ქეთევან ციხელაშვილი გუგუტიანთკარზე: ამ ეტაპზე  არანაირი დამატებითი სამუშაოები არ მიმდინარეობს

შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში სახელმწიფო მინისტრი ქეთევან ციხელშვილი სოფელ გუგუტიანთკარში არსებულ ვითარებაზე საუბრობს და ამბობს, რომ სოფელში ბარიკადების მშენებლობის პროცესი შეჩერებულია.

„ამ ეტაპზე  არანაირი დამატებითი სამუშაოები არ მიმდინარეობს, თუმცა ეპიზოდს, რომელიც ე.წ. ბორდერიზაციასა და ბარიკადების მშენებლობას უკავშირდებოდა, ადგილი ჰქონდა 7 აგვისტოს და საქართველოს ხელისუფლების შესაბამისმა ორგანოებმა მყისიერადვე, 7 აგვისტოს შუადღეს ცხელი ხაზი რამდენჯერმე გააქტიურეს. 7 აგვისტოსვე იყო საგარეო უწყების კომუნიკაცია ჩვენს პარტნიორებთან და ალბათ იმასაც მიხვდებით, რომ ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო დეპარტამენტის განცხადებაში უშუალოდ გუგუტიანთკარის ეპიზოდი შემთხვევით არ მოხვდებოდა და ამას გარკვეული მუშაობა უძღოდა წინ“, - განაცხადა ქეთევან ციხელაშვილმა.


გია ვოლსკი: ირაკლი შოთაძე მიკერძოებული გადაწყვეტილებების მიღებას ვერ გაბედავს

პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილის გია ვოლსკის განცხადებით, გენერალური პროკურორი ირაკლი შოთაძე მიკერძოებული გადაწყვეტილებების მიღებას ვერ გაბედავს.

სენაკის გარკვეულ ნაწილს 19 თებერვალს წყალმომარაგება შეეზღუდება

ქალაქ სენაკისა და ფოთის სატუმბ სადგურებს, საიდანაც აბონენტების წყლის მიწოდება ხდება, ენერგო-პრო ჯორჯიას მიერ დაგეგმილი სარეაბილიტაციო სამუშაოების გამო, ელექტროენერგიის მიწოდება შეუწყდებათ.

ევროპის ოლიმპიური კომიტეტი 2025 წლის ახალგაზრდული ოლიმპიური ფესტივალის ჩასატარებლად საქართველოს მზადყოფნას დადებითად აფასებს

„ბაკურიანში შესანიშნავი პირობებია შექმნილი სამთო სათხილამურო, ფრისტაილისა და სნოუბორდის შეჯიბრებების ჩასატარებლად. ზღვის დონიდან დიდ სიმაღლეზე მდებარეობა თოვლის პირობებისთვის კარგ გარემოს ქმნის მთელი სეზონის მანძილზე".

თბილისის აეროპორტში არადეკლარირებული მობილური ტელეფონები აღმოაჩინეს

საბაჟო გამშვებ პუნქტში 17 თებერვალს "თბილისის აეროპორტი" ეჭვის საფუძველზე, საქართველოს მოქალაქის კუთვნილი ბარგის, ხელბარგის და ფიზიკური დათვალიერების შედეგად, არადეკლარირებული  მობილური ტელეფონები (20 ცალი) აღმოაჩინეს.

თბილისის საკრებულოში არქიტექტურულ-მხატვრული კომპოზიციის განთავსების ახალ წესზე იმსჯელეს

თბილისის საკრებულოში განათლებისა და კულტურის კომისიის  სხდომაზე "თბილისის მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ საზღვრებში არქიტექტურულ-მხატვრული კომპოზიციის და მემორიალური დაფის განთავსების წესი" განიხილეს.

ირაკლი შოთაძე: ძალიან ბევრი გამოწვევაა და ყოველდღიურ საქმიანობაში აქტიურად ჩართვას ვაპირებ

"ძალიან ბევრი გამოწვევაა, ბევრი საქმეა გასაკეთებელი და ვაპირებ აქტიურად ჩავერთო ყოველდღიურ საქმიანობაში", - ამის შესახებ ახლადდანიშნულმა გენერალურმა პროკურორმა ირაკლი შოთაძემ პარლამენტში ჟურნალისტებს განუცხადა.

სამტრედიაში ცოლის მკვლელობის ბრალდებით მამაკაცი დააკავეს

პოლიციამ სამტრედიაში ცოლის მიმართ დამამძიმებელ გარემოებაში ჩადენილი განზრახ მკვლელობის ბრალდებით 1992 წელს დაბადებული გ.ა. დააკავა.

აღმოსავლეთ უკრაინის ფრონტის ხაზზე სიტუაცია გამწვავდა

უკრაინის სამხედრო ძალების დონბასის შტაბში განაცხადეს, რომ აღმოსავლეთ უკრაინის ერთ-ერთი ფრონტის ხაზზე ვითარება მკვეთრად გამწვავდა.

ნათია თურნავა მინსკში საქართველოს დელეგაციას ხელმძღვანელობს

18-19 თებერვალს ბელარუსის დედაქალაქ მინსკში ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის ნათია თურნავას ხელმძღვანელობით საქართველოს დელეგაციის ვიზიტი გაიმართება.

ირაკლი შოთაძე გენპროკურორის თანამდებობაზე დაბრუნდა

82 მომხრე, არცერთი წინააღმდეგი - პარლამენტმა გენერალური პროკურორის თანამდებობაზე ირაკლი შოთაძის კანდიდატურას მხარი დაუჭირა.

პარლამენტმა ვალერი გელაშვილის დეპუტატობის უფლებამოსილება ცნო

82 მომხრე, არცერთი წინააღმდეგი - პარლამენტმა ვალერი გელაშვილის დეპუტატის უფლებამოსილება ცნო.

დავით ჩიხელიძე: ოპოზიციის დესტრუქციული ქმედება სასაცილოა 

„დემოკრატიული ცვლილებების ცენტრის“ ხელმძღვანელი დავით ჩიხელიძე საქართველოს პარლამენტში განვითარებულ მოვლენებს ეხმიანება.

მეუღლის თვითმკვლელობამდე მიყვანის ბრალდებით დაკავებულმა ბრალი აღიარა

მეუღლის თვითმკვლელობამდე მიყვანის და ოჯახში ძალადობის ბრალდებით დაკავებულმა ბრალი სრულად აღიარა.

 

სამტრედიის სამოქალაქო რეესტრის შენობაში ქალი მოკლეს

სამტრედიაში სამოქალაქო რეესტრის შენობაში მამაკაცმა ქალი მოკლა.

მდინარაძე ოპოზიციაზე: რუსი შემკვეთები, ალბათ რუსული ჰიმნის გახმოვანებისთვის მადლობასაც ეტყვიან

"თავისი რუსი შემკვეთები, ალბათ რუსული ჰიმნის გახმოვანებისთვის მადლობასაც კი ეტყვიან", - ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა მამუკა მდინარაძემ "ევროპული საქართველოს" წევრებთან დაკავშირებით განაცხადა, რომლებმაც პლენარულ სხდომათა დარბაზში საბჭოთა კავშირის ჰიმნი გააჟღერეს.

თალაკვაძე: ბერლინის კედლის დანგრევიდან 30 წლის შემდეგ, რუსეთი საქართველოში მავთულხლართების კედელს ინარჩუნებს

"ბერლინის კედლის დანგრევიდან 30 წლის შემდეგ, რუსეთი საქართველოში მავთულხლართების კედელს ინარჩუნებს, რომელიც ხელოვნურად ყოფს ადამიანებს - ეს კედელი არის დროის და საერთაშორისო სამართლის წინააღმდეგ, აფხაზ ძმებს აუცილებლად დავიბრუნებთ და ეს თაობა შეძლებს ქვეყნის გამთლიანებას", -ამის შესახებ პარლამენტის თავმჯდომარემ არჩილ თალაკვაძემ პლენარულ სხდომაზე განაცხადა.

„m2 დეველოპმენტმა“ ალ. ყაზბეგის #15-ში გაყიდვების ახალი ოფისი გახსნა

17 თებერვალს „m2 დეველოპმენტმა“ ალ. ყაზბეგის #15-ში გაყიდვების ახალი ოფისი გახსნა.

ირაკლი კობახიძე ოპოზიციაზე: საბჭოთა კავშირის უკანასკნელი მოჰიკანები არიან

"მათ კიდევ ერთხელ შეგვახსენეს, რომ ისინი არიან საბჭოთა კავშირის უკანასკნელი მოჰიკანები საქართველოში, პირველ რიგში თავისი ღირებულებებით", - ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა ირაკლი კობახიძემ "ევროპული საქართველოს" წევრებთან დაკავშირებით განაცხადა, რომლებმაც პლენარულ სხდომათა დარბაზში საბჭოთა კავშირის ჰიმნი გააჟღერეს.

თბილისში პირველი მულტიფუნქციური ცენტრის მშენებლობა იწყება

თბილისში, კერძოდ, ვარკეთილში პირველი მულტიფუნქციური ცენტრის მშენებლობა დაიწყო, რომელსაც დედაქალაქის მერმა კახა კალაძემ, საკრებულოს თავმჯდომარე გიორგი ტყემალაძესთან ერთად ჩაუყარა საფუძველი.

ვოლსკი: ინფორმაციის ძალიან დიდი ნაწილი, რაც საზოგადოებას სხვადასხვაგვარად მიეწოდა, დეზინფორმაცია იყო

"სტრასბურგში დელეგაციის მუშაობა იყო წარმატებული. სამწუხაროა, რომ საბოლოო დოკუმენტი ვერ მივიღეთ, მაგრამ ფაქტი ფაქტად რჩება - საქართველოს ევროსტრუქტურებთან ინტეგრაცია შეფასებულია ძალიან მაღალ დონეზე და ეს არის ჩვენი ხვალინდელი დღე“, - ამის შესახებ პარლამენტის თავმჯდომარის პირველმა მოადგილემ გიორგი ვოლსკიმ პარლამენტის პლენარულ სხდომაზე განაცხადა.

პარლამენტის თავმჯდომარემ შს მინისტრსა და პოლიციელებს საზოგადოებრივი წესრიგისა და უსაფრთხოების დაცვისთვის მადლობა გადაუხადა

 პარლამენტის თავმჯდომარემ არჩილ თალაკვაძემ პარლამენტში წლიური მოხსენებით გამოსვლისას შინაგან საქმეთა მინისტრს, ვახტანგ გომელაურსა და პოლიციელებს საზოგადოებრივი წესრიგისა და უსაფრთხოების დაცვისთვის მადლობა გადაუხადა.