ვითარება სვანეთში - კულტურული მემკვიდრეობის დაცვის სააგენტოს განცხადება

სვანეთში არსებულ მდგომარეობასთან დაკავშირებით კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტო განცხადებას ავრცელებს, რომელსაც ,,პირველი" უცვლელად გთავაზობთ:

,,სვანური არქიტექტურული ნაგებობების, როგორც განსაკუთრებული სახელმწიფო მნიშვნელობის კულტურული მემკვიდრეობის ძეგლების რეაბილიტაციის პროგრამის ფარგლებში, საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს დაფინანსებით, კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტო აგრძელებს მესტიის მუნიციპალიტეტის სათემო სოფლებში არსებული კულტურული მეკვიდრეობის ძეგლების აღდგენის პროცესს.


მიმდინარე წელს, რეაბილიტაციის პროგრამის ფარგლებში, მესტიის რამდენიმე თემში10 საგვარეულო მაჩუბი, 8 კოშკი და 2 არქიტექტურული კომპლექსი აღდგება, რომელთა მნიშვნელოვანი ნაწილის ყავარის და ფიქალის ქვის გადახურვა სრულად შეიცვლება და განახლდება. ნაგებობათა დაზიანებულ სეგმენტებზე დაიშლება და კირ-დუღაბით ხელახლა აღდგება გამოფიტული კედლების საპირე წყობა. მშრალი ქვის წყობის კრიტიკული ბზარები შეივსება და ფარული რკინა-ბეტონის კონსტრუქციითა და რკინის სალტეებით გამაგრდება.


სრულად შეიცვლება გადახურვის ხის კონსტრუქციები, რომლებიც ჰიდროსაიზოლაციო მასალით დაიფარება და ანტისეპტიკურად დამუშავდება. კირ-დუღაბის ხსნარით გაძლიერდება მაჩუბებისა და ციხე-კოშკების ნაწილის საძირკვლები. იატაკის ფენილი მრგვალი ხე-მასალით სრულად აღდგება მაჩუბების სართულშუა გადახურვის ხის კონსტრუქციები. შეიცვალება ნაგებობების ხის კარები, რომლებიც ავთენტური ფორმით დამზადდება და ნაჭედი რკინა-კავეულით გაეწყობა.


წელსვე განხორციელდება იფარის მთავარანგელოზის ეკლესიის გალავნისა და სამოლოცველოს სარესტავრაციო სამუშაოებიც. სარეაბილიტაციო სვანური კოშკებისა და მაჩუბების ნაწილის სარესტავრაციო სამუშაოები სვანურ სოფლებში ივლისის თვიდან დაიწყება და მიმდინარე წელსვე დასრულდება. სახელმწიფო პროგრამა სვანური არქიტექტურული ნაგებობების რეაბილიტაციისათვის ბიუჯეტიდან მილიონ ექვსასი ათასი ლარის გამოყოფას ითვალისწინებს. სვანური კულტურული მემკვიდრეობის ძეგლების დაცვისა და მოვლა-პატრონობის კომპლექსური პროექტის ფარგლებში, კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტომ სარეაბილიტაციო სამუშაოები განვლილ წლებში მესტიის მუნიციპალიტეტის სხვა სოფლებშიც განახორციელა, სადაც 4 წლის განმავლობაში უკვე აღდგა 80 - მდე სვანური ტრადიციული საცხოვრისი და საკულტო ნაგებობა.


არსებული მონაცემებით, სვანეთში შემორჩენილი კულტურული მემკვიდრეობის ძეგლებიდან, გადაუდებელ რეაბილიტაციას 150 – მდე კოშკი და მაჩუბი საჭიროებს. სვანური არქიტექტურული ნაგებობების რეაბილიტაციის სახელმწიფო პროგრამის ფარგლებში კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტო 2020 წლისთვის უკვე ამზადებს სარეაბილიტაციო-საპროექტო დოკუმენტაციას, რაც მესტიის მუნიციპალიტეტის სოფლების 33 კოშკთან და მაჩუბთან ერთად 2 ეკლესიის (უშგულის ლამარიას ეკლესიისა და წმ კვირიკეს სახელობის ეკლესია) რესტავრაციას ითვალისწინებს. მიმდინარე წელს გაგრძელდება მსოფლიო კულტურული მემკვიდრეობის ძეგლის - სოფელ ჩაჟაშის კოშკებისა და მაჩუბების რეაბილიტაციის პროგრამა, რომელსაც სააგენტო ფონდ „ქართუსთან“ ერთად ახორციელებს.


* XIX საუკუნის ბოლოდან მოყოლებული, როდესაც სვანურმა კოშკებმა თავისი თავდაცვითი ფუნქცია დაკარგეს, დაიწყო მათი ნელ-ნელა ნგრევა და რაოდენობრივი კლება. გასაბჭოების შემდეგ ტრადიციული ცხოვრების წესის შეცვლამ, კოშკები და საცხოვრებელი სახლი-მაჩუბის ფუნქციები მნიშვნელოვნად დააკნინა და მათი იერსახეც მნიშვნელოვნად შეცვალა. ზემო სვანეთში რამდენიმე ასეული კოშკი აღირიცხება, რომელთა უმეტესობა აღდგენილია და დანგრევა არ ემუქრება. გარდა საგუშაგო, საერთო სარგებლობის კოშკებისა, სვანური კოშკების უმეტესობას მიშენებული ჰქონდა ერთი ან რამდენიმე მაჩუბი და სხვა დამხმარე ნაგებობა. სწორედ მათი ერთობლიობა განაპირობებს სვანური სოფლის განუმეორებელ იერ-სახეს. მესტიის მუნიციპალიტეტში 2019 წელს დაგეგმილი სარეაბილიტაციო ობიექტები: 1. ნუგზარ ბარლიანი , დ. მესტია, ლაღამი, მაჩუბის რეაბილიტაცია; 2. ალექსანდრე გვარლიანი , დ. მესტია, ლაღამი, მაჩუბის რეაბილიტაცია; 3. ჯემალ გვარლიანი , დ. მესტია, ლაღამი, მაჩუბის რეაბილიტაცია; 4. როდამ გვარმიანი, მესტია, სოფ. ნეკრა, მაჩუბის რეაბილიტაცია; 5. გუა გიგანი, სოფ. მულახი, ჩვიბიანი, კოშკის რესტავბრაცია-რეაბილიტაცია; 6. ბოგდან გურჩიანი, სოფ. ეცერი, ბარი, ციხე-სახლის რეაბილიტაცია; 7. ფაცია გუჯეჯიანი, საფ. მულახი, ჟაბეში, მაჩუბის რეაბილიტაცია; 8. დადეშქელიანი, სოფ. ბეჩო, მაზერი, კოშკის რეაბილიტაცია; 9. ივანე ომარ კორძაია, მესტია, სოფ. იფარი, კოშკის ქონგურის სართულის რეაბილიტაცია; 10. მურთაზ მჭედლიანი, დ.მესტია, სენაკის ქ, კოშკის რეაბილიტაცია; 11. გოჩა ნავერიანი, სოფ. მულახი, მუჟვალი, კომპლექსის რეაბილიტაცია; 12. სიმონ რატიანი , დ. მესტია, ლანჩვალი, მაჩუბის რეაბილიტაცია; 13. რომან ფალიანი , დ. მესტია, მაჩუბის რესტავრაცია-რეაბილიტაცია; 14. ლევან ფალიანი, დ. მესტია, ლანჩვალიკომპლექსის რეაბილიტაცია; 15. გოჩა ჭეხანი, სოფ. მულახი, ჩვიბიანი, კოშკის გამაგრებითი სამუშაოები; 16. ნინო ჯაჭვლიანი, სოფ. ცხუმარი, კოშკის კონსერვაცია; 17. მურთაზ ხერგიანი , დ. მესტია, ლეხთაგი, მაჩუბის რესტავრაცია-რეაბილიტაცია; 18. დათო ხოჯელიანი, დ. მესტია, ლაღამი, მაჩუბის რეაბილიტაცია; 19. ჩარკვიანების დანგრეული კოშკის რეაბილიტაცია სოფ. უშგული,; 20. თამრო ფარჯიანი, მესტია, სოფ. ლატალი, კოშკის რეაბილიტაცია; 21. იფრარის მთავარანგელოზის ეკლესიის გალავნის და სამოლოცველოს რეაბილიტაცია, მესტია, სოფ. იფრარი. მესტიის მუნიციპალიტეტში 2020 წლის სარეაბილიტაციო პროგრამით გათვალისწინებული საპროექტო ობიექტები: 1. მულახის თემი, სოფ.მუჟვალი, კოშკი . 2.მულახის თემი,სოფ. მუჟვალი, მაჩუბი. 3. მულახის თემი ,კოშკი. 4.სოფ.ლატალი -საგვარეულო კოშკი. 5. სოფ. იფარი, მაჩუბი. 6.სოფ.იფარი 2 კოშკი. 7.მულახის თემი,სოფ.ჭოლაში-"ბერსშამუყვამის" საცხოვრებელი კომპლექსი. 8.ნაკრას თემი,სოფ.ცალერი, ციხე-სახლი. 9.სოფ.ლენჯერი, კოშკი. 10.სოფ. სეტიელი, მაჩუბი. 11.ნიგურიანების საგვარ.კომპლ. 12.მესტია , კოშკი. 13.სოფ.ლანჩვალი , საცხოვრებელი კომპლექსი. 14.სოფ.ლანჩვალი , მაჩუბი. 15.სოფ.ლანჩვალი ,კოშკი და მაჩუბი. 16.სოფ.ლანჩვალი, კოშკი. 17.ცხუმარის თემი,სოფ.ლეზგარა საცხოვრებელიკომპლექსი. 18.სოფ.ლანჩვალი ,კოშკი. 19.სოფ.ლანჩვალი საცხოვრებელი კომპლექსი. 20.სოფ. ხეშკილი საცხოვრებელი კომპლექსი. 21.ლატალის თემი,სოფ. ენაში, მაჩუბი. 22. სოფ.ლენჯერი,.ფილფანების საგვარეულო- კოშკი. 23.მულახის თემი,სოფ.მურშკელი, კოშკი. 24.მულახის თემი, კოშკი. 25.წვრიმის თემი,სოფ.სვიფი, კოშკი. 26.ცხუმარის თემი,სოფ.სვიფი, კოშკი. 27.იელის თემი,სოფ.აცი 3 კოშკი და მაჩუბი. 28.მესტია,ზურა ფალიანის ქ.N16, მაჩუბი. 29.სოფ.ლანჩვალი, მაჩუბის გალავანი. 30.სოფ.ლანჩვალი, კოშკი. 31.ბეჩო, სოფ.ნაშთქოლი საცხოვრებელი კომპლექსი. 32.ხვიბლიანების კოშკი. 33.უშგული-ლამარიას ეკლესიის ღობე. 34.კალას თემი- წმ. კვირიკეს ეკლესია. #კულტურულიმემკვიდრეობა.", - აღნიშნულია სააგენტოს მიერ გავრცელებულ განცხადებაში.


მესტიის მუნიციპალიტეტის სოფელ უშგულში საპროტესტო აქცია მიმდინარეობს.


ადგილობრივები, პირველ რიგში, კულტურული მემკვიდრეობის ძეგლების - კოშკებისა და სვანური სახლების რეაბილიტაციას, ასევე, ზვავსაშიში ზონის გამაგრებას ითხოვენ.
 


 


ივანე მაჭავარიანი: ბიზნესი თავისუფალია, საგადასახადო ტვირთი საკმაოდ დაბალია

ამბიციურ ეკონომიკურ ზრდაზე რომ ვსაუბრობთ, ნიშნავს იმას, რომ ეს ზრდა თავისთავად არ მოვა - ამისთვის მნიშვნელოვანია ხელებდაკაპიწებულებმა ვიმუშაოთ", - განაცხადა ფინანსთა მინისტრმა ივანე მაჭავარიანმა ტელეკომპანია "იმედის“ ეთერში.

ავჭალაში რამდენიმე პირი დააკავეს - შსს მიზეზს არ ასახელებს

ავჭალაში სამართალდამცავებმა რამდენიმე პირი დააკავეს.

ტერაქტი ავღანეთის მეჩეთში – დაღუპულთა შორის არიან ბავშვები

ავღანეთის აღმოსავლეთში, მეჩეთში, პარასკევის ლოცვის დროს მომხდარმა ორმა აფეთქებამ 62 ადამიანის, მათ შორის ბავშვების სიცოცხლე იმსხვერპლა. ამის შესახებ ინფორმაციას BBC ავრცელებს.

გოდერძი ჩოხელის სახლ–მუზეუმი მის მშობლიურ სოფელში იხსნება

ცნობილი ქართველი რეჟისორის და მწერლის გოდერძი ჩოხელის სახლ–მუზეუმი მის მშობლიურ სოფელ ჩოხში ხვალ, 19 ოქტომბერს გაიხსნება.

საპენსიო სააგენტოს 2019-2020 წლის ანგარიშგების აუდიტის განხორციელებისთვის აუდიტორი 21 ნოემბრამდე შეირჩევა

საქართველოს პარლამენტი საპენსიო სააგენტოს 2019-2020 წლის ანგარიშგების გარე აუდიტის განხორციელებისთვის დამოუკიდებელ აუდიტორს 21 ნოემბრამდე შეარჩევს.

ივანე მაჭავარიანი: ჩვენ გვაქვს ძალიან დიდი შანსი, 2021 წელს ვუმასპინძლოთ აზიის განვითარების ბანკის წლიურ შეხვედრას

"ჩვენ გვაქვს ძალიან დიდი შანსი, 2021 წელს ვუმასპინძლოთ აზიის განვითარების ბანკის წლიურ შეხვედრას", - განაცხადა ფინანსთა მინისტრმა ივანე მაჭავარიანმა ტელეკომპანია „იმედის“ პირდაპირ ეთერში ჩართვისას.

ირაკლი გაჩეჩილაძე: საპროკურორო საბჭო ემსახურება პროკურატურის გამჭვირვალობისა და ანგარიშვალდებულების გაზრდას სახელმწიფოსა და საზოგადოების წინაშე

„საპროკურორო საბჭო ემსახურება პროკურატურის გამჭვირვალობისა და ანგარიშვალდებულების გაზრდას სახელმწიფოსა და საზოგადოების წინაშე“, - ამის შესახებ პროკურორმა ირაკლი გაჩეჩილაძემ განაცხადა.

ამირან გულუაშვილი: მინდა, მივულოცო საქართველოს პროკურატურას პროკურორთა საბჭოს 6 წევრის არჩევა

„მინდა, მივულოცო საქართველოს პროკურატურას პროკურორთა საბჭოს 6 წევრის არჩევა“, - ამის შესახებ საპროკურორო საბჭოს ახლადარჩეულმა წევრმა, პროკურორმა ამირან გულუაშვილმა განაცხადა.

ირაკლი კოვზანაძემ საპენსიო სააგენტოს აუდიტორული ფირმის შესარჩევი პირველი საორგანიზაციო სხდომა გამართა

საქართველოს პარლამენტი საპენსიო სააგენტოს 2019-2020 წლის ანგარიშგების გარე აუდიტის განხორციელებისთვის დამოუკიდებელ აუდიტორს 21 ნოემბრამდე შეარჩევს.

 

თადუმაძე: ადამიანები, რომლებიც დიპლომზე კითხვებს სვამენ, პასუხებს არ ისმენენ, შეუძლიათ მკითხაობა გააგრძელონ

"ჩემს დიპლომთან დაკავშირებით სამართლებრივი განმარტება გავაკეთე, თუ ვინმემ ვერ გაიგო ეს პასუხები, შეუძლია გადაახვიოს და თავიდან ნახოს, ან შეუძლიათ მკითხაობა გააგრძელონ",- ამის შესახებ გენერალურმა პროკურორმა შალვა თადუმაძემ საკუთარ დოპლომთან დაკავშირებით განაცხადა. 

შალვა თადუმაძე: ჩვენ მივიღებთ ამ წერილს და შესაბამის სამართლებრივ რეაგირებას მოვახდენთ

„ჩვენ მივიღებთ ამ წერილს და შესაბამის სამართლებრივ რეაგირებას მოვახდენთ“, - ამის შესახებ გენერალურმა პროკურორმა შალვა თადუმაძემ განაცხადა.

გოგი ოთხმეზური პოლიტიკაში მოსვლაზე პირველ კომენტარს აკეთებს

გოგი ოთხმეზური, რომლის ვაჟის მკვლელობაში მსჯავრდებული ასლან ბეჟანიძე პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა რამდენიმე თვის წინ შეიწყალა, პოლიტიკაში მოსვლას გეგმავს.

თბილისში საცობების პრობლემის მოსაგვარებლად ახალი სისტემა უახლოეს მომავალში ამოქმედდება

თბილისის ვიცე-მერის ირაკლი ხმალაძის ინფორმაციით, დედაქალაქის მერია, შინაგან საქმეთა სამინისტროსთან ერთად, ახორციელებს პროექტს, რაც ჭკვიანი შუქნიშნების მოწყობას ითვალისწინებს.

თადუმაძე "პროგრეს ბანკზე: თუ შესაბამისი დასკვნა იარსებებს, ნებისმიერ ბანკთან დაკავშირებით იქნება რეაგირება

"ფულის გათეთრებასთან დაკავშირებით კომპეტენტური ორგანოების დასკვნის საფუძველზე ხორციელდება სისხლის სამართლებრივი დევნა. თუ ასეთი დასკვნა იარსებებს, ნებისმიერ ბანკთან დაკავშირებით იქნება შესაბამისი რეაგირება",-ამის შესახებ გენერალურმა პროკურორმა შალვა თადუმაძემ, "პროგრეს ბანკში"  ფულის შესაძლო გათეთრების საკითხზე საუბრისას განაცხადა.

"თბილისის აბრეშუმის გზის ფორუმის" ენერგეტიკის პანელს მოდერატორობას "ბლუმბერგ ევროპა"-ს დირექტორი კონსტანტინ კოტზიასი გაუწევს

22 ოქტომბერს "თბილისის აბრეშუმის გზის ფორუმი"-ს ენერგეტიკის პანელს მოდერატორობას "ბლუმბერგ ევროპა"-ს დირექტორი კონსტანტინ კოტზიასი გაუწევს.

ჭიათურის მაღაროში, სადაც მუშა დაიღუპა, სამუშაოები მოკვლევის დასრულებამდე შეჩერდა

ჭიათურის მაღაროს იმ მიწისქვეშა უბანზე, სადაც უბედური შემთხვევა მოხდა, სამუშაოები მოკვლევის დასრულებამდე შეჩერდა.

ირაკლი კოვზანაძე: 2020 წლის ბიუჯეტთან დაკავშირებით შრომატევადი სამუშაო გველოდება

პარლამენტის საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტის თავჯდომარემ ირაკლი კოვზანაძემ  კომიტეტის შემაჯამებელ სხდომაზე განაცხადა, რომ მთავრობას ბიუჯეტის პროექტი შენიშვნებით და რეკომენდაციებით უკან დაუბრუნდება.

6 თვეში ყველაზე მეტი თვითმკვლელობა თბილისში მოხდა

შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ გავრცელებული ინფორმაციის მიხედვით, 2019 წლის იანვარი - ივნისის მონაცემებით, 6 თვეში თვითმკვლელობის ყველაზე მეტი ფაქტი თბილისში მოხდა.

კონსერვატორიის მაგისტრანტი სიმონ ჩაჩანიძე კონსერვატორიაში არსებული ვითარების შესახებ ბრიფინგს გამართავს

19 ოქტომბერს, 11:00 საათზე, ზაქარია ფალიაშვილის სახელობის ცენტრალურ სამუსიკო სკოლაში "ნიჭიერთა ათწლედი", კონსერვატორიის მაგისტრანტი სიმონ ჩაჩანიძე ბრიფინგს გამართავს.

"თბილისის აბრეშუმის გზის ფორუმის“ პანელს მოდერატორობას BBC-ს მსოფლიოს ახალი ამბების წამყვანი აარონ ჰესელჰარსტი გაუწევს

22 ოქტომბერს "თბილისის აბრეშუმის გზის ფორუმის“ პანელს "მომგებიანი ვაჭრობა” მოდერაციას გაუწევს BBC-ს მსოფლიოს ახალი ამბების წამყვანი, ცნობილი ჟურნალისტი აარონ ჰესელჰარსტი.

ბექა დავითულიანი: მერიის საქმიანობაში რეალურ პრობლემებს ვერ პოულობენ და სილულელეებს იგონებენ

თბილისის საკრებულოს სხდომაზე, ფრაქცია "ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველოს" თავმჯდომარემ ბექა დავითულიანმა ოპოზიციის ბრალდებებს უტიფრობა და ზღვარს გადასული უწოდა.