ეკონომიკის მინისტრმა მეცნიერ-ეკონომისტებთან ერთად 20 ივნისის მოვლენების შემდეგ შექმნილი მდგომარეობა განიხილა

ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა ნათია თურნავამ მონაწილეობა მიიღო მრგვალი მაგიდის მუშაობაში, რომელიც რეგიონულ ეკონომიკურ გამოწვევებსა და შესაძლებლობებს შეეხებოდა.

მას მეცნიერ-ეკონომისტები და მკვლევარები, აგრეთვე წამყვანი უმაღლესი სასწავლებლების ეკონომიკის პროფესორები დაესწრნენ.


ეკონომიკის სამინისტროს ინფორმაციით, შეხვედრამ დისკუსიის რეჟიმში ჩაიარა. მინისტრის მოკლე შესავლის შემდეგ, მრგვალი მაგიდის მონაწილეებმა გამოხატეს საკუთარი მოსაზრება, აგრეთვე დასვეს შეკითხვები საქართველოს ეკონომიკური ვითარების, ქვეყნის განვითარებაზე გარე შოკების გავლენისა და 20 ივნისის მოვლენების შემდეგ შექმნილი მდგომარეობის შესახებ.


განსაკუთრებული აქცენტი გაკეთდა ექსპორტისა და ტურიზმის განვითარებასა და ამ კუთხით არსებულ გამოწვევებსა და გამოსვლის გზებზე. მეცნიერებმა ასევე გამოხატეს თავისი მოსაზრება, როგორ აისახება საქართველოს ეკონომიკის განვითარებაზე რუსეთთან შექმნილი ვითარება, აგრეთვე თურქეთში მიმდინარე და მოსალოდნელი პროცესები.


მრგვალი მაგიდის დასასრულს, მისი მონაწილეები შეთანხმდნენ, რომ გაგრძელდება მუშაობა კრებსითი დოკუმენტის - ეკონომიკის განვითარების სტრატეგიის მომზადებაზე, რომელშიც გათვალისწინებული იქნება ქართველი მეცნიერ-ეკონომისტების ხედვები ეკონომიკის განვითარების და ინკლუზიური ზრდის შესახებ 


"ჩვენ - პირადად მე, აგრეთვე ეკონომიკის სამინისტროს სხვა თანამდებობის პირები პერიოდულად ვხვდებით მეცნიერ-ეკონომისტებს და ექსპერტებს და ერთმანეთს ვუზიარებთ მოსაზრებებს და სიახლეებს სხვადასხვა მიმდინარე ეკონომიკურ საკითხთან დაკავშირებით. ამ ბოლო დროს ძალიან აქტუალურია რეგიონული გამოწვევები. ასეთ დროს ძალიან მნიშვნელოვანია ეკონომიკური ანალიზი. ჩვენ ვიმსჯელეთ არაერთ მნიშვნელოვან საკითხზე, მათ შორის, ტურიზმის სექტორში შექმნილ ვითარებაზე, სხვადასხვა საფრთხეებზე, იმ ნეგატიურ შედეგებზე, რაც ამ საფრთხეებს შეუძლია ეკონომიკურ განვითარებას მოუტანოს და ასევე მათი შერბილების გზებზე," - განაცხადა ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა ნათია თურნავამ მრგვალი მაგიდის შემდეგ.


მინისტრის განცხადებით, მოხდა შეთანხმება, რომ გაგრძელდება თანამშრომლობა კრებსითი სტრატეგიული დოკუმენტის შექმნაზე, რომელიც არ იქნება მიმართული მხოლოდ დღევანდელ გამოწვევებზე.


"ეს იქნება ეკონომიკური სტრატეგია, სადაც თავმოყრილი იქნება ჩვენი და მეცნიერ-ეკონომისტების ხედვები. ძალიან მნიშვნელოვანი იქნება უშუალოდ დოკუმენტზე მუშაობის პროცესიც, რომელშიც ჩართული იქნება ყველა მსურველი აკადემიური წრეებიდან. ამ პროცესს ჩვენ არასამთავრობო ორგანიზაციებთან თანამშრომლობით ორგანიზებას გავუწევთ," - განაცხადა ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა ნათია თურნავამ.


მრგვალი მაგიდა ორგანიზაცია "სექტორი 3"- ის ოფისში ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს და "თსუ ანალიზისა და პროგნოზირების ცენტრის" ორგანიზებით გაიმართა.


მალხაზ და მედეა მაჩალიკაშვილები ზუგდიდში ხელმოწერებს აგროვებენ

თემირლან მაჩალიკაშვილის მშობლები მალხაზ მაჩალიკაშვილი და მედეა მარგოშვილი ხელმოწერებს აგროვებენ, რათა მათი შვილის საქმეზე პარლამენტში დროებითი საგამოძიებო კომისია შეიქმნას.

პოლიციამ თბილისში 2 პირი დააკავა, რომლებმაც შურისძიების მოტივით მოქალაქის ავტომობილი ცეცხლსასროლი იარაღიდან გასროლით დააზიანეს

შსს-ს თანამშრომლებმა, თბილისში, სხვისი ნივთის დაზიანების და ცეცხლსასროლი იარაღის მართლსაწინააღმდეგო შეძენა-შენახვა-ტარების ბრალდებით, 2 პირი: 1991 წელს დაბადებული პ.გ. და 1993 წელს დაბადებული მ.ა. დააკავეს.

თსუ-ში დავით ნარმანიას მენეჯმენტისა და ადმინისტრირების კათედრა გაუხლიჩეს

ეკონომიკისა და ბიზნესის ფაკულტეტის პროფესორ-მასწავლებელთა ნაწილი ფაკულტეტის საბჭოს სხდომის გადაწყვეტილებას ფარსს უწოდებს და პროტესტის ახალ ტალღას გეგმავს.

თბილისსა და რუსთავში ფილმის „Fast and Furious 9“ გადაღებების გამო, გარკვეულ ქუჩებზე ტრანსპორტის მოძრაობა შეიზღუდება

19 აგვისტოდან 20 სექტემბრამდე თბილისსა და რუსთავში ჰოლივუდის ფილმის - „Fast and Furious 9“-ის ერთ-ერთი ეპიზოდის დაგეგმილი გადაღებების გამო, გარკვეულ ქუჩებზე ავტოტრანსპორტის მოძრაობა შეიზღუდება.

 

საოკუპაციო ძალებმა საქართველოს კიდევ ერთი მოქალაქე დააკავეს - დაკავებული რვავე პირი ცხინვალის იზოლატორშია

საოკუპაციო ძალებმა საქართველოს კიდევ ერთი მოქალაქე დააკავეს.

 

საოკუპაციო ძალების მიერ დაკავებული 7 ადამიანი ცხინვალის იზოლატორში იმყოფება

საოკუპაციო ძალების მიერ გუშინ დაკავებული საქართველოს 7 მოქალაქე ცხინვალის იზოლატორშია გადაყვანილი.

თბილისში ავარიას 2 ადამიანი ემსხვერპლა

თბილისში, სანაპიროზე, ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად ორი ადამიანი გარდაიცვალა ერთი კი დაშავდა.

ზაზა გაბუნია ღულელებში, სიმონიანთხევსა და სიონში ადგილობრივ მოსახლეობას შეხვდა

საქართველოს პარლამენტის რეგიონული პოლიტიკისა და თვითმმართველობის კომიტეტის თავმჯდომარე ზაზა გაბუნია თიანეთის მუნიციპალიტეტის სოფლებში - ღულელებში, სიმონიანთხევსა და სიონში ადგილობრივ მოსახლეობას შეხვდა.

სამეგრელოს პოლიციამ უკანონო ცეცხლსასროლი იარაღი და საბრძოლო მასალა ამოიღო

შსს-ს სამეგრელო-ზემო სვანეთის პოლიციის დეპარტამენტის ფოთის საქალაქო სამმართველოს თანამშრომლებმა, ცეცხლსასროლი იარაღის და საბრძოლო მასალის მართლსაწინააღმდეგო შეძენა-შენახვის ბრალდებით, 1980 წელს დაბადებული გ.ნ. დააკავეს.

სამართალდამცველებმა ახალქალაქში ინტერპოლის მიერ ძებნილი თურქეთის მოქალაქე დააკავეს

შინაგან საქმეთა სამინისტროს სამცხე-ჯავახეთის პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა, ფინანსთა სამინისტროს მებაჯე-ოფიცრებთან ერთად, სასაზღვრო-გამშვებ პუნქტ „კარწახში“ ინტერპოლის  წითელი ცირკულარით ძებნილი პირი დააკავეს.

პოლიციამ რუსთავში წარსულში მრავალჯერ ნასამართლევი პირი თაღლითობის ბრალდებით დააკავა

შსს-ს ქვემო ქართლის პოლიციის დეპარტამენტის რუსთავის საქალაქო სამმართველოს თანამშრომლებმა, თაღლითობის ბრალდებით, 1956 წელს დაბადებული, წარსულში მრავალჯერ ნასამართლევი და ამჟამად პირობითი მსჯავრის ქვეშ მყოფი დ.ხ. დააკავეს.

ინფრასტრუქტურის სამინისტრო სამცხე-ჯავახეთში 10-ზე მეტი სკოლის სრულ რეაბილიტაციასა და მშენებლობას ახორციელებს  

საქართველოს ვიცე-პრემიერი, რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრი მაია ცქიტიშვილი სამცხე-ჯავახეთის რეგიონში, სოფელ ზარზმისა და მოხეს სკოლების მიმდინარე რეაბილიტაციის პროცესს გაეცნო. 

რუსთავში დაკარგული 35 წლის მამაკაცის ცხედარი იპოვეს

მდინარე მტკვარზე საძიებო-სამაშველო ოპერაცია ორი დღის განმავლობაში მიმდინარეობდა.

სისხლიანი დაპირისპირება სოფელ კარდენახში - დაჭრილია 48 წლის კაცი

გურჯაანის მუნიციპალიტეტის სოფელ კარდენახში ქუჩური გარჩევა სისხლიან დაპირისპირებაში გადაიზარდა.

კახაბერ ქემოკლიძე: არსებული ინფორმაციით, საქართველოს შვიდი მოქალაქე საოკუპაციო ხაზს მიღმა დააკავეს

"არსებული ინფორმაციით, საქართველოს შვიდი მოქალაქე ოკუპირებული აძვის თავის ტერიტორიაზე, ანუ საოკუპაციო ხაზს მიღმა დააკავეს".

ვლადიმერ კონსტანტინიდი: მოვუწოდებთ რუსეთს, დაუყოვნებლივ შეწყვიტოს უკანონო ქმედებები და პატივი სცეს ნაკისრ ვალდებულებებს

საგარეო საქმეთა სამინისტროს სპიკერი ვლადიმერ კონსტანტინიდი საოკუპაციო ხაზიდან საქართველოს 7 მოქალაქის გატაცებას ეხმაურება.

ციხელაშვილი: მავთულხლართის გავლებას სამხედრო დანიშნულება არ აქვს, მისი მიზანი საზოგადოებაზე წნეხია

"მავთულხლართის გავლებას ამა თუ იმ სოფელში არანაირი სამხედრო დანიშნულება არ აქვს, მისი დანიშნულება არის პოლიტიკური, რომ მუდმივი წნეხი იყოს საზოგადოებაზე".

არჩილ თალაკვაძე: ყველაფერს ვაკეთებთ, რომ მოკლე დროში დავადგინოთ ახალუბანში მცხოვრები მოქალაქეების ადგილსამყოფელი და დავუბრუნოთ ისინი ოჯახებს

პარლამენტის თავმჯდომარე არჩილ თალაკვაძე სოფელ ახალუბანში მცხოვრები საქართველოს მოქალაქეების დაკავების ფაქტს ეხმაურება.

ბორჯომში საპატიო მოქალაქეები გამოავლინეს

სახალხო დღესასწაულზე „ბორჯომობა 2019“ საპატიო მოქალაქეები დაასახელეს.

რუსმა სამხედროებმა, ამ დროისთვის არსებული ინფორმაციით, საქართველოს შვიდი მოქალაქე დააკავეს

საოკუპაციო ხაზთან რუსმა სამხედროებმა ამ დროისთვის არსებული ინფორემაციით, საქართველოს შვიდი მოქალაქე დააკავეს. ინფორმაციას პირველი არხი ავრცელებს.

დავით ზალკალიანი გუგუტიანთკარში - ფოტორეპორტაჟი

საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი დავით ზალკალიანი სოფელ გუგუტიანთკარში ჩავიდა და იქ არსებულ ვითარებას ადგილზე გაეცნო.