საპატრიარქოს სპეციალური განცხადება პუტინის მიერ დამახინჯებულ საქართველოს ისტორიაზე

საქართველოს საპატრიარქო რუსეთის ფედერაციის პრეზიდენტის, ვლადიმერ პუტინის მიერ საქართველოს დამახინჯებულ ისტორიაზე სპეციალურ განცხადებას ავრცელებს.

"ა.წ. 9 ივლისს რუსეთის პრეზიდენტის, ბატონ ვლადიმერ პუტინის მიერ აფხაზეთთან და ე.წ. სამხრეთ ოსეთთან დაკავშირებით არც თუ ისე შორეული წარსულის არასწორმა ინტერპრეტაციამ ჩვენს ხალხში მკვეთრად უარყოფითი რეაქცია გამოიწვია.


ამგვარი დამახინჯება ისტორიული ფაქტებისა, არსებული კონფლიქტების გაღრმავებას უწყობს ხელს.


მიგვაჩნია, რომ აღნიშნული განცხადება ერთგვარ გამოწვევად უნდა იქცეს საქართველოს სახელმწიფოს, ქართველი მეცნიერებისა და თითოეული ჩვენგანისათვის და განხორციელდეს სწრაფი რეაგირება, რათა, როგორც ჩვენი ქვეყნის ზოგადი ისტორიის, ისე მისი ცალკეული ეტაპების შესახებ არსებული სამეცნიერო გამოკვლევები და პოპულარული ენით დაწერილი მასალაც მსოფლიოში გასავრცელებლად კვალიფიციურად შეირჩეს და დროულად ითარგმნოს ინგლისურ, რუსულ და სხვა უცხო ენებზე. ამ პროცესში კი ყველას შეუძლია მონაწილეობის მიღება. ასევე, აუცილებელია დაინტერესებულ მხარეებთან დისკუსიები პრობლემურ საკითხებზე. საქართველოს საპატრიარქო მზად არის, ისტორიულ რეალობებზე მსჯელობისათვის კონფერენციებისა და შეხვედრების მოწყობაში ყველა მხარეს შეუწყოს ხელი", - ნათქვამია გავრცელებულ განცხადებაში.


რუსეთის ფედერაციის პრეზიდენტის განცხადება საქართველოს ისტორიაზე:


"ოსეთი რუსეთის შემადგენლობაში 1774 წელს შევიდა. მთლიანად შევიდა, სამხრეთიც და ჩრდილოეთიც, როგორც დამოუკიდებელი სახელმწიფო. 1810 წელს რუსეთის შემადგენლობაში აფხაზეთიც შევიდა, როგორც დამოუკიდებელი სახელმწიფო, როგორც ვასალი. მოგვიანებით კი სამხრეთ ოსეთი თბილისის გუბერნიაში შევიდა. მაშინ არანაირი საქართველო არ არსებობდა, იყო თბილისის გუბერნია.


აფხაზეთთან დაკავშირებით მოვლენები შემდეგნაირად განვითარდა - როცა პირველი მსოფლიო ომის შემდეგ რუსეთის იმპერია დაინგრა, საქართველოს აფხაზეთის შთანთქმის მცდელობა ჰქონდა. ყალიბდებოდა დამოუკიდებელი ქართული სახელმწიფო და გერმანელი მეომრების დახმარებით, 1918 წელს საქართველომ აფხაზეთის ოკუპირება მოახდინა. ოკუპანტები ძალიან სასტიკად იქცეოდნენ. კიდევ უფრო სასტიკად იქცეოდნენ ისინი ოსეთში 1919-20 წლებში. ეს ზუსტად ის არის, რაც დღეს გენოციდად იწოდება. კარგი იქნება, თუ ეს ყველაფერი კარგად ეცოდინება საქართველოს დღევანდელ ხელისუფლებს. არასდროს არ შეიძლება ამის დავიწყება, თუკი საქართველოს დღევანდელ ხელისუფლებას აფხაზ ან სამხრეთ ოს ხალხთან ურთიერთობის დალაგება სურს.


საბჭოთა კავშირის დროს კი, სხვათა შორის, თავიდან აფხაზეთის საბჭოთა სოციალისტური რესპუბლიკა ჩამოყალიბდა, რომელშიც საქართველო შედიოდა. ეს საქართველოც კი არ იყო. ნუ, საქართველოს საბჭოთა სოციალისტური რესპუბლიკა სტალინის პერიოდში შეიქმნა, რომლის ნაწილიც გახდა აფხაზეთი. ჩვენი ე.წ სამართალდამცველები არასდროს არ ამახვილებენ ყურადღებას ამაზე. ეს უცნაურიც კია, მაგრამ სტალინის ბრძანებით, შინაგან საქმეთა სახალხო კომისარიატმა, რომელსაც ბერია ხელმძღვანელობდა, ძალიან სასტიკი ძალები გამოიყენეს აფხაზების წინააღმდეგ. ძალიან სასტიკი. მათი მიზანი იყო, რომ საქართველოს შთაენთქა ეს ტერიტორია და აფხაზი ერი. აი, ეს მძიმე მემკვიდრეობა, რომელსაც არამხოლოდ არ გაითვალისწინა თანამედროვე საქართველოს ერთერთმა პირველმა პრეზიდენტმა, არამედ უგულებელყო კიდეც ეს, როდესაც საერთოდ გააუქმა ყველანაირი ავტონომია - აჭარისაც, აფხაზეთისაც. ამ ყველაფერმა აფეთქებამდე და ძმისმკვლელ ომამდე მიიყვანა საქმე.


მე თავის დროზე სააკაშვილს ყოველთვის ვეუბნებოდი, მიხაილ ნიკოლაიევიჩ, არავითარ შემთხვევაში არ დაუშვათ არანაირი საომარი მოქმედებები აფხაზეთთან მიმართებით ან სამხრეთ ოსეთთან დაკავშირებით. ამერიკელებსაც იმავეს ვეუბნებოდი. კი, კი, არ ვიზამთო და რა გააკეთეს? ომით შევიდნენ იქ. შედეგი? ეს შედეგი დღეს ცნობილია. რუსეთი, უბრალოდ, იძულებული იყო ეცნო ამ რესპუბლიკების დამოუკიდებლობა და დაეცვა მათი ხალხი.


რატომ ვამბობ ამ ყველაფერს? იმიტომ, რომ ეს ანტირუსული განწყობები საქართველოში იმ ადამიანების მიერ ღვივდება, რომლებმაც ან არაფერი არ იციან, ან იციან, მაგრამ უგულებელყოფენ. და საბოლოო ჯამში ამით გამოუსწრებელ ზიანს აყენებენ თავად საქართველოს და ქართველ ხალხს".


ივანე მაჭავარიანი: ბიზნესი თავისუფალია, საგადასახადო ტვირთი საკმაოდ დაბალია

ამბიციურ ეკონომიკურ ზრდაზე რომ ვსაუბრობთ, ნიშნავს იმას, რომ ეს ზრდა თავისთავად არ მოვა - ამისთვის მნიშვნელოვანია ხელებდაკაპიწებულებმა ვიმუშაოთ", - განაცხადა ფინანსთა მინისტრმა ივანე მაჭავარიანმა ტელეკომპანია "იმედის“ ეთერში.

ავჭალაში რამდენიმე პირი დააკავეს - შსს მიზეზს არ ასახელებს

ავჭალაში სამართალდამცავებმა რამდენიმე პირი დააკავეს.

ტერაქტი ავღანეთის მეჩეთში – დაღუპულთა შორის არიან ბავშვები

ავღანეთის აღმოსავლეთში, მეჩეთში, პარასკევის ლოცვის დროს მომხდარმა ორმა აფეთქებამ 62 ადამიანის, მათ შორის ბავშვების სიცოცხლე იმსხვერპლა. ამის შესახებ ინფორმაციას BBC ავრცელებს.

გოდერძი ჩოხელის სახლ–მუზეუმი მის მშობლიურ სოფელში იხსნება

ცნობილი ქართველი რეჟისორის და მწერლის გოდერძი ჩოხელის სახლ–მუზეუმი მის მშობლიურ სოფელ ჩოხში ხვალ, 19 ოქტომბერს გაიხსნება.

საპენსიო სააგენტოს 2019-2020 წლის ანგარიშგების აუდიტის განხორციელებისთვის აუდიტორი 21 ნოემბრამდე შეირჩევა

საქართველოს პარლამენტი საპენსიო სააგენტოს 2019-2020 წლის ანგარიშგების გარე აუდიტის განხორციელებისთვის დამოუკიდებელ აუდიტორს 21 ნოემბრამდე შეარჩევს.

ივანე მაჭავარიანი: ჩვენ გვაქვს ძალიან დიდი შანსი, 2021 წელს ვუმასპინძლოთ აზიის განვითარების ბანკის წლიურ შეხვედრას

"ჩვენ გვაქვს ძალიან დიდი შანსი, 2021 წელს ვუმასპინძლოთ აზიის განვითარების ბანკის წლიურ შეხვედრას", - განაცხადა ფინანსთა მინისტრმა ივანე მაჭავარიანმა ტელეკომპანია „იმედის“ პირდაპირ ეთერში ჩართვისას.

ირაკლი გაჩეჩილაძე: საპროკურორო საბჭო ემსახურება პროკურატურის გამჭვირვალობისა და ანგარიშვალდებულების გაზრდას სახელმწიფოსა და საზოგადოების წინაშე

„საპროკურორო საბჭო ემსახურება პროკურატურის გამჭვირვალობისა და ანგარიშვალდებულების გაზრდას სახელმწიფოსა და საზოგადოების წინაშე“, - ამის შესახებ პროკურორმა ირაკლი გაჩეჩილაძემ განაცხადა.

ამირან გულუაშვილი: მინდა, მივულოცო საქართველოს პროკურატურას პროკურორთა საბჭოს 6 წევრის არჩევა

„მინდა, მივულოცო საქართველოს პროკურატურას პროკურორთა საბჭოს 6 წევრის არჩევა“, - ამის შესახებ საპროკურორო საბჭოს ახლადარჩეულმა წევრმა, პროკურორმა ამირან გულუაშვილმა განაცხადა.

ირაკლი კოვზანაძემ საპენსიო სააგენტოს აუდიტორული ფირმის შესარჩევი პირველი საორგანიზაციო სხდომა გამართა

საქართველოს პარლამენტი საპენსიო სააგენტოს 2019-2020 წლის ანგარიშგების გარე აუდიტის განხორციელებისთვის დამოუკიდებელ აუდიტორს 21 ნოემბრამდე შეარჩევს.

 

თადუმაძე: ადამიანები, რომლებიც დიპლომზე კითხვებს სვამენ, პასუხებს არ ისმენენ, შეუძლიათ მკითხაობა გააგრძელონ

"ჩემს დიპლომთან დაკავშირებით სამართლებრივი განმარტება გავაკეთე, თუ ვინმემ ვერ გაიგო ეს პასუხები, შეუძლია გადაახვიოს და თავიდან ნახოს, ან შეუძლიათ მკითხაობა გააგრძელონ",- ამის შესახებ გენერალურმა პროკურორმა შალვა თადუმაძემ საკუთარ დოპლომთან დაკავშირებით განაცხადა. 

შალვა თადუმაძე: ჩვენ მივიღებთ ამ წერილს და შესაბამის სამართლებრივ რეაგირებას მოვახდენთ

„ჩვენ მივიღებთ ამ წერილს და შესაბამის სამართლებრივ რეაგირებას მოვახდენთ“, - ამის შესახებ გენერალურმა პროკურორმა შალვა თადუმაძემ განაცხადა.

გოგი ოთხმეზური პოლიტიკაში მოსვლაზე პირველ კომენტარს აკეთებს

გოგი ოთხმეზური, რომლის ვაჟის მკვლელობაში მსჯავრდებული ასლან ბეჟანიძე პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა რამდენიმე თვის წინ შეიწყალა, პოლიტიკაში მოსვლას გეგმავს.

თბილისში საცობების პრობლემის მოსაგვარებლად ახალი სისტემა უახლოეს მომავალში ამოქმედდება

თბილისის ვიცე-მერის ირაკლი ხმალაძის ინფორმაციით, დედაქალაქის მერია, შინაგან საქმეთა სამინისტროსთან ერთად, ახორციელებს პროექტს, რაც ჭკვიანი შუქნიშნების მოწყობას ითვალისწინებს.

თადუმაძე "პროგრეს ბანკზე: თუ შესაბამისი დასკვნა იარსებებს, ნებისმიერ ბანკთან დაკავშირებით იქნება რეაგირება

"ფულის გათეთრებასთან დაკავშირებით კომპეტენტური ორგანოების დასკვნის საფუძველზე ხორციელდება სისხლის სამართლებრივი დევნა. თუ ასეთი დასკვნა იარსებებს, ნებისმიერ ბანკთან დაკავშირებით იქნება შესაბამისი რეაგირება",-ამის შესახებ გენერალურმა პროკურორმა შალვა თადუმაძემ, "პროგრეს ბანკში"  ფულის შესაძლო გათეთრების საკითხზე საუბრისას განაცხადა.

"თბილისის აბრეშუმის გზის ფორუმის" ენერგეტიკის პანელს მოდერატორობას "ბლუმბერგ ევროპა"-ს დირექტორი კონსტანტინ კოტზიასი გაუწევს

22 ოქტომბერს "თბილისის აბრეშუმის გზის ფორუმი"-ს ენერგეტიკის პანელს მოდერატორობას "ბლუმბერგ ევროპა"-ს დირექტორი კონსტანტინ კოტზიასი გაუწევს.

ჭიათურის მაღაროში, სადაც მუშა დაიღუპა, სამუშაოები მოკვლევის დასრულებამდე შეჩერდა

ჭიათურის მაღაროს იმ მიწისქვეშა უბანზე, სადაც უბედური შემთხვევა მოხდა, სამუშაოები მოკვლევის დასრულებამდე შეჩერდა.

ირაკლი კოვზანაძე: 2020 წლის ბიუჯეტთან დაკავშირებით შრომატევადი სამუშაო გველოდება

პარლამენტის საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტის თავჯდომარემ ირაკლი კოვზანაძემ  კომიტეტის შემაჯამებელ სხდომაზე განაცხადა, რომ მთავრობას ბიუჯეტის პროექტი შენიშვნებით და რეკომენდაციებით უკან დაუბრუნდება.

6 თვეში ყველაზე მეტი თვითმკვლელობა თბილისში მოხდა

შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ გავრცელებული ინფორმაციის მიხედვით, 2019 წლის იანვარი - ივნისის მონაცემებით, 6 თვეში თვითმკვლელობის ყველაზე მეტი ფაქტი თბილისში მოხდა.

კონსერვატორიის მაგისტრანტი სიმონ ჩაჩანიძე კონსერვატორიაში არსებული ვითარების შესახებ ბრიფინგს გამართავს

19 ოქტომბერს, 11:00 საათზე, ზაქარია ფალიაშვილის სახელობის ცენტრალურ სამუსიკო სკოლაში "ნიჭიერთა ათწლედი", კონსერვატორიის მაგისტრანტი სიმონ ჩაჩანიძე ბრიფინგს გამართავს.

"თბილისის აბრეშუმის გზის ფორუმის“ პანელს მოდერატორობას BBC-ს მსოფლიოს ახალი ამბების წამყვანი აარონ ჰესელჰარსტი გაუწევს

22 ოქტომბერს "თბილისის აბრეშუმის გზის ფორუმის“ პანელს "მომგებიანი ვაჭრობა” მოდერაციას გაუწევს BBC-ს მსოფლიოს ახალი ამბების წამყვანი, ცნობილი ჟურნალისტი აარონ ჰესელჰარსტი.

ბექა დავითულიანი: მერიის საქმიანობაში რეალურ პრობლემებს ვერ პოულობენ და სილულელეებს იგონებენ

თბილისის საკრებულოს სხდომაზე, ფრაქცია "ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველოს" თავმჯდომარემ ბექა დავითულიანმა ოპოზიციის ბრალდებებს უტიფრობა და ზღვარს გადასული უწოდა.