საგარეჯოსა და თელავში ბიომრავალფეროვნების შესახებ საინფორმაციო კამპანია ჩატარდა

გარემოსდაცვითი ინფორმაციისა და განათლების ცენტრმა ბიომრავალფეროვნების შესახებ საინფორმაციო კამპანიის ფარგლებში საგარეჯოსა და თელავის მუნიციპალიტეტებში საინფორმაციო შეხვედრები გამართა.

შეხვედრების მონაწილეებს სიტყვით გარემოსდაცვითი ინფორმაციისა და განათლების ცენტრის დირექტორმა თამარ ალადაშვილმა მიმართა და მათ  გარემოსდაცვითი ცნობიერების ამაღლების მნიშვნელობაზე ესაუბრა.


შეხვედრების პირველი ნაწილი დაეთმო გარეულ ცხოველთა რაოდენობის რეგულირების საკითხებს, მათ შორის, სამართლებრივი მარეგულირებელი ნორმების, რეგულირების პროცედურების, გარეულ ცხოველთა თავდასხმების  გამომწვევი მიზეზებისა და პრევენციის ღონისძიებების გაცნობას. მეორე ნაწილში ყურადღება გამახვილდა ქვეწარმავლებზე, ეკოსისტემაში, ეკონომიკასა და მედიცინაში მათ როლსა და მნიშვნელობაზე. შეხვედრების მსვლელობისას მონაწილეებმა ექსპერტების დახმარებით ისწავლეს შხამიანი და არაშხამიანი გველების და მათი ნაკბენის ერთმანეთისგან გარჩევა მორფოლოგიური დაკვირვების მეთოდით და მიიღეს რჩევები, თუ როგორ უნდა მოიქცნენ გველების დანახვისას და კბენის შემთხვევაში. 


შეხვედრებისას გამართული დისკუსიის დროს გამოიკვეთა გარეულ ცხოველებთან დაკავშირებული მუნიციპალიტეტისთვის დამახასითებელი პრობლემური საკითხები, რაზეც მონაწილეებმა დარგის სპეციალისტებისგან მიიღეს კონკრეტული რეკომენდაციები.


შეხვედრების მონაწილეებს დაურიგდათ საინფორმაციო ხასიათის ტრიპლეტები “გაიგე მეტი” და “გარეული ცხოველები და ადამიანი”.


გარემოსდაცვითი ინფორმაციისა და განათლების ცენტრი ბიომრავალფეროვნების საინფორმაციო კამპანიის ფარგლებში გააგრძელებს შეხვედრებს მუნიციპალიტეტებში მთელი საქართველოს მასშტაბით. 


 


ტუნისში რიგით მეორე თავისუფალი საპრეზიდენტო არჩევნები ტარდება

ტუნისში ვადამდელი საპრეზიდენტო არჩევნები მიმდინარეობს.

ამინდის პროგნოზი

15 სექტემბერს საქართველოს ტერიტორიაზე უმეტესად უნალექო ამინდი იქნება.

„ფოტოგრაფიის ღამე“ თბილისში მეათედ გაიმართა  

დედაქალაქის მერიის მხარდაჭერით, „თბილისის ფოტო ფესტივალი“ მიმდინარეობს, რომლის ცენტრალური ღონისძიება „ფოტოგრაფიის ღამე“ უკვე მეათედ გაიმართა.

მუხიანის მეოთხე ბ მიკრორაიონში სკვერის რეაბილიტაცია დასრულდა      

გლდანის რაიონში, მუხიანის მეოთხე ბ მიკრორაიონში N32 ა და N35 ა კორპუსების მიმდებარედ სკვერის რეაბილიტაცია დასრულდა.

 

აჭარის რეგიონში მცხოვრებ ფერმერებს ციტრუსის დაზღვევის სახელმწიფო პროგრამა გააცნეს

გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრო, აგროდაზღვევის პროგრამის ფარგლებში, ფერმერებს საშუალებას აძლევს, ციტრუსი საშემოდგომო ყინვის რისკისგანაც დააზღვიონ.

პოლიციამ ნარკოდანაშაულისთვის გორში 1 პირი დააკავა

შსს-ს შიდა ქართლის პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა, ჩატარებული საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, 1969 წელს დაბადებული ზ.კ. განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა-შენახვისთვის დააკავეს. 

 
ბათუმის "დინამომ" თბილისის "ლოკომოტივი" ანგარიშით 2:1 დაამარცხა

ზედიზედ ხუთი გამარჯვება ეროვნულ ლიგაში. კრისტალბეთ ეროვნული ლიგის 27-ე ტურში ბათუმის ,,დინამომ’’ თბილისის ,,ლოკომოტივი’’ ანგარიშით 2:1 დაამარცხა.

პრეზიდენტი თიანეთში დოჭურიშვილების დამბალხაჭოს ოჯახურ საწარმოს ეწვია

საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი თიანეთში, დოჭურიშვილების  ოჯახურ საწარმოს ,,მართა ბებოს დამბალხაჭო"  ეწვია და დამბალხაჭოს მომზადების პროცესს გაეცნო.
 

ბათუმში დააკავეს პირი, რომელმაც 10-მდე ადამიანის სახელით ონლაინ-სესხები აიღო

შინაგან საქმეთა სამინისტრომ კომპიუტერულ სისტემაში უნებართვოდ შეღწევისა და თაღლითობის ბრალდებით 1 პირი დააკავა.

არჩილ თალაკვაძე: მისასალმებელია, რომ გიორგი გახარიას მინისტრთა კაბინეტში ორივე ვიცე-პრემიერი ქალია

"ქართული ოცნება” პოლიტიკაში ქალთა მონაწილეობას და თანაბარ შესაძლებლობებს განსაკუთრებულ ყურადღებას უთმობს - მისასალმებელია, რომ გიორგი გახარიას მინისტრთა კაბინეტში ორივე ვიცე-პრემიერი არის ქალი".

ზუგდიდის მერია: შაბათი ინტელექტუალური თამაშების დღედ გამოცხადდა და არა ინტელექტუალების

ზუგდიდის მერიაში აცხადებენ, რომ შაბათის ინტელექტის დღედ გამოცხადების შესახებ ინფორმაცია საზოგადოებაში არასწორი ინტერპრეტაციითა გავრცელებული.

არასამთავრობო სექტორის, ბიზნეს წრეების წარმომადგენლები და დეპუტატები შრომის კოდექსში შესატან ცვლილებებზე მსჯელობენ

შრომის კოდექსში შესატან ცვლილებებთან დაკავშირებით მსჯელობა მიმდინარეობს.

ფერეიდნელ ქართველებს, რომლებიც ირანიდან საქართველოში ფეხით ჩამოვიდნენ, თელავის ისტორიულ მუზეუმში უმასპინძლეს

სამ ფერეიდნელ ქართველს, რომელიც ირანიდან საქართველოში ფეხით ჩამოვიდა, დღეს  თელავის ისტორიულ მუზეუმში უმასპინძლეს.

სალომე ზურაბიშვილი: ჯიღაურას სამეცნიერო ცენტრში მოვიყვან ყველა უცხოელ სტუმარს, რათა ნახონ რა შესაძლებლობები აქვს საქართველოს

საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი ჯიღაურას მრავალწლოვანი კულტურების საცდელ-სადემონსტრაციო ბაზას ესტუმრა და ვირუსოლოგიის ლაბორატორიის მუშაობის სპეციფიკას გაეცნო.

ავტობანზე 20 მეხანძრე-მაშველი იყო მობილიზებული

ავტობანზე ხანძარი ლიკვიდირებულია.

ცენტრალური ავტომაგისტრალის გორის მონაკვეთზე მსუბუქი მანქანა დაიწვა

თბილისი-სენაკი-ლესელიძის ავტომაგისტრალის გორის მონაკვეთზე მსუბუქი ავტომობილი დაიწვა.

 
„თბილსერვის ჯგუფი“ დედაქალაქში დასუფთავების მასშტაბურ სამუშაოებს ახორციელებს

დედაქალაქში დასუფთავების მასშტაბური სამუშაოები, ე.წ. „შაბათობები“ გრძელდება.

ბაჩო ოდიშარია - POSTV - ქართული საზოგადოება შემოდგომის სეზონის მთავარ პოლოლიტიკურ კურიოზს შეესწრო, ასპარეზზე გამოჩნდა ახალი მოძრაობა, სახელწოდებით ,,ლელო“ გამოჩნდა

ინტერნეტტელევიზია POSTV-ს ანალიტიკოსი, ბაჩო ოდიშარია საავტორო ვიდეობლოგში, ბიზნესმენ მამუკა ხაზარაძის მიერ ანაკლიაში საზოგადოებრივი მოძრაობა „ლელო"-ს წარდგენაზე საუბრობს.

 

გიორგი გახარია: ჩვენს მოქალაქეებს სჭირდებათ გარემონტებული, უსაფრთხო სკოლა და მნიშვნელოვანია სწრაფი, გაზომვადი შედეგები

ჩვენს მოქალაქეებს სჭირდებათ გარემონტებული, უსაფრთხო სკოლა და მნიშვნელოვანია სწრაფი, გაზომვადი შედეგები, - ამის შესახებ პრემიერ-მინისტრმა გიორგი გახარიამ განათლების სამინისტროს თანამშრომლებთან შეხვედრისას განაცხადა.

“მაკკეინის ინსტიტუტი და ის პოლიტიკური ჯგუფები, რომლებიც ამერიკაში მაკკეინის სახელთან ასოცირდებიან, დღემდე განსაკუთრებული სიყვარულით გამოირჩევიან „ნაციონალური მოძრაობისადმი“

ინტერნეტტელევიზია POSTV-ის პერსონალური ბლოგი თბილისში გამართული საერთაშორისო კონფერენციის შესახებ მოგვითხრობს, სადაც ირმა ინაშვილსა და დევიდ კრამერს შორის დაპირისპირება მოხდა.

იერუსალიმში საქართველოს ისტორიულ კვალს ქართველი, პოლონელი და ებრაელი მეცნიერები შეისწავლიან

იერუსალიმში საქართველოს ისტორიულ კვალს ქართველი, პოლონელი და ებრაელი მეცნიერები შეისწავლიან. გეგუთის სასახლის არქიტექტურული კომპლექსის ტერიტორიაზე, დღეს მხარეებს შორის  თანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა.