საერთაშორისო სათხილამურო ფედერაციის წარმომადგენელი: „საქართველოში სათხილამურო სპორტის განვითარების დიდი შესაძლებლობები ადვილი დასანახია“

მსოფლიო დონის საერთაშორისო სპორტული ღონისძიებების საქართველოში ჩატარებას და სამზადისს საერთაშორისო სათხილამურო ფედერაციის ფრისტაილის კოორდინატორი ჯოზეფ ფიდჯერალდი აფასებს.

მისი განცხადებით, ფედერაციის გადაწყვეტილება 2023 წელს მსოფლიო ჩემპიონატის საქართველოში ჩატარებაზე იყო ლოგიკური, რადგან ადვილი დასანახია საქართველოში და განსაკუთრებით, ბაკურიანში სათხილამურო სპორტის განვითარების შესაძლებლობები.


„უკვე რამდენიმე წელია, შესარჩევ კონკურსში ვარ ჩართული და ეს ძალიან ადვილი გადაწყვეტილება იყო, ვინაიდან ადვილი დასანახია საქართველოში და განსაკუთრებით, ამ მხარეში სათხილამურო სპორტის განვითარების შესაძლებლობები. ჩვენ ძალიან მჭიდროდ ვითანამშრომლეთ „მთის განვითარების კომპანიასა“ და საქართველოს სათხილამურო ფედერაციასთან, რათა ყველა მიმართულება გაგვეხადა უმაღლესი საერთაშორისო სტანდარტების შესაბამისი. შეიძლება წარმოვიდგინოთ, რომ რამდენიმე წელიწადში 14 ქვეყნის 11 000-ზე მეტი სპორტსმენი ჩამოვა აქ და რადგან კარგად ვიცი, რამხელა სითბოს და მეგობრობას ვგრძნობდი საქართველოში თითოეული ადამიანისგან და რამდენად კარგი სამუშაო გარემოა აქ, როდესაც ეს სპორტსმენები დაბრუნდებიან თავიანთ სამშობლოში, დარწმუნებული ვარ, იმავე შთაბეჭდილებებს წაიღებენ“, - განაცხადა ჯოზეფ ფიდჯერალდმა


საერთაშორისო სათხილამურო ფედერაციის ფრისტაილის კოორდინატორმა განსაკუთრებული მადლობა გადაუხადა ქართულ მხარეს გაწეული შრომისთვის.


„ეს არის გადამწყვეტი ნაბიჯი და მოუთმენლად ველოდებით თქვენთან ერთად მუშაობას მომდევნო წლებში, ხოლო 2023 წელს ძალიან წარმატებული ჩემპიონატის ჩატარებას“, - აღნიშნა ფიდჯერალდმა.


დღეს ბაკურიანში ავსტრიულ-შვეიცარულ კომპანია „დოპელმაიერ-გარავენტა ჯგუფთან“ სამი ახალი საბაგიროს მშენებლობაზე ხელშეკრულება გაფორმდა. საბაგიროების საერთო სიგრძე 5 კილომეტრი იქნება, რაც დაახლოებით 20 კმ. სათხილამურო-სასრიალო ტრასას ნიშნავს. პროექტი დიდველის ტერიტორიაზე განხორციელდება.


 


 


საქართველოსა და აზერბაიჯანის საზღვარს დელიმიტაციის კომისიების ექსპერტები ერთობლივად აზომავენ

როგორც "პირველს" საგარეო საქმეთა სამინისტროდან აცნობეს, მხარეებმა განიხილეს დელიმიტაციის პროცესის მიმდინარეობა და პოზიციები შეუთანხმებელ მონაკვეთებთან მიმართებაში.

მასწავლებლებისთვის ფულად ჯილდოზე განაცხადების მიღება 20 აგვისტოს დასრულდება

მიმდინარეობს საპენსიო ასაკს მიღწეული პრაქტიკოსი მასწავლებლების რეგისტრაციის პროცესი ფულად ჯილდოზე, რომელსაც მათ სახელმწიფო სთავაზობს.

ზუგდიდში ავტოავარიას ახალგაზრდა მამაკაცი ემსხვერპლა

ზუგდიდის მუნიციპალიტეტის სოფელ რუხში ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად ახალგაზრდა მამაკაცი დაიღუპა.

მითი რუსეთ-თურქეთის დაახლოების შესახებ მითადვე დარჩა

საქართველოს სტრატეგიისა და საერთაშორისო ურთიერთობების კვლევის ფონდის მკვლევარი ზურა ბატიაშვილი მიიჩნევს, რომ გრძელვადიან პერიოდში რუსეთ-თურქეთის დაახლოებას პერსპექტივა არ აქვს.

საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა გუგუტიანთკარში შექმნილი ვითარება ეუთო-ს მოქმედთავმჯდომარესთან განიხილა

საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა დავით ზალკალიანმა საგანგებო ვითარებაში გამართა სატელეფონო ზარი ეუთოს მოქმედ თავმჯდომარესთან - სლოვაკეთის საგარეო და ევროპის საქმეთა მინისტრთან, მიროსლავ ლაიჩეკთან.

ზურაბ გირჩი ჯაფარიძის ანგარიშები დაყადაღდა

ორგანიზაცია "ახალგაზრდა ადვოკატების" მოთხოვნის საფუძველზე, სასამართლოს კანონიერ ძალაში
შესული გადაწყვეტილების აღუსრულებლობის გამო, პოლიტიკოსს ზურაბ გირჩი ჯაფარიძის
საქართველოს ბანკებში არსებული ყველა ანგარიში დაყადაღდა.

ჭიათურის მუნიციპალიტეტის მერიისა და „ჯორჯიან მანგანეზის“ ინიციატივით გრაფიტის ფესტივალი გაიმართება

ჭიათურაში, ჭავჭავაძის ქუჩის მიმდებარე კედელი, რომელიც აკაკი წერეთლის სახელობის თეატრთან მდებარეობს, გრაფიტებით მოიხატება. ნახატები თეატრთან და მაღაროელებთან ასოცირებულ თემატიკაზე შეიქმნება.

ლარი უმნიშვნელოდ გამყარდა

19 აგვისტოს ვაჭრობის შედეგად აშშ დოლარი გაუფასურდა და 2.9225 ლარი შეადგინა. კურსი, რომელიც
დღეს მოქმედებდა, 2.9232 ლარი იყო. შესაბამისად, დოლარის ცვლილებამ ეროვნულ ვალუტასთან
მიმართებაში 0.07 თეთრი შეადგინა.
  

საქართველოს ელჩი ისრაელის საგარეო საქმეთა მინისტრს შეხვდა

შეხვედრის ფარგლებში მხარეებმა ხაზი გაუსევს ისრაელსა და საქართველოს ისტორიულ მეგობრობას და აღნიშნეს ქვეყნებს შორის ყველა მიმართულებით ორმხრივითანამშრომლობის კიდევ უფრო გაღრმავების და განვითარების მნიშვნელობა.

უბნები, სადაც ხვალ ელექტრომომარაგება შეიზღუდება

გეგმიურ-პროფილაქტიკური სამუშაოების ჩატარების გამო 20 აგვისტოს ელექტრომომარაგება დროებით შეიზღუდება.

საქართველოს პრეზიდენტი ლიეტვუაში ოკუპაციასა და უკანონო ბორდერიზაციზე ისაუბრებს

საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი 22 აგვისტოს ლიეტვუას რესპუბლიკას ეწვევა.

ჯეიმს აპატურაი გუგუტიანთკარის მოვლენებზე : ეს უნდა დასრულდეს

სამხრეთ კავკასიისა და ცენტრალურ აზიაში ნატო-ს გენერალური მდივნის ყოფილი სპეციალური წარმომადგენელი ჯეიმს აპატურაი გუგუტიანთკარში მიმდინარე უკანონოდ ე.წ. საზღვრის გავლების პროცესს ეხმაურება. 

ვიქტორ ნოზაძის ქუჩაზე რეაბილიტაცია სრულდება

საბურთალოს რაიონში, ვიქტორ ნოზაძის ქუჩაზე მიმდინარე გზის სარეაბილიტაციო სამუშაოები სრულდება.

ჰოლივუდთან ახალ პროექტებზე მოლაპარაკებები მიმდინარეობს

"აწარმოე საქართველოშის" დირექტორი, მიხეილ ხადურელი თბილისში "ფორსაჟი 9"-ის გადაღებასთან დაკავშირებით სოციალურ ქსელში სტატუსს აქვეყნებს და აღნიშნულ ფაქტს "ჰოლივუდის მიერ საქართველოსთვის მწვანე შუქის ანთებად" აფასებს.

მიხეილ ხიდურელი: ვულოცავ ყველას! ჰოლივუდმა, როგორც ინდუსტრიამ, საქართველოს მწვანე შუქი აუნთო

სააგენტოს „აწარმოე საქართველოში“ ხელმძღვანელი მიხეილ ხიდურელი სოციალურ ქსელში საქართველოში „ფორსაჟი 9“-ის გადაღებების მნიშვნელობაზე საუბრობს.

ბიძინა გეგიძემ შესაძლოა უმრავლესობა დატოვოს

საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, „ქართული ოცნების“ დეპუტატმა ბიძინა გეგიძემ დღეს გამართულ პრესკონფერენციაზე სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურში მის დაბარებასთან დაკავშირებით ისაუბრა.

"ოპოზიციას აქვს ერთადერთი მიზანი, ძირი გამოუთხარონ ქვეყანას და ჩაითრიონ ის სამხედრო პროვოკაციაში"

პარლამენტის თავმჯდომარის განცხადებით, ოპოზიციის ნაწილის პროვოკაციული ქმედებებით ხდება ოკუპაციის ხელშეწყობა და ეს ემსახურება რუსეთის პოზიციების გაძლიერებას ოკუპირებულ ტერიტორიებზე

მაშველებმა შავ ზღვაზე 6 ადამიანი დახრჩობას გადაარჩინეს

შინაგან საქმეთა სამინისტროს საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის განცხადებით მაშველებმა დღეს დილიდან შავი ზღვის სანაპირო ზოლზე 6 ადამიანის სიცოცხლე გადაარჩინეს. 

ოკუპირებულ აფხაზეთში რუსეთის მოქალაქე ზღვაში დაიხრჩო

ოკუპირებულ აფხაზეთში, ბიჭვინთის სანაპიროზე რუსეთის მოქალაქე, 32 წლის ქალი დაიხრჩო. 

თბილისის მერია მცირე და საშუალო ბიზნესის წარმომადგენლებს ციფრულ და ონლაინ მედიამარკეტინგში უფასოდ დაატრენინგებს

თბილისის მერიის ღამის ეკონომიკის განვითარების პროექტი "ღამის ლაბორატორიის" ღონისძიებათა სერიის ფარგლებში, ბიზნეს აქსელერატორ "სპარკთან" ერთად, მცირე და საშუალო ბიზნესის წარმომადგენლებს სთავაზობს უფასო ტრენინგების სერიას ციფრულ და ონლაინ მედიამარკეტინგში.

ლაგოდეხის მუნიციპალიტეტის სოფელ მაწიმში ხანძარია

ლაგოდეხის მუნიციპალიტეტის სოფელ მაწიმში ცეცხლი ბუჩქნარს და ეკალ-ბარდს გაუჩნდა.