„თბილისის თამბაქო“ ზაზა ოქუაშვილს ქართული თამბაქოს წარმოების ძირის გამოთხრაში ადანაშაულებს

„თბილისის თამბაქოს“ მიმართვა საქართველოს მთავრობას.

13 ივლისს ტელეკომპანია „რუსთავი 2“-ის გადაცემა „შაბათის კურიერში“ ჩვენს ფაბრიკაზე მორიგი ცილისმწამებლური და მავნებლური სიუჟეტი გავიდა. ტელეკომპანიამ ბრალი დაგვდო ბიუჯეტის კუთვნილი 60 მილიონი ლარის მითვისებაში და ამის „უტყუარ“ მოწმედ მოიყვანა თამბაქოს ვეტერანი კონტრაბანდისტი და ვაიბიზნესმენი ზაზა ოქუაშვილი. მისი საგმირო საქმეები და  ქვეყნის ბიუჯეტისადმი  „გულშემატკივრობა“ ჯერ კიდევ 90-იანი წლებიდან არის ცნობილი. ამჯერად ის არის თამბაქოს  კომპანია „ოჯითის“ მფლობელი, რომელსაც ქვეყნის ბიუჯეტის 50 მილიონი ლარის დავალიანება აქვს და წლებია, ჯიუტად არ იხდის ჩვენი პედაგოგების, პენსიონერებისა და პოლიციელების წინაშე არსებულ დავალიანებას. ასევე, წლებია, ბიუჯეტისადმი ათეულ მილიონობით ლარის დავალიანება აქვს ქვეყნის ბიუჯეტზე „გულდამწვარ“ „რუსთავი 2“-საც. ჩვენ კი  ყოველწლიურად ბიუჯეტში 60 მილიონამდე ლარი შეგვაქვს და ბიუჯეტის ერთი თეთრის დავალიანებაც არ გვაქვს.                                                                 


„შაბათის კურიერის“ სიუჟეტში აღწერილ საკითხზე ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურმა უკვე გააკეთა განცხადება, რომელშიც ნათქვამია, რომ „რუსთავი 2“- ზე გასული მასალა იყო მორიგი ცილისმწამებლური და სიცრუეზე დამყარებული სიუჟეტი, რომელიც წარმოადგენდა ტელეკომპანია „რუსთავი 2“-ისთვის გაგზავნილი ოფიციალური ინფორმაციის უხეშ მანიპულაციას და გახმოვანებულია საზოგადოების შეცდომაში შეყვანის მიზნით.     


                                             შემოსავლების სამსახური აღნიშნავს, რომ ყოველგვარ დასაბუთებასაა მოკლებული განცხადება, თითქოს სახელმწიფო ბიუჯეტმა არარსებული კორუფციული სქემით 60 მლნ ლარით იზარალა, რაც უბრალოდ აბსურდია, რისი დამტკიცებაც უმარტივესი არითმეტიკული კალკულაციითაა შესაძლებელი.                      


განცხადებაში ასევე  ხაზგასმულია, რომ „...გარდა კომპანია „ოჯითისა“, თამბაქოს ბიზნესში მომუშავე არცერთ სხვა კომპანიას არ აქვს არანაირი დავალიანება სახელმწიფო ბიუჯეტის მიმართ და აქციზური მარკების გაყიდვით, 2018 წლის დეკემბერში, ბიუჯეტმა სრულად მიიღო ის თანხები, რომელიც მას ეკუთვნოდა“.


ასეთია სიმართლე, რომელიც პრობლემის მხოლოდ აისბერგის წვერია  და ვერ სცემს პასუხს მთავარ კითხვას, რატომ ებრძვიან  წლების განმავლობაში ასე თავგამოდებით „რუსთავი 2“ და ზაზა ოქუაშვილი ქართული თამბაქოს წარმოებას.


შევეცდებით, ამ კითხვას დამაჯერებელი პასუხი გავცეთ.


საქმე ისაა, რომ ქართული თამბაქოს ადგილობრივ წარმოებას კონკურენციას უწევენ თამბაქოს იმპორტიორი მეგაკორპორაციები, რომელთაც უდიდესი შესაძლებლობები და გავლენები გააჩნიათ. მათ სრულად აქვთ მონოპოლიზებული ფილტრიანი სიგარეტის ქართული ბაზარი და დემპინგური ფასებით ცდილობენ ქართული კომპანიების  უფილტრო სიგარეტის 12%-იანი ნიშიდან განდევნას. მოსახლეობისთვის გასაგები რომ იყოს, ისინი უფილტრო სიგარეტს ყიდიან თვითღირებულებაზე დაბალ ფასში და ამით ანადგურებენ ადგილობრივ წარმოებას, რადგან, მათგან განსხვავებით, ჩვენ არ შეგვიძლია, წლები ვიმუშაოთ წაგებაზე. ცხადია, ისინი ამ დანაკარგებს ფილტრიანი სიგარეტის სეგმენტიდან იბალანსებენ, რადგან ბაზრიდან ადგილობრივი წარმოების განდევნისთანავე, ამ სეგმენტზე მომენტალურად ზრდიან ფასებს. ერთი შეხედვით, ფორმალურად მნიშვნელობა არ აქვს, ვინ შეიტანს ფულს ბიუჯეტში, მაგრამ პრაქტიკაში ეს ნიშნავს სამი ათასი ადამიანის უმუშევრად დატოვებას და სოციალური ფონის დამძიმებას.  ამას აქვს მეორე მხარეც, ადგილობრივი წარმოების შეზღუდვას თან სდევს თამბაქოს ფასის განუხრელი ზრდა, რაც უკვე სახეზეა და მძიმე წნეხად აწვება ქვეყნის მოსახლეობის უმრავლესობას.


ჩვენდა სამწუხაროდ, ხელისუფლება ეფექტურად ვერ შეებრძოლა დემპინგურ ფასებს და დღემდე  ყოფნა-არყოფნის ზღვარზე გვიწევს მუშაობა. იმედი გაჩნდა  წლების წინათ, როცა ხელისუფლებამ გადაწყვიტა, დაეწყო ადგილობრივი მეთამბაქოობის მხარდაჭერის პროექტი და ლაგოდეხსა და აჭარაში  თამბაქოს პლანტაციები გაეშენებინა. პროექტი უამრავ ადამიანს დაასაქმებდა და ქართულ კომპანიებს პროდუქციის ასორტიმენტისა და ბაზარზე ჩვენი წილის გაზრდის საშუალებას მოგვცემდა. პროექტი ჩაშალა  ზაზა ოქუაშვილმა, რომელმაც ადგილობრივი წარმოების ინტერესები იმპორტიორებს მიჰყიდა და მოგვისპო განვითარების საშუალება.                 


დღეს, როცა გვარამიამ ღიად და უტიფრად შეუტია ქართულ ღვინოს, საზოგადოების დიდმა ნაწილმა მხოლოდ ახლა გაიგო  ქართული პროდუქციისადმი გვარამიას მტრობაზე.  არადა,  წლებია, რაც „რუსთავი 2“ ქართული თამბაქოს წარმოების  დისკრედიტაციის გეგმაზომიერ კამპანიას ეწევა და ახდენს ჩვენი ქარხნის  მენეჯმენტისა და აქციონერების დემონიზებას. ისინი აპელირებენ ჩვენი ფაბრიკის აქციონერის, ბიზნესმენ ვანო ჩხარტიშვილის განსაკუთრებულ კავშირებსა და გავლენებზე მთავრობაში. არადა, ფაქტები საწინააღმდეგოზე მეტყველებს. რა გავლენებზე შეიძლება იყოს ლაპარაკი, როცა წლებია, დემპინგურ გარემოში გვიწევს მუშაობა; ჩვენ არ გვაქვს ბიუჯეტის არანაირი დავალიანება, როცა ოქუაშვილის კომპანიას წლებია მილიონობით ლარის დავალიანებას პატიობდნენ და არათანაბარ პირობებში გვაყენებდნენ; ახალი აქციზური მარკების შემოღებით კი წმინდად იმპორტიორთა დაკვეთა შესრულდა, რათა ჩვენი საწარმო გაეჩერებინათ.


საზოგადოებამ უნდა იცოდეს, რომ თამბაქოს ქართულ წარმოებას და ჩვენს ფაბრიკას ებრძვის კარგად ორგანიზებული ძალა, რომელშიც დაკვირვებული თვალი, „რუსთავი 2“-ისა და ოქუაშვილის უკან, ადვილად შეამჩნევს დაინტერესებულ პოლიტიკურ ჯგუფებს და, რა თქმა უნდა, თამბაქოს გავლენიან იმპორტიორებს.                                                                                            


ჩვენ, „თბილისის თამბაქოში“ დასაქმებულ ადამიანებს, პირველ რიგში, კითხვები გვაქვს მთავრობასთან, რომლის  ერთი შეხედვით გაცხადებული პოლიტიკით პრიორიტეტი ადგილობრივი წარმოების მხარდაჭერაა. არადა,  ჩვენს შემთხვევაში,  სახეზე გვაქვს ადგილობრივი წარმოების ხარჯზე  იმპორტიორების ნების აღსრულება და ჩვენი სამუშაო ადგილების გაუქმებით სხვა ქვეყანებში დასაქმებისთვის ხელშეწყობა. თუ ეს ასე:


- რატომ შემოიღო ხელისუფლებამ ქართული წარმოებისთვის დამატებითი აქციზი, რითაც გაჩერების პირამდე მიიყვანა წარმოება და გაუძვირა სიგარეტი დაბალშემოსავლიან მოსახლეობას?


- ხომ არ ემსახურება  ეს ე.წ. ვითომ სიგარეტის მოწევის შეზღუდვის ყბადაღებული კამპანია ქართული წარმოების განადგურებას და ხელისუფლებაში ამის ხელშემწყობი ჯგუფები   ხომ არ წარმოადგენენ თაღლითი ფადი ასლის მეგობრების ინტერესებს?


- რატომ არის, რომ მიუხედავად  მთავარი პროკურატურისადმი ჩვენი არაერთგზისი მიმართვისა, რათა დაუყოვნებლივ დაეწყო გამოძიება ყველა იმ ჩინოვნიკის  წინააღმდეგ, რომლებიც დანაშაულებრივად წლებია, თვალს ხუჭავდნენ კომპანია „ოჯითის“ მიერ სახელმწიფო ბიუჯეტიდან მილიონობით ლარის მიტაცებაზე და დემპინგის წახალისებით ხელს უწყობდნენ ქართული წარმოების განადგურებას, დღემდე შედეგი არ ჩანს?


- რატომ არავინ აქცევს ყურადღებას ამ საქმის პოლიტიკურ მდგენელს და ხომ არ ასრულებს პარტიული ტელევიზია  „რუსთავი 2“ ნაციონალების დაკვეთას ჩვენი წარმოების გაჩერებით, რათა ხელი შეუწყოს სოციალური ბუნტის პროვოცირებას. ერთი, რომ ულუკმაპუროდ დარჩება  ათასობით ოჯახი და მეორეც, გაიზრდება დაბალშემოსავლიანი მოსახლეობის პროტესტი, რომლებიც აქციზის შემოღების შემდეგ უფილტრო სიგარეტის კოლოფში 2,5 ლარის ნაცვლად 3,3 ლარს იხდიან. ფიქრობს ამაზე ვინმე მთავრობაში?!


ჩვენი საწარმოს, „თბილისის თამბაქოს“ გუნდი, რომელიც 1500-ზე მეტ ადამიანს აერთიანებს, ადმინისტრაციიდან დაწყებული და რიგითი მომსახურეებით დამთავრებული, დღემდე თავს ვიკავებდით აქტიური ქმედებებისგან, რითაც ქართული თამბაქოს წარმოების მტრებს დაუსჯელობის განცდა გაუჩნდათ. ჩვენთვის ცნობილია ჩვენი ფაბრიკის საწინააღმდეგო კოალიციის ყველა სუბიექტი და მათი დანაშაულებრივი ნაბიჯები. მათ უნდა იცოდნენ, რომ არ შევეგუებით ჩვენი საწარმოს მიზანმიმართულ განადგურებას და ყველაფერს გავაკეთებთ ჩვენი სამუშაო ადგილების შენარჩუნებისა და ქართული თამბაქოს  წარმოების გადასარჩენად. ყველა ის სუბიექტი, რომელიც ჩართულია ფაბრიკის საწინააღმდეგო კამპანიაში, სათანადო სამართლებრივ და სხვა კანონიერ პასუხს მიიღებს, იქნება ის არაკეთილსინდისიერი იმპორტიორი კომპანია და მათი მფარველი ყოფილი თუ ახლანდელი ჩინოვნიკები, მათთან  ალიანსში მყოფი ზაზა ოქუაშვილი თუ მათი სიცრუის რუპორი „რუსთავი 2“.


„თბილისის თამბაქო“ 


არჩილ თალაკვაძე: ყველაფერს ვაკეთებთ, რომ მოკლე დროში დავადგინოთ ახალუბანში მცხოვრები მოქალაქეების ადგილსამყოფელი და დავუბრუნოთ ისინი ოჯახებს

პარლამენტის თავმჯდომარე არჩილ თალაკვაძე სოფელ ახალუბანში მცხოვრები საქართველოს მოქალაქეების დაკავების ფაქტს ეხმაურება.

ბორჯომში საპატიო მოქალაქეები გამოავლინეს

სახალხო დღესასწაულზე „ბორჯომობა 2019“ საპატიო მოქალაქეები დაასახელეს.

რუსმა სამხედროებმა, ამ დროისთვის არსებული ინფორმაციით, საქართველოს შვიდი მოქალაქე დააკავეს

საოკუპაციო ხაზთან რუსმა სამხედროებმა ამ დროისთვის არსებული ინფორემაციით, საქართველოს შვიდი მოქალაქე დააკავეს. ინფორმაციას პირველი არხი ავრცელებს.

დავით ზალკალიანი გუგუტიანთკარში - ფოტორეპორტაჟი

საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი დავით ზალკალიანი სოფელ გუგუტიანთკარში ჩავიდა და იქ არსებულ ვითარებას ადგილზე გაეცნო.

დავით ზალკალიანი: ყველაფერს ვაკეთებთ, რაც კი რესურსი და საერთაშორისო მექანიზმი არსებობს

საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი დავით ზალკალიანი გუგუტიანთკარში ჩავიდა და მოსახლეობას პირადად გაესაუბრა.

რომელ უბნებში მუშაობენ უკვე მართლწესრიგის ოფიცრები და როგორ დავუკავშირდეთ მათ

თბილისში, ვაკე-საბურთალოს რაიონს 117 მართლწესრიგის ოფიცერი ყავს, რომლებიც საკუთარ სამოქმედო ტერიტორიაზე მოსახლეობის უსაფრთხოებაზე ზრუნავენ.

ლაშა ტალახაძემ ახალი რეკორდი დაამყარა

დიღომში, ოლიმპიურ სოფელში მდებარე ფრენბურთის არენაზე დასრულდა ძალოსანთა საქართველოს ჩემპიონატი. ასპარეზობაზე ბოლოს 109 და +109 კგ. წონითი კატეგორიის ძალოსნები გამოვიდნენ. 

რომან კაკულია: საერთაშორისო საზოგადოების თვალში ჩანს, რომ საერთაშორისო თამაშის წესებს საქართველოში პატივს სცემენ და მათ გაუმჯობესებაზე ფიქრობენ

„ფიტჩის“ მიერ საქართველოსთვის რეიტინგის შენარჩუნება მიუთითებს, რომ საერთაშორისო საზოგადოების თვალში ჩანს, რომ საერთაშორისო თამაშის წესებს ამ ქვეყანაში პატივს სცემენ და მათ გაუმჯობესებაზე ფიქრობენ, -

თამარ კიკნაძე: სახელმწიფო კონსორციუმს ყველაფერში გაყვა, გარდა იმ ნაწილისა, რომელიც სახელმწიფო ინტერესს აზიანებდა და სწორედაც მოიქცა

„ანაკლიის განვითარების კონსორციუმიდან“ ამერიკული ჯგუფი „კონტის“ გასვლის შესახებ, სოციალურ ქსელში, პოლიტიკის მეცნიერებათა დოქტორი, პროფესორი თამარ კიკნაძე პოსტს აქვეყნებს.

გიორგი ცუცქირიძე: რეალურად ირკვევა, რომ ამერიკული ჯგუფი „კონტი“, კონსორციუმში ხაზარაძეს და კომპანიას დასჭირდათ ტენდერის მოსაგებად

ექსპერტი გიორგი ცუცქირიძე, „ანაკლიის განვითარების კონსორციუმიდან“ ამერიკული ჯგუფი „კონტის“ გასვლას სოციალურ ქსელში ეხმიანება.

 

 

ლადო ბოჟაძე: საქართველოსთვის უმნიშვნელოვანესი ანაკლიის ღრმაწყლოვანი პორტი უნდა აშენდეს ნებისმიერ შემთხვევაში და აშენდება კიდეც!

„სამოქალაქო საზოგადოებისა და დემოკრატიის განვითარების ცენტრის“ ხელმძღვანელი ლადო ბოჟაძე,  „ანაკლიის განვითარების კონსორციუმიდან“ ამერიკული ჯგუფი „კონტის“ გასვლის შესახებ, სოციალურ ქსელში წერს.

ავტოავარიისას დაშავებული ქალი ქუთაისში გადაიყვანეს

ზუგდიდის ცენტრში მომხდარი ავტოავარიისას დაშავებული ქალი ქუთაისის რეფერალურ კლინიკაში გადაიყვანეს.

გია აბაშიძე: სიმართლე საბოლოოდ გაცხადდა! ხაზარაძე-ჯაფარიძეს მოუწიათ იმის აღიარება, რომ „კონტი“ არც ყოფილა რეალურად ანაკლიის პროექტში

ექსპერტი გია აბაშიძე, „ანაკლიის განვითარების კონსორციუმიდან“ ამერიკული ჯგუფი „კონტის“ გასვლას, სოციალურ ქსელში ასე ეხმაურება.

ლევან ნიკოლეიშვილი: როგორც იქნა აღიარეს, რომ "კონტი" რეალურად არც ყოფილა პროექტში

ექსპერტი ლევან ნიკოლეიშვილი, „ანაკლიის განვითარების კონსორციუმიდან“ ამერიკული ჯგუფი „კონტის“ გასვლას, სოციალურ ქსელში ეხმაურება.

დავით თვალაბეიშვილი: საქართველოს ენერგეტიკა მიმზიდველია არა მხოლოდ უცხოელი, არამედ ადგილობრივი ინვესტორებისთვისაც

„საქართველოს ენერგეტიკა მიმზიდველია არა მხოლოდ უცხოელი, ასევე ადგილობრივი ინვესტორებისთვისაც. მხოლოდ 2018 – 19 წლებში დაწყებული პროექტები ქვეყნის ეკონომიკაში მილიარდ დოლარზე მეტს ინვესტიციას მოიტანს".

თამარ მახარობლიძე: სახელმწიფომ ანაკლიის განვითარების კონსორციუმს მისცა ყველანაირი საშუალება გადაერჩინა საკუთარი მონაწილეობა ამ პროექტში და შეესრულებინა ვალდებულებები

სამართალმცოდნე თამარ მახარობლიძე, „ანაკლიის განვითარების კონსორციუმიდან“ ამერიკული ჯგუფი „კონტის“ გასვლას, სოციალურ ქსელში ეხმაურება. 

 

ქუთაისში სარდაფები გატეხეს

ქუთაისში აღმაშენებლის 11 ნომერში ორი სარდაფი გატეხეს.

ოთარ ანგურიძე:  „Fitch”-ის რეიტინგი არის მკაფიო პოზიტიური გზავნილი ინვესტორებისთვის

„Fitch”-ის რეიტინგი არის მკაფიო პოზიტიური გზავნილი ინვესტორებისთვის, რომ მიუხედავად არსებული გამოწვევებისა საქართველო სტაბილურად აგრძელებს ეკონომიკურ რეფორმებს, რაც აისახებს ქვეყნის საერთაშორისო იმიჯზე

"სახალხო დღესასწაული "ბორჯომობა" დაიწყო

17 აგვისტოს, ბორჯომში, სახალხო ტრადიციული დღესასწაული „ბორჯომობა 2019“ აღინიშნება.

სოსო არჩვაძე: „Fitch” - ის რეიტინგმა ნეგატიური ეგზოგენური ფაქტორებისადმი საქართველოს ეკონომიკის მდგრადობა დაადასტურა

„Fitch” - ის რეიტინგმა ნეგატიური ეგზოგენური ფაქტორებისადმი საქართველოს ეკონომიკის მდგრადობა დაადასტურა,“.

პრემიერ-მინისტრის ინიციატივით, დევნილი ვეტერანებისთვის ბინათმშენებლობის პროგრამა იწყება

"საქართველოს პრემიერ-მინისტრ მამუკა ბახტაძის ინიციატივით, დევნილი ვეტერანებისთვის ბინათმშენებლობის პროგრამა იწყება".