გადაწყვეტილება სასამართლოს უნდა მიეღო.


როგორც კომისიამ აღნიშნა, გადაწყვეტილება საავტორო უფლების დაცვის პრინციპიდან გამომდინარე მიიღო.


ივლისის დასაწყისში ეროვნულმა ტელევიზიამ და რადიომაუწყებელმა LRT- მ რეგულატორს მიმართა საჩივრით, რომ სააგენტო „სპუტნიკის“ ლიეტუვის პორტალის მიერ ეროვნულ მაუწყებელში გამოქვეყნებული 1500-მდე სტატია ავტორის თანხმობის გარეშე  იყო გამოყენებული.


რეგიონული სასამართლოს გადაწყვეტილება ძალაშია, ვიდრე ზემოთ ჩამოთვლილი პრეტენზიები არ აღმოიფხვრება. იგი ასევე შეიძლება გასაჩივრდეს უმაღლეს სასამართლოში.


კომისიის განცხადებით, მისი გადაწყვეტილება არ არის დაკავშირებული სააგენტოს სპუტნიკის მიერ გავრცელებული ინფორმაციის ბუნებასთან.


ლიეტუვის სპეცსამსახურებმა 2018 წლის ყოველწლიურ საჯარო ანგარიშში აღნიშნეს, რომ სპუტნიკი მოსკოვის პროპაგანდისტული პოლიტიკის ერთ-ერთი საშუალებაა.


ივნისში ოპოზიციონერი პარლამენტარების ჯგუფმა მარეგულირებელ კომისიას სააგენტო „სპუტნიკის“ ლიეტუვის პორტალის მხრიდან შესაძლო დარღვევების შესწავლისა და საჭიროებისამებრ, სათანადო ზომების მიღებისკენ მოუწოდა.


თიბისისა და თავისუფალ უნივერსიტეტს შორის თანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა

მემორანდუმს ხელი მოაწერეს თავისუფალი და აგრარული უნივერსიტეტების რექტორმა ვატო ლეჟავამ და თიბისი ბანკის გენერალური დირექტორის მოადგილემ გიორგი თხელიძემ.

არქიტექტურულ კვირეულში- TBILISI ARCH WEEK ტექნიკური უნივერსიტეტის სტუდენტები მიიღებენ მონაწილეობას

26 - 29 თებერვალს, საქართველოში პირველად, არქიტექტურული კვირეული TBILISI ARCH WEEK გაიმართება.

 

ამირან გამყრელიძე მოსახლეობას მოუწოდებს ჩინეთში, ირანსა და სამხრეთ კორეაში მოგზაურობისგან თავი შეიკავონ

დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელის ამირან გამყრელიძის თქმით, კორონავირუსული ინფექციის გავრცელების კუთხით საქართველო კვლავ დაბალი რისკის ქვეშ რჩება.

ნაკადულის კალმახის საშენში ლიფსიტები გამოიჩეკა

ველური ბუნების ეროვნული სააგენტოს ნაკადულის კალმახის საშენში, საქართველოს წითელი ნუსხის სახეობის, მდინარის კალმახის 50 000-ზე მეტი ლიფსიტა გამოიჩეკა.

ამირან გამყრელიძე: საქართველოში ე.წ. პანდემიური მზადყოფნის რეჟიმს უფრო მეტად ვაძლიერებთ

"საქართველოში კიდევ მეტად ვაძლიერებთ ე.წ. პანდემიური მზადყოფნის რეჟიმს, შესაბამისად საკოორდინაციო საბჭოში შემავალი ყველა უწყება მუშაობას აძლიერებს ", -ამის შესახებ დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელმა ამირან გამყრელიძემ კორონავირუსის შესაძლო გავრცელებასთან დაკავშირებით განაცხადა.

დავით ზალკალიანი გაეროს ადამიანის უფლებათა საბჭოს ღონისძიებაში მონაწილეობს

საგარეო საქმეთა მინისტრი დავით ზალკალიანი გაეროს ადამიანის უფლებათა საბჭოს მაღალი დონის სეგმენტის 43-ე სესიაში მონაწილეობს.

ლევან დავითაშვილი სტრასბურგში მაღალი დონის კონფერენციას გახსნის

გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრი ლევან დავითაშვილი სტრასბურგში, ევროპის საბჭოს გენერალურ მდივანთან მარია პეჟინოვიჩი ბურიჩთან და ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეის პრეზიდენტთან რიკ დაემსთან ერთად, გარემოს დაცვისა და ადამიანის უფლებების შესახებ კონფერენციას გახსნის.

ბიძინა ივანიშვილი NDI-ს პრეზიდენტს შეხვდა

პოლიტიკური გაერთიანება „ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველო“ თავის ოფიციალურ ფეისბუკგვერდზე განცხადებას ავრცელებს.

გაატარეთ თქვენი დასვენების დაუვიწყარი დღეები სასტუმრო "ამირანის პარკში"

ერთხელ თუ მაინც გისეირნიათ ბაკურიანის ქუჩებში, გზა აუცილებლად მიგიყვანდათ "ამირანის პარკთან", რომელიც დამსვენებელთა თავშეყრის ერთ-ერთი გამორჩეული ადგილია.

ბორჯომში სასტუმროს აივნიდან ბავშვი გადავარდა

ბორჯომში, სამი წლის ბავშვი სასტუმროს აივნიდან გადავარდა. შემთხვევა 24 თებერვალს მოხდა. თვითმხილველების თქმით, მცირეწლოვანი მეორე სართულის აივნიდან ჩამოვარდა.

დედოფლისწყაროში სკოლამდელი აღზრდის დაწესებულებების აღმზრდელ-მეთოდისტებს ტრენინგები ჩაუტარდათ

გარემოსდაცვითი ინფორმაციისა და განათლების ცენტრის ორგანიზებით, დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტის საჯარო სკოლების სამოქალაქო განათლების, ბიოლოგიის, გეოგრაფიის პედაგოგებსა და სკოლამდელი აღზრდის დაწესებულებების აღმზრდელ-მეთოდისტებს "გარემოსდაცვითი და აგრარული საკითხების ინტეგრირება სასწავლო პროცესებში" ტრენინგები ჩაუტარდათ.

გოჩა მირცხულავა: 39% „ქართულ ოცნებას“, არჩევნებში მის უპირობო გამარჯვებას ნიშნავს

„39% „ქართულ ოცნებას“, არჩევნებში მის უპირობო გამარჯვებას ნიშნავს. არჩევნებამდე რვა თვით ადრე, წარმოდგენილი კვლევის მიხედვით „ოცნება“ იგებს და ამას თავად ოპოზიცია „აღიარებს“, - ამის შესახებ ჟურნალისტი გოჩა მირცხულავა სოციალურ ქსელში წერს.

არჩილ თალაკვაძის სახლთან პოლიციის მობილიზებაა - შსს-ს განმარტება

"ნუცუბიძის პლატოზე მდებარე ერთ-ერთი საცხოვრებელი კორპუსის პირველ და მეორე სართულებს შორის ნაპოვნია ცეცხლსასროლი იარაღი", - ასე განმარტავენ შინაგან საქმეთა სამინისტროში პარლამენტის თავმჯდომარის არჩილ თალაკვაძის საცხოვრებელ კორპუსთან სამართალდამცავების მობილიზებას.

პოლიციელსა და მის ავტომანქანაზე თავდასხმაში ბრალდებულს 4 წლით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯა

რუსთავის საქალაქო სასამართლომ სრულად გაიზიარა ბრალდების მხარის მიერ წარდგენილი მტკიცებულებები და პოლიციელსა და მის სატრანსპორტო საშუალებაზე თავდასხმაში ბრალდებული ს.ჭ. დამნაშავედ ცნო.

თეა წულუკიანი: პრემიერმა რომ ბრძანა გაზაფხულს დაველოდოთო, ალბათ გულისხმობდა, რომ ია აყვავდება

"ბატონი გიორგი, გაზაფხულს დაველოდოთო რომ ბრძანა, ალბათ გულისხმობდა იმას, რომ დაველოდოთ გაზაფხულს, აყვავდება ია".

ნიჭიერი ქართველი მომღერლის, ეკა გოგლიძის მოგზაურობა სცენისკენ

ეკა გოგლიძე ახალგაზრდა ქართველი მომღერალია, რომელიც ბრიტანელმა მსმენელმა უკვე შეიყვარა.

კახა კალაძე: კორონავირუსის გავრცელების საშიშროება ამ ეტაპზე არ არსებობს

დედაქალაქის მერის კახა კალაძის თქმით, ქვეყანაში კორონავირუსის გავრცელების კუთხით ჯერჯერობით საშიშროება არ არსებობს.

ბაჰრეინსა და ქუვეითში კორონავირუსის პირველი შემთხვევები დაფიქსირდა

კორონავირუსის შემთხვევები უკვე ბაჰრეინსა და ქუვეითშიც დადასტურდა. 

თიბისი IT აკადემია UX-ის კურსზე სტუდენტების მიღებას იწყებს

თიბისი IT აკადემიაში UX (User Experience/მომხმარებელთა გამოცდილება) Boot camp-ის კურსზე რეგისტრაცია დაიწყო.

ასპინძაში კაცის ცხედარი იპოვეს

ასპინძაში, მდინარე მტკვარში შუახნის მამაკაცის ცხედარი იპოვეს. ის სოფელ ნაქალაქევის მკვიდრია.

25 თებერვალს ჯივიპი კრწანისის რაიონში, ფონიჭალაში ტექნიკურ სამუშაოებს ჩაატარებს

ხვალ, 25 თებერვალს, კომპანია ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერი კრწანისის რაიონში, ფონიჭალაში, ვაგზლის ქუჩა N1-თან წყალსადენის ქსელზე გეგმურ ტექნიკურ სამუშაოებს ჩაატარებს.