სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის განცხადება

არაკეთილსინდისიერი მეწარმეების მიერ ყალბი მონაცემების გამოყენებით ფულადი აქტივის შექმნით სახელმწიფოს ათეულობით მილიონი ლარის ზიანი მიადგა, - ამის შესახებ განცხადებას სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური ავრცელებს.

,,სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ანტიკორუფციულ სააგენტოში, 2019 წლის 25 ივნისიდან, მიმდინარეობს გამოძიება სისხლის სამართლის საქმეზე, სამსახურებრივი უფლებამოსილების შესაძლო ბოროტად გამოყენების ფაქტზე, დანაშაული გათვალისწინებული საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 332-ე მუხლის პირველი ნაწილით.


დადგენილია, რომ არაკეთილსინდისიერი მეწარმეების მიერ ყალბი მონაცემების გამოყენებით ფულადი აქტივის შექმნით სახელმწიფოს ათეულობით მილიონი ლარის ზიანი მიადგა. ასევე დადგენილია, რომ შესაძლო დანაშულის ნიშნები იდენტიფიცირებული იყო სწორედ შემოსავლების სამსახურის თანამშრომლების მიერ.


გამოძიება მიმდინარეობს ინტენსიურ რეჟიმში, რათა დადგინდეს რამდენად სრულფასოვნად შეასრულეს საჯარო მოხელეებმა მათზე კანონით დაკისრებული მოვალეობები.


ამ ეტაპზე გამოკითხულია ყველა ის პირი, რომელსაც შემხებლობა ჰქონდა ხსენებულ საკითხთან დაკავშირებით", - აღნიშნულია უწყების მიერ გავრცელებულ განცხადებაში.


თემირლან მაჩალიკაშვილის საქმეზე გამოძიება შეწყდა

პანკისის ხეობაში სპეცოპერაციის დროს მოკლული თემირლან მაჩალიკაშვილის საქმეზე გამოძიება დასრულდა. ამის შესახებ პროკურატურაში გამართულ ბრიფინგზე განაცხადეს.

ჩხოროწყუში საცხოვრებელი სახლი დაიწვა

ჩხოროწყუში საცხოვრებელი სახლი დაიწვა. დღეს დილით გაჩენილი ხანძრის შედეგად ჩხოროწყუს მუნიციპალიტეტის სოფელ ხაბუმეში, ჯუმითის უბანში მცხოვრები ნუგზარ გულუას ორსართულიანი საცხოვრებელი სახლი მთლიანად დაიწვა.

მაია ცქიტიშვილმა მუნიციპალური განვითარების ფონდის 2019 წლის პროექტები შეაჯამა

რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრმა მაია ცქიტიშვილმა მუნიციპალური განვითარების ფონდის 2019 წლის ანგარიში წარადგინა.

ხორავას ქუჩის საქმეზე უზენაესი სასამართლოს გადაწყვეტილება დღეს გახდება ცნობილი

უზენაეს სასამართლოში ხორავას ქუჩის საქმის განხილვა დასრულდა. მოსამართლეთა კოლეგიის გადაწყვეტილება დღეს გახდება ცნობილი. 

მონტენეგრო – ევროპაში პუტინის დაკარგული ფორპოსტი, კრემლის წარუმატებელი ბალკანური ოპერაცია ( ვიდეო)

დოკუმენტურ ფილმში აღწერილია ის, თუ როგორ ცდილობდა რუსეთი ხელი შეეშალა მონტენეგროსთვის ნატო-ში გაწევრიანებისთვის და ამ ქვეყანაში პრორუსული ძალების მოსაყვანად ამბოხება მოეწყო.

"ახალი სკოლის მოდელში" სახელოვნებო განათლების პროექტის გაფართოებასთან დაკავშირებით საქართველოს მუზეუმების წარმომადგენლებთან შეხვედრა გაიმართა 

საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრის მოადგილემ ეკატერინე დგებუაძემ  განათლების რეფორმის ფარგლებში მიმდინარე „ახალი სკოლის მოდელში“ არაფორმალური სახელოვნებო განათლების ხელშეწყობის პროექტის „სკოლა მუზეუმში“ შესახებ საქართველოს მუზეუმების წარმომადგენლებთან გაცნობითი ხასიათის შეხვედრა გამართა. 

საქართველოს ეროვნული ბანკი კვლევითი ნაშრომების გამოქვეყნებას განაგრძობს

ეროვნული ბანკი საზოგადოებასთან ანალიტიკური კომუნიკაციის გაუმჯობესებას აგრძელებს და მორიგ კვლევით ნაშრომს აქვეყნებს.

დავით ნარმანია საერთაშორისო საინვესტიციო ფორუმზე პრეზენტაციით წარდგა

საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის (სემეკ) თავმჯდომარე დავით ნარმანია ენერგეტიკის საერთაშორისო საინვესტიციო ფორუმზე სიტყვით გამოვიდა და ენერგეტიკის სექტორის განვითარებაში მარეგულირებელი კომისიის როლის შესახებ პრეზენტაცია წარადგინა.

ფოთში მდინარე რიონზე ახალი ხიდი აშენდება

ქ. ფოთში, მდ. რიონზე გადასასვლელი საავტომობილო ხიდისა და მისასვლელი გზების მშენებლობისთვის  გამოცხადებულ საერთაშორისო ტენდერში, დაინტერესებული კომპანიების მიერ წარმოდგენილი სატენდერო წინანდადებები გაიხსნა. ინფორმაციას საავტომობილო გზების დეპარტამენტი ავრცელებს. 

ქუთაისის აეროპორტში ხარაჩო ჩამოიშალა

ქუთაისის დავით აღმაშენებლის სახელობის საერთაშორისო აეროპორტში ხარაჩო ჩამოიშალა.

POSTV: რა განსხვავებაა „ნაციონალური მოძრაობის“ მიერ ზონდერ ბრიგადის გამოყენებით დარბეულ საკრებულოს სხდომასა და გასულ კვირას საკრებულოში მომხდარ ფიზიკურ დაპირისპირებას შორის 

„ნაციონალური მოძრაობის“ მიერ ზონდერ ბრიგადის გამოყენებით დარბეული საკრებულოს სხდომა, ფიზიკური დაპირისპირება საკრებულოს წევრებს შორის და ამ ორ ფაქტს შორის სხვაობა - POSTV-ის გადაცემა „მედიარენტგენის“ ობიექტივში „ნაციონალური მოძრაობის“ წევრი ლევან ხაბეიშვილი და საკრებულოში გასულ კვირას მომხდარი ინციდენტი მოხვდა.

გომელაური შს სამინისტროს ყოფილ თანამშრომელზე: 6 წელი თუ დევნიდნენ უწყებაში როგორ მუშაობდა?!

"დანაშაულის აღმოჩენის შემთხვევაში თანამშრომელი ვალდებული იყო დაუყოვნებლივ წაეღო მტკიცებულებები გენინსპექციაში, ან პროკურატურაში, 6 წელი თუ დევნიდნენ, როგორ მუშაობდა",-ასე გამოეხმაურა შს მინისტრი ვახტანგ გომელაური ყოფილი თავდაცვის მინისტრის ოჯახის წევრსა და საპატრულო პოლიციის თანამშრომლებს შორის, რამდენიმე წლის წინ მომხდარ ინციდენტს.

გამყრელიძე კორონავირუსზე: დაბალი რისკის ზონა ვართ, მაგრამ მზადყოფნა აუცილებელია

დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის გენერალური დირექტორი ამირან გამყრელიძე ამბობს, რომ კორონავირუსის გავრცელების კუთხით, საქართველო დაბალი რისკის ზონაა, თუმცა მზადყოფნას აუცილებლობად მიიჩნევს.

ნათია თურნავა: ენერგეტიკული ბაზრის დერეგულირების პროცესი ეტაპობრივად განხორციელდება

"მიმდინარე ენერგეტიკული რეფორმის ბოლო მიღწევა დაკავშირებულია ბაზრის დერეგულირებასთან, რომლის თანახმად, 2019 წლის 1 მაისს ათმა მსხვილმა ინდუსტრიულმა მომხმარებელმა მიიღო წვდომა ელექტროენერგიის ღია ბაზარზე", - განაცხადა ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა საქართველოს ენერგეტიკის კვირეული 2020 - ს (Energy Week Georgia 2020) გახსნის ღონისძიებაზე სიტყვით გამოსვლისას.

გიორგი ჩაკვეტაძე: ბრალს მდებენ, თითქოს ფიზიკურ დაპირისპირებაში ვმონაწილეობდი - ეს დიდი ტყუილია 

თბილისის საკრებულოს სპორტის და ახალგაზრდულ საქმეთა კომისიის თავმჯდომარე გიორგი ჩაკვეტაძე 24 იანვარს, თბილისის საკრებულოში განვითარებულ მოვლენებთან დაკავშირებით მედიაში არასწორად გავრცელებულ ინფორმაციას გამოეხმაურა.

დიმიტრი ხუნდაძე ივანიშვილის პრემიერად შესაძლო დაბრუნებაზე: ცვლილებები არ იგეგმება

"ამ ეტაპზე "ქართული ოცნების" სამთავრობო გუნდის ცვლილება არ იგეგმება და არც განიხილება",- ასე უპასუხა პრემიერის პოსტზე ბიძინა ივანიშვილის შესაძლო დაბრუნების საკითხს საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა დიმიტრი ხუნდაძემ.

ვახტანგ გომელაური ლევან იზორიას ძმის ინციდენტს უმნიშვნელოს უწოდებს

შს მინისტრის ვახტანგ გომელაურის ლევან იზორიას ძმის ინციდენტს უმნიშვნელოს უწოდებს. მისი თქმით, იზორიას ძმა სამართალდამცველს არ აგინებს, შესაბამისად, მისი დაკავების საფუძველიც არ ყოფილა.

ჯანდაცვის მინისტრი: ქალაქ ვუჰანიდან საქართველოს მოქალაქეების ევაკუაცია იგეგმება

ჯანდაცვის მინისტრის ეკატერინე ტიკარაძის ინფორმაციით, ჩინეთის სახალხო რესპუბლიკასთან ფრენები აიკრძალება და ქალაქ ვუჰანიდან საქართველოს მოქალაქეების ევაკუაცია იგეგმება.

ნათია თურნავა: მასშტაბური ენერგეტიკული რეფორმის ამოცანაა ენერგობაზარი გახდეს უფრო ღია და კონკურენტული, მომხმარებელი კი უფრო მეტად დაცული

„საქართველოს მთავრობა და ჩვენი სამინისტრო ვახორციელებთ მასშტაბურ რეფორმას ენერგეტიკის სექტორში, რომლის ამოცანაა ჩვენი ენერგეტიკული ბაზარი დაემსგავსოს ევროპულ ენერგობაზარს და გახდეს უფრო ღია, უფრო კონკურენტული, ჩვენი მომხმარებელი კი  უფრო მეტად დაცული,“ - განაცხადა ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა ნათია თურნავამ საქართველოს ენერგეტიკული კვირეულის ფორუმზე ჟურნალისტებთან საუბრისას.

გერმანია კორონავირუსის გამოვლენის პირველ შემთხვევას ადასტურებს

გერმანია ახალი ტიპის კორონავირუსის პირველ შემთხვევას ადასტურებს.

ჩინეთიდან საქართველოში პირდაპირი ფრენები, შესაძლოა, დროებით შეჩერდეს

ჩინეთიდან საქართველოში პირდაპირი ფრენები შესაძლოა, დროებით შეჩერდეს. ამის შესახებ ეკონომიკის მინისტრმა ნათია თურნავამ განაცხადა.