რატი იონათამიშვილი: ეს ცვლილება მნიშვნელოვნად შეამსუბუქებს მოსახლეობის ფინანსურ ტვირთს

საპარლამენტო უმრავლესობის წევრი რატი იონათამიშვილი მამუკა ბახტაძის, დღევანდელ ინიციატივას სოციალურ ქსელში ეხმაურება და მას პოზიტიურად აფასებს.

მისი თქმით, 6 ქრონიკული დაავადების სამკურნალოდ აუცილებელ 35 დასახელების მედიკამენტს შეძენას პენსიონერები და შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირებიც  1 ლარად შეძლებენ. 


„მედიკამენტების მისაწვდომობის კუთხით გადადგმული ნაბიჯი არის რეალური შეღავათი ყველა იმ მოქალაქისთვის, ვისაც ამის საჭიროება ყველაზე მეტად აქვს.


მინდა გამოვეხმაურო და პოზიტიურად შევაფასო საქრთველოს პრემიერ-მინისტრის მამუკა ბახტაძის დღევანდელი ინიციატივა, რომელიც ქრონიკული დაავადებების სამკურნალო მედიკამენტებით უზრუნველყოფის პროგრამაში შესულ ცვლილებებს უკავშირდება. გაფართოვდა სამიზნე ჯგუფი და ამიერიდან ყველაზე გავრცელებული 6 ქრონიკული დაავადების სამკურნალოდ აუცილებელ 35 დასახელების მედიკამენტს შეძენას სოციალურად დაუცველი ადამიანების გარდა, პენსიონერები და შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირებიც სიმბოლურ ფასად - 1 ლარად შეძლებენ. მსგავსი გადაწყვეტილებები პოზიტიურ გავლენას ახდენს ჩვენი მოქალაქეების ყოველდღიურ ყოფაზე და კეთილდღეობაზე.


ჯანმრთელობის მისაწვდომობა და სამედიცინო სერვისების ჩვენი მოსახლეობის საჭიროებებზე მორგება არის ჩვენი ხელისუფლების უმთავრესი ამოცანა, სადაც 2012 წლის შემდეგ ყველამ ერთად არაერთ წარმატებას მივაღწიეთ. აღნიშნული ცვლილება მნიშვნელოვნად შეამსუბუქებს მოსახლეობის ფინანსურ ტვირთს, უფრო მეტ მოქალაქეს ექნება შესაძლებლობა ჩაერთოს პროგრამაში და მედიკამენტების შესაძენად გადადებული თანხა, საჭიროებისამებრ, სხვა მიმართულებით მოიხმაროს“, - წერს რატი იონათამიშვილი ფეისბუკის საკუთარ გვერდზე.



 



გურიზმები - NDI, საბჭოთა სენტიმენტები და მოსახლეობის რეალური განწყობები

POSTV-ს ანალიტიკოსი გური სულთანიშვილი NDI-ის კვლევებს ეხმიანება.

მარიამ ჯაში: გადაჭარბების გარეშე ვფიქრობ, 2019 წელი იყო ისტორიული წელი საქართველოს განათლების სისტემის რეფორმისთვის

პარლამენტის განათლების, მეცნიერებისა და კულტურის კომიტეტის თავმჯდომარემ, მარიამ ჯაშმა, პლენარულ სხდომაზე სასწავლო წლის დაწყებასთან და განათლების სისტემაში განხორციელებულ რეფორმებთან დაკავშირებით ისაუბრა.

მოძრაობა „ლელოს“ პირველი 12 წევრის ვინაობა ცნობილია

საზოგადოებრივი მოძრაობა „ლელოს“ დამფუძნებელმა მამუკა ხაზარაძემ პირველი 12 ლიდერი უკვე წარადგინა.

სილქნეტმა და ევრონიუსმა "ევრონიუს საქართველოს" დაფუძნების შესახებ ხელშეკრულებას ხელი მოაწერეს

ევრონიუსმა და სილქნეტმა ხელი მოაწერეს ხელშეკრულებას ევრონიუს საქართველოს დაფუძნების შესახებ. ევრონიუს საქართველო წარმოადგენს ქართულენოვანი მოსახლეობისთვის განკუთვნილ ახალი ამბების არხს და ციფრულ პლათფორმას.

ტელეკომპანია „იმედი“ „ამერიკის ხმის“ ხელმძღვანელობის პოზიციას არ ეთანხმება

ტელეიმედი „ამერიკის ხმის“ ხელმძღვანელობის პოზიციას, რომ ჯიმ მალონის კომენტარი არასწორ კონტექსტში იყო წარმოჩენილი არ ეთანხმება - ნათქვამია „იმედის“ მიერ გავრცელებულ სპეციალურ განცხადებაში.

ჭავჭავაძის გამზირის რეაბილიტაციის ბოლო ეტაპი ადგილობრივების გამოკითხვის მიხედვით გაგრძელდება

ჭავჭავაძის  გამზირის რეაბილიტაციის ბოლო ეტაპი, რომელიც თაქთაქიშვილის ქუჩიდან ვაკის პარკამდე არსებული მონაკვეთის რეაბილიტაციას გულისხმობს, მოსახლეობის გამოკითხვის შედეგების მიხედვით, კონკრეტულ პერიოდში გაგრძელდება.

საცხოვრებელი ფართები სიმბოლურ ფასად დიდ ლილოში მცხოვრებ 15 ოჯახს გადაეცემა

სოფელ დიდ ლილოში, ერეკლე მეორის ქუჩაზე მცხოვრებ 15 ოჯახს საცხოვრებელი ფართები სიმბოლურ ფასად გადაეცემა, - ამის შესახებ თბილისის მთავრობის სხდომაზე დედაქალაქის მერმა, კახა კალაძემ განაცხადა.

კახა კალაძემ მერიის შესაბამის სამსახურებს ხიზანიშვილი-ვეკუას ქუჩების სარეაბილიტაციო პროცესის ზედამხედველობა დაავალა

გლდანის რაიონში, ხიზანიშვილისა და ვეკუას ქუჩების რეაბილიტაციის პირველი ეტაპი დასრულდა. ამ ეტაპზე, საგზაო სამუშაოები მიმდინარეობს.

რეგულირების სააგენტომ რუსთავის საავადმყოფოში, 19 წლის გოგოს გარდაცვალების ფაქტზე მოკვლევა დაიწყო

სამედიცინო საქმიანობის სახელმწიფო რეგულირების სააგენტომ რუსთავის ცენტრალურ საავადმყოფოში, 19 წლის გოგოს გარდაცვალების შემთხვევაზე მოკვლევა დაიწყო.

ლევან კობერიძე ინიციატივით გამოდის, 2020 წლის არჩევნებში მონაწილეობა სავალდებულო გახდეს

მუხიანისა და გლდანის მაჟორიტარი დეპუტატი ლევან კობერიძე მიიჩნევს, რომ 2020 წლის არჩევნებთან დაკავშირებით, გადაწყვეტილება აუცილებლად უნდა იყოს მიღებული ორ მნიშვნელოვან საკითხზე:

18 სექტემბერი წყლის მონიტორინგის მსოფლიო დღეა

წყლის მონიტორინგის მსოფლიო დღესთან დაკავშირებით გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს  გარემოს ეროვნული სააგენტოს ლაბორატორიამ ივ. ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტებს ლაბორატორიაში უმასპინძლა.

საქართველოში კლიმატის მწვანე ფონდი 32 მლნ აშშ დოლარის ოდენობის გრანტს გასცემს

გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრი ლევან დავითაშვილი კლიმატის მწვანე ფონდის (GCF) წარმომადგენლობით დელეგაციას შეხვდა.

პრეზიდენტი შეწყალებაზე: მე მივიღე გადაწყვეტილება და არ მჩვევია, ვინმე სხვაზე გადავიტანო ეს პასუხისმგებლობა

საქართველოს პრეზიდენტის სალომე ზურაბიშვილის განცხადებით, სადავო შეწყალებასთან დაკავშირებით გადაწყვეტილება პირადად მან მიიღო.

ხარაგაულის მუნიციპალიტეტის სოფელ ნადაბურში 65 წლის კაცი კრაზანის ნაკბენით გარდაიცვალა

ხარაგაულის მუნიციპალიტეტის სოფელ ნადაბურში მცხოვრები 65 წლის მამაკაცი კრაზანას ნაკბენით გარდაიცვალა.

წყნეთში სპორტული ცენტრი აშენდა

დაბა წყნეთში, ამილახვარის ქ. N21-ში სპორტული ცენტრის მშენებლობა დასრულდა. ამის შესახებ თბილისის მთავრობის სხდომაზე დედაქალაქის მერმა, კახა კალაძემ განაცხადა.

პირველი ოქტომბრიდან ტაქსების რეფორმის მეორე ფაზა იწყება

მიმდინარე წლის პირველი ოქტომბრიდან ძალაში შედის ტაქსების რეფორმის მეორე ეტაპი, რომელიც ტაქსების A და B კატეგორიებად დაყოფას ითვალისწინებს.

 

ბიზნესდაჯილდოება 2019 იწყება

ბიზნესდაჯილდოება 2019 განახლებული ნომინაციებითა და ახალი ფორმატით ბრუნდება.

არჩილ თალაკვაძემ სომხეთის სრულუფლებიან ელჩთან შეხვედრისას ორმხრივი ურთიერთობები განიხილა

საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე, არჩილ თალაკვაძე სომხეთის რესპუბლიკის საგანგებო და სრულუფლებიან ელჩს, რუბენ სადოიანს შეხვდა.

 

სალომე ზურაბიშვილი შეწყალებაზე: ეს არის შეფასება გარემოებების, მოცემულობის პრეზიდენტის მხრიდან, რაც არ გამორიცხავს შეცდომებს

საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი განმარტავს, რომ სადავო შეწყალებასთან დაკავშირებით გადაწყვეტილება პირადად მან, ვინმეს ჩარევის გარეშე მიიღო.

განზრახ მკვლელობის მცდელობისთვის ბრალდებულს 7 წლით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯა

პროკურატურის მიერ წარდგენილი მტკიცებულებების საფუძველზე, განზრახ მკვლელობის მცდელობისთვის ბრალდებულს 7 წლით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯა.

ფინანსთა მინისტრის მოადგილემ მცხეთაში მოსახლეობასთან შეხვედრისას 2020 წლის საბიუჯეტო პრიორიტეტებზე იმსჯელა

ფინანსთა მინისტრის მოადგილე მიხეილ დუნდუა მომავალი წლის ბიუჯეტის დაგეგმვისა და მუნიციპალიტეტებისთვის აქტუალური საკითხების მოგვარების მიზნით, მოსახლეობასთან შეხვედრას განაგრძობს.