პოლიციამ წელს 22 კილოგრამი "ჰეროინი," 2 კილომდე კოკაინი და განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალებები ამოიღო

შინაგან საქმეთა სამინისტროში ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის დირექტორის მამუკა ჭელიძის ბრიფინგი გაიმართა.

ჭელიძემ აღნიშნა, რომ 2019 წლის 1 იანვრიდან დღემდე, შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომლების მიერ ჩატარებული ოპერატიულ-საგამოძიებო ღონისძიებების შედეგად ამოღებულია: 22 კილოგრამი "ჰეროინი", 1 კილო და 900 გრამი "კოკაინი", 8500 აბი "სუბუტექსი" და "სუბოქსინი", 3500 აბზე მეტი "ექსტაზი", 9 კილოგრამამდე ფსიქოაქტიური ნივთიერება და 950 გრამი ფსიქოტროპული პრეპარატები.


პოლიციამ ნარკოდანაშაულისთვის კიდევ 4 პირი დააკავა - მათ შორის 2 ნარკორეალიზატორია.


ფოთში მოვაჭრეების აქცია მიმდინარეობს

ფოთში, თევზის ბაზრობის მოვაჭრეებმა დილით საავტომობილო გზა გადაკეტეს. მოვაჭრეები თევზის ბაზრობის გაუქმებას აპროტესტებენ და ამბობენ, რომ მერია მათ ფართების დატოვებას უკანონოდ სთხოვს.

"ჯივიპი" დღეს, ვაკის რაიონში, რამიშვილის ქუჩაზე ტექნიკურ სამუშაოებს ჩაატარებს

დღეს, 29 იანვარს, კომპანია "ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერი" ვაკის რაიონში, რამიშვილის ქ. N33-თან წყალსადენის ქსელზე გეგმურ ტექნიკურ სამუშაოებს ჩაატარებს.

ეროვნულმა ბანკმა მონეტარული პოლიტიკის განაკვეთი 9%-ზე დატოვა

ეროვნული ბანკის მონეტარული პოლიტიკის კომიტეტმა რეფინანსირების განაკვეთი უცვლელად 9%-ზე დატოვა. 

დედაქალაქში უფასო ელექტროდამტენების მონტაჟის პროცესი გრძელდება

დედაქალაქში უფასო ელექტროდამტენების მონტაჟის პროცესი გრძელდება. დამტენები უკვე დამონტაჟებულია გლდანში, საბურთალოზე, ნაძალადევში, დიდუბეში, ვაკეში, სამგორში, ჩუღურეთსა და ისანში, - ამის შესახებ თბილისის მერმა, კახა კალაძემ დედაქალაქის მთავრობის სხდომაზე განაცხადა.

მამუკა მდინარაძე: ნაციონალური ხელისუფლება ჩატაევთან თანამშრომლობდა - ეს „ნაცმოძრაობის“ ერთ-ერთი ლიდერის მიერ აღიარებული ფაქტია

ნაციონალური ხელისუფლება ჩატაევთან თანამშრომლობდა და ისინი ერთად მოქმედებდნენ - ეს ნაციონალების ერთ-ერთი ლიდერის მიერ აღიარებული ფაქტია, - ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა მამუკა მდინარაძემ ტვ „იმედის“ ეთერში განაცხადა.

ზონალურ-საათობრივი პარკირების სისტემა ბარათაშვილის ქუჩაზეც ამოქმედდება

10 მარტიდან ზონალურ-საათობრივი პარკირების სისტემა ბარათაშვილის ქუჩაზეც ამოქმედდება, - ამის შესახებ თბილისის მერმა, კახა კალაძემ მუნიციპალიტეტის მთავრობის დღევანდელ სხდომაზე განაცხადა. 

შიდა ქართლის რეგიონში ბინა 45 დევნილ ოჯახს გადაეცემა

დევნილთა საკითხების შემსწავლელი კომისია შიდა ქართლის რეგიონში იძულებით გადაადგილებული ოჯახებისთვის ბინების განაწილების საკითხს განიხილავს.

მალხაზ მაჩალიკაშვილი პარლამენტთან შეუძლოდ გახდა

პანკისის ხეობაში მოკლული თემირლან მაჩალიკაშვილის მამა მალხაზ მაჩალიკაშვილი პარლამენტთან შეუძლოდ გახდა. 

მალხაზ მაჩალიკაშვილი პარლამენტში შესვლას ითხოვს - დაპირისპირება საკანონმდებლო ორგანოსთან

საკანონმდებლო ორგანოსთან "ნაციონალური მოძრაობის" წევრები და პანკისის ხეობაში სპეცოპერაციის დროს მოკლული თემირლან მაჩალიკაშვილის მამა, მალხაზ მაჩალიკაშვილი იმყოფებიან. 

არაბთა გაერთიანებულ საამიროებში კორონავირუსის პირველი შემთხვევა დაფიქსირდა

არაბთა გაერთიანებულ საამიროებში კორონავირუსის პირველი შემთხვევა დაფიქსირდა. ამის შესახებ ინფორმაცია ქვეყნის ჯანდაცვის სამინისტრომ გაავრცელა. 

ჩინეთთან პირდაპირი ფრენები დროებით შეჩერდა 

საქართველოში კორონავირუსის შესაძლო გავრცელების პრევენციული ღონისძიებების ფარგლებში, დროებით შეწყდა პირდაპირი საჰაერო მიმოსვლა ჩინეთის სახალხო რესპუბლიკასთან. ინფორმაციას საქართველოს სამოქალაქო ავიაციის სააგენტო ავრცელებს.  

რუსთავში, სავარაუდოდ, გაზის გაჟონვის შედეგად ცოლ-ქმარი დაიღუპა

რუსთავში, სავარაუდოდ, ბუნებრივი აირის გაჟონვის შედეგად ცოლ-ქმარი დაიღუპა. არსებული ინფორმაციით, შემთხვევის შედეგად მოწამლულია ერთი პირი, რომელიც კლინიკაში გადაიყვანეს.

 
კორონავირუსით დაღუპულთა რიცხვი 132-მდე გაიზარდა

ჩინეთში, კორონავირუსით დაღუპულთა რიცხვი 132-მდე გაიზარდა, დაავადებული კი, 6,057 ადამიანია.

 
პოლიციამ განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკი ამოიღო - დაკავებულია ერთი პირი

შინაგან საქმეთა სამინისტროს თბილისის პოლიციის დეპარტამენტის ვაკე-საბურთალოს სამმართველოს თანამშრომლებმა, ჩატარებული ოპერატიულ-საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, თბილისის აეროპორტში ერთი პირი დააკავეს.

ოზურგეთში სუპერმარკეტის დაყაჩაღების ბრალდებით ერთი პირი დააკავეს 

შინაგან საქმეთა სამინისტროს გურიის პოლიციის დეპარტამენტის ოზურგეთის რაიონული სამმართველოს თანამშრომლებმა, ჩატარებული ოპერატიულ-სამძებრო და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, 1996 წელს დაბადებული, წარსულში ნასამართლევი და ამჟამად პირობითი მსჯავრის ქვეშ მყოფი ა.ტ., ყაჩაღობის
ბრალდებით, მოსამართლის განჩინების საფუძველზე დააკავეს.

გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს ინსპექტორებისთვის ტრენინგი გაიმართა 

გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს სსდ გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტმენტის რეგიონებში მომუშავე  ინსპექტირებისთვის ტრენინგები გაიმართა ქ.ქუთაისა და ქ.ბათუმში.

მუხიანის მეოთხე ა მიკრორაიონში სკვერის რეაბილიტაცია განხორციელდება

გლდანის რაიონში კიდევ ერთი სკვერის რეაბილიტაცია იწყება. მუხიანის მეოთხე ა მიკრორაიონის N5-N6-N7 კორპუსების მიმდებარედ არსებულ სკვერს სრული რეაბილიტაცია ჩაუტარდება.

 
ხელვაჩაურში ახალსოფელი-ხოფის გზატკეცილზე 1,320 კმ გზაზე მოწყობის სამუშაოები მიმდინარეობს

ხელვაჩაურში ახალსოფელი-ხოფის გზატკეცილზე 1,320 კმ გზაზე მოწყობის სამუშაოები მიმდინარეობს. გზის რეაბილიტაციის პროგრამის ფარგლებში აღნიშნულ ტერიტორიაზე დაიგება ასფალტობეტონის საფარი და მოეწყობა ცხაურები და კიუვეტები.

არჩილ თალაკვაძე: ოპოზიციის ნაწილს მხოლოდ დესტაბილიზაცია აინტერესებს

"ჩვენ ვხედავდით სხდომებზე, შეხვედრებზე, აქციებზე, რომ ოპოზიციის ამ ნაწილს ძალიან ეჩქარებოდა ცვლილებები ნებისმიერ ფასად და იმაშიც დავრწმუნდით, რომ სინამდვილეში, არა პროპორციული ან მაჟორიტარული, არამედ საარჩევნო ყუთის გვერდის ავლით უნდოდათ ამის მიღწევა",- ამის შესახებ პარლამენტის თავმჯდომარემ არჩილ თალაკვაძემ განაცხადა.

Startup Grind Tbilisi- მა ბრიტანელ ინვესტორს ნელსონ გრეის უმასპინძლა

28 იანვარს სასტუმრო Wyndham Grand-ში, სტარტაპ გრაინდმა მსოფლიო ბანკთან, ევროკავშირთან და ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს ინოვაციების და ტექნოლოგიების სააგენტოსთან თანამშრომლობით ბრიტანელ ინვესტორთან ნელსონ გრეისთან შეხვედრა გამართა.

პეტრას ციხემდე მისასვლელი გზა განახლდება 

ციხისძირი-ნიავი-პეტრას ციხეს მიმართულებით საავტომობილო გზაზე ასფალტობეტონის საფარის
მოწყობის სამუშაოები  მიმდინარეობს.