ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურმა მასშტაბური დანაშაულებრივი სქემა გახსნა

ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურმა გამოავლინა და თავიდან აიცილა 100 მილიონ ლარამდე ყალბი აქტივის გამოყენების შესაძლებლობა, - ამის შესახებ უწყებაში გამართულ საგანგებო ბრიფინგზე განაცხადეს.

,,საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახური ახორციელებს ეფექტურ ღონისძიებებს ფულად-საკრედიტო სისტემაში დანაშაულის პრევენციის, გამოვლენისა და აღკვეთის მიზნით.


ამ საქმიანობის ფარგლებში, დაწყებულია გამოძიება 9 სისხლის სამართლის საქმეზე 53 პირის მიმართ და გახსნილი და მხილებულია ფართომასშტაბიანი დანაშაულებრივი სქემა ყალბი საგადასახადო დოკუმენტების დამზადება-გამოყენებით განსაკუთრებით დიდი ოდენობით გადასახადისათვის თავის არიდების და უკანონო შემოსავლის ლეგალიზების ფაქტებზე.


უწყებამ ამ ეტაპისათვის საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, გამოავლინა და თავიდან აიცილა 100 მილიონი ლარამდე ყალბი აქტივის გამოყენების შესაძლებლობა და შესაბამისად, თავიდან იქნა აცილებული ამავე ოდენობის ზიანის მიყენების საფრთხე სახელმწიფო ბიუჯეტისათვის.


ინტენსიური საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, უკანასკნელი 3 თვის განმავლობაში, 9 სისხლის სამართლის საქმის ფარგლებში, ასეულობით საგამოძიებო მოქმედების, მათ შორის მოწმეთა გამოკითხვით, ამოღებით, ჩხრეკით, ფარული საგამოძიებო მოქმედებით და სხვა ღონისძიებების შედეგად, მოპოვებული უტყუარი მტკიცებულებების საფუძველზე, სისხლისსამართლებრივი დევნა დაიწყო 53 პირის მიმართ, მათ შორის დღეის მდგომარეობით პატიმრობაში იმყოფება 38 პირი. პასუხისგებაში მიცემულ პირთა უმრავლესობა სხვადასხვა კომპანიის დირექტორი და დამფუძნებელია, ხოლო ნაწილი - კომპანიების ფაქტობრივი მმართველი.


გამოძიებით დადგენილია, რომ განსაკუთრებით დიდი ოდენობით უკანონო შემოსავლის მიღებისა და არაკანონიერი მატერიალური სარგებლის მიღების მიზნით, ბრალდებულებს საქართველოს მასშტაბით, სხვადასხვა რეგიონში, რეგისტრირებული ჰქონდათ კომპანიები, რომელთა სახელითაც ახორციელებდნენ უსაქონლო ოპერაციებს, რა დროსაც ისინი აყალბებდნენ დამატებული ღირებულების გადასახადის ანგარიშ-ფაქტურებს. ასევე, საგადასახადო დეკლარაციებში ყალბი მონაცემების შეტანის გზით, იქმნიდნენ ყალბ აქტივს დამატებული ღირებულების გადასახადში.


დღგ-ს დაბრუნების სისტემაში სახელმწიფოს აქვს კონტროლის ქმედითი მექანიზმი. სწორედ ამ მექანიზმისთვის თავის არიდების მიზნით, შემუშავდა დანაშაულებრივი სქემა, რომლის მეშვეობითაც კომპანიები შექმნილ ყალბ აქტივებს იყენებდნენ მათ მიერ საქართველოში იმპორტირებული საქონლის, ძირითადად ნავთობპროდუქტების განბაჟებისათვის განკუთვნილი გადასახადების და მიმდინარე საბიუჯეტო ვალდებულებების დასაფარად.


გამოძიების ამ ეტაპზე დადგენილია, რომ ზემოაღნიშნული ქმედებების შედეგად, გამოყენებული აქტივის ოდენობა ათეულობით მილიონი ლარია.


საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, სისხლის სამართლის საპროცესო იძულების ღონისძიების და ქონების შესაძლო ჩამორთმევის უზრუნველსაყოფად, სასამართლოს განჩინებების საფუძველზე, დაყადაღდა ბრალდებულების და მათთან დაკავშირებული პირების უძრავ-მოძრავ ქონება და საბანკო ანგარიშები. ამოღებული იქნა მილიონ ლარზე მეტი ნაღდი ფული და დიდი ოდენობით ძვირფასი ლითონის ნაკეთობები.


საქმეზე გრძელდება ინტენსიური გამოძიება ამ და სხვა დანაშაულებრივ სქემებში მონაწილე შესაძლო დამნაშავე პირთა გამოვლენა-მხილების მიზნით.


გამოძიება გრძელდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 185-ე მუხლის მე-3, 210-ე მუხლის მე-2, 218-ე მუხლის მე-2 და 194-ე მუხლის მე-2 და მე-3 ნაწილებით, რაც სასჯელის სახით ითვალისწინებს თავისუფლების აღკვეთას 9-დან 12 წლამდე ვადით.


აქვე გაცნობებთ, საგამოძიებო უწყებების კოორდინირებული მუშაობის ფარგლებში, პარალელურად, საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ანტიკორუფციულ სააგენტოში მიმდინარეობს გამოძიება, ზემოაღნიშნულ დანაშაულებრივ სქემაში შესაძლო მონაწილე საჯარო მოხელეთა გამოვლენის მიზნით. გასათვალისწინებელია ის გარემოება, რომ დღგ-ს აქტივის საბაჟოში ჩათვლისთვის გადასახადის გადამხდელს არ სჭირდება შემოსავლების სამსახურის თანამდებობის პირთან ფიზიკური კონტაქტი, ჩათვლა ხორციელდება ელექტრონული სისტემის მეშვეობით. ანტიკორუფციული სამსახური ასევე სწავლობს საჯარო მოხელეები უშუალოდ იყვნენ ჩართულნი ამ დანაშაულებრივ სქემაში, თუ მათი დანაშაულებრივი გულგრილობის შედეგად გახდა შესაძლებელი მისი ჩადენა.


ამასთანავე, სსიპ ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ბიუროში დანიშნულია საინფორმაციო-ტექნოლოგიური და კომპიუტერული ექსპერტიზები, რომელთა შედეგების მიხედვით შესაძლებელი იქნება მსჯელობა კონკრეტულ საჯარო მოხელეთა პასუხისმგებლობის შესახებ.


საგამოძიებო სამსახური, კიდევ ერთხელ, ხაზგასმით აღნიშნავს, რომ კანონის სრული სიმკაცრით დაისჯება დანაშულის ჩამდენი ყველა პირი, რომელმაც კანონსაწინააღმდეგო ქმედებით მნიშვნელოვანი ზიანი მიაყენა სახელმწიფო ბიუჯეტს", - აცხადებენ უწყებაში.


გურამიშვილის გამზირზე, საცხოვრებელ კორპუსში, სადაც  აფეთქება მოხდა, გაწმენდითი სამუშაოები მიმდინარეობს

გურამიშვილის გამზირზე, საცხოვრებელ კორპუსში, სადაც გუშინ აფეთქება მოხდა, ამ წუთებში გაწმენდითი სამუშაოები მიმდინარეობს.

 
ლონდონში საქართველოსა და გაერთიანებულ სამეფოს შორის სტრატეგიული პარტნიორობის შეთანხმება გაფორმდება, რომელიც ბრექსიტის შემდეგ შევა ძალაში

საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი დავით ზალკალიანი 20-21 ოქტომბერს გაერთიანებულ სამეფოს ეწვევა.

პოლიციამ ფონიჭალაში ნარკოდანაშაულისთვის 1 პირი დააკავა

შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომლებმა, განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკების უკანონო შეძენა-შენახვის ბრალდებით, 1993 წელს დაბადებული, წარსულში ნასამართლევი და ამჟამად პირობითი მსჯავრის ქვეშ მყოფი ა.პ. დააკავეს.

 
პოლიციამ თერჯოლაში მომხდარი ქურდობის ფაქტი ცხელ კვალზე გახსნა - დაკავებულია ერთი პირი

შინაგან საქმეთა სამინისტროს იმერეთის, რაჭა-ლეჩხუმისა და ქვემო სვანეთის პოლიციის დეპარტამენტის თერჯოლის რაიონული სამმართველოს თანამშრომლებმა,1982 წელს დაბადებული ე.ქ. ქურდობის ბრალდებით დააკავეს.

 
სალომე ზურაბიშვილი ტოკიოში იაპონიის იმპერატორის, ნარუჰიტოს ტახტზე ასვლის ცერემონიას დაესწრება

საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი სამუშაო ვიზიტით იაპონიაში გაემგზავრა.

მიხეილ სააკაშვილი: ჩვენ ვიყავით ყველაზე არაკორუმპირებული კაშკაშა ვარსკვლავი ევრაზიაში

საქართველოს ყოფილი პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი კიევში ახალგაზრდა ლიდერებს  შეხვდა.

წყალტუბოში ავტომობილს ცეცხლი გაუჩნდა

წყალტუბოში ავტომობილს ცეცხლი გაუჩნდა.

ბაქოში პოლიციამ საპროტესტო აქციის მონაწილე ათეულობით პირი დააკავა

აზერბაიჯანის დედაქალაქ ბაქოში პოლიციამ საპროტესტო გამოსვლის დროს ათეულობით ოპოზიციონერი აქტივისტი დააკავა.

ნინოწმინდაში მამაკაცს და პირუტყვს, სავარაუდოდ, მეხი დაეცა

ნინოწმინდის მუნიციპალიტეტის სოფელ სამებასთან, მთაში, ქართველმა მესაზღვრეებმა მამაკაცი გარდაცვლილი, მსხვილფეხა რქოსანი პირუტყვი კი დახოცილი იპოვეს.

ნატახტარში, პოლიციასა და აქტივისტებს შორის დაპირისპირება მოხდა

ოკუპაციის წინააღმდეგ დაგეგმილი აქცია პოლიციასა და აქტივისტებს შორის დაპირისპირებაში გადაიზარდა.

 
ირაკლი სესიაშვილი: ევროკავშირი, გაერო, ეუთო, ნატო - ყველა კონსოლიდირებულია ჩვენი ინტერესების გარშემო და ჩვენ ვამბობთ, რომ გამოვიყენებთ ყველა საშუალებას, რომ მივაღწიოთ დეოკუპაციას

„ევროკავშირი, გაერო, ეუთო, ნატო - ყველა კონსოლიდირებულია ჩვენი ინტერესების გარშემო და ჩვენ ვამბობთ, რომ გამოვიყენებთ ყველა საშუალებას, რომ მივაღწიოთ დეოკუპაციას“, - განაცხადა ირაკლი სესიაშვილმა ტელეკომპანია „იმედის“ ეთერში.

 

ირაკლი სესიაშვილი: რუსეთს რომ პრაგმატული პოლიტიკა ჰქონდეს და ცივილიზებული სამყაროს ნაწილი იყოს, პირიქით უნდა აწყობდეს სტაბილური და უსაფრთხო მეზობელი საქართველოს სახით

„რუსეთს რომ პრაგმატული პოლიტიკა ჰქონდეს და ცივილიზებული სამყაროს ნაწილი იყოს, პირიქით უნდა აწყობდეს სტაბილური და უსაფრთხო მეზობელი საქართველოს სახით“, - განაცხადა ირაკლი სესიაშვილმა ტელეკომპანია „იმედის“ ეთერში.
 

ირაკლი სესიაშვილი უკანონო ბორდერიზაციაზე: ეს არის რუსების მხრიდან პოლიტიკური ჩხვლეტა და მისი მიზანი საქართველოში პოლიტიკური არასტაბილურობის გამოწვევაა

„ეს არის რუსების მხრიდან პოლიტიკური ჩხვლეტა და მისი მიზანი საქართველოში პოლიტიკური არასტაბილურობის გამოწვევაა“, - ამის შესახებ პარლამენტის თავდაცვის და უშიშროების კომიტეტის თავმჯდომარემ ირაკლი სესიაშვილმა ტელეკომპანია „იმედის“ ეთერში განაცხადა.

სოფელ ჩოხში გოდერძი ჩოხელის მუზეუმი გაიხსნა

ქართველი მწერლის, რეჟისორის, სცენარისტისა და საზოგადო მოღვაწის გოდერძი ჩოხელის მუზეუმი მის მშობლიურ სოფელ ჩოხში აშენდა.

„დიდი და ბირთვული ქვეყანა ვართ და ჩვენს საზღვრებთან ნატო-ს ბაზების განთავსება გვაშფოთებს" - რუსეთის მუქარა საქართველოს

"ჩვენ დიდი და ბირთვული ქვეყანა ვართ და ჩვენს საზღვრებთან ნატო-ს ბაზების განთავსება გვაშფოთებს, ჩვენ ამას სამხედრო და პოლიტიკური გზით ვუპასუხებთ"

მანანა დოიჯაშვილს შანტაჟში და კლანურ მმართველობაში ადანაშაულებენ

თბილისის ივ.სარაჯიშვილის სახელობის სახელმწიფო კონსერვატორიაში ორშაბათს რექტორის არჩევნებია დაგეგმილი.

ვახტანგ გომელაური: ესკალაციის საფრთხე დღესდღეობით არ არსებობს არანაირად, ვითარებას სრულად ვაკონტროლებთ

შინაგან საქმეთა მინისტრი ვახტანგ გომელაური ქარელის მუნიციპალიტეტის სოფელ ატოცში საოკუპაციო ხაზზე მიმდინარე პროცესებს გამოეხმაურა.

გორის საავტომბილო გვირაბში მოძრაობა დროებით შეიზღუდება

საავტომობილო გზების დეპარტამენტის ინფორმაციით, 20 ოქტომბერს 11:00 სთ-დან 18:00 სთ-მდე, გორის საავტომობილო გვირაბის მარცხენა მხარეს (თბილისის მიმართულება) ყველა სახის ავტოტრანსპორტის მოძრაობა აიკრძალება.

ნათია თურნავა: გაზის მიწოდებასთან დაკავშირებულ რეგულაციებს კიდევ გავამკაცრებთ

ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა ნათია თურნავამ მედიასთან საუბრისას კიდევ ერთხელ მოუწოდა მოსახლეობას, ხელი შეუწყონ გაზგამანაწილებელ კომპანიებს, მისცენ მათ შესაძლებლობა, შეამოწმონ გაზის მოწყობილობები და შეუსაბამობის აღმოჩენის შემთხვევაში, გაზის მიწოდების აღდგენა თვითნებურად არ სცადონ.

ნათია თურნავამ პირველ საუნივერსიტეტო კლინიკაში მყოფი დაშავებული ქალბატონი მოინახულა

ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა პირველ საუნივერსიტეტო კლინიკაში გურამიშვილის გამზირზე დღეს მომხდარი უბედური შემთხვევის შედეგად დაშავებული ქალბატონი მოინახულა.

გიორგი გახარია: ღიმილს იწვევს თანმიმდევრულობაც, ლოგიკურობაც და კიდევ ბევრი რამ, აღარ შეიძლება უკვე ამ წერილზე საუბარი

საქართველოს პრემიერ-მინისტრ გიორგი გახარიას განცხადებით, ის ყოველთვის ემორჩილება კანონს და საჭიროების შემთხვევაში, პროკურატურაში ჩვენებასაც მისცემს.