ლევან იზორია „შამქორი 2019“ სწავლების აქტიურ პროცესს გაეცნო

საქართველოს თავდაცვის მინისტრი ლევან იზორია წვრთნებისა და სამხედრო განათლების მხარდამჭერ ცენტრ „კრწანისში“ უწყებათშორისი სამეთაურო-საშტაბო სწავლების, „შამქორი 2019“-ის მიმდინარეობას გაეცნო.

თავდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, ლევან იზორიამ საინფორმაციო ბრიფინგი და სწავლების ფარგლებში დაგეგმილი სამომავლო ოპერაციები მოისმინა, უწყებათშორისი სწავლების მართვის პუნქტი დაათვალიერა და სასწავლო პროცესს უშუალოდ საკლასო ოთახებში გაეცნო.


უწყების ცნობით, „შამქორი 2019“-ის სწავლება აქტიურ ფაზაში მიმდინარეობს.


სწავლება ბრიგადის დონის არის და მასში 310 სამხედრო მოსამსახურე და სამოქალაქო პირი, მათ შორის საქართველოს თავდაცვის სამინისტროს თავდაცვის ძალების აღმოსავლეთ სარდლობის IV მექანიზებული და V საარტილერიო ბრიგადები, 45-ე უზრუნველყოფის ბატალიონი, ავიაციისა და საჰაერო თავდაცვის სარდლობა, ეროვნული გვარდია, სპეციალური ოპერაციების ძალები, კიბერუსაფრთხოების ბიურო, სამხედრო პოლიციის დეპარტამენტი, განათლების სარდლობა, ასევე შინაგან საქმეთა სამინისტროს განსაკუთრებულ დავალებათა დეპარტამენტისა და სასაზღვრო პოლიციის პირადი შემადგენლობა მონაწილეობენ.


სწავლების ჩატარებას, ასევე, აქტიურად უჭერენ მხარს ამერიკის შეერთებული შტატების მრჩეველთა ჯგუფის (VALIANT) წარმომადგენლები.


 სწავლების მიზანი უწყებათშორისი კოორდინაცია და თავდაცვის ძალების კრიზისულ სიტუაციებზე რეაგირება, ასევე ბრიგადის ტაქტიკური ჯგუფების შტაბის მიერ თავდაცვითი ოპერაციების დროს სამხედრო გადაწყვეტილების მიღების პროცესის დახვეწა, სტანდარტული სამოქმედო პროცედურების მართვა და კონტროლის განხორციელებაა.


სწავლების სცენარის მიხედვით, კრიზისის ესკალაცია, თავდაცვითი ოპერაციები და კრიზისის დეესკალაციის გათამაშება ხდება.


უშგულელებმა აქცია შეწყვიტეს

მესტიის მუნიციპალიტეტში, უშგულის თემში მოსახლეობამ აქცია შეწყვიტა და გზა გახსნა. 

პაატა სალია : ვადასტურებ, რომ ნოდარ მელაძე სამსახურიდან გავათავისუფლე

"რუსთავი 2"-ის გენერალური დირქტორი პაატა სალია აცხადებს, რომ ტელეკომპანიიდან რამდენიმე თანამშრომელი გაათავისუფლა.

ეკატერინე ტიკარაძე რეგიონებში კლინიკების ხელმძღვანელებს შეხვდა

ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრი ეკატერინე ტიკარაძე რეგიონებში არსებული კლინიკების ხელმძღვანელებს შეხვდა.

ლიეტუველ პარლამენტართა ჯგუფმა საქართველოს მხარდამჭერი განცხადება გააკეთა

ლიეტუველ პარლამენტართა ჯგუფმა საქართველოში საოკუპაციო ხაზის გასწვრივ მავთულხლართების აღმართვასთან დაკავშირებით, საქართველოს მხარდამჭერი განცხადება გააკეთა და რუსეთის ფედერაციას მოუწოდა შეწყვიტოს უკანონო ქმედებები.

მამუკა მდინარაძე: საარჩევნო ცვლილებებზე მუშაობა არც შეწყვეტილა - შესაბამისად მოწოდება, რომ "ის უნდა გაგრძელდეს” რელევანტური არ არის

საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერი მამუკა მდინარაძე მიიჩნევს, რომ საარჩევნო ცვლილებებზე მუშაობის გაგრძელებისკენ მოწოდებები არარელევანტურია.

სეს : საქართველოში ჯილეხის გავრცელების საფრთხე არ არსებობს

საქართველოში ანთრაქსის იგივე ჯილეხის გავრცელების საფრთხე არ არსებობს. ამის შესახებ "პირველს" სურსათის ეროვნულ სააგენტოში განუცხადეს.

„ჯორჯიან მანგანეზის“ მხარდაჭერით, წელს, 41-მა აბიტურიენტმა ერთიანი ეროვნული გამოცდები წარმატებით ჩააბარა

„ჯორჯიან მანგანეზის“ მხარდაჭერით, უკვე მეორე წელია, წარმატებით მიმდინარეობს სოციალური პროექტი - „აბიტურიენტების მომზადება ერთიანი ეროვნული გამოცდებისათვის, ზესტაფონის მუნიციპალიტეტის სოციალურად დაუცველი ოჯახებიდან".

კაჭრეთში ტყე იწვის

 გურჯაანის მუნიციპალიტეტის სოფელ კაჭრეთში ხანძარია. ცეცხლი ტყის მასივს გაუჩნდა.

ოკუპირებული გაგრის სოფელი აიბღა რუსეთის ტერიტორიად მიუთითეს

ოკუპირებული გაგრის სოფელ აიბღას მთის კალთაზე მდებარე გაგრის რაიონის ნაწილი რუსეთის რეესტრის ბაზაში შეტანილია, როგორც რუსეთის ტერიტორია.

"ოკუპირებული გაგრის სოფელ აიბღას ნაწილის რუსეთის მიერ თავის ტერიტორიად გაფორმება წარმოადგენს საქართველოს რეგიონების ანექსიას"

საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო, ოკუპირებული გაგრის სოფელ აიბღას ნაწილის რუსეთის მიერ თავის ტერიტორიად გაფორმებას, საქართველოს რეგიონების ანექსის პროცესის გაგრძელებას უწოდებს.

სოხუმის ინფორმაციით, ოკუპირებულ აფხაზეთში ე.წ. არჩევნებს საერთაშორისო დამკვირვებლებიც დააკვირდებიან

ოკუპირებულ აფხაზეთში, 25 აგვისტოსთვის დანიშნულ ე.წ. საპრეზიდენტო არჩევნებს, რომელშიც 10 კანდიდატი მონაწილეობს, 50 საერთაშორისო დამკვირვებელი დააკვირდება.

ჩინეთის ელჩი: ჩინელი ხალხი პატივს სცემს ქართველი ხალხის არჩევანს, ცხოვრობდნენ ერთიან საქართველოში

ჩინელი ხალხი პატივს სცემს ქართველი ხალხის არჩევანს, ცხოვრობდნენ ერთიან საქართველოში, - ამის შესახებ საქართველოში ჩინეთის ელჩმა ლი იანიმ საქართველოს პრემიერ-მინისტრ მამუკა ბახტაძესთან შეხვედრისას განაცხადა.

კულტურული მემკვიდრეობის დაცვის მიმართულებით ამერიკასთან თანამშრომლობის ახალი პლატფორმა შეიქმნა

კულტურული კუთვნილების დაცვისა და შენარჩუნების სფეროში სამომავლო თანამშრომლობის მექანიზმების ამოქმედების მიზნით, საქართველოსა და აშშ -ს მთავრობებს შორის ურთიერთგაგების მემორანდუმი გაფორმდა.

შემოსავლების სამსახურმა უაქციზო საქონლის უკანონო ტრანსპორტირების ფაქტი გამოავლინა

თბილისში, შემოსავლების სამსახურის საგადასახადო მონიტორინგის თანამშრომლებმა სავალდებულო მარკირების გარეშე 540 ლიტრი ლუდის ტრანსპორტირების ფაქტი გამოავლინეს.

მარნეულში გარემოსდაცვითი ინფორმაციისა და განათლების ცენტრის საინფორმაციო შეხვედრა გაიმართა

გარემოსდაცვითი ინფორმაციისა და განათლების ცენტრმა, ბიომრავალფეროვნების საინფორმაციო კამპანიის ფარგლებში, ადგილობრივი მოსახლეობის ცნობიერების ამაღლების მიზნით მარნეულის მუნიციპალიტეტში საინფორმაციო შეხვედრა გამართა.


 

პაშა ბანკმა და საქართველოს ტურიზმის ეროვნულმა ადმინისტრაციამ ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი გააფორმეს

პაშა ბანკმა და საქართველოს ტურიზმის ეროვნულმა ადმინისტრაციამ სასტუმრო „მოქსიში“ საერთო საპრეზენტაციო ღონისძიება გამართეს და ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი გააფორმეს.

პოლიციამ თბილისში 114 გრამი ჰეროინი ამოიღო

შსს-ს თანამშრომლებმა ჩატარებული ოპერატიულ-საგამოძიებო ღონისძიებების შედეგად, განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა-შენახვის ბრალდებით, აზერბაიჯანის მოქალაქე 1966 წელს დაბადებული ე.ჰ. დააკავეს.

უშგულში საპროტესტო აქცია განახლდა

მესტიის მუნიციპალიტეტში, უშგულის თემში მოსახლეობამ აქცია განაახლა და გზა ჩაკეტა.

შვილის განზრახ მკვლელობის მცდელობაში ბრალდებულს 10 წლით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯა  

ზესტაფონის რაიონულმა სასამართლომ გაიზიარა ბრალდების მხარის მიერ წარდგენილი მტკიცებულებები და შვილის განზრახ მკვლელობის მცდელობაში ბრალდებული რ.ს. დამნაშავედ ცნო.

შირაქის ქუჩის N11-ში ახალი სკვერი მოეწყო

ისნის რაიონში, შირაქის ქუჩის N11- ის მიმდებარედ ახლი სკვერი მოეწყო. პროექტი ისნის რაიონის გამგეობამ, მოსახლეობის თხოვნით განახორციელა.

შსს-ს თანამშრომლებმა საერთაშორისო ტურნირში 9 ოქროს მედალი მოიპოვეს

შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომლებმა, სპორტის სხვადასხვა სახეობაში გამართულ ,,მსოფლიოს პოლიციელთა და მეხანძრეთა თამაშებზე“ 9 ოქროს მედალი მოიპოვეს.