გიორგი პაპუაშვილმა როლანდ ბლადაძეს სადავო სახლი დაუბრუნა

საკონსტიტუციო სასამართლოს ყოფილ თავმჯდომარე გიორგი პაპუაშვილსა და მოქალაქე როლანდ ბლადაძეს შორის მიღწეული შეთანხმების შედეგად, როლანდ ბლადაძემ ქალაქ ბათუმში, გორგილაძის ქუჩაზე მდებარე ერთადერთი საცხოვრებელი სახლი დაიბრუნა.

როლანდ ბლადაძე დღეს ქონებაჩამორთმეული აღარ არის. როლანდ ბლადაძე, დღეს ჩამორთმეული სახლის ერთადერთი და ნამდვილი მესაკუთრეა. აღნიშნულის შესახებ საჯარო განცხადება ორგანიზაცია „ახალგაზრდა ადვოკატების“ ხელმძღვანელმა, როლანდ ბლადაძის ინტერესების დამცველმა, არჩილ კაიკაციშვილმა ქ. ბათუმში, როლანდ ბლადაძის ოჯახის წევრებთან ერთად, დაბრუნებულ სახლთან გააკეთა.


არჩილ კაიკაციშვილის განცხადებით, გიორგი პაპუაშვილის გადაწყვეტილება არის ღირსეული, ქმნის მორალურ-სამართლებრივ ჩარჩოს, რომლითაც სრულდება მძიმე ისტორია და იქმნება ახალი ურთიერთობები.


„გიორგი პაპუაშვილის გადაწყვეტილება სწორი სამოქალაქო პოზიციაა - სასამართლოს მიერ დავის განხილვის დასრულების შემდეგაც და მის მიუხედავად, მხარეებმა შეძლეს საკუთარი პოზიციების და მოსაზრებების დაახლოება, საკითხის გადაწყვეტა, რაც თითოეული მხარის ინტერესს სრულად აკმაყოფილებს. ჩვენი სურვილია განიმარტოს საკითხიც, რათა არ დარჩეს არავითარი ბუნდოვანება - ბუნებრივია, ჩვენ საქმის ხასიათიდან გამომდინარე, სასამართლო დავის მიმდინარეობისას, ვერ ავცდით გიორგი პაპუაშვილის კრიტიკას. ყველა კომენტარი, რომელიც გაკეთდა, ემსახურებოდა მხოლოდ სასამართლო დავაში მხარის ინტერესების დაცვას და მიზნად არ ისახავდა გიორგი პაპუაშვილის რეპუტაციის შელახვას. შესაბამისად, თუკი რომელიმე განცხადებით შეიბღალა გიორგი პაპუაშვილის საქმიანი რეპუტაცია, გამოვთქვამთ წუხილს, რაც არ ყოფილა მიზანმიმართული ქმედება, რაც მეტწილად განაპირობა საქმის ისტორიამ, მაღალმა საჯარო ინტერესმა“ - განაცხადა არჩილ კაიკაციშვილმა, რომელმაც მადლობა გადაუხადა საქმის ირგვლივ მხარდაჭერისთვის საზოგადოებას, სამოქალაქო ჯგუფებს, ჟურნალისტურ კორპუსს, საერთაშორისო ორგანიზაციებს, დავის მონაწილე მხარეებს, მათ წარმომადგენლებს და თავად როლანდ ბლადაძეს პროფესიული ნდობისთვის.


საქართველოს უზენაესი სასამართლოში, სახელმწიფოსთან - საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროსა და 2007-2016 წლებში, საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს თავმჯდომარე გიორგი პაპუაშვილთან მოქალაქე როლანდ ბლადაძის ჩამორთმეული ქონების საქმეზე, დავა სამმხრივი მორიგების აქტის საფუძველზე, 2018 წლის 11 ივნისს დასრულდა, რასაც საკასაციო სასამართლომ უწოდა ისტორიული შეთანხმება და ფაქტი (მოსამართლეები: ნინო ბაქაქური (თავმჯდომარე მოსამართლე), ზურაბ ძლიერიშვილი, ბესარიონ ალავიძე).


საქართველოს უზენაესი სასამართლოს 2018 წლის 11 ივნისის განჩინების საფუძველზე, გაუქმდა თბილისის სააპელაციო სასამართლოს 15 მარტის განჩინება (მოსამართლეები: მერაბ ლომიძე (თავმჯდომარე), თეა ძიმისატარაშვილი, ამირან ძაბუნიძე) და თბილისის საქალაქო სასამართლოს 2016 წლის 5 აგვისტოს გადაწყვეტილება (მოსამართლე: დიანა ფარქოსაძე), რომლითაც როლანდ ბლადაძის მოთხოვნები არ იქნა დაკმაყოფილებული. სასამართლოს ახალი განჩინებით, საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრომ აიღო ვალდებულება, სასამართლოს განჩინების კანონიერ ძალაში შესვლიდან დაუყოვნებლივ, მაგრამ არაუგვიანეს 1 (ერთი) თვის ვადაში, მოემზადებინა და საქართველოს მთავრობისთვის განსახილველად წარედგინა საქართველოს მთავრობის განკარგულების პროექტი, რომლის თანახმადაც: სახელმწიფო საკუთრებაში არსებული 262.39 კვ.მ უძრავი ქონება, მდებარე ქ. თბილისი, ნინო ჟვანიას (ყოფილი კეკელიძე) ქ. N72-ში, მე-3 სექცია, მე-12 სართული, პირდაპირი მიყიდვის ფორმით, სიმბოლურ ფასად 1 (ერთ) ლარად საკუთრებაში გადაეცემოდა როლანდ ბლადაძეს. სახელმწიფომ ყველა ვალდებულება მოქალაქის წინაშე პირნათლად შეასრულა - 2018 წლის 3 დეკემბერს, როლანდ ბლადაძე გახდა ჩამორთმეული ქონების სანაცვლოდ, ქ. თბილისში, ალტერნატიული საცხოვრებელი ფართის მესაკუთრე.


მხარეებმა საქართველოს უზენაესს სასამართლოში დამდგარი შედეგების გათვალისწინებით, გააგრძელეს მოლაპარაკების პროცესი, დაახლოეს საერთო ინტერესები, რომლის შედეგადაც, გიორგი პაპუაშვილმა როლანდ ბლადაძეს, ნასყიდობის ხელშეკრულების საფუძველზე, დაუთმო ბათუმის საცხოვრებელი ფართი.


საქართველოს უზენაესს სასამართლოში საქმეზე სხდომები 5 თვის განმავლობაში მიმდინარეობდა. საკასაციო სასამართლომ 2017 წლის 15 სექტემბრის განჩინებით, საქმე პრეცედენტული დავის სტატუსით, დასაშვებად ცნო. საქმიდან 2017 წლის 20 ივნისსა და 8 სექტემბერს თვითაცილება განაცხადეს მოსამართლეებმა: მაია ვაჩაძემ, ნუგზარ სხირტლაძემ და პაატა სილაგაძემ. მანამდე, თბილისის სააპელაციო სასამართლოში, საქმიდან აცილებულ იქნა განმხილველი პალატა მოსამართლეების: გიორგი გოგიაშვილის, ნინო ქადაგიძისა და მანანა ჩოხელის შემადგენლობით. როლანდ ბლადაძის საქმე, საქართველოს საერთო სასამართლოების სისტემაში, 2004-2018 წლებში, სულ 42 მოსამართლემ განიხილა.


2014 წლიდან ეროვნულ და საერთაშორისო დონეზე, საქმეზე ადვოკატირების პროცესი „ახალგაზრდა ადვოკატებმა“ დაიწყეს. როლანდ ბლადაძის ინტერესების დაცვა ორგანიზაციის ხელმძღვანელმა, არჩილ კაიკაციშვილმა შეძლო, რომელმაც საქმეს უწოდა - სისტემა მოქალაქის წინააღმდეგ.


ჩუმათელეთი-ხუნევის მონაკვეთზე მისაბმელიანი ავტოტრანსპორტის მოძრაობა აიკრძალა

საავტომობილო გზების დეპარტამენტის ინფორმაციით, ინტენსიური თოვის და ლიპყინულის გამო, თბილისი–სენაკი–ლესელიძის საავტომობილო გზის 138–158კმ მონაკვეთზე მისაბმელიანი და ნახევრადმისაბმელიანი ავტოტრანსპორტის მოძრაობა აკრძალულია.

გიორგი გახარია: ჩვენ არ გვაქვს პრობლემა, რომ ყველა სახის შეფასება დავსხდეთ და ობიექტურად განვიხილოთ

“ჩვენ არ გვაქვს პრობლემა, რომ ყველა სახის შეფასება, თუნდაც მწვავე, სამართლიანი, შეიძლება, ჩვენი გადმოსახედიდან უსამართლო, დავსხდეთ და ობიექტურად განვიხილოთ, რასაც უახლოეს პერიოდში გავაკეთებთ".

გიორგი გახარია: მნიშვნელოვანია, რომ ტრანსნაციონალური ფინანსური კორპორაციები საქართველოს ფინანსურ მდგომარეობას პოზიტიურად აფასებენ

"ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ტრანსნაციონალური ფინანსური კორპორაციები საქართველოს დღევანდელ ფინანსურ მდგომარეობას და ჩვენი ფინანსური მდგრადობის ხარისხს პოზიტიურად აფასებენ".

ალპანა-ცაგერის საავტომობილო გზაზე შეზღუდვები დაწესდა

საავტომობილო გზების დეპარტამენტის ინფორმაციით, ინტენსიური თოვის გამო, ალპანა-ცაგერის საავტომობილო გზის 10-22კმ მონაკვეთზე, მისაბმელიანი, ნახევრადმისაბმელიანი ავტოტრანსპორტის და 30 ადგილზე მეტი ტევადობის ავტობუსების მოძრაობა აკრძალულია.

პენიტენციური სამსახური: ნინო ლომჯარია ციხეში ვანო მერაბიშვილსა და ირაკლი ოქრუაშვილს შეხვდა

პენიტენციური სამსახური N9 პენიტენციურ დაწესებულებაში სახალხო დამცველის ვიზიტის შესახებ განცხადებას ავრცელებს, რომელშიც ნათქვამია, რომ ნინო ლომჯარიამ ციხეში ვანო მერაბიშვილი და ირაკლი ოქრუაშვილი მოინახულა. 

 

ნინო ლომჯარია ე.წ. მატროსოვის ციხეში ვანო მერაბიშვილის მონახულებას არ ადასტურებს

სახალხო დამცველი ნინო ლომჯარია ე.წ. მატროსოვის ციხეში პატიმრების სანასახავად იმყოფებოდა, თუმცა არ ასაჯაროებს იმ მსჯავრდებულთა ვინაობას, ვინც მან სასჯელაღსრულების დაწესებულებაში მოინახულა. 

გიორგი გახარია: ჩვენი პოლიტიკური პარტნიორები აფასებენ საქართველოში დემოკრატიზაციის კუთხით არსებულ პროგრესს

"ჩვენთვის მნიშვნელოვანი იყო შეხვედრები ჩვენს კოლეგებთან, ევროპელ პარტნიორებთან, სადაც განვიხილეთ როგორც საქართველოს ევროპული მისწრაფებები, ასევე ოკუპაციის პრობლემა და საოკუპაციო ხაზზე მიმდინარე მოვლენები".

Citigroup საქართველოს ფინანსური ბაზრის განვითარებაში ინვესტირებით დაინტერესდა

"ამერიკული მულტინაციონალური საინვესტიციო ბანკი Citigroup-ი დაინტერესებულია საქართველოს ფინანსური ბაზრის განვითარების პროცესში ინვესტირებით და გამოთქვამს სურვილს, შეიძინოს საქართველოს ხაზინის მიერ გამოშვებული გარკვეული მოცულობის ფასიანი ქაღალდები".

ირაკლი კობახიძე: „ნაციონალური მოძრაობა“ 2012 წლამდეც ახერხებდა, საერთაშორისო პარტნიორებისთვის არასწორი ინფორმაცია მიეწოდებინა და ასე გაემართლებინა წამების ფაქტები

საპარლამენტო უმრავლესობის ერთ-ერთი წევრი ირაკლი კობახიძე აცხადებს, რომ ოთხი კონგრესმენის წერილში არაერთი ფაქტობრივი უზუსტობაა, რომლებიც აუცილებლად გასწორდება.

ირაკლი კობახიძე: რიტორიკა ოპოზიციის მხრიდან ზედმეტად მძაფრია. მათ არ აქვთ ის მდგომარეობა, რომ ასეთი რიტორიკით ისაუბრონ

რეალობა არის ის, რომ, თუ ვერ შევთანხმდით ოპოზიციასთან, იმ შემთხვევაში ძალაში დარჩება არსებული შერეული სისტემა, - ამის შესახებ პარლამენტის ყოფილმა თავმჯდომარემ, საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა ირაკლი კობახიძემ მედიას განუცხადა.

გომი-საჩხერე-ჭიათურა-ზესტაფონის გზაზე შეზღუდვები დაწესდა

საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს საავტომობილო გზების დეპარტამენტი გზებზე არსებულ ვითარებასთან დაკავშირებით ინფორმაციას ავრცელებს.

ირაკლი კობახიძე კონგრესმენების წერილზე: შეიცავს არაერთ ძალიან უხეშ ფაქტობრივ უზუსტობას - აუცილებლად გვექნება რეაგირება

წერილი შეიცავს არაერთ ძალიან უხეშ ფაქტობრივ უზუსტობას. ისეთებს, რომელთან დაკავშირებითაც სრული ინფორმაცია აქვს ქართველ საზოგადოებას, - პარლამენტის ექსთავმჯდომარე ირაკლი კობახიძე მედიასთან კონგრესმენების წერილს გამოეხმაურა.

მებაჟე ოფიცრებმა „წითელ ხიდსა“ და „სარფში“ არადეკლარირებული სიგარეტი გამოავლინეს

საბაჟო გამშვებ პუნქტებში- „წითელი ხიდი“ და „სარფი“, სიგარეტის კანონდარღვევით შემოტანის მცდელობის ფაქტები აღიკვეთა.

ირაკლი კობახიძე: გრიგოლ ვაშაძემ აღიარა, რომ სახელმწიფო გადატრიალების მცდელობის უკან „ნაციონალური მოძრაობა“ იდგა

საპარლამენტო უმრავლესობის წევრის, ირაკლი კობახიძის განცხადებით, გრიგოლ ვაშაძემ აღიარა, რომ სახელმწიფო გადატრიალების მცდელობის უკან „ნაციონალური მოძრაობა“ იდგა.

ჯანდაცვის სამინისტრო: სიმართლეს არ შეესაბამება ინფორმაცია, რომ ზუგდიდში 22 წლის ქალი "კორონავისრუსით" გარდაიცვალა

ჯანდაცვის სამინისტროს განცხადებით, ლაბორატორიულად დადასტურდა, რომ ზუგდიდში 22 წლის ქალი გრიპის B ტიპის ვირუსით დაიღუპა.

ირაკლი ბურდული: გიორგი შარვაშიძის დისერტაცია პლაგიატი არ არის

„როდესაც გიორგი შარვაშიძემ დაიცვა დისერტაცია, არ არსებობდა ქვეყანაში ისეთი სტანდარტები, როგორიც დღეს. დღევანდელ სტანდარტებს ვერ ექნება გავლენა 2002 ან 2003 წელზე“, - ამის შესახებ თსუ-ს პროფესორმა, იურიდიული ფაკულტეტის დეკანის მოადგილემ ირაკლი ბურდულმა განაცხადა.

მიხეილ ჩხენკელმა დიდი ბრიტანეთის ერთ-ერთ საუკეთესო სანაოსნო სასწავლებელის ხელმძღვანელობასთან მომავალი პარტნიორობის გეგმები განიხილა

საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრი მიხეილ ჩხენკელი განათლების მსოფლიო ფორუმში მონაწილეობას იღებს, რომელიც ლონდონში იმართება.

მუხიანში ძველი ავტობუსები "ISUZU"-ს მარკის ავტობუსებით ჩანაცვლდა

თბილისის საზოგადოებრივი ტრანსპორტის რეფორმის ფარგლებში, მუხიანის დასახლებაში მოძრავი № 17 სამარშრუტო ავტობუსი "ISUZU"-ს მარკის რვა მეტრიანი ავტობუსებით ჩანაცვლდა.

შოკოლადის მწარმოებელი კომპანია Camille Bloch-ი საქართველოში თხილის პლანტაციებს გააშენებს

შოკოლადის მწარმოებელი ცნობილი შვეიცარიული კომპანია Camille Bloch-ი საქართველოში თხილის პლანტაციებს გააშენებს, ქართულ თხილს კი პროდუქტ “რაგუსას” წარმოებაში გამოიყენებს,  - საინვესტიციო პროექტის განხორციელების დეტალებზე საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი გახარიამ და კომპანიის აღმასრულებელმა დირექტორმა დანიელ ბლოხმა დავოსში გამართული შეხვედრისას ისაუბრეს.

ლარი 0.28 თეთრით გამყარდა

23 იანვრის ვაჭრობის შედეგად აშშ დოლარი გაუფასურდა და 2.8867 ლარი შეადგინა. კურსი, რომელიც დღეს მოქმედებდა, 2.8895 ლარი იყო. შესაბამისად, დოლარის ცვლილებამ ეროვნულ ვალუტასთან მიმართებაში 0.28 თეთრი შეადგინა.

თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში ევროპის უნივერსიტეტების ასოციაციის წარმომადგენელთა შეხვედრა გაიმართა

120-ზე მეტი ევროპული უნივერსიტეტის წარმომადგენელი ევროპულ უნივერსიტეტებში სადოქტორო განათლების კვლევების შედეგებსა და სამომავლო გეგმებს ვორქშოფზე განიხილავს.