უშგულებებს აქციაზე მისულ მესტიის მერთან მოლაპარაკება არ სურთ

უშგულში მიმდინარე აქციის მონაწილეებს მესტიის მერთან კაპიტონ ჟორჟოლიანთან შეხვედრა და მოლაპარაკება არ სურთ. ჟორჟოლიანი ადგილზე მივიდა, თუმცა აქციის მონაწილეები მას არ შეხვდნენ.

„აქამდე ბევრი პრობლემა გვქონია და არ მოუგვარებია არცერთი. არ ვენდობით და მხოლოდ ცენტრალური ხელისუფლების წარმომადგენლებს შევხვდებით", - აღნიშნა ერთ-ერთმა ადგილობრივმა.


მესტიის მერიც ადასტურებს, რომ უშგულელებს შეხვედრა მხოლოდ ცენტრალური ხელისუფლების წარმომადგენლებთან სურთ.


"მე მინდოდა, რომ მათგან მომესმინა პრობლემების შესახებ, თუმცა, თავად არ სურთ ჩემთან საუბარი. თუ საჭირო გახდა, მე მათ ვუშუამდგომლებ, რომ შესაბამისი სტრუქტურების წარმომადგენლებს შეხვდნენ. მათ აქვთ რამდენიმე პრობლემა, დენის, წყლის, გზის. თითოეულ მათგანზე მუშაობა მიმდინარეობს. ასევე, უნდათ, რომ ჰყავდეს უშგულს რწმუნებული. კონკურსი მალე დასრულდება და ამ თანამდებობაზე შევარჩევთ კადრს. რაც შეეხება ძეგლებს, თითოეული მათგანი იდენტიფიცირებულია, მიმდინარეობს მუშაობა და მომავალი წლიდან დაიწყება აღდგენები", - ამბობს მესტიის მერი.


უშგულში საპროტესტი აქცია, რომლის მონაწილეებმა გზა გადაკეტეს, რამდენიმე საათია მიმდინარეობს. უშგულელები სოფელში არსებულ პრობლემების, უპირველესად კი, კულტურული მემკვიდრეობის ძეგლების რეაბილიტაციას ითხოვენ.


სეს : საქართველოში ჯილეხის გავრცელების საფრთხე არ არსებობს

საქართველოში ანთრაქსის იგივე ჯილეხის გავრცელების საფრთხე არ არსებობს. ამის შესახებ "პირველს" სურსათის ეროვნულ სააგენტოში განუცხადეს.

„ჯორჯიან მანგანეზის“ მხარდაჭერით, წელს, 41-მა აბიტურიენტმა ერთიანი ეროვნული გამოცდები წარმატებით ჩააბარა

„ჯორჯიან მანგანეზის“ მხარდაჭერით, უკვე მეორე წელია, წარმატებით მიმდინარეობს სოციალური პროექტი - „აბიტურიენტების მომზადება ერთიანი ეროვნული გამოცდებისათვის, ზესტაფონის მუნიციპალიტეტის სოციალურად დაუცველი ოჯახებიდან".

კაჭრეთში ტყე იწვის

 გურჯაანის მუნიციპალიტეტის სოფელ კაჭრეთში ხანძარია. ცეცხლი ტყის მასივს გაუჩნდა.

ოკუპირებული გაგრის სოფელი აიბღა რუსეთის ტერიტორიად მიუთითეს

ოკუპირებული გაგრის სოფელ აიბღას მთის კალთაზე მდებარე გაგრის რაიონის ნაწილი რუსეთის რეესტრის ბაზაში შეტანილია, როგორც რუსეთის ტერიტორია.

"ოკუპირებული გაგრის სოფელ აიბღას ნაწილის რუსეთის მიერ თავის ტერიტორიად გაფორმება წარმოადგენს საქართველოს რეგიონების ანექსიას"

საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო, ოკუპირებული გაგრის სოფელ აიბღას ნაწილის რუსეთის მიერ თავის ტერიტორიად გაფორმებას, საქართველოს რეგიონების ანექსის პროცესის გაგრძელებას უწოდებს.

სოხუმის ინფორმაციით, ოკუპირებულ აფხაზეთში ე.წ. არჩევნებს საერთაშორისო დამკვირვებლებიც დააკვირდებიან

ოკუპირებულ აფხაზეთში, 25 აგვისტოსთვის დანიშნულ ე.წ. საპრეზიდენტო არჩევნებს, რომელშიც 10 კანდიდატი მონაწილეობს, 50 საერთაშორისო დამკვირვებელი დააკვირდება.

ჩინეთის ელჩი: ჩინელი ხალხი პატივს სცემს ქართველი ხალხის არჩევანს, ცხოვრობდნენ ერთიან საქართველოში

ჩინელი ხალხი პატივს სცემს ქართველი ხალხის არჩევანს, ცხოვრობდნენ ერთიან საქართველოში, - ამის შესახებ საქართველოში ჩინეთის ელჩმა ლი იანიმ საქართველოს პრემიერ-მინისტრ მამუკა ბახტაძესთან შეხვედრისას განაცხადა.

კულტურული მემკვიდრეობის დაცვის მიმართულებით ამერიკასთან თანამშრომლობის ახალი პლატფორმა შეიქმნა

კულტურული კუთვნილების დაცვისა და შენარჩუნების სფეროში სამომავლო თანამშრომლობის მექანიზმების ამოქმედების მიზნით, საქართველოსა და აშშ -ს მთავრობებს შორის ურთიერთგაგების მემორანდუმი გაფორმდა.

შემოსავლების სამსახურმა უაქციზო საქონლის უკანონო ტრანსპორტირების ფაქტი გამოავლინა

თბილისში, შემოსავლების სამსახურის საგადასახადო მონიტორინგის თანამშრომლებმა სავალდებულო მარკირების გარეშე 540 ლიტრი ლუდის ტრანსპორტირების ფაქტი გამოავლინეს.

მარნეულში გარემოსდაცვითი ინფორმაციისა და განათლების ცენტრის საინფორმაციო შეხვედრა გაიმართა

გარემოსდაცვითი ინფორმაციისა და განათლების ცენტრმა, ბიომრავალფეროვნების საინფორმაციო კამპანიის ფარგლებში, ადგილობრივი მოსახლეობის ცნობიერების ამაღლების მიზნით მარნეულის მუნიციპალიტეტში საინფორმაციო შეხვედრა გამართა.


 

პაშა ბანკმა და საქართველოს ტურიზმის ეროვნულმა ადმინისტრაციამ ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი გააფორმეს

პაშა ბანკმა და საქართველოს ტურიზმის ეროვნულმა ადმინისტრაციამ სასტუმრო „მოქსიში“ საერთო საპრეზენტაციო ღონისძიება გამართეს და ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი გააფორმეს.

პოლიციამ თბილისში 114 გრამი ჰეროინი ამოიღო

შსს-ს თანამშრომლებმა ჩატარებული ოპერატიულ-საგამოძიებო ღონისძიებების შედეგად, განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა-შენახვის ბრალდებით, აზერბაიჯანის მოქალაქე 1966 წელს დაბადებული ე.ჰ. დააკავეს.

უშგულში საპროტესტო აქცია განახლდა

მესტიის მუნიციპალიტეტში, უშგულის თემში მოსახლეობამ აქცია განაახლა და გზა ჩაკეტა.

შვილის განზრახ მკვლელობის მცდელობაში ბრალდებულს 10 წლით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯა  

ზესტაფონის რაიონულმა სასამართლომ გაიზიარა ბრალდების მხარის მიერ წარდგენილი მტკიცებულებები და შვილის განზრახ მკვლელობის მცდელობაში ბრალდებული რ.ს. დამნაშავედ ცნო.

შირაქის ქუჩის N11-ში ახალი სკვერი მოეწყო

ისნის რაიონში, შირაქის ქუჩის N11- ის მიმდებარედ ახლი სკვერი მოეწყო. პროექტი ისნის რაიონის გამგეობამ, მოსახლეობის თხოვნით განახორციელა.

შსს-ს თანამშრომლებმა საერთაშორისო ტურნირში 9 ოქროს მედალი მოიპოვეს

შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომლებმა, სპორტის სხვადასხვა სახეობაში გამართულ ,,მსოფლიოს პოლიციელთა და მეხანძრეთა თამაშებზე“ 9 ოქროს მედალი მოიპოვეს.

ზაზა გაბუნია საოკუპაციო ზოლთან მდებარე სოფელ ოძისის მოსახლეობას შეხვდა

საქართველოს პარლამენტის რეგიონული პოლიტიკის და თვითმმართველობის კომიტეტის თავმჯდომარე ზაზა გაბუნია საოკუპაციო ზოლთან მდებარე სოფელ ოძისში იმყოფებოდა და მოსახლეობას შეხვდა.

პრომეთეს მღვიმეში თანამედროვე განათების სისტემა მონტაჟდება

გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს დაცული ტერიტორიების სააგენტო იმერეთის რეგიონში ინფრასტრუქტურულ პროექტებს ახორციელებს.

საქართველოი 37 000 ლარის მედიკამენტების მალულად შემოტანის 2 ფაქტი გამოვლინა

საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურმა საბაჟო საზღვარზე დიდი ოდენობით საქონლის გადაადგილებასთან დაკავშირებული წესის დარღვევის ორი ფაქტი გამოავლინა და ორ პირს ბრალი წარუდგინა.

საქართველოს ელჩმა ერაყის რესპუბლიკის პრეზიდენტს რწმუნებათა სიგელები გადასცა

საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანმა ელჩმა ზაზა კანდელაკმა, რწმუნებათა სიგელები გადასცა ერაყის რესპუბლიკის პრეზიდენტს ბარჰამ სალ ეჰს. 

საქართველოში უმუშევრობის დონე შემცირდა - ქალაქთან შედარებით მეტი დასაქმებულია სოფლად

2019 წლის II კვარტალში საქართველოში უმუშევრობის დონე წინა წლის შესაბამის
პერიოდთან შედარებით 0.7 პროცენტული პუნქტით შემცირდა და 11.4 პროცენტი შეადგინა - აღნიშნულის შესახებ ინფორმაციას საქსტატი ავრცელებს.