სამეგრელოში სოფლის მეურნეობის სამეცნიერო-კვლევითი ცენტრის შეხვედრა ჩატარდა

გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს სოფლის მეურნეობის სამეცნიერო-კვლევითმა ცენტრმა სამეგრელოს რეგიონში მოსახლეობასთან გასვლითი შეხვედრა გამართა.

სოფლის მეურნეობის სამეცნიერო-კვლევითი ცენტრის დირექტორი ლევან უჯმაჯურიძე, სამეგრელო-ზემო სვანეთის გუბერნატორი ალექსანდრე მოწერელია, გუბერნატორის პირველი მოადგილე დავით ფარცვანია, ადგილობრივი ხელისუფლების და  რეგიონული საინფორმაციო-საკონსულტაციო სამსახურის წარმომადგენლები ჩხოროწყუს მუნიციპალიტეტში ადგილობრივ მოსახლეობას შეხვდნენ.


სამეცნიერო-კვლევითი ცენტრის დირექტორმა დამსწრე საზოგადოებას სამეგრელოს რეგიონში ცენტრის მიერ განხორციელებული და მიმდინარე პროექტები გააცნო. პრეზენტაციების დროს განსაკუთრებული ყურადღება გამახვილდა ისეთ საკითხებზე, როგორიცაა: მრავალწლოვანი და ერთწლოვანი  კულტურების მავნებელ-დაავადებები და მათთან ბრძოლის, მათ შორის ბიოლოგიური, მეთოდები; მეცხოველეობა, მეფუტკრეობა, ვეტერინარია და საკვებწარმოება; ჩაის კულტურის რეაბილიტაცია; რეგიონისთვის მიზანშეწონილი მრავალწლოვანი კულტურებისა და ვაზის სანერგეების მოწყობის შესაძლებლობები, რომელთა სერტიფიცირებაც საერთაშორისო წესებს დაექვემდებარება. 


სამეგრელო-ზემო სვანეთის გუბერნატორმა, ალექსანდრე მოწერელიამ, მის გამოსვლაში აღნიშნა სოფლის მეურნეობის სამეცნიერო-კვლევითი ცენტრის მიერ განხორციელებული პროექტების  მნიშვნელობა რეგიონისთვის. განსაკუთრებით ხაზი გაესვა, ჩხოროწყუს მუნიციპალიტეტისათვის მეფუტკრეობის დარგში მიღწეულ შედეგებს.


სოფელ მუხურში სრული დატვირთვით ამუშავდა სოფლის მეურნეობის სამეცნიერო-კვლევითი ცენტრის მიერ აღდგენილი მეფუტკრეობის სასელექციო-სანაშენე სადგური. სელექციური მუშაობის პარალელურად წარმატებით მიმდინარეობს ქართული რუხი ფუტკრის მეგრული პოპულაციის დედების გამოყვანა და მათი გადაცემა ფერმერებზე. აღნიშნულმა ბაზამ საგანმანათლებლო ფუნქციაც შეითავსა  და სისტემატიურად მიმდინარეობს ფერმერებთან და დაინტერესებულ პირებთან შეხვედრები მათი ცოდნის გაღრმავებისა და პრაქტიკული უნარ-ჩვევების გადაცემის კუთხით.


ამავე შეხვედრაზე ხელი მოეწერა ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმს სოფლის მეურნეობის სამეცნიერო-კვლევით ცენტრსა და  ზუგდიდის შ. მესხიას სახელობის უნივერსიტეტს შორის, რომელიც ითვალისწინებს უნივერსიტეტის სტუდენტთა აქტიურ ჩართულობას აგრარული მიმართულების მრავალპროფილურ სამეცნიერო-პრაქტიკულ საქმიანობაში.


ღონისძიების ფარგლებში შედგა ცენტრის მიერ მიღებული სხვადასხვა სასოფლო-სამეურნეო კულტურების გამოფენა, მათ შორის თუთის აბრეშუმხვიას სხვადასხვა ჯიშების აბრეშუმის პარკის, ხილისა და ყურძნის უშაქროდ  მიღებული პროდუქტებისა და უალკოჰოლო სასმელების წარდგენა. გაიმართა ცენტრის მიერ მუხურის მეფუტკრეობის ბაზაზე მიღებული თაფლის ნიმუშებისა და ჯიღაურას ვაზის საკოლექციო ვენახებიდან  მეგრული ვაზის ჯიშების ყურძნისგან დამზადებული ღვინოების დეგუსტაცია.


შეხვედრის ბოლოს სამეგრელოს რეგიონის საინფორმაციო-საკონსულტაციო სამსახურების წარმომადგენლებს გადაეცათ ცენტრის ვეტერინარიის კვლევის სამსახურის მიერ ჩატარებული კვლევების საფუძველზე მომზადებული და გამოცემული, საქართველოში მსხვილფეხა პირუტყვის ძირითადი დაავადებათა გავრცელების რუკები და სავეტერინარო პარაზიტოლოგიური ტერმინთა ლექსიკონები.


 


 


ტუნისში რიგით მეორე თავისუფალი საპრეზიდენტო არჩევნები ტარდება

ტუნისში ვადამდელი საპრეზიდენტო არჩევნები მიმდინარეობს.

ამინდის პროგნოზი

15 სექტემბერს საქართველოს ტერიტორიაზე უმეტესად უნალექო ამინდი იქნება.

„ფოტოგრაფიის ღამე“ თბილისში მეათედ გაიმართა  

დედაქალაქის მერიის მხარდაჭერით, „თბილისის ფოტო ფესტივალი“ მიმდინარეობს, რომლის ცენტრალური ღონისძიება „ფოტოგრაფიის ღამე“ უკვე მეათედ გაიმართა.

მუხიანის მეოთხე ბ მიკრორაიონში სკვერის რეაბილიტაცია დასრულდა      

გლდანის რაიონში, მუხიანის მეოთხე ბ მიკრორაიონში N32 ა და N35 ა კორპუსების მიმდებარედ სკვერის რეაბილიტაცია დასრულდა.

 

აჭარის რეგიონში მცხოვრებ ფერმერებს ციტრუსის დაზღვევის სახელმწიფო პროგრამა გააცნეს

გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრო, აგროდაზღვევის პროგრამის ფარგლებში, ფერმერებს საშუალებას აძლევს, ციტრუსი საშემოდგომო ყინვის რისკისგანაც დააზღვიონ.

პოლიციამ ნარკოდანაშაულისთვის გორში 1 პირი დააკავა

შსს-ს შიდა ქართლის პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა, ჩატარებული საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, 1969 წელს დაბადებული ზ.კ. განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა-შენახვისთვის დააკავეს. 

 
ბათუმის "დინამომ" თბილისის "ლოკომოტივი" ანგარიშით 2:1 დაამარცხა

ზედიზედ ხუთი გამარჯვება ეროვნულ ლიგაში. კრისტალბეთ ეროვნული ლიგის 27-ე ტურში ბათუმის ,,დინამომ’’ თბილისის ,,ლოკომოტივი’’ ანგარიშით 2:1 დაამარცხა.

პრეზიდენტი თიანეთში დოჭურიშვილების დამბალხაჭოს ოჯახურ საწარმოს ეწვია

საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი თიანეთში, დოჭურიშვილების  ოჯახურ საწარმოს ,,მართა ბებოს დამბალხაჭო"  ეწვია და დამბალხაჭოს მომზადების პროცესს გაეცნო.
 

ბათუმში დააკავეს პირი, რომელმაც 10-მდე ადამიანის სახელით ონლაინ-სესხები აიღო

შინაგან საქმეთა სამინისტრომ კომპიუტერულ სისტემაში უნებართვოდ შეღწევისა და თაღლითობის ბრალდებით 1 პირი დააკავა.

არჩილ თალაკვაძე: მისასალმებელია, რომ გიორგი გახარიას მინისტრთა კაბინეტში ორივე ვიცე-პრემიერი ქალია

"ქართული ოცნება” პოლიტიკაში ქალთა მონაწილეობას და თანაბარ შესაძლებლობებს განსაკუთრებულ ყურადღებას უთმობს - მისასალმებელია, რომ გიორგი გახარიას მინისტრთა კაბინეტში ორივე ვიცე-პრემიერი არის ქალი".

ზუგდიდის მერია: შაბათი ინტელექტუალური თამაშების დღედ გამოცხადდა და არა ინტელექტუალების

ზუგდიდის მერიაში აცხადებენ, რომ შაბათის ინტელექტის დღედ გამოცხადების შესახებ ინფორმაცია საზოგადოებაში არასწორი ინტერპრეტაციითა გავრცელებული.

არასამთავრობო სექტორის, ბიზნეს წრეების წარმომადგენლები და დეპუტატები შრომის კოდექსში შესატან ცვლილებებზე მსჯელობენ

შრომის კოდექსში შესატან ცვლილებებთან დაკავშირებით მსჯელობა მიმდინარეობს.

ფერეიდნელ ქართველებს, რომლებიც ირანიდან საქართველოში ფეხით ჩამოვიდნენ, თელავის ისტორიულ მუზეუმში უმასპინძლეს

სამ ფერეიდნელ ქართველს, რომელიც ირანიდან საქართველოში ფეხით ჩამოვიდა, დღეს  თელავის ისტორიულ მუზეუმში უმასპინძლეს.

სალომე ზურაბიშვილი: ჯიღაურას სამეცნიერო ცენტრში მოვიყვან ყველა უცხოელ სტუმარს, რათა ნახონ რა შესაძლებლობები აქვს საქართველოს

საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი ჯიღაურას მრავალწლოვანი კულტურების საცდელ-სადემონსტრაციო ბაზას ესტუმრა და ვირუსოლოგიის ლაბორატორიის მუშაობის სპეციფიკას გაეცნო.

ავტობანზე 20 მეხანძრე-მაშველი იყო მობილიზებული

ავტობანზე ხანძარი ლიკვიდირებულია.

ცენტრალური ავტომაგისტრალის გორის მონაკვეთზე მსუბუქი მანქანა დაიწვა

თბილისი-სენაკი-ლესელიძის ავტომაგისტრალის გორის მონაკვეთზე მსუბუქი ავტომობილი დაიწვა.

 
„თბილსერვის ჯგუფი“ დედაქალაქში დასუფთავების მასშტაბურ სამუშაოებს ახორციელებს

დედაქალაქში დასუფთავების მასშტაბური სამუშაოები, ე.წ. „შაბათობები“ გრძელდება.

ბაჩო ოდიშარია - POSTV - ქართული საზოგადოება შემოდგომის სეზონის მთავარ პოლოლიტიკურ კურიოზს შეესწრო, ასპარეზზე გამოჩნდა ახალი მოძრაობა, სახელწოდებით ,,ლელო“ გამოჩნდა

ინტერნეტტელევიზია POSTV-ს ანალიტიკოსი, ბაჩო ოდიშარია საავტორო ვიდეობლოგში, ბიზნესმენ მამუკა ხაზარაძის მიერ ანაკლიაში საზოგადოებრივი მოძრაობა „ლელო"-ს წარდგენაზე საუბრობს.

 

გიორგი გახარია: ჩვენს მოქალაქეებს სჭირდებათ გარემონტებული, უსაფრთხო სკოლა და მნიშვნელოვანია სწრაფი, გაზომვადი შედეგები

ჩვენს მოქალაქეებს სჭირდებათ გარემონტებული, უსაფრთხო სკოლა და მნიშვნელოვანია სწრაფი, გაზომვადი შედეგები, - ამის შესახებ პრემიერ-მინისტრმა გიორგი გახარიამ განათლების სამინისტროს თანამშრომლებთან შეხვედრისას განაცხადა.

“მაკკეინის ინსტიტუტი და ის პოლიტიკური ჯგუფები, რომლებიც ამერიკაში მაკკეინის სახელთან ასოცირდებიან, დღემდე განსაკუთრებული სიყვარულით გამოირჩევიან „ნაციონალური მოძრაობისადმი“

ინტერნეტტელევიზია POSTV-ის პერსონალური ბლოგი თბილისში გამართული საერთაშორისო კონფერენციის შესახებ მოგვითხრობს, სადაც ირმა ინაშვილსა და დევიდ კრამერს შორის დაპირისპირება მოხდა.

იერუსალიმში საქართველოს ისტორიულ კვალს ქართველი, პოლონელი და ებრაელი მეცნიერები შეისწავლიან

იერუსალიმში საქართველოს ისტორიულ კვალს ქართველი, პოლონელი და ებრაელი მეცნიერები შეისწავლიან. გეგუთის სასახლის არქიტექტურული კომპლექსის ტერიტორიაზე, დღეს მხარეებს შორის  თანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა.