კახა კალაძე: პირველი აგვისტოდან ვიწყებთ საპილოტე პროექტს საათობრივი პარკირების შემოღებასთან დაკავშირებით

ზონალურ-საათობრივი პარკირების სისტემაში მოსახლეობის რეგისტრაციისა და ინფორმაციული უზრუნველყოფის მიზნით, კოტე აფხაზის ქუჩაზე მუნიციპალური პავილიონია განთავსებული.

 აღნიშნული ინფორმაცია საზოგადოებას თბილისის მერმა კახა კალაძემ ფეისბუქის საკუთარ გვერდზე პირდაპირი ჩართვისას მიაწოდა და მოსახლეობას დარეგისტრირებისკენ მოუწოდა. 


კახა კალაძის თქმით, ნებისმიერი დაინტერესებული პირი მუნიციპალურ პავილიონში მიიღებს სრულ ინფორმაციას, თუ როგორ ისარგებლოს უფასო პარკირებით, როგორ დარეგისტრირდეს ვებგვერდზე www.parking.tbilisi.gov.ge, სადაც საკუთარი ავტომობილის ნომერი უნდა მიუთითოს.


თბილისის მერის განმარტებით, აღნიშნული მიდგომა, ეტაპობრივად, თბილისში სხვა ქუჩებზეც გავრცელდება.


„ყველას გვაწუხებს დედაქალაქში არსებული საცობები, ის, რომ შეუძლებელია ცენტრალური ქუჩებსა და უბნებში ავტომობილების გაჩერება. გვინდა, ეს პრობლემა გადაიჭრას. ხშირად ვამბობ და კიდევ ერთხელ გავიმეორებ, რომ ახალი ველოსიპედის გამოგონებას ნამდვილად არ ვაპირებთ. უბრალოდ ვგეგმავთ, ევროპულ ქალაქებში განხორციელებული პროექტები ჩვენს დედაქალაქშიც დავნერგოთ. 1 აგვისტოდან ვიწყებთ საპილოტე პროექტს საათობრივი პარკირების შემოღებასთან დაკავშირებით. ამ მიზნით ავიღეთ კოტე აფხაზის (ყოფილი ლესელიძის ქუჩა) და მისი მიმდებარე ქუჩები, რათა პირველ ეტაპზე აქ განხორციელდეს საათობრივი პარკირება. მნიშვნელოვანია ის, რომ კოტე აფხაზის ქუჩის მცხოვრებლებისთვის პარკირება იქნება სრულიად უფასო. ამისთვის საჭიროა, სახლიდან გაუსვლელად, ინტერნეტის მეშვეობით, დარეგისტრირდნენ სპეციალურ ვებგვერდზე. ამასთან, კოტე აფხაზის ქუჩაზე განვათავსეთ სპეციალური საინფორმაციო ჯიხური, სადაც ნებისმიერ ადამიანს შესაძლებლობა ექნება მიიღოს სრული ინფორმაცია ამ პროექტთან დაკავშირებით.  პარკირება ასევე უფასო იქნება შშმ პირებისთვის, ელექტროავტომობილების მფლობელებისთვის და A კატეგორიის ტაქსის მძღოლებისთვის“, - განაცხადა კახა კალაძემ.


ვიდეომიმართვაში დედაქალაქის მერმა ხაზი გაუსვა საზოგადოებრივი ტრანსპორტის ხელმისაწვდომობის გაზრდის აუცილებლობას.


თბილისის მერთან ერთად ადგილზე ვიცე-მერი ირაკლი ხმალაძე იმყოფებოდა, რომელმაც მოსახლეობას დამატებითი ინფორმაცია მიაწოდა ზონალური პარკირების დანერგვის პროცესთან დაკავშირებით.


„რა თქმა უნდა, რეგისტრაცია შესაძლებელია სახლიდან გაუსვლელადაც, ინტერნეტის მეშვეობით, მაგრამ ჩვენ მაინც მოვაწყვეთ მუნიციპალური პავილიონი, რათა ადგილობრივ მოსახლეობას მუნიციპალიტეტის თანამშრომლები მოემსახურონ, დაეხმარონ მათ რეგისტრაციის გავლაში და საჭირო ინფორმაციის მიღებაში. ასევე, კოტე აფხაზის ქუჩაზე არ დადიოდა ავტობუსი და ჩვენი დავნიშნეთ რამდენიმე ახალი მარშრუტი, რომ აღნიშნულ ქუჩაზე მუნიციპალურმა ავტობუსმა იმოძრაოს. ეს არის ერთიანი კონცეფციის ნაწილი, რათა ადრე თუ გვიან, ჩვენ უფრო მეტად მოვიხმაროთ საზოგადოებივი ტრანსპორტი და ნაკლებად დავაბინძუროთ ჩვენი დედაქალაქი“, - განაცხადა ირაკლი ხმალაძემ.


ვებგვერდზე www.parking.tbilisi.gov.ge უკვე დარეგისტრირდა 114 პირი, ხოლო საინფორმაციო ჯიხურში 150-მდე პირს გაეწია კონსულტაცია.


წყალმომარაგების კომპანიის დირექტორი: ქუთაისში,ხვალიდან დამატებით 30 ათასი ადამიანი უწყვეტ წყალმომარაგებაზე გადადის

ქუთაისის წყალმომარაგების პროექტის ფარგლებში, ახალ ქსელზე გადართვითი სამუშაოების შედეგად, ამ დროისთვის ქალაქის 60 % 24 საათიანი წყლის მიწოდებით სარგებლობს. ხვალიდან, დამატებით, უწყვეტ წყალმომარაგებაზე 30 ათასი ადამიანი გადავა. ამის შესახებ წყალმომარაგების კომპანიის დირექტორმა გიგა მანდარიამ განაცხადა.  

სოლომონ პავლიაშვილი ქვემო ქართლში სახელმწიფო რწმუნებულს,რეგიონის მუნიციპალიტეტების მერებს და ადგილობრივი თვითმმართველობების ზედამხედველობის სამსახურების წარმომადგენლებს შეხვდა

გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილე სოლომონ პავლიაშვილი ქვემო ქართლში სახელმწიფო რწმუნებულს, შოთა რეხვიაშვილს, რეგიონის მუნიციპალიტეტების მერებს და ადგილობრივი თვითმმართველობების ზედამხედველობის სამსახურების წარმომადგენლებს შეხვდა. 

პოლიციამ ოჯახში ძალადობისა და მეუღლის მიმართ მუქარის ბრალდებით ბათუმში 1 პირი დააკავა

შინაგან საქმეთა სამინისტროს აჭარის პოლიციის დეპარტამენტის ბათუმის საქალაქო სამმართველოს თანამშრომლებმა, ჩატარებული ოპერატიულ-სამძებრო და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, 1968 წელს დაბადებული კ.ა., ოჯახში ძალადობისა და ოჯახის წევრის მიმართ განხორციელებული მუქარის ბრალდებით, ბათუმში დააკავეს.

საგარეო უწყება საქართველოს მოქალაქეებს მოუწოდებს, ირანში მოგზაურობისაგან თავი შეიკავონ 

საგარეო საქმეთა სამინისტრო საქართველოს მოქალაქეებს მოუწოდებს, კორონავირუსის გავრცელებასთან დაკავშირებით შექმნილი მდგომარეობის გამო ირანში მოგზაურობისაგან თავი შეიკავონ. 

გიორგი გაჩეჩილაძე: ხელისუფლება ოპოზიციას ორმხრივ კომპრომისულ ვარიანტს სთავაზობს

"ხელისუფლება ოპოზიციას ორმხრივ კომპრომისულ ვარიანტს სთავაზობს", - ამის შესახებ საპარლამენტო ფრაქცია „მწვანეების" თავმჯდომარემ გიორგი გაჩეჩილაძემ განაცხადა.

ჭავჭავაძის გამზირის რეაბილიტაციის ფარგლებში, საავტომობილო მოძრაობის სქემა იცვლება

ჭავჭავაძის გამზირის რეაბილიტაციის მესამე ეტაპის ფარგლებში, საჭიროებიდან გამომდინარე, საავტომობილო მოძრაობა შეიზღუდება.

წილკანში არჩილ ტატუნაშვილის სახელობის სკვერი გაიხსნა

საოკუპაციო რეჟიმის მსხვერპლის არჩილ ტატუნაშვილის გარდაცვალებიდან 2 წელი შესრულდა.

კოჯორი-შინდისის მიმდებარე ტერიტორიაზე B არეალის განვითარების გეგმის შესახებ საჯარო განხილვა გაიმართა

თბილისის მერიის ურბანული განვითარების საქალაქო სამსახურმა კოჯორი-შინდისის ტერიტორიაზე განსაზღვრული B არეალის დაგეგმარების პირველადი საპროექტო გადაწყვეტების საჯარო განხილვა გამართა.

"ტატუნაშვილი გმირია" - "შეცვალეს" წევრებმა რუსეთის საელჩოსთან მდუმარე აქცია გამართეს

არჩილ ტატუნაშვილის გარდაცვალების 2 წლისთავთან დაკავშირებით, სამოქალაქო მოძრაობა "შეცვალეს" წევრებმა რუსეთის საელჩოსთან მდუმარე აქცია გამართეს. 

თავდაცვის მინისტრმა არჩილ ტატუნაშვილის ხსოვნას პატივი მიაგო

არჩილ ტატუნაშვილის გარდაცვალებიდან ორი წელი გავიდა. საქართველოს თავდაცვის მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა და თავდაცვის ძალების მეთაურმა, გენერალ-ლეიტენანტმა ვლადიმერ ჩაჩიბაიამ მუხათგვერდის ძმათა სასაფლაოზე არჩილ ტატუნაშვილის ხსოვნას პატივი მიაგეს.

იმერეთის სპორტსკოლებს სპორტული ინვენტარი გადასცეს 

განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტრო განაგრძობს საქართველოს რეგიონების სპორტსკოლების სპორტული ინვენტარით აღჭურვას.

ლაშა ხუციშვილი: მტკიცებით ფორმაში საუბარი იმაზე, რომ სიგარეტის ფასი გახდება 10 და 15 ლარი, არის უბრალოდ სპეკულაცია

ფინანსთა მინისტრის მოადგილე ლაშა ხუციშვილი სოციალურ ქსელში წერს, რომ 2022 წლამდე თამბაქოზე აქციზის განაკვეთთან დაკავშირებით არანაირი ცვლილება არ იგეგმება. 

ბორჯღალოსნებმა ბელგიის ნაკრები 78:6 დაამარცხეს

საქართველოს მორაგბეთა ნაკრებმა ბელგია 78:6 დაამარცხა. 

„ევროპაბეთის“ მიერ დაფინანსებულმა ფსიქო-სარეაბილიტაციო კურსმა საზოგადოებაში მაღალი ინტერესი გამოიწვია

ფსიქოლოგი ნათია ფანჯიკიძე ფსიქოსარეაბილიტაციო კურსის დეტალებს განმარტავს.

პრეზიდენტი ტატუნაშვილზე: ჩვენი იმედები მიმართულია გაერთიანებული საქართველოსკენ, სადაც მსგავსი ტრაგედია აღარ მოხდება 

არჩილ ტატუნაშვილის მკვლელობიდან ორი წლისთავს საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი "ტვიტერში" ეხმაურება. 

დიმიტრი ხუნდაძე: არჩილ ტატუნაშვილი დასტურია იმისა, რომ საქართველოს მოქალაქეები არასოდეს შეეგუებიან ოკუპაციას

საოკუპაციო რეჟიმის მსხვერპლის არჩილ ტატუნაშვილის გარდაცვალებიდან დღეს ორი წელი გავიდა.
ამ დღესთან დაკავშირებით სოფელ წილკანში, სადაც ეროვნული გმირის ოჯახი ცხოვრობს, მისი სახელობის ახალი სკვერი და სტადიონი გაიხსნა.

ევრაზიის რეგიონში პირველი საგანმანათლებლო IT-HUB გაიხსნა

ტექნოპარკში StrategEast-ისა და EPAM-ის მიერ, ევრაზიის რეგიონში, პირველი საგანმანათლებლო IT-HUB-ის გახსნის ცერემონიალი გაიმართა.

ლევან ნიკოლეიშვილი: სისხლიანი რეჟიმის ხერხემლის რეაბილიტაციაში „ნაცების“ მთავარი „აპოლიტიკური“ სერიალიც ჩაერთო

"სისხლიანი რეჟიმის ხერხემლის რეაბილიტაციაში ნაცების მთავარი "აპოლიტიკური" სერიალიც ჩაერთო", - ამის შესახებ ექსპერტი ლევან ნიკოლეიშვილი სოციალურ ქსელში წერს.

 

სოზარ სუბარი: დავტკბები იმის ყურებით, როგორ ირბენს ბოკერია იმ ოლქში, სადაც ნინო ბურჯანაძის კანდიდატურა იქნება

„დიდი სიამოვნებით შევხედავ და ალბათ დავტკბები, როგორ ირბენს გიგა ბოკერია იმ საარჩევნო ოლქში, სადაც ნინო ბურჯანაძე დააყენებს კანდიდატურას“, - ამის შესახებ პრემიერის მრჩეველმა რეგიონულ საკითხებში სოზარ სუბარმა ოპოზიციის გადაწყვეტილებასთან დაკავშირებით განაცხადა, რომლის თანახმადაც მათ მაჟორიტარულ ოლქებში საერთო კანდიდატები ეყოლებათ.

სერგი კაპანაძე: ჩვენი გეგმაა, მაჟორიტარულ ოლქებში ოპოზიციას საერთო კანდიდატები გვყავდეს

"ევროპული საქართველოს" წევრის სერგი კაპანაძის განცხადებით, ოპოზიციური პარტიები შეთანხმდნენ, რომ ყველა მაჟორიტარულ ოლქში საერთო კანდიდატები ჰყავდეთ.

დავით ზალკალიანი გაეროს ადამიანის უფლებათა საბჭოს მაღალი დონის სესიაზე სიტყვით გამოვა

საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი დავით ზალკალიანი 2020 წლის 23-25 თებერვალს, შვეიცარიის კონფედერაციას ვიზიტით ეწვევა, სადაც ჟენევაში გაეროს ადამიანის უფლებათა საბჭოს მაღალი დონის სეგმენტზე მიიღებს მონაწილეობას და სიტყვით გამოვა.