მიწის რეგისტრაციის რეფორმის ფარგლებში 700 000 განცხადება წარმატებით დარეგისტრირდა

მიწის რეგისტრაციის რეფორმის ამოქმედებიდან 3 წლის განმავლობაში, გამარტივებული და ხელმისაწვდომი პროცედურებით, 700 000 განცხადება წარმატებით დარეგისტრირდა.

რეფორმის ფარგლებში, შესაბამისი განაცხადისა და აზომვითი ნახაზის წარმოდგენის შემდეგ, ყველა პროცედურას, რაც საკუთრების უფლების რეგისტრაციისთვისთვის არის საჭირო, საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტო უფასოდ ახორციელებს.


კერძოდ, რეფორმის ფარგლებში, უფასოა შემდეგი სერვისები: საჯარო რეესტრის მიერ მოქალაქის ინტერესში დოკუმენტაციის მოძიება და სისტემატიზაცია; ნოტარიუსის მიერ გარიგებაზე მხარეთა ხელმოწერის დამოწმება; სანოტარო მედიაცია; მიწის ნაკვეთზე საკუთრების უფლების აღიარება; ფაქტების კონსტატაცია; მიწის ნაკვეთზე საკუთრების უფლების პირველადი რეგისტრაცია, საკადასტრო აზომვითი ნახაზის გარეშე რეგისტრირებული მიწის ნაკვეთების დაზუსტება.


რეგისტრაციისთვის საჭირო სერვისების მიღებაში საჯარო რეესტრი მოქალაქეებს პროაქტიულად ეხმარება. ამ ეტაპზე, საკუთრების აღიარებისთვის შესაბამის კომისიაში საჯარო რეესტრიდან 28 ათასამდე განცხადებაა გაგზავნილი, 54 000-მდე განცხადებაზე საჯარო რეესტრი მოქალაქის ნაცვლად უფლებისდამდგენ დოკუმენტაციას სხვადასხვა უწყებაში თავად იძიებს. ასევე სადავო მიწის ნაკვეთებზე ნოტარიუსთან უფასო მედიაციას საჯარო რეესტრი მოქალაქეებს თავად უნიშნავს, რის შედეგადაც 1741 კომპლექსური საქმე მორიგებით დასრულდა. (მუდმივად განახლებადი მონაცემები განთავსებულია საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს ოფიციალურ ვებგვერდზე https://napr.gov.ge/chart ).


კანონი მიწის რეგისტრაციის რეფორმის შესახებ, რომელმაც მიწის რეგისტრაცია გაამარტივა და მოქალაქეთათვის მაქსიმალურად ხელმისაწვდომი გახადა, 2016 წლის 1 აგვისტოდან ამოქმედდა და 2020 წლის 1 იანვრამდე გრძელდება.


მიწის ნაკვეთების რეგისტრაციისთვის მოქალაქეებს შეუძლიათ, მიმართონ საჯარო რეესტრის ფილიალებს, იუსტიციის სახლებსა და საზოგადოებრივ ცენტრებს.


14 ოქტომბერს სვეტიცხოვლობა აღინიშნება

საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესია სვეტიცხოვლობას აღნიშნავს. ამასთან დაკავშირებით ტაძრებში წირვა-ლოცვა შესრულდება.

რეჟისორი მიხეილ კობახიძე გარდაიცვალა

ქართველი რეჟისორი მიხეილ კობახიძე 80 წლის ასაკში გარდაიცვალა.

ასპინძაში სატვირთო ძროხას დაეჯახა

ასპინძა-ახალქალაქის გზაზე, დაბა ასპინძის შესასვლელთან, ტრაილერი ადგილობრივის ძროხას დაეჯახა. საქონელი ადგილზე მოკვდა. შემთხვევა 13 ოქტომბერს, დაახლოებით 20:00 საათზე მოხდა.

ჯუთაში, მწვერვალზე, ორი მოქალაქე დაშავდა

შსს-ს გადაუდებელი დახმარების ოპერატიული მართვის ცენტრ "112"-ში შემოვიდა ინფორმაცია, რომ სტეფანწმინდის რაიონში, სოფელ ჯუთაში, მწვერვალზე, საქართველოს ორი მოქალაქე დაშავდა და საჭირო იყო მაშველების დახმარება.

ხაშურში ყოფილი ცოლის მკვლელობაში ბრალდებულს პატიმრობა შეეფარდა

ხაშურში, ყოფილი მეუღლის მკვლელობაში ბრალდებულ ირაკლი დეკანოიძეს აღმკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეეფარდა.

იაპონია სტიქიას ებრძვის - ტაიფუნის შედეგად გარდაცვლილთა რიცხვი 23-მდე გაიზარდა

როგორც იაპონიის საზოგადოებრივი მაუწყებელი წერს ეს ყველაზე ძლიერი წყალდიდობაა იაპონიაში ბოლო 60 წლის განმავლობაში.

 

 
ირაკლი დეკანოიძეს ბრალი წაუყენეს

ხაშურში ყოფილი ცოლის მკვლელობისთვის ბრალდებულ ირაკლი დეკანოიძეს ბრალი წაუყენეს. პროცესი გორის რაიონულ სასამართლოში ცოტა ხნის წინ დასრულდა.

 

"42 წლის კაცი ცოლს მამასთან ერთად სცემდა" - რას ჰყვებიან სოფელში

ნინოწმინდაში დააკავეს მამა-შვილი, რომლებიც ოჯახის წევრზე, ფიზიკურად და ფსიქოლოგიურად სისტემატურად ძალადობდნენ. ერთ-ერთ სოფელში მცხოვრები ეკომიგრანტების ოჯახში, დაკავების შემდეგ მხოლოდ მსხვერპლი - ფ.ს. ცხოვრობს.

აჭარა სოფლის ტურიზმის ფესტივალს "განდაგანას" მასპინძლობს

ბათუმში ევროპის მოედანზე ტურიზმის ფესტივალი "განდაგანა" - გაიხსნა. ვიზიტორებს ორი დღის განმავლობაში 5 მუნიციპალიტეტისთვის დამახასიათებელი ნაწარმისა და ხელნაკეთ ნივთების დათვალიერება შეეძლებათ.

ვაკეში, ლიცენზიის მქონე ტაქსისტმა უკრაინის მოქალაქეს სცემა

ვაკეში, აბაშიძის ქუჩაზე ლიცენზირებული ტაქსის მძღოლი უკრაინის მოქალაქეს ფიზიკურად გაუსწორდა. ცნობილია, რომ ინციდენტის მიზეზი მგზავრობის ტარიფი გახდა.

გორში ახალგაზრდა კაცი არასრულწლოვანთან გარყვნილი ქმედების ბრალდებით დააკავეს

შსს-ს შიდა ქართლის პოლიციის დეპარტამენტის გორის რაიონული სამმართველოს თანამშრომლებმა, ჩატარებული ოპერატიულ-სამძებრო და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, 1999 წელს დაბადებული ტ.ც.,სექსუალური ხასიათის სხვაგვარი ქმედების ბრალდებით, გორში დააკავეს. 

3 დაღუპული და 2 დაშავებული - კახეთში მსუბუქი ავტომობილი ტრაილერს შეეჯახა

კახეთში, წნორი-ლაგოდეხის გზაზე, სოფელ ჰერეთისკართან "ოპელის" მარკის ავტომობილი ტრაილერს შეეჯახა. შედეგად მსუბუქ ავტომობილში მყოფი სამი ადამიანი გარდაიცვალა 2 კი დაშავდა.

 

მერაბ კოსტავას გარდაცვალებიდან 30 წელი გავიდა

ზუგდიდში, ეროვნული გმირის მერაბ კოსტავას გარდაცვალებიდან 30 წლისთავთან დაკავშირებით, ადგილობრივი მთავრობის წარმომადგენლებმა მისი ბიუსტი ყვავილებით შეამკეს და ხსოვნას პატივი მიაგეს.

ორი პირის დაჭრის ფაქტზე თელავში ახალგაზრდა კაცი დააკავეს

შინაგან საქმეთა სამინისტროს კახეთის პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა, ჩატარებული ოპერატიულ-საგამოძიებო ღონისძიებების შედეგად, თელავში ორი პირის დაჭრის ფაქტი ცხელ კვალზე გახსნეს.

"სვეტიცხოვლობასთან" დაკავშირებით, მცხეთაში ავტოტრანსპორტის მოძრაობა და პარკირება შეიზღუდება

შსს-ს საპატრულო პოლიციის დეპარტამენტი გაცნობებთ, რომ "სვეტიცხოვლობის" დღესასწაულთან დაკავშირებით, საზოგადოებრივი წესრიგისა და უსაფრთხოების დაცვის მიზნით, მცხეთის ქუჩებზე ავტოტრანსპორტის მოძრაობა და პარკირება შეიზღუდება.

 

მედიის წარმომადგენლები თბილისის წყალმომარაგების პროცესს ეცნობიან

დღეს, 13 ოქტომბერს, ჯივიპი მედიის წარმომადგენლებს მასპინძლობს. მედია ტურის ფარგლებში ჟურნალისტები ღრმაღელეს საფილტრე სადგურზე იმყოფებიან.

თამთა თოდაძის ადვოკატი პროკურატურას იმ სამართალდამცველების გამოკითხვას სთხოვს რომლებიც მასთან შემთხვევის დღეს იმყოფებოდნენ

თამთა თოდაძის ადვოკატი თამარ ლუკავა, პროკურატურას დამატებითი საგამოძიებო მოქმედების ჩატარების მოთხოვნით მიმართავს.

"მოვიდა სასამართლო სამედიცინო ექსპერტიზის პასუხი, ის არსებითად წინააღმდეგობაში მოდის თამთა თოდაძის ჩვენებებთან"

ძალადობაში ბრალდებული თბილისის საკრებულოს მაჟორიტარი დეპუტატის ილია ჯიშკარიანის ადვოკატის, ოთარ სუყაშვილის განცახდებით, თამთა თოდაძის ჩვენება აბსოლუტურად წინააღმდეგობაში მოდის მტკიცებულებებთან. 

ყოფილი ცოლის მეგობარი მამაკაცი საკუთარ შვილებთან ურთიერთობას უკრძალავდა - ხაშურში მომხდარი მკვლელობის დეტალები

ხაშურში ყოფილის ცოლის მკვლელობის ბრალდებით დაკავებულის და, ია დეკანოიძე ამბობს, რომ მისი ძმა, იძულებული გახადეს ჩაედინა სასტიკი დანაშაული. ის გამოძიებას, საქმეში მესამე პირის არსებობით დაინტერესებას სთხოვს.

თბილისის აეროპორტში დიდი ოდენობით ნარკოტიკების შემოტანის ფაქტზე უცხო ქვეყნის მოქალაქე დააკავეს

შსს-ს სამეგრელო-ზემო სვანეთის პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა, განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა-შენახვისა და საქართველოში უკანონოდ შემოტანის ფაქტზე, ბრალდებულის სახით დააკავეს უცხო ქვეყნის მოქალაქე - 1968 წელს დაბადებული ი.ო.

მსოფლიოს პირველი ქვიშის თამაშები საზეიმოდ გაიხსნა

კატარის დედაქალაქ დოჰაში მსოფლიოს პირველი ქვიშის თამაშების გახსნის საზეიმო ცერემონია გაიმართა. ღონისძიებას დოჰას კულტურულ ცენტრში მდებარე ამფითეატრმა უმასპინძლა.