“Fitch“-მა საქართველოს გაუმჯობესებული სუვერენული საკრედიტო რეიტინგი ძალაში დატოვა

სარეიტინგო კომპანია „Fitch“-მა საქართველოს სუვერენული საკრედიტო რეიტინგი „BB“ დონეზე, ხოლო პერსპექტივა სტაბილურ მაჩვენებელზე დატოვა. 

"სარეიტინგო კომპანია „Fitch“-ის მიერ რეიტინგის უცვლელად დატოვება რეგიონში არსებული მდგომარეობის და გლობალური სავაჭრო დაძაბულობის ფონზე წარმოადგენს მნიშვნელოვან პოზიტიურ ფაქტორს, რაც კიდევ უფრო აძლიერებს საქართველოს მიმართ საერთაშორისო ინსტიტუტების და ინვესტორების ნდობას და პოზიტიურად აისახება ქვეყნის ბიზნეს გარემოზე",-აცხადებენ ეკონომიკის სამინისტროში.


სარეიტინგო კომპანიის ანგარიშის მიხედვით, რეიტინგის ძლიერ ფაქტორებს წარმოადგენს:


მიმდინარე ანგარიშის დეფიციტი მნიშვნელოვნად შემცირდა და 2018 წელს 7.7%  (8.8%-დან 2017 წელს) შეადგინა.  სარეიტინგო კომპანიის შეფასებით, მიმდინარე ანგარიშის დეფიციტი 2019-2021 წლებში 5.3%-მდე შემცირდება. დაგროვებითი საპენსიო სისტემა ხელს შეუწყობს მიმდინარე ანგარიშის დეფიციტის შემცირებას.


წმინდა პირდაპირი უცხოური სრულად დააფინანსებს მიმდინარე ანგარიშის დეფიციტს. 2019-2021 წლებში წმინდა პირდაპირი უცხოური ინვესტიციები საშუალოდ მშპ-ს 5.9% იქნება.


საერთაშორისო რეზერვების ზრდის ტენდენცია პოზიტიურად აისახება საგარეო მოწყვლადობის შემცირებაზე. საერთაშორისო რეზერვების დონე, მოსალოდნელია, რომ 2019 წლის ბოლოს 3.7 მლრდ. დოლარს მიაღწევს.


მთავრობის ვალის მართვის სტრატეგიის და სავალუტო ფონდთან არსებული პროგრამის განხორციელება ხელს შეუწყობს სახელმწიფო ვალის შემცირებას საშუალოვადიან პერიოდში.


"მიმზიდველი ბიზნეს გარემო და მმართველობის ხარისხი წარმოადგენს საქართველოს ეკონომიკის ძლიერ მხარეს.


საბანკო სექტორში არსებული მდგომარეობა ასევე პოზიტიურია, რასაც ხელს უწყობს საბანკო სექტორში აქტივების ხარისხის და კაპიტალიზაციის მაღალი მაჩვენებლები. დოლარიზაციის შემცირების ტენდენცია გრძელდება და მაკრო-პრუდენციული რეგულაციები ხელს შეუწყობს გრძელვადიან პერიოდში დოლარიზაციის თანდათანობით შემცირებას.


სარეიტინგო კომპანია ასახელებს იმ გამოწვევებსაც,  რომელიც დღეს ქვეყანას აქვს:


რუსეთის სანქციები ავიამიმოსვლაზე საქართველოსა და რუსეთს შორის შეზღუდავს ტურიზმიდან მიღებული შემოსავლების ზრდას. რუსეთის სანქციებისა და სამომხმარებლო საკრედიტო აქტივობის შენელების ფონზე სარეიტინგო კომპანიამ მცირედით შეამცირა 2019 წლის ეკონომიკური ზრდის პროგნოზი 4.3%-მდე (წინა პროგნოზი - 4.6%), თუმცა აღნიშნული აღემატება BB კატეგორიის ქვეყნების მედიანურ მაჩვენებელს (3.3%-ს).  კაპიტალური ხარჯების ზრდა ხელს შეუწყობს 2020-2021 წლებში ეკონომიკური ზრდის დაჩქარებას 4.7%-მდე.


ამასთან, მნიშვნელოვან ფაქტორს წარმოადგენს კონფლიქტურ რეგიონებთან დაკავშირებული პოლიტიკური რისკი და გაურკვევლობა 2020 წლის საპარლამენტო არჩევნების გამო.


სარეიტინგო კომპანიის შეფასებით, რეიტინგის უცვლელად შენარჩუნება განპირობებულია მმართველობის მაღალი ხარისხით, მიმზიდველი საინვესტიციო და ბიზნეს გარემოთი და რეგიონული  შოკებისადმი მდგრადობის შენარჩუნებით. ამასთან, სარეიტინგო კომპანია ხაზგასმით აღნიშნავს რომ საქართველოს ეკონომიკური პოლიტიკა მხარდაჭერილია საერთაშორისო სავალუტო ფონდის მიერ, რაც მნიშვნელოვნად ზრდის ქვეყნის ეკონომიკური პოლიტიკისადმი ნდობას",-აღნიშნულია ეკონომიკის სამინისტროს მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.


 


ტუნისში რიგით მეორე თავისუფალი საპრეზიდენტო არჩევნები ტარდება

ტუნისში ვადამდელი საპრეზიდენტო არჩევნები მიმდინარეობს.

ამინდის პროგნოზი

15 სექტემბერს საქართველოს ტერიტორიაზე უმეტესად უნალექო ამინდი იქნება.

„ფოტოგრაფიის ღამე“ თბილისში მეათედ გაიმართა  

დედაქალაქის მერიის მხარდაჭერით, „თბილისის ფოტო ფესტივალი“ მიმდინარეობს, რომლის ცენტრალური ღონისძიება „ფოტოგრაფიის ღამე“ უკვე მეათედ გაიმართა.

მუხიანის მეოთხე ბ მიკრორაიონში სკვერის რეაბილიტაცია დასრულდა      

გლდანის რაიონში, მუხიანის მეოთხე ბ მიკრორაიონში N32 ა და N35 ა კორპუსების მიმდებარედ სკვერის რეაბილიტაცია დასრულდა.

 

აჭარის რეგიონში მცხოვრებ ფერმერებს ციტრუსის დაზღვევის სახელმწიფო პროგრამა გააცნეს

გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრო, აგროდაზღვევის პროგრამის ფარგლებში, ფერმერებს საშუალებას აძლევს, ციტრუსი საშემოდგომო ყინვის რისკისგანაც დააზღვიონ.

პოლიციამ ნარკოდანაშაულისთვის გორში 1 პირი დააკავა

შსს-ს შიდა ქართლის პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა, ჩატარებული საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, 1969 წელს დაბადებული ზ.კ. განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა-შენახვისთვის დააკავეს. 

 
ბათუმის "დინამომ" თბილისის "ლოკომოტივი" ანგარიშით 2:1 დაამარცხა

ზედიზედ ხუთი გამარჯვება ეროვნულ ლიგაში. კრისტალბეთ ეროვნული ლიგის 27-ე ტურში ბათუმის ,,დინამომ’’ თბილისის ,,ლოკომოტივი’’ ანგარიშით 2:1 დაამარცხა.

პრეზიდენტი თიანეთში დოჭურიშვილების დამბალხაჭოს ოჯახურ საწარმოს ეწვია

საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი თიანეთში, დოჭურიშვილების  ოჯახურ საწარმოს ,,მართა ბებოს დამბალხაჭო"  ეწვია და დამბალხაჭოს მომზადების პროცესს გაეცნო.
 

ბათუმში დააკავეს პირი, რომელმაც 10-მდე ადამიანის სახელით ონლაინ-სესხები აიღო

შინაგან საქმეთა სამინისტრომ კომპიუტერულ სისტემაში უნებართვოდ შეღწევისა და თაღლითობის ბრალდებით 1 პირი დააკავა.

არჩილ თალაკვაძე: მისასალმებელია, რომ გიორგი გახარიას მინისტრთა კაბინეტში ორივე ვიცე-პრემიერი ქალია

"ქართული ოცნება” პოლიტიკაში ქალთა მონაწილეობას და თანაბარ შესაძლებლობებს განსაკუთრებულ ყურადღებას უთმობს - მისასალმებელია, რომ გიორგი გახარიას მინისტრთა კაბინეტში ორივე ვიცე-პრემიერი არის ქალი".

ზუგდიდის მერია: შაბათი ინტელექტუალური თამაშების დღედ გამოცხადდა და არა ინტელექტუალების

ზუგდიდის მერიაში აცხადებენ, რომ შაბათის ინტელექტის დღედ გამოცხადების შესახებ ინფორმაცია საზოგადოებაში არასწორი ინტერპრეტაციითა გავრცელებული.

არასამთავრობო სექტორის, ბიზნეს წრეების წარმომადგენლები და დეპუტატები შრომის კოდექსში შესატან ცვლილებებზე მსჯელობენ

შრომის კოდექსში შესატან ცვლილებებთან დაკავშირებით მსჯელობა მიმდინარეობს.

ფერეიდნელ ქართველებს, რომლებიც ირანიდან საქართველოში ფეხით ჩამოვიდნენ, თელავის ისტორიულ მუზეუმში უმასპინძლეს

სამ ფერეიდნელ ქართველს, რომელიც ირანიდან საქართველოში ფეხით ჩამოვიდა, დღეს  თელავის ისტორიულ მუზეუმში უმასპინძლეს.

სალომე ზურაბიშვილი: ჯიღაურას სამეცნიერო ცენტრში მოვიყვან ყველა უცხოელ სტუმარს, რათა ნახონ რა შესაძლებლობები აქვს საქართველოს

საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი ჯიღაურას მრავალწლოვანი კულტურების საცდელ-სადემონსტრაციო ბაზას ესტუმრა და ვირუსოლოგიის ლაბორატორიის მუშაობის სპეციფიკას გაეცნო.

ავტობანზე 20 მეხანძრე-მაშველი იყო მობილიზებული

ავტობანზე ხანძარი ლიკვიდირებულია.

ცენტრალური ავტომაგისტრალის გორის მონაკვეთზე მსუბუქი მანქანა დაიწვა

თბილისი-სენაკი-ლესელიძის ავტომაგისტრალის გორის მონაკვეთზე მსუბუქი ავტომობილი დაიწვა.

 
„თბილსერვის ჯგუფი“ დედაქალაქში დასუფთავების მასშტაბურ სამუშაოებს ახორციელებს

დედაქალაქში დასუფთავების მასშტაბური სამუშაოები, ე.წ. „შაბათობები“ გრძელდება.

ბაჩო ოდიშარია - POSTV - ქართული საზოგადოება შემოდგომის სეზონის მთავარ პოლოლიტიკურ კურიოზს შეესწრო, ასპარეზზე გამოჩნდა ახალი მოძრაობა, სახელწოდებით ,,ლელო“ გამოჩნდა

ინტერნეტტელევიზია POSTV-ს ანალიტიკოსი, ბაჩო ოდიშარია საავტორო ვიდეობლოგში, ბიზნესმენ მამუკა ხაზარაძის მიერ ანაკლიაში საზოგადოებრივი მოძრაობა „ლელო"-ს წარდგენაზე საუბრობს.

 

გიორგი გახარია: ჩვენს მოქალაქეებს სჭირდებათ გარემონტებული, უსაფრთხო სკოლა და მნიშვნელოვანია სწრაფი, გაზომვადი შედეგები

ჩვენს მოქალაქეებს სჭირდებათ გარემონტებული, უსაფრთხო სკოლა და მნიშვნელოვანია სწრაფი, გაზომვადი შედეგები, - ამის შესახებ პრემიერ-მინისტრმა გიორგი გახარიამ განათლების სამინისტროს თანამშრომლებთან შეხვედრისას განაცხადა.

“მაკკეინის ინსტიტუტი და ის პოლიტიკური ჯგუფები, რომლებიც ამერიკაში მაკკეინის სახელთან ასოცირდებიან, დღემდე განსაკუთრებული სიყვარულით გამოირჩევიან „ნაციონალური მოძრაობისადმი“

ინტერნეტტელევიზია POSTV-ის პერსონალური ბლოგი თბილისში გამართული საერთაშორისო კონფერენციის შესახებ მოგვითხრობს, სადაც ირმა ინაშვილსა და დევიდ კრამერს შორის დაპირისპირება მოხდა.

იერუსალიმში საქართველოს ისტორიულ კვალს ქართველი, პოლონელი და ებრაელი მეცნიერები შეისწავლიან

იერუსალიმში საქართველოს ისტორიულ კვალს ქართველი, პოლონელი და ებრაელი მეცნიერები შეისწავლიან. გეგუთის სასახლის არქიტექტურული კომპლექსის ტერიტორიაზე, დღეს მხარეებს შორის  თანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა.