12 აგვისტოს დიდგორობა აღინიშნება

თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტში, დიდგორის ველზე დღეს დიდგორობის სახალხო დღესასწაული აღინიშნება.

ღონისძიების ორგანიზატორების ინფორმაციით, დიდგორის მემორიალის ტერიტორია დამთვალიერებლის წინაშე წარდგება როგორც მუზეუმი ღია ცის ქვეშ.


სპეციალურ სივრცეებში მოეწყობა ქართული რეწვისა და ხელოვნების ნიმუშების გამოფენა-გაყიდვა, წარმოჩინდება ტრადიციული სამოსი, ორნამენტები, კულინარია.


 


დიდგორის ბრძოლას ქართველთა მრავალსაუკუნოვან ისტორიაში გამორჩეული ადგილი უკავია. მეფე დავით აღმაშენებლის გონივრული სამხედრო სტრატეგიის წყალობით, დიდგორი დამოუკიდებლობისა და თავისუფლებისთვის ბრძოლის, ერთიანობისა და ქვეყნისთვის თავდადების სიმბოლოდ იქცა. 1121 წელს დიდგორის ბრძოლის გამარჯვებამ დასაბამი მისცა ქვეყნის საბოლოო გათავისუფლება-გაერთიანებას და საქართველომ საბოლოოდ დაიმკვიდრა რეგიონის უძლიერესი სახელმწიფოს სახელი.


ირაკლი ღარიბაშვილი შერეული საავიაციო ესკადრილიის მარნეულის საავიაციო რგოლის ბაზაზე იმყოფებოდა

თავდაცვის მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა ბაზის ტერიტორიაზე ავიაციისა და საჰაერო თავდაცვის არსებული საშუალებები, საზენიტო - სარაკეტო კომპლექსები, საფრენი აპარატები დაათვალიერა და ტექნიკის მდგომარეობას პირადად გაეცნო.

დიპლომატიური კორპუსისა და ოპოზიციონერი ლიდერების შეხვედრა მიმდინარეობს

ოპოზიციური პარტიების ლიდერები დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლებთან შეხვედრას მართავენ. 

ირაკლი ბერაია: საქართველოს ხელისუფლება იყენებს ყველა ფორმატს და შესაძლებლობას ვაჟა გაფრინდაშვილის უკანონო პატიმრობიდან გასათავისუფლებლად

„საქართველოს ხელისუფლება იყენებს ყველა ფორმატს და შესაძლებლობას ვაჟა გაფრინდაშვილის უკანონო პატიმრობიდან გასათავისუფლებლად“, - ასე გამოეხმაურა სენაკის მაჟორიტარი დეპუტატი ირაკლი ბერაია ოკუპირებულ ცხინვალში ექიმ ვაჟა გაფრინდაშვილის უკანონოდ დაკავებას.

ექიმ გაფრინდაშვილის მეუღლე საკრებულოს "ქართული ოცნების" წევრის განცხადებაზე: ყველას მოუწევს პასუხისგება

საოკუპაციო ძალების მიერ უკანონოდ დაკავებული ექიმის ვაჟა გაფრინდაშვილის მეუღლე თამილა ლაფანაშვილი საკრებულოს "ქართული ოცნების" წევრის ერეკლე კუხიანიძის მიერ გაკეთებულ განცხადებას გამოეხმაურა.

ირაკლი კობახიძე: უნდა აღვნიშნოთ მოვლენა, რომელიც უფრო მეტად გვაახლოებს ევროპასთან

„ჩვენ თანდათანობით სულ უფრო და უფრო მეტად ვუახლოვდებით ევროპას“, – ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, ირაკლი კობახიძემ საქართველოს პირველ არხთან საუბარში განაცხადა.

სოზარ სუბარი: ჩვენ ვართ ევროპული ოჯახის წევრები და დღეს მთელი საქართველო არის ერთიანი და ეს ერთიანობა გამოჩნდება თავისუფლების მოედანზე

„ჩვენ ვართ ევროპული ოჯახის წევრები და დღეს მთელი საქართველო არის ერთიანი და ეს ერთიანობა გამოჩნდება თავისუფლების მოედანზე“, - ამის შესახებ პრემიერ-მინისტრის მრჩეველმა რეგიონულ საკითხებში სოზარ სუბარმა განაცხადა.

საკრებულოს "ქართული ოცნების" წევრი ექიმ ვაჟა გაფრინდაშვილის ოჯახს პროვოკატორს უწოდებს

თბილისის საკრებულოს "ქართული ოცნების" წევრმა ერეკლე კუხიანიძემ საოკუპაციო ძალების მიერ უკანონოდ დაკავებული ექიმის ვაჟა გაფრინდაშვილის ოჯახს პროვოკატორი უწოდა. 

გიორგი მიქაუტაზე უზენაესის მოსამართლეების არჩევის პროცესზე: ბევრად უკეთესი იყო, ვიდრე აქამდე ყოფილა 

უზენაესი სასამართლოს ახლადარჩეულმა მოსამართლემ გიორგი მიქაუტაძემ მოსამართლეების არჩევის პროცესი შეაფასა.

გური სუთანიშვილი: დამნაშავეები და ადამიანის უფლებების ყველაზე დიდი დამრღვევები ახლა ადამიანის უფლებებზე წუხან, სასამართლო სისტემის სრულად მომშლელები - მათსავე მოსამართლეების დანიშვნაზე

„დამნაშავეები და ადამიანის უფლებების ყველაზე დიდი დამრღვევები ახლა ადამიანის უფლებებზე წუხან, სასამართლო სისტემის სრულად მომშლელები - მათსავე მოსამართლეების დანიშვნაზე“, - ამბობს ფილოსოფოსი გური სულთანიშვილი POSTV-ის ვიდეობლოგში, რომელშიც წარსულის მნიშვნელობაზე საუბრობს.

აბესაძე: არაკეთილსინდისიერი მოსამართლეების დანიშვნით დადასტურდა, რომ ეს ინტიტუტი ივანიშვილის მიერ არის მიტაცებული 

"ვნახეთ, რომ სასამართლო კიდევ უფრო დაემორჩილა პოლიტიკურ ხელისუფლებას",-ამის შესახებ "ევროპული საქართველოს" წევრმა ირაკლი აბესაძემ განაცხადა. 

გაერთიანებული ოპოზიცია დიპლომატიურ კორპუსთან შეხვედრას გამართავს

გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლები დღეს ელჩებს შეხვდებიან. 

თბილისში "ქართული ოცნების" დაგეგმილ ღონისძიებას თელავიც შეუერთდა

"ქართული ოცნების" მიერ დღევანდელ ღონისძიებას თელავიც შეუერთდება. 

საქართველოს ჯანდაცვის სამინისტროს ისრაელის ნაციონალური სასწრაფო სამედიცინო დახმარების ოფიციალური პირები ესტუმრნენ

ჯანდაცვის სამინისტროს ისრაელის ნაციონალური სასწრაფო სამედიცინო დახმარების ოფიციალური პირები ესტურმნენ.

"ქართული ოცნების" მიერ დაგეგმილ ღონისძიებას სამეგრელოდან შეუერთდებიან

"ქართული ოცნების" მიერ დაგეგმილ დღევანდელ ღონისძიებას ზუგდიდიდან შეუერთდებიან.

სოსო არჩვაძე: ერთ თვეში ისეთი მოცულობის ექსპორტი, რაც ნოემბერში დაფიქსირდა, საქართველოს ჯერ არ ჰქონია

"ნოემბერში მიღწეულია ექსპორტის რეკორდულად მაღალი მაჩვენებელი - 345.9 მილიონი აშშ დოლარი, რაც გასული წლის ნოემბერთან შედარებით 25.2 პროცენტით მეტია. ასეთი დიდი მოცულობის ექსპორტი ერთ თვეში საქართველოს ჯერ არ ჰქონია",- ამის შესახებ ექსპერტმა ეკონომიკურ საკითხებში სოსო არჩვაძემ განაცხადა.

გიორგი ცუცქირიძე: საგარეო სავაჭრო ბრუნვის უარყოფითი სალდოს შემცირება აჩვენებს იმ დადებით ტენდენციებს, რაც ქვეყნის ეკონომიკაში მიმდინარეობს

"ქვეყნის საგარეო სავაჭრო ბრუნვის უარყოფითი სალდოს შემცირება კიდევ ერთხელ აჩვენებს იმ დადებით ტენდენციებს, რაც ქვეყნის ეკონომიკაში,განსაკუთრებით ბოლო პერიოდში მიმდინარეობს",-ამის შესახებ ეკონომიკის ექსტერტმა გიორგი ცუცქირიძემ განაცხადა.

დონალდ ტრამპის წინააღმდეგ წაყენებული ბრალდებები დაამტკიცეს

ამერიკის შეერთებული შტატების კონგრესის წარმომადგენელთა პალატის იურიდიულმა კომიტეტმა თეთრი სახლის ლიდერის დონალდ ტრამპის წინააღმდეგ წაყენებული ორი ბრალდება დაამტკიცა. 

საქართველოში პირველი ხის კენწეროების ბილიკი მოეწყობა

გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს დაცული ტერიტორიების სააგენტოს ორგანიზებით ლაგოდეხის დაცულ ტერიტორიებზე საქართველოში პირველი, ხის კენწეროების ბილიკი მოეწყობა.

ქვეყნის მასშტაბით უახლოეს დღეებში უნალექო ამინდი შენარჩუნდება

საქართველოში 15 დეკემბრის ჩათვლით უნალექო ამინდი შენარჩუნდება. ინფორმაციას გარემოს ეროვნული სააგენტო ავრცელებს.

"ქართული ოცნება" დღეს ღონისძიებას "საქართველოს გზა ევროპისკენ" მართავს

პარტია "ქართული ოცნება- დემოკრატიული საქართველო" 16:00 საათზე თავისუფლების მოედანზე საქართველოს ევროპის საბჭოს თავმჯდომარეობის აღსანიშნავ ღონისძიებას გამართავს.

საქართველოს ევროსაბჭოს თავმჯდომარეობის აღსანიშნავი ღონისძიების გამო დღეს ავტოტრანსპორტის მოძრაობა შეიზღუდება

თბილისში საქართველოს ევროსაბჭოს თავმჯდომარეობის აღსანიშნავი ღონისძიების გამო დედაქალაქის უბნებში 14 დეკემბერს ავტოტრანსპორტის მოძრაობა შეიზღუდება.