გუგუტიანთკართან მიმდინარე უკანონო პროცესების შესახებ საგარეო უწყებამ უცხოელ დიპლომატებს დეტალური ინფორმაცია მიაწოდა

საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, გორის რაიონის სოფელ გუგუტიანთკარის სიახლოვეს მიმდინარე უკანონო პროცესების შესახებ მინისტრის მოადგილემ ლაშა დარსალიამ უცხოელ პარტნიორებს დიპლომატებს ინფორმაცია მიაწოდა.

"2019 წლის 14 აგვისტოს საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე ლაშა დარსალია საქართველოში აკრედიტებული დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლებს შეხვდა.


შეხვედრის თემას წარმოადგენდა სოფელ გუგუტიანთკარში რუსეთის საოკუპაციო ძალების მიერ ხელოვნური ბარიერების აღმართვის უკანონო პროცესის გაგრძელება და მისი ჰუმანიტარული შედეგები ადგილობრივი მოსახლეობისთვის.

ლაშა დარსალიამ უცხოელ დიპლომატებს დეტალური ინფორმაცია მიაწოდა გორის რაიონის სოფელ გუგუტიანთკარის სიახლოვეს მიმდინარე უკანონო პროცესების შესახებ. მინისტრის მოადგილემ აღნიშნა, რომ მსგავსი დესტრუქციული ნაბიჯები უკიდურესად ართულებს საოკუპაციო ხაზის სიახლოვეს მცხოვრები მოსახლეობის ისედაც მძიმე ჰუმანიტარულ მდგომარეობას და ახდენს უსაფრთხოების გარემოს შემდგომ დესტაბილიზაციას. მან ხაზი გაუსვა, რომ ასეთი ქმედებებით რუსეთი სრულად უგულებელყოფს საერთაშორისო სამართლის ფუნდამენტურ ნორმებს და უხეშად არღვევს ევროკავშირის შუამავლობით 2008 წლის 12 აგვისტოს დადებულ ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმებას.

შეხვედრაზე ხაზი გაესვა საერთაშორისო თანამეგობრობის კონსოლიდირებული ძალისხმევის მნიშვნელობას საოკუპაციო ხაზზე მიმდინარე უკანონო პროცესების შესაჩერებლად. თავის მხრივ, უცხოელმა დიპლომატებმა კიდევ ერთხელ დაადასტურეს საქართველოს სუვერენიტეტის, ტერიტორიული მთლიანობისა და სამშვიდობო პოლიტიკის მხარდაჭერა".


სოფელ გუგუტიანთკარში რუსი სამხედროები ე.წ. საზღვრების გავლებას განაგძობენ და ადგილობრივი მოსახლეობის ეზოებში ძელებს არჭობენ.


2 ოჯახის რაზმაძეებისა და გუგუტიშვილების საცხოვრებელი სახლები და ეზოები ე.წ. საღვრის მიღმა რჩება. ადგილზე მუშაობს სპეციალური ტექნიკაც.


სიახლეები მსგავს თემაზე

გუგუტიანთკარში რუსი სამხედროები ე.წ. საზღვრების გავლებას განაგრძობენ

სოფელ გუგუტიანთკარში რუსი სამხედროები ე.წ. საზღვრების გავლებას განაგძობენ და ადგილობრივი მოსახლეობის ეზოებში ძელებს არჭობენ.

არჩილ თალაკვაძე: მისასალმებელია, რომ გიორგი გახარიას მინისტრთა კაბინეტში ორივე ვიცე-პრემიერი ქალია

"ქართული ოცნება” პოლიტიკაში ქალთა მონაწილეობას და თანაბარ შესაძლებლობებს განსაკუთრებულ ყურადღებას უთმობს - მისასალმებელია, რომ გიორგი გახარიას მინისტრთა კაბინეტში ორივე ვიცე-პრემიერი არის ქალი".

ზუგდიდის მერია: შაბათი ინტელექტუალური თამაშების დღედ გამოცხადდა და არა ინტელექტუალების

ზუგდიდის მერიაში აცხადებენ, რომ შაბათის ინტელექტის დღედ გამოცხადების შესახებ ინფორმაცია საზოგადოებაში არასწორი ინტერპრეტაციითა გავრცელებული.

არასამთავრობო სექტორის, ბიზნეს წრეების წარმომადგენლები და დეპუტატები შრომის კოდექსში შესატან ცვლილებებზე მსჯელობენ

შრომის კოდექსში შესატან ცვლილებებთან დაკავშირებით მსჯელობა მიმდინარეობს.

ფერეიდნელ ქართველებს, რომლებიც ირანიდან საქართველოში ფეხით ჩამოვიდნენ, თელავის ისტორიულ მუზეუმში უმასპინძლეს

სამ ფერეიდნელ ქართველს, რომელიც ირანიდან საქართველოში ფეხით ჩამოვიდა, დღეს  თელავის ისტორიულ მუზეუმში უმასპინძლეს.

სალომე ზურაბიშვილი: ჯიღაურას სამეცნიერო ცენტრში მოვიყვან ყველა უცხოელ სტუმარს, რათა ნახონ რა შესაძლებლობები აქვს საქართველოს

საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი ჯიღაურას მრავალწლოვანი კულტურების საცდელ-სადემონსტრაციო ბაზას ესტუმრა და ვირუსოლოგიის ლაბორატორიის მუშაობის სპეციფიკას გაეცნო.

ავტობანზე 20 მეხანძრე-მაშველი იყო მობილიზებული

ავტობანზე ხანძარი ლიკვიდირებულია.

ცენტრალური ავტომაგისტრალის გორის მონაკვეთზე მსუბუქი მანქანა დაიწვა

თბილისი-სენაკი-ლესელიძის ავტომაგისტრალის გორის მონაკვეთზე მსუბუქი ავტომობილი დაიწვა.

 
„თბილსერვის ჯგუფი“ დედაქალაქში დასუფთავების მასშტაბურ სამუშაოებს ახორციელებს

დედაქალაქში დასუფთავების მასშტაბური სამუშაოები, ე.წ. „შაბათობები“ გრძელდება.

ბაჩო ოდიშარია - POSTV - ქართული საზოგადოება შემოდგომის სეზონის მთავარ პოლოლიტიკურ კურიოზს შეესწრო, ასპარეზზე გამოჩნდა ახალი მოძრაობა, სახელწოდებით ,,ლელო“ გამოჩნდა

ინტერნეტტელევიზია POSTV-ს ანალიტიკოსი, ბაჩო ოდიშარია საავტორო ვიდეობლოგში, ბიზნესმენ მამუკა ხაზარაძის მიერ ანაკლიაში საზოგადოებრივი მოძრაობა „ლელო"-ს წარდგენაზე საუბრობს.

 

გიორგი გახარია: ჩვენს მოქალაქეებს სჭირდებათ გარემონტებული, უსაფრთხო სკოლა და მნიშვნელოვანია სწრაფი, გაზომვადი შედეგები

ჩვენს მოქალაქეებს სჭირდებათ გარემონტებული, უსაფრთხო სკოლა და მნიშვნელოვანია სწრაფი, გაზომვადი შედეგები, - ამის შესახებ პრემიერ-მინისტრმა გიორგი გახარიამ განათლების სამინისტროს თანამშრომლებთან შეხვედრისას განაცხადა.

“მაკკეინის ინსტიტუტი და ის პოლიტიკური ჯგუფები, რომლებიც ამერიკაში მაკკეინის სახელთან ასოცირდებიან, დღემდე განსაკუთრებული სიყვარულით გამოირჩევიან „ნაციონალური მოძრაობისადმი“

ინტერნეტტელევიზია POSTV-ის პერსონალური ბლოგი თბილისში გამართული საერთაშორისო კონფერენციის შესახებ მოგვითხრობს, სადაც ირმა ინაშვილსა და დევიდ კრამერს შორის დაპირისპირება მოხდა.

იერუსალიმში საქართველოს ისტორიულ კვალს ქართველი, პოლონელი და ებრაელი მეცნიერები შეისწავლიან

იერუსალიმში საქართველოს ისტორიულ კვალს ქართველი, პოლონელი და ებრაელი მეცნიერები შეისწავლიან. გეგუთის სასახლის არქიტექტურული კომპლექსის ტერიტორიაზე, დღეს მხარეებს შორის  თანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა.

შსს: თბილისში, მოქალაქემ საკუთარი მანქანა სადაზღვეო კომპანიისგან თანხის მიღების მიზნით გადამალა და თქვა, რომ მოპარეს

თბილისში, ბერი გაბრიელ სალოსის ქუჩაზე მანქანის ქურდობის ფაქტი არ დადასტურდა.

კარალეთში მეფუტკრე-ფერმერებს ფუტკრის დაცვის საერთაშორისო დღე მიულოცეს

ფუტკრის დაცვის საერთაშორისო დღე კარალეთში მეფუტკრე-ფერმერებს მიულოცეს.

ბაღდათის დროებითი მოთავსების იზოლატორი თანამედროვე სტანდარტების შესაბამისად განახლდა

შინაგან საქმეთა სამინისტროს სისტემური განახლების ფარგლებში, დაკავებულთა უფლებების დაცვის მაღალი სტანდარტის უზრუნველსაყოფად, ბაღდათის დროებითი მოთავსების იზოლატორი თანამედროვე სტანდარტების შესაბამისად განახლდა.

  ჩუღურეთში თანამედროვე სტანდარტების შესაბამისი დასასვენებელი სივრცე ეწყობა

ჩუღურეთის რაიონში, უზნაძის N68-ის მიმდებარედ თანამედროვე სტანდარტების შესაბამისი დასასვენებელი სივრცე ეწყობა, რომელსაც დედაქალაქის საკრებულოს გადაწყვეტილებით, ომში მოკლული ქალბატონების სახელი მიენიჭა.

კახეთში ღვინის საწარმოებს ყურძენი 4 ათასამდე მევენახემ ჩააბარა

კახეთის რეგიონში რთველი 2019-ის დაწყებიდან დღემდე ყურძენი საწარმოებს უკვე 4 ათასამდე მევენახემ ჩააბარა.

19 საჯარო სკოლაში სწავლის დაწყება გადაიდო

საქართველოს 19 საჯარო სკოლაში სწავლის დაწყება გადაიდო.

მარიამ კუკუნაშვილი სუროგაციის გზით დაბადებული ბავშვების დაბადების მოწმობების გაცემას ითხოვს

სუროგაციის გზით დაბადებული რამდენიმე ბავშვის მშობელი, შვილის დაბადების მოწმობას ვერ იღებს. მიზეზი კანონის ახლებური განმარტებაა.

ერდოღანი  ტრამპთან შეხვედრაზე „პატრიოტის“ სარაკეტო დანადგარის შეძენის საკითხს განიხილავს

"რეჯეფ თაიფ ერდოღანი დონალდ ტრამპთან შეხვედრის დროს „პატრიოტის“ ტიპის სარაკეტო დანადგარის შეძენის საკითხს განიხილავს".

ახალციხეში ავარიის შედეგად ასაკოვანი ქალი დაშავდა

ახალციხე-ადიგენის გზაზე, სოფელ ფარეხასთან, ავტოსაგზაო შემთხვევა მოხდა.