გია აბაშიძე: თუ ვართ დემოკრატიული საზოგადოება, შეკითხვებს უნდა გაეცეს სრულყოფილი, სრულმნიშვნელოვანი პასუხები

„მიხეილ სააკაშვილი ამერიკის სახელმწიფო მდივანს ადანაშაულებს იმაში, რომ საქართველოს დაუწესეს ემბარგო, ეს უკვე სრული სიგიჟეა“, - ამის შესახებ ანალიტიკოსმა გია აბაშიძემ ტელეკომპანია „იმედის“ ეთერში განაცხადა.

 

როგორც ექსპერტი ამბობს, „ბარამიძე და მისი თანაგუნდელები გადავიდნენ იმ რეჟიმში, როდესაც სტრასბურგი, დასავლეთი არის მიუღებელი მათთვის, დღეს ყოფილი პრეზიდენტი სააკაშვილის ინტერვიუ იყო საერთოდ დამაგვირგვინებელი, ამერიკის თავდაცვის მდივანს გეითს ადანაშაულებს იმაში, რომ ახალგორი დაიკარგა მისი ერთი განცხადების გამო, სადაც ის ადანაშაულებს ამერიკის სახელმწიფო მდივანს იმაში, რომ საქართველოს დაუწესეს ემბარგო, ეს უკვე რაღაცა სრული სიგიჟეა“.


„ნაციონალური მოძრაობა“ და მისი მოკავშირეები და სატელიტები, მათ შორის არასამთავრობოების მცირე ნაწილი ზუსტად ერთი მესიჯით გამოვიდნენ.


ძალიან საინტერესოა ის მომენტი, როცა სტრასბურგის სასამართლოს დამუნათება მიდის. მაინტერესებს, როდის დაიწყებენ ეს სატელიტი არასამთავრობოები დასავლეთის დამუნათებას, ჯერჯერობით ვერ ბედავენ იმიტომ, რომ მათ გრანტებზე არიან დამოკიდებული, სხვაგვარად შეწყვეტენ ისინი მოღვაწეობას და აქტივობას“,- განაცხადა გია აბაშიძემ.


ანალიტიკოსი მიიჩნევს, რომ არ შეიძლება კრემლის აგენტებად მოიხსენიო ადამიანები იმის გამო, რომ მათ  კრიტიკული აზრი და კითხვები აქვთ ყოფილი ხელისუფლების მოქმედებებთან.


კატალიზატორი ზუსტად იყო უტიაშვილის ბრიყვული განცხადება, რომლის შემსუბუქება გუშინ სცადა ბოკერიამ, მაგრამ აბსოლუტურად უკუღმა გამოუვიდა. დებატი ფართოვდება. როდესაც კრიტიკული აზრი გვაქვს, როგორ მოქმედებდა ხელისუფლება, როგორ მოქმედებდა რეზერვი, გვაქვს კრიტიკული მოსაზრებები და კრიტიკული შეკითხვები, ამიტომ ჩვენ ვართ კრემლის მოკავშირეები, ეს არ შეიძლება.


ტაბუდადებული თემები საზოგადოებაში არ არსებობს, ტაბუდადებული საპატრიარქოს კრიტიკაც აღარ არის ჩვენს დემოკრატიულ საზოგადოებაში, არც არასამთავრობო ორგანიზაციის წარმომადგენლის, არც სახალხო დამცველის, არც მთავრობის ლიდერის და ასე შემდეგ. ასე რომ, თუ ვართ დემოკრატიული საზოგადოება, შეკითხვებს უნდა გაეცეს სრულყოფილი, სრულმნიშვნელოვანი პასუხები“,- აცხადებს გია აბაშიძე.


ტუნისში რიგით მეორე თავისუფალი საპრეზიდენტო არჩევნები ტარდება

ტუნისში ვადამდელი საპრეზიდენტო არჩევნები მიმდინარეობს.

ამინდის პროგნოზი

15 სექტემბერს საქართველოს ტერიტორიაზე უმეტესად უნალექო ამინდი იქნება.

„ფოტოგრაფიის ღამე“ თბილისში მეათედ გაიმართა  

დედაქალაქის მერიის მხარდაჭერით, „თბილისის ფოტო ფესტივალი“ მიმდინარეობს, რომლის ცენტრალური ღონისძიება „ფოტოგრაფიის ღამე“ უკვე მეათედ გაიმართა.

მუხიანის მეოთხე ბ მიკრორაიონში სკვერის რეაბილიტაცია დასრულდა      

გლდანის რაიონში, მუხიანის მეოთხე ბ მიკრორაიონში N32 ა და N35 ა კორპუსების მიმდებარედ სკვერის რეაბილიტაცია დასრულდა.

 

აჭარის რეგიონში მცხოვრებ ფერმერებს ციტრუსის დაზღვევის სახელმწიფო პროგრამა გააცნეს

გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრო, აგროდაზღვევის პროგრამის ფარგლებში, ფერმერებს საშუალებას აძლევს, ციტრუსი საშემოდგომო ყინვის რისკისგანაც დააზღვიონ.

პოლიციამ ნარკოდანაშაულისთვის გორში 1 პირი დააკავა

შსს-ს შიდა ქართლის პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა, ჩატარებული საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, 1969 წელს დაბადებული ზ.კ. განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა-შენახვისთვის დააკავეს. 

 
ბათუმის "დინამომ" თბილისის "ლოკომოტივი" ანგარიშით 2:1 დაამარცხა

ზედიზედ ხუთი გამარჯვება ეროვნულ ლიგაში. კრისტალბეთ ეროვნული ლიგის 27-ე ტურში ბათუმის ,,დინამომ’’ თბილისის ,,ლოკომოტივი’’ ანგარიშით 2:1 დაამარცხა.

პრეზიდენტი თიანეთში დოჭურიშვილების დამბალხაჭოს ოჯახურ საწარმოს ეწვია

საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი თიანეთში, დოჭურიშვილების  ოჯახურ საწარმოს ,,მართა ბებოს დამბალხაჭო"  ეწვია და დამბალხაჭოს მომზადების პროცესს გაეცნო.
 

ბათუმში დააკავეს პირი, რომელმაც 10-მდე ადამიანის სახელით ონლაინ-სესხები აიღო

შინაგან საქმეთა სამინისტრომ კომპიუტერულ სისტემაში უნებართვოდ შეღწევისა და თაღლითობის ბრალდებით 1 პირი დააკავა.

არჩილ თალაკვაძე: მისასალმებელია, რომ გიორგი გახარიას მინისტრთა კაბინეტში ორივე ვიცე-პრემიერი ქალია

"ქართული ოცნება” პოლიტიკაში ქალთა მონაწილეობას და თანაბარ შესაძლებლობებს განსაკუთრებულ ყურადღებას უთმობს - მისასალმებელია, რომ გიორგი გახარიას მინისტრთა კაბინეტში ორივე ვიცე-პრემიერი არის ქალი".

ზუგდიდის მერია: შაბათი ინტელექტუალური თამაშების დღედ გამოცხადდა და არა ინტელექტუალების

ზუგდიდის მერიაში აცხადებენ, რომ შაბათის ინტელექტის დღედ გამოცხადების შესახებ ინფორმაცია საზოგადოებაში არასწორი ინტერპრეტაციითა გავრცელებული.

არასამთავრობო სექტორის, ბიზნეს წრეების წარმომადგენლები და დეპუტატები შრომის კოდექსში შესატან ცვლილებებზე მსჯელობენ

შრომის კოდექსში შესატან ცვლილებებთან დაკავშირებით მსჯელობა მიმდინარეობს.

ფერეიდნელ ქართველებს, რომლებიც ირანიდან საქართველოში ფეხით ჩამოვიდნენ, თელავის ისტორიულ მუზეუმში უმასპინძლეს

სამ ფერეიდნელ ქართველს, რომელიც ირანიდან საქართველოში ფეხით ჩამოვიდა, დღეს  თელავის ისტორიულ მუზეუმში უმასპინძლეს.

სალომე ზურაბიშვილი: ჯიღაურას სამეცნიერო ცენტრში მოვიყვან ყველა უცხოელ სტუმარს, რათა ნახონ რა შესაძლებლობები აქვს საქართველოს

საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი ჯიღაურას მრავალწლოვანი კულტურების საცდელ-სადემონსტრაციო ბაზას ესტუმრა და ვირუსოლოგიის ლაბორატორიის მუშაობის სპეციფიკას გაეცნო.

ავტობანზე 20 მეხანძრე-მაშველი იყო მობილიზებული

ავტობანზე ხანძარი ლიკვიდირებულია.

ცენტრალური ავტომაგისტრალის გორის მონაკვეთზე მსუბუქი მანქანა დაიწვა

თბილისი-სენაკი-ლესელიძის ავტომაგისტრალის გორის მონაკვეთზე მსუბუქი ავტომობილი დაიწვა.

 
„თბილსერვის ჯგუფი“ დედაქალაქში დასუფთავების მასშტაბურ სამუშაოებს ახორციელებს

დედაქალაქში დასუფთავების მასშტაბური სამუშაოები, ე.წ. „შაბათობები“ გრძელდება.

ბაჩო ოდიშარია - POSTV - ქართული საზოგადოება შემოდგომის სეზონის მთავარ პოლოლიტიკურ კურიოზს შეესწრო, ასპარეზზე გამოჩნდა ახალი მოძრაობა, სახელწოდებით ,,ლელო“ გამოჩნდა

ინტერნეტტელევიზია POSTV-ს ანალიტიკოსი, ბაჩო ოდიშარია საავტორო ვიდეობლოგში, ბიზნესმენ მამუკა ხაზარაძის მიერ ანაკლიაში საზოგადოებრივი მოძრაობა „ლელო"-ს წარდგენაზე საუბრობს.

 

გიორგი გახარია: ჩვენს მოქალაქეებს სჭირდებათ გარემონტებული, უსაფრთხო სკოლა და მნიშვნელოვანია სწრაფი, გაზომვადი შედეგები

ჩვენს მოქალაქეებს სჭირდებათ გარემონტებული, უსაფრთხო სკოლა და მნიშვნელოვანია სწრაფი, გაზომვადი შედეგები, - ამის შესახებ პრემიერ-მინისტრმა გიორგი გახარიამ განათლების სამინისტროს თანამშრომლებთან შეხვედრისას განაცხადა.

“მაკკეინის ინსტიტუტი და ის პოლიტიკური ჯგუფები, რომლებიც ამერიკაში მაკკეინის სახელთან ასოცირდებიან, დღემდე განსაკუთრებული სიყვარულით გამოირჩევიან „ნაციონალური მოძრაობისადმი“

ინტერნეტტელევიზია POSTV-ის პერსონალური ბლოგი თბილისში გამართული საერთაშორისო კონფერენციის შესახებ მოგვითხრობს, სადაც ირმა ინაშვილსა და დევიდ კრამერს შორის დაპირისპირება მოხდა.

იერუსალიმში საქართველოს ისტორიულ კვალს ქართველი, პოლონელი და ებრაელი მეცნიერები შეისწავლიან

იერუსალიმში საქართველოს ისტორიულ კვალს ქართველი, პოლონელი და ებრაელი მეცნიერები შეისწავლიან. გეგუთის სასახლის არქიტექტურული კომპლექსის ტერიტორიაზე, დღეს მხარეებს შორის  თანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა.