დავით ადამია: რაც კარგია საქართველოს ხალხისთვის, ის კარგია საქართველოსთვის!

„საქართველოში უნდა გამოჩნდნენ პოლიტიკოსები, რომლებიც უპირველეს ყოვლისა, ეროვნული და ადამიანური კატეგორიებით იაზროვნებენ“, - აცხადებს რუსეთში მოღვაწე ქართველი ბიზნესმენი დავით ადამია.

მისი თქმით, პოლიტიკა უნდა იყოს ერთი - ქართველი ხალხის ინტერესები პირველ ადგილზე უნდა იდგეს.


„სხვა ყველაფერი ამაოებაა. დარწმუნებული ვარ, საქართველოს შეუძლია და უნდა უჩვენოს კიდეც ევროპას იმის მაგალითი, თუ როგორ უნდა გახდეკონკურენტუნარიანი და თან საკუთარი თვითმყოფადობა, ტრადიციები და რწმენა შეინარჩუნო” - აცხადებს ადამია.


მისი თქმით, დღეს საქართველოს სჭირდება მშვიდობა, კეთილდღეობა, ძლიერი ეკონომიკა და ჭეშმარიტი დემოკრატია, ოღონდ დემოკრატია ამ სიტყვის ჩვენეული გაგებით, როგორც ბრძოლა საკუთარი თავისუფლების, ტრადიციებისა და დამოუკიდებლად გადაწყვეტილებების მიღების უფლებისათვის.


“ხალხს სჭირდება სამუშაო ადგილები, ეკონომიკა. ხალხის კეთილდღეობის დონე უნდა გაიზარდოს, უსაფრთხოება უზრუნველყოფილი უნდა იყოს ისევე, როგორც განათლება და ჯანდაცვა, ასევე თვითრეალიზაციის შესაძლებლობა. საქართველო ხურდა ფული არ არის! ჩვენს ხალხს ყურადღება უნდა მივაქციოთ, თვალებში ჩავხედოთ და გავარკვიოთ, რა უნდა გავაკეთოთ მათთვის.


შეკითხვაზე - რას გამოიწვევს რუსეთსა და საქართველოს შორის ურთიერთობების გამწვავების ახალი რაუნდი, ადამიას აზრით, ეს არაფრის მომტანია და ობიექტური ახსნაც აქვს.


„ქართველები მეგობრული, სტუმართმოყვარე და გულუხვი ხალხია. ქართველები და რუსები ყოველთვის მზად არიან მეგობრობისათვის. ქართული და რუსული კულტურა იმდენად მჭიდროდაა გადაჯაჭვული, რომ ეს ხალხის ცნობიერებაში ათწლეულები იქნება შენახული. დამოუკიდებლობის მოპოვების შემდეგ ჩვენმა საზოგადოებამ და ხალხმა ჯერ კიდევ ვერ გადაწყვიტა, განვითარების რომელი გზააირჩიოს. სწორედ ეს იწვევს გამუდმებულ პოლიტიკურ ციებ-ცხელებას. ამიტომ ხდება, რომ სახელმწიფო ერთი უკიდურესობიდან მეორეში გადადის. სიღარიბე და უმუშევრობაც ამის ბრალია. ყველაფერი ეს საგარეო ფაქტორებს აყოლილი ხელისუფლების გაურკვეველი პოლიტიკის შედეგია. ისინი გრძნობენ, რომ ხელისუფლებაში დროებით არიან და ცდილობენ ის გააკეთონ, რასაც მათგან სხვადასხვა გარე ძალა ითხოვს. ამას სწრაფად, მე ვიტყოდი,ნაჩქარევად აკეთებენ, რაც მოუხეშავად გამოსდით, ქვეყანას კი ეს დანაკარგებად უჯდება. ქვეყანას გააზრებული, 10-15 წელიწადზე გათვლილი სტაბილური საგარეო და საშინაო პოლიტიკა სჭირდება. ამისთვის კი ქვეყნის ყველა მოქალაქის მიერ მოწონებული საკუთარი გზა და კურსია აუცლებელი”, - აცხადებს ადამია.


სრული ვერსიის ნახვა:  https://www.primetime.ge/news/1563367867-%E1%83%93%E1%83%90%E1%83%95%E1%83%98%E1%83%97%E1%83%98%E1%83%A1%E1%83%98-%E1%83%92%E1%83%96%E1%83%90-%E1%83%A1%E1%83%AD%E1%83%98%E1%83%A0%E1%83%93%E1%83%94%E1%83%91%E1%83%90

წყარო:

ბორჯომში საპატიო მოქალაქეები გამოავლინეს

სახალხო დღესასწაულზე „ბორჯომობა 2019“ საპატიო მოქალაქეები დაასახელეს.

რუსმა სამხედროებმა, ამ დროისთვის არსებული ინფორმაციით, საქართველოს შვიდი მოქალაქე დააკავეს

საოკუპაციო ხაზთან რუსმა სამხედროებმა ამ დროისთვის არსებული ინფორემაციით, საქართველოს შვიდი მოქალაქე დააკავეს. ინფორმაციას პირველი არხი ავრცელებს.

დავით ზალკალიანი გუგუტიანთკარში - ფოტორეპორტაჟი

საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი დავით ზალკალიანი სოფელ გუგუტიანთკარში ჩავიდა და იქ არსებულ ვითარებას ადგილზე გაეცნო.

დავით ზალკალიანი: ყველაფერს ვაკეთებთ, რაც კი რესურსი და საერთაშორისო მექანიზმი არსებობს

საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი დავით ზალკალიანი გუგუტიანთკარში ჩავიდა და მოსახლეობას პირადად გაესაუბრა.

რომელ უბნებში მუშაობენ უკვე მართლწესრიგის ოფიცრები და როგორ დავუკავშირდეთ მათ

თბილისში, ვაკე-საბურთალოს რაიონს 117 მართლწესრიგის ოფიცერი ყავს, რომლებიც საკუთარ სამოქმედო ტერიტორიაზე მოსახლეობის უსაფრთხოებაზე ზრუნავენ.

ლაშა ტალახაძემ ახალი რეკორდი დაამყარა

დიღომში, ოლიმპიურ სოფელში მდებარე ფრენბურთის არენაზე დასრულდა ძალოსანთა საქართველოს ჩემპიონატი. ასპარეზობაზე ბოლოს 109 და +109 კგ. წონითი კატეგორიის ძალოსნები გამოვიდნენ. 

რომან კაკულია: საერთაშორისო საზოგადოების თვალში ჩანს, რომ საერთაშორისო თამაშის წესებს საქართველოში პატივს სცემენ და მათ გაუმჯობესებაზე ფიქრობენ

„ფიტჩის“ მიერ საქართველოსთვის რეიტინგის შენარჩუნება მიუთითებს, რომ საერთაშორისო საზოგადოების თვალში ჩანს, რომ საერთაშორისო თამაშის წესებს ამ ქვეყანაში პატივს სცემენ და მათ გაუმჯობესებაზე ფიქრობენ, -

თამარ კიკნაძე: სახელმწიფო კონსორციუმს ყველაფერში გაყვა, გარდა იმ ნაწილისა, რომელიც სახელმწიფო ინტერესს აზიანებდა და სწორედაც მოიქცა

„ანაკლიის განვითარების კონსორციუმიდან“ ამერიკული ჯგუფი „კონტის“ გასვლის შესახებ, სოციალურ ქსელში, პოლიტიკის მეცნიერებათა დოქტორი, პროფესორი თამარ კიკნაძე პოსტს აქვეყნებს.

გიორგი ცუცქირიძე: რეალურად ირკვევა, რომ ამერიკული ჯგუფი „კონტი“, კონსორციუმში ხაზარაძეს და კომპანიას დასჭირდათ ტენდერის მოსაგებად

ექსპერტი გიორგი ცუცქირიძე, „ანაკლიის განვითარების კონსორციუმიდან“ ამერიკული ჯგუფი „კონტის“ გასვლას სოციალურ ქსელში ეხმიანება.

 

 

ლადო ბოჟაძე: საქართველოსთვის უმნიშვნელოვანესი ანაკლიის ღრმაწყლოვანი პორტი უნდა აშენდეს ნებისმიერ შემთხვევაში და აშენდება კიდეც!

„სამოქალაქო საზოგადოებისა და დემოკრატიის განვითარების ცენტრის“ ხელმძღვანელი ლადო ბოჟაძე,  „ანაკლიის განვითარების კონსორციუმიდან“ ამერიკული ჯგუფი „კონტის“ გასვლის შესახებ, სოციალურ ქსელში წერს.

ავტოავარიისას დაშავებული ქალი ქუთაისში გადაიყვანეს

ზუგდიდის ცენტრში მომხდარი ავტოავარიისას დაშავებული ქალი ქუთაისის რეფერალურ კლინიკაში გადაიყვანეს.

გია აბაშიძე: სიმართლე საბოლოოდ გაცხადდა! ხაზარაძე-ჯაფარიძეს მოუწიათ იმის აღიარება, რომ „კონტი“ არც ყოფილა რეალურად ანაკლიის პროექტში

ექსპერტი გია აბაშიძე, „ანაკლიის განვითარების კონსორციუმიდან“ ამერიკული ჯგუფი „კონტის“ გასვლას, სოციალურ ქსელში ასე ეხმაურება.

ლევან ნიკოლეიშვილი: როგორც იქნა აღიარეს, რომ "კონტი" რეალურად არც ყოფილა პროექტში

ექსპერტი ლევან ნიკოლეიშვილი, „ანაკლიის განვითარების კონსორციუმიდან“ ამერიკული ჯგუფი „კონტის“ გასვლას, სოციალურ ქსელში ეხმაურება.

დავით თვალაბეიშვილი: საქართველოს ენერგეტიკა მიმზიდველია არა მხოლოდ უცხოელი, არამედ ადგილობრივი ინვესტორებისთვისაც

„საქართველოს ენერგეტიკა მიმზიდველია არა მხოლოდ უცხოელი, ასევე ადგილობრივი ინვესტორებისთვისაც. მხოლოდ 2018 – 19 წლებში დაწყებული პროექტები ქვეყნის ეკონომიკაში მილიარდ დოლარზე მეტს ინვესტიციას მოიტანს".

თამარ მახარობლიძე: სახელმწიფომ ანაკლიის განვითარების კონსორციუმს მისცა ყველანაირი საშუალება გადაერჩინა საკუთარი მონაწილეობა ამ პროექტში და შეესრულებინა ვალდებულებები

სამართალმცოდნე თამარ მახარობლიძე, „ანაკლიის განვითარების კონსორციუმიდან“ ამერიკული ჯგუფი „კონტის“ გასვლას, სოციალურ ქსელში ეხმაურება. 

 

ქუთაისში სარდაფები გატეხეს

ქუთაისში აღმაშენებლის 11 ნომერში ორი სარდაფი გატეხეს.

ოთარ ანგურიძე:  „Fitch”-ის რეიტინგი არის მკაფიო პოზიტიური გზავნილი ინვესტორებისთვის

„Fitch”-ის რეიტინგი არის მკაფიო პოზიტიური გზავნილი ინვესტორებისთვის, რომ მიუხედავად არსებული გამოწვევებისა საქართველო სტაბილურად აგრძელებს ეკონომიკურ რეფორმებს, რაც აისახებს ქვეყნის საერთაშორისო იმიჯზე

"სახალხო დღესასწაული "ბორჯომობა" დაიწყო

17 აგვისტოს, ბორჯომში, სახალხო ტრადიციული დღესასწაული „ბორჯომობა 2019“ აღინიშნება.

სოსო არჩვაძე: „Fitch” - ის რეიტინგმა ნეგატიური ეგზოგენური ფაქტორებისადმი საქართველოს ეკონომიკის მდგრადობა დაადასტურა

„Fitch” - ის რეიტინგმა ნეგატიური ეგზოგენური ფაქტორებისადმი საქართველოს ეკონომიკის მდგრადობა დაადასტურა,“.

პრემიერ-მინისტრის ინიციატივით, დევნილი ვეტერანებისთვის ბინათმშენებლობის პროგრამა იწყება

"საქართველოს პრემიერ-მინისტრ მამუკა ბახტაძის ინიციატივით, დევნილი ვეტერანებისთვის ბინათმშენებლობის პროგრამა იწყება".

2021 წლიდან, სახელმწიფოს თანადაფინანსებით, სამხედროებისთვის ბინათმშენებლობის მეორე ფაზა დაიწყება  

"საქართველოს პრემიერ-მინისტრის დავალებით, 2021 წლიდან, სახელმწიფოს თანადაფინანსებით, ახალგაზრდა სამხედროებისთვის ბინათმშენებლობის მეორე ფაზა დაიწყება".