ბახტაძე: ჩვენ გვჭირდება ღრმაწყლოვანი პორტი, შევასრულებთ ყველა ვალდებულებას და ვიმედოვნებ, კონსორციუმიც შეძლებს აღებული პირობის დაკმაყოფილებას

"სახელმწიფო შეასრულებს იმ ვალდებულებას, რომელიც სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია ქვეყნის ტრანზიტული პოტენციალის განვითარებისთვის, ანუ ღრმაწყლოვანი პორტი უნდა აშენდეს".

- ასე უპასუხა საქართველოს პრემიერ-მინისტრმა მამუკა ბახტაძემ ჟურნალისტების კითხვას, იგეგმება თუ არა ანაკლიის კონსორციუმისთვის ვალდებულებების შესრულების ვადის კიდევ უფრო გახანგრძლივება.


მთავრობის მეთაურმა აღნიშნა, რომ მშენებელთან დაკავშირებით,რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტრო ელოდება კონსორციუმის პასუხს, ჩატარდა კონკურსიც, რომელში გამარჯვებულ კომპანიას ექნება ვალდებულება, ააშენოს პორტი იმ ვადებში, რომელიც აუცილებელია.


“ამასთან ერთად, უმნიშვნელოვანესია ფინანსური საკითხების დასრულება, რათა თითოეულ ჩვენგანს და კონსორციუმს ჰქონდეს განცდა, რომ ფინანსურირესურსი მობილიზებულია პორტის მშენებლობის დაწყებისა და გაცხადებულ ვადებში დასრულებისთვის. ჩვენ მაქსიმალურ მხარდაჭერას გავაკეთებთანაკლიის კონსორციუმისადმი, რომ ეს პროექტი დასრულდეს წარმატებით. ამ პროექტის ასეთ სტატუსში ყოფნა სამუდამოდ ვერ გაგრძელდება. ეს აზარალებსქვეყანას, ვინაიდან ჩვენ გვჭირდება ღრმაწყლოვანი პორტი, მაგრამ ამავდროულად, სრული მხარდაჭერა გვაქვს გამოცხადებული ანაკლიის კონსორციუმისმიმართ და მაქვს იმედი, რომ კონსორციუმი შეძლებს ყველა იმ პირობის დაკმაყოფილებას,რომელიც საკუთარ თავზე აიღო”,- აღნიშნა პრემიერმა.


ჩუმათელეთი-ხუნევის მონაკვეთზე მისაბმელიანი ავტოტრანსპორტის მოძრაობა აიკრძალა

საავტომობილო გზების დეპარტამენტის ინფორმაციით, ინტენსიური თოვის და ლიპყინულის გამო, თბილისი–სენაკი–ლესელიძის საავტომობილო გზის 138–158კმ მონაკვეთზე მისაბმელიანი და ნახევრადმისაბმელიანი ავტოტრანსპორტის მოძრაობა აკრძალულია.

გიორგი გახარია: ჩვენ არ გვაქვს პრობლემა, რომ ყველა სახის შეფასება დავსხდეთ და ობიექტურად განვიხილოთ

“ჩვენ არ გვაქვს პრობლემა, რომ ყველა სახის შეფასება, თუნდაც მწვავე, სამართლიანი, შეიძლება, ჩვენი გადმოსახედიდან უსამართლო, დავსხდეთ და ობიექტურად განვიხილოთ, რასაც უახლოეს პერიოდში გავაკეთებთ".

გიორგი გახარია: მნიშვნელოვანია, რომ ტრანსნაციონალური ფინანსური კორპორაციები საქართველოს ფინანსურ მდგომარეობას პოზიტიურად აფასებენ

"ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ტრანსნაციონალური ფინანსური კორპორაციები საქართველოს დღევანდელ ფინანსურ მდგომარეობას და ჩვენი ფინანსური მდგრადობის ხარისხს პოზიტიურად აფასებენ".

ალპანა-ცაგერის საავტომობილო გზაზე შეზღუდვები დაწესდა

საავტომობილო გზების დეპარტამენტის ინფორმაციით, ინტენსიური თოვის გამო, ალპანა-ცაგერის საავტომობილო გზის 10-22კმ მონაკვეთზე, მისაბმელიანი, ნახევრადმისაბმელიანი ავტოტრანსპორტის და 30 ადგილზე მეტი ტევადობის ავტობუსების მოძრაობა აკრძალულია.

პენიტენციური სამსახური: ნინო ლომჯარია ციხეში ვანო მერაბიშვილსა და ირაკლი ოქრუაშვილს შეხვდა

პენიტენციური სამსახური N9 პენიტენციურ დაწესებულებაში სახალხო დამცველის ვიზიტის შესახებ განცხადებას ავრცელებს, რომელშიც ნათქვამია, რომ ნინო ლომჯარიამ ციხეში ვანო მერაბიშვილი და ირაკლი ოქრუაშვილი მოინახულა. 

 

ნინო ლომჯარია ე.წ. მატროსოვის ციხეში ვანო მერაბიშვილის მონახულებას არ ადასტურებს

სახალხო დამცველი ნინო ლომჯარია ე.წ. მატროსოვის ციხეში პატიმრების სანასახავად იმყოფებოდა, თუმცა არ ასაჯაროებს იმ მსჯავრდებულთა ვინაობას, ვინც მან სასჯელაღსრულების დაწესებულებაში მოინახულა. 

გიორგი გახარია: ჩვენი პოლიტიკური პარტნიორები აფასებენ საქართველოში დემოკრატიზაციის კუთხით არსებულ პროგრესს

"ჩვენთვის მნიშვნელოვანი იყო შეხვედრები ჩვენს კოლეგებთან, ევროპელ პარტნიორებთან, სადაც განვიხილეთ როგორც საქართველოს ევროპული მისწრაფებები, ასევე ოკუპაციის პრობლემა და საოკუპაციო ხაზზე მიმდინარე მოვლენები".

Citigroup საქართველოს ფინანსური ბაზრის განვითარებაში ინვესტირებით დაინტერესდა

"ამერიკული მულტინაციონალური საინვესტიციო ბანკი Citigroup-ი დაინტერესებულია საქართველოს ფინანსური ბაზრის განვითარების პროცესში ინვესტირებით და გამოთქვამს სურვილს, შეიძინოს საქართველოს ხაზინის მიერ გამოშვებული გარკვეული მოცულობის ფასიანი ქაღალდები".

ირაკლი კობახიძე: „ნაციონალური მოძრაობა“ 2012 წლამდეც ახერხებდა, საერთაშორისო პარტნიორებისთვის არასწორი ინფორმაცია მიეწოდებინა და ასე გაემართლებინა წამების ფაქტები

საპარლამენტო უმრავლესობის ერთ-ერთი წევრი ირაკლი კობახიძე აცხადებს, რომ ოთხი კონგრესმენის წერილში არაერთი ფაქტობრივი უზუსტობაა, რომლებიც აუცილებლად გასწორდება.

ირაკლი კობახიძე: რიტორიკა ოპოზიციის მხრიდან ზედმეტად მძაფრია. მათ არ აქვთ ის მდგომარეობა, რომ ასეთი რიტორიკით ისაუბრონ

რეალობა არის ის, რომ, თუ ვერ შევთანხმდით ოპოზიციასთან, იმ შემთხვევაში ძალაში დარჩება არსებული შერეული სისტემა, - ამის შესახებ პარლამენტის ყოფილმა თავმჯდომარემ, საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა ირაკლი კობახიძემ მედიას განუცხადა.

გომი-საჩხერე-ჭიათურა-ზესტაფონის გზაზე შეზღუდვები დაწესდა

საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს საავტომობილო გზების დეპარტამენტი გზებზე არსებულ ვითარებასთან დაკავშირებით ინფორმაციას ავრცელებს.

ირაკლი კობახიძე კონგრესმენების წერილზე: შეიცავს არაერთ ძალიან უხეშ ფაქტობრივ უზუსტობას - აუცილებლად გვექნება რეაგირება

წერილი შეიცავს არაერთ ძალიან უხეშ ფაქტობრივ უზუსტობას. ისეთებს, რომელთან დაკავშირებითაც სრული ინფორმაცია აქვს ქართველ საზოგადოებას, - პარლამენტის ექსთავმჯდომარე ირაკლი კობახიძე მედიასთან კონგრესმენების წერილს გამოეხმაურა.

მებაჟე ოფიცრებმა „წითელ ხიდსა“ და „სარფში“ არადეკლარირებული სიგარეტი გამოავლინეს

საბაჟო გამშვებ პუნქტებში- „წითელი ხიდი“ და „სარფი“, სიგარეტის კანონდარღვევით შემოტანის მცდელობის ფაქტები აღიკვეთა.

ირაკლი კობახიძე: გრიგოლ ვაშაძემ აღიარა, რომ სახელმწიფო გადატრიალების მცდელობის უკან „ნაციონალური მოძრაობა“ იდგა

საპარლამენტო უმრავლესობის წევრის, ირაკლი კობახიძის განცხადებით, გრიგოლ ვაშაძემ აღიარა, რომ სახელმწიფო გადატრიალების მცდელობის უკან „ნაციონალური მოძრაობა“ იდგა.

ჯანდაცვის სამინისტრო: სიმართლეს არ შეესაბამება ინფორმაცია, რომ ზუგდიდში 22 წლის ქალი "კორონავისრუსით" გარდაიცვალა

ჯანდაცვის სამინისტროს განცხადებით, ლაბორატორიულად დადასტურდა, რომ ზუგდიდში 22 წლის ქალი გრიპის B ტიპის ვირუსით დაიღუპა.

ირაკლი ბურდული: გიორგი შარვაშიძის დისერტაცია პლაგიატი არ არის

„როდესაც გიორგი შარვაშიძემ დაიცვა დისერტაცია, არ არსებობდა ქვეყანაში ისეთი სტანდარტები, როგორიც დღეს. დღევანდელ სტანდარტებს ვერ ექნება გავლენა 2002 ან 2003 წელზე“, - ამის შესახებ თსუ-ს პროფესორმა, იურიდიული ფაკულტეტის დეკანის მოადგილემ ირაკლი ბურდულმა განაცხადა.

მიხეილ ჩხენკელმა დიდი ბრიტანეთის ერთ-ერთ საუკეთესო სანაოსნო სასწავლებელის ხელმძღვანელობასთან მომავალი პარტნიორობის გეგმები განიხილა

საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრი მიხეილ ჩხენკელი განათლების მსოფლიო ფორუმში მონაწილეობას იღებს, რომელიც ლონდონში იმართება.

მუხიანში ძველი ავტობუსები "ISUZU"-ს მარკის ავტობუსებით ჩანაცვლდა

თბილისის საზოგადოებრივი ტრანსპორტის რეფორმის ფარგლებში, მუხიანის დასახლებაში მოძრავი № 17 სამარშრუტო ავტობუსი "ISUZU"-ს მარკის რვა მეტრიანი ავტობუსებით ჩანაცვლდა.

შოკოლადის მწარმოებელი კომპანია Camille Bloch-ი საქართველოში თხილის პლანტაციებს გააშენებს

შოკოლადის მწარმოებელი ცნობილი შვეიცარიული კომპანია Camille Bloch-ი საქართველოში თხილის პლანტაციებს გააშენებს, ქართულ თხილს კი პროდუქტ “რაგუსას” წარმოებაში გამოიყენებს,  - საინვესტიციო პროექტის განხორციელების დეტალებზე საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი გახარიამ და კომპანიის აღმასრულებელმა დირექტორმა დანიელ ბლოხმა დავოსში გამართული შეხვედრისას ისაუბრეს.

ლარი 0.28 თეთრით გამყარდა

23 იანვრის ვაჭრობის შედეგად აშშ დოლარი გაუფასურდა და 2.8867 ლარი შეადგინა. კურსი, რომელიც დღეს მოქმედებდა, 2.8895 ლარი იყო. შესაბამისად, დოლარის ცვლილებამ ეროვნულ ვალუტასთან მიმართებაში 0.28 თეთრი შეადგინა.

თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში ევროპის უნივერსიტეტების ასოციაციის წარმომადგენელთა შეხვედრა გაიმართა

120-ზე მეტი ევროპული უნივერსიტეტის წარმომადგენელი ევროპულ უნივერსიტეტებში სადოქტორო განათლების კვლევების შედეგებსა და სამომავლო გეგმებს ვორქშოფზე განიხილავს.