ბათუმის სანაპიროზე 5 წლის ბავშვს ეძებენ

ბათუმის სანაპირო ზოლზე 1 საათია მაშველები 5 წლის ბავშვს ეძებენ. 

როგორც "პირველისთვის" ცნობილი გახადა დაკარგული ბავშის ოჯახი, ბათუმში, თბილისიდან დასასვენებლად იყო ჩასული.


მომხდართან დაკავშირებით სხვა დეტაელები ჯერჯერობით უცნობია. "პირველი" დამატებითი ინფორმაციის მოპოვებას საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურიდან ცდილობს.


მოზარდის ძებნის სამუშაობის ეფექტურობის მიზნით გვერდი ბათუმი დაკარგულის ფოტოსაც აქვეყნებს და საზოგადოებას დახმარებას სთხოვს.



ტელეკომპანია „იმედი“ „ამერიკის ხმის“ ხელმძღვანელობის პოზიციას არ ეთანხმება

ტელეიმედი „ამერიკის ხმის“ ხელმძღვანელობის პოზიციას, რომ ჯიმ მალონის კომენტარი არასწორ კონტექსტში იყო წარმოჩენილი არ ეთანხმება - ნათქვამია „იმედის“ მიერ გავრცელებულ სპეციალურ განცხადებაში.

ჭავჭავაძის გამზირის რეაბილიტაციის ბოლო ეტაპი ადგილობრივების გამოკითხვის მიხედვით გაგრძელდება

ჭავჭავაძის  გამზირის რეაბილიტაციის ბოლო ეტაპი, რომელიც თაქთაქიშვილის ქუჩიდან ვაკის პარკამდე არსებული მონაკვეთის რეაბილიტაციას გულისხმობს, მოსახლეობის გამოკითხვის შედეგების მიხედვით, კონკრეტულ პერიოდში გაგრძელდება.

საცხოვრებელი ფართები სიმბოლურ ფასად დიდ ლილოში მცხოვრებ 15 ოჯახს გადაეცემა

სოფელ დიდ ლილოში, ერეკლე მეორის ქუჩაზე მცხოვრებ 15 ოჯახს საცხოვრებელი ფართები სიმბოლურ ფასად გადაეცემა, - ამის შესახებ თბილისის მთავრობის სხდომაზე დედაქალაქის მერმა, კახა კალაძემ განაცხადა.

კახა კალაძემ მერიის შესაბამის სამსახურებს ხიზანიშვილი-ვეკუას ქუჩების სარეაბილიტაციო პროცესის ზედამხედველობა დაავალა

გლდანის რაიონში, ხიზანიშვილისა და ვეკუას ქუჩების რეაბილიტაციის პირველი ეტაპი დასრულდა. ამ ეტაპზე, საგზაო სამუშაოები მიმდინარეობს.

რეგულირების სააგენტომ რუსთავის საავადმყოფოში, 19 წლის გოგოს გარდაცვალების ფაქტზე მოკვლევა დაიწყო

სამედიცინო საქმიანობის სახელმწიფო რეგულირების სააგენტომ რუსთავის ცენტრალურ საავადმყოფოში, 19 წლის გოგოს გარდაცვალების შემთხვევაზე მოკვლევა დაიწყო.

ლევან კობერიძე ინიციატივით გამოდის, 2020 წლის არჩევნებში მონაწილეობა სავალდებულო გახდეს

მუხიანისა და გლდანის მაჟორიტარი დეპუტატი ლევან კობერიძე მიიჩნევს, რომ 2020 წლის არჩევნებთან დაკავშირებით, გადაწყვეტილება აუცილებლად უნდა იყოს მიღებული ორ მნიშვნელოვან საკითხზე:

18 სექტემბერი წყლის მონიტორინგის მსოფლიო დღეა

წყლის მონიტორინგის მსოფლიო დღესთან დაკავშირებით გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს  გარემოს ეროვნული სააგენტოს ლაბორატორიამ ივ. ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტებს ლაბორატორიაში უმასპინძლა.

საქართველოში კლიმატის მწვანე ფონდი 32 მლნ აშშ დოლარის ოდენობის გრანტს გასცემს

გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრი ლევან დავითაშვილი კლიმატის მწვანე ფონდის (GCF) წარმომადგენლობით დელეგაციას შეხვდა.

პრეზიდენტი შეწყალებაზე: მე მივიღე გადაწყვეტილება და არ მჩვევია, ვინმე სხვაზე გადავიტანო ეს პასუხისმგებლობა

საქართველოს პრეზიდენტის სალომე ზურაბიშვილის განცხადებით, სადავო შეწყალებასთან დაკავშირებით გადაწყვეტილება პირადად მან მიიღო.

ხარაგაულის მუნიციპალიტეტის სოფელ ნადაბურში 65 წლის კაცი კრაზანის ნაკბენით გარდაიცვალა

ხარაგაულის მუნიციპალიტეტის სოფელ ნადაბურში მცხოვრები 65 წლის მამაკაცი კრაზანას ნაკბენით გარდაიცვალა.

წყნეთში სპორტული ცენტრი აშენდა

დაბა წყნეთში, ამილახვარის ქ. N21-ში სპორტული ცენტრის მშენებლობა დასრულდა. ამის შესახებ თბილისის მთავრობის სხდომაზე დედაქალაქის მერმა, კახა კალაძემ განაცხადა.

პირველი ოქტომბრიდან ტაქსების რეფორმის მეორე ფაზა იწყება

მიმდინარე წლის პირველი ოქტომბრიდან ძალაში შედის ტაქსების რეფორმის მეორე ეტაპი, რომელიც ტაქსების A და B კატეგორიებად დაყოფას ითვალისწინებს.

 

ბიზნესდაჯილდოება 2019 იწყება

ბიზნესდაჯილდოება 2019 განახლებული ნომინაციებითა და ახალი ფორმატით ბრუნდება.

არჩილ თალაკვაძემ სომხეთის სრულუფლებიან ელჩთან შეხვედრისას ორმხრივი ურთიერთობები განიხილა

საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე, არჩილ თალაკვაძე სომხეთის რესპუბლიკის საგანგებო და სრულუფლებიან ელჩს, რუბენ სადოიანს შეხვდა.

 

სალომე ზურაბიშვილი შეწყალებაზე: ეს არის შეფასება გარემოებების, მოცემულობის პრეზიდენტის მხრიდან, რაც არ გამორიცხავს შეცდომებს

საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი განმარტავს, რომ სადავო შეწყალებასთან დაკავშირებით გადაწყვეტილება პირადად მან, ვინმეს ჩარევის გარეშე მიიღო.

განზრახ მკვლელობის მცდელობისთვის ბრალდებულს 7 წლით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯა

პროკურატურის მიერ წარდგენილი მტკიცებულებების საფუძველზე, განზრახ მკვლელობის მცდელობისთვის ბრალდებულს 7 წლით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯა.

ფინანსთა მინისტრის მოადგილემ მცხეთაში მოსახლეობასთან შეხვედრისას 2020 წლის საბიუჯეტო პრიორიტეტებზე იმსჯელა

ფინანსთა მინისტრის მოადგილე მიხეილ დუნდუა მომავალი წლის ბიუჯეტის დაგეგმვისა და მუნიციპალიტეტებისთვის აქტუალური საკითხების მოგვარების მიზნით, მოსახლეობასთან შეხვედრას განაგრძობს. 

 

თბილისის საერთაშორისო თეატრალური ფესტივალი 23 სექტემბერს გაიხსნება

თბილისის საერთაშორისო თეატრალური ფესტივალი 23 სექტემბერს გაიხსნება. ამის შესახებ დედაქალაქის მთავრობის სხდომაზე თბილისის მერმა კახა კალაძემ ისაუბრა.

ხათუნა თოთლაძემ ჟენევაში ოკუპირებულ ტერიტორიებზე ბავშვის უფლებათა დაცვის თვალსაზრისით არსებულ მდგომარეობაზე ისაუბრა

ქ. ჟენევაში ბავშვთა ვაჭრობის, პროსტიტუციის, ბავშვთა პორნოგრაფიისა და შეიარაღებულ კონფლიქტში ბავშვთა მონაწილეობის შესახებ, ბავშვის უფლებათა კონვენციის დამატებითი ოქმების შესრულების თაობაზე პირველადი ანგარიშების განხილვა.

 
პრეზიდენტმა შეწყალებაზე მორატორიუმი გამოაცხადა

საქართველოს პრეზიდენტმა პატიმართა შეწყალებაზე მორატორიუმი გამოაცხადა.

თბილისში  ,,რეგიონული განვითარების ეროვნული კონფერენცია“ იმართება

სასტუმრო ,,ჰოლიდეი ინნ“-ში ,,რეგიონული განვითარების ეროვნული კონფერენცია“ მიმდინარეობს.