ინფრასტრუქტურის სამინისტრო სამცხე-ჯავახეთში 10-ზე მეტი სკოლის სრულ რეაბილიტაციასა და მშენებლობას ახორციელებს  

საქართველოს ვიცე-პრემიერი, რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრი მაია ცქიტიშვილი სამცხე-ჯავახეთის რეგიონში, სოფელ ზარზმისა და მოხეს სკოლების მიმდინარე რეაბილიტაციის პროცესს გაეცნო. 

პროექტს ინფრასტრუქტურის სამინისტროს სისტემაში შემავალი მუნიციპალური განვითარების ფონდი განათლების ინფრასტრუქტურის რეაბილიტაციის პროგრამის ფარგლებში ახორციელებს.


„სოფელ მოხეს სკოლაში ვიყავით რამდენიმე თვის წინ. სკოლა ნამდვილად სავალალო მდგომარეობაში იყო. განათლება ჩვენი მთავრობის პრიორიტეტია და წელს  მხოლოდ ადგილობრივი მუნიციპალიტეტების მიერ სამცხე-ჯავახეთში სკოლების მცირე სარეაბილიტაციო სამუშაოების 65 პროექტი შესრულდება. გარდა ამისა, მუნიციპალური განვითარების ფონდი ახორციელებს ასეთი ტიპის სოფლის სკოლების კაპიტალურ რეაბილიტაციას და აშენებს ახალ სკოლებსაც. წელს სამცხე-ჯავახეთში დაახლოებით 15 რეაბილიტაციის და ახალი სკოლის მშენებლობის პროექტი გვაქვს. ამით გვეძლევა საშუალება, გავზარდოთ როგორც განათლების ხარისხი, ისე სოფელში ჩვენ მოსახლეობას, ბავშვებს მივცეთ წვდომა იმ ინფრასტრუქტურაზე, რომელიც აუცილებელია მათი ღირსეული ცხოვრებისთვის,“-განაცხადა მაია ცქიტიშვილმა.   


ადიგენის მუნიციპალიტეტის სოფელ მოხესა და ზარზმის სკოლები 160 ბავშვზეა გათვლილი და რამდენიმე სოფელს ემსახურება. სკოლების სრული რეაბილიტაცია ითვალისწინებს საკლასო ოთახების, საპირფარეშოების, სპორტული დარბაზების, სპორტული მოედნების და ეზოს ტერიტორიის კეთილმოწყობას. ასევე, იგეგმება გათბობის, წყალსადენის და კანალიზაციის სისტემების მოწყობა. სკოლები ადაპტირებული იქნება შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირებისთვის. ზარზმის სკოლის სარეაბილიტაციო სამუშაოები აქტიურად მიმდინარეობს და სექტემბრის ბოლოსდასრულება, ხოლო მოხეს სკოლის რეაბილიტაციის დასრულება 2020 წლის პირველივე თვეებში იგეგმება.


დაახლოებით 4 მილიონი ლარია გამოყოფილი რეგიონებში განვითარების ფონდიდან  სამცხე-ჯავახეთში სკოლებისათვის მცირე სარეაბილიტაციო სამუშაოებისთვის. ეს პროცესი რეგიონის 30-ზე მეტ სკოლას მოიცავს და მას ადგილობრივი თვითმმართველობა წარმართავს. სამუშაოები ჩატარდება განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს მიერ განსაზღვრული პრიორიტეტების მიხედვით.


 


 


აღაიანი-ხუნევის მონაკვეთზე მისაბმელიანი ავტოტრანსპორტის მოძრაობა აკრძალულია

საავტომობილო გზების დეპარტამენტის ინფორმაციით, ინტენსიური თოვის და ლიპყინულის გამო, თბილისი–სენაკი–ლესელიძის საავტომობილო გზის 40–158კმ მონაკვეთზე აკრძალულია მისაბმელიანი და ნახევრადმისაბმელიანი ავტოტრანსპორტის მოძრაობა.

ზუგდიდში მიცვალებულთა სახელით პენსიის მისაკუთრებისთვის რამდენიმე ადამიანი დააკავეს

ზუგდიდში პოლიციამ მიცვალებულთა სახელით პენსიის მისაკუთრებისთვის რამდენიმე ადამიანი დააკავა.

ცაგერში ცხენისწყლის არხში ავტომანქანით გადავარდნილ ახალგზარდებს ეძებენ

ცაგერი სრაიონის სოფელ ჩხუტელში ავტომობილი, რომელშიც სამი ახალგაზრდა იმყოფებოდა, ცხენისწყლის არხში გადავარდა.

რევაზ ჩარკვიანი: გვხვდა პატივი საქართველოს თავმჯდომარეობის დროს მიღებულიყო „ევროსაბჭოს ახალგაზრდული სტრატეგია 2030

„მიღებულ იქნა “ევროსაბჭოს ახალგაზრდული სტრატეგია 2030”, რომელიც ათწლეულში ერთხელ მიიღება და ჩვენ გვხვდა წილად დიდი პატივი, რომ სწორედ საქართველოს თავმჯდომარეობის დროს მომხდარიყო სტრატეგიის მიღება, რომელიც, თავის მხრივ, განსაზღვრავს ახალგაზრდობის სტრატეგიას მთელი ევროპის მასშტაბით".

ჯვარი-უშგულის მონაკვეთზე მსუბუქი ავტოტრანსპორტის მოძრაობა მოცურების საწინააღმდეგო ჯაჭვებითაა შესაძლებელი

საავტომობილო გზების დეპარტამენტის ინფორმაციით, დიდთოვლობის და ზვავსაშიშროების გამო, ზუგდიდი-ჯვარი-მესტია-ლასდილის საავტომობილო გზის 186-198 კმ (უშგული-ლასდილი) მონაკვეთზე ყველა სახის ავტოტრანსპორტის მოძრაობა აკრძალულია.

საპროკურორო საბჭომ საქართველოს გენერალური პროკურორობის კანდიდატებად წარმოდგენილ პირთა ერთიანი სია დაადგინა

საპროკურორო საბჭომ, ,,საქართველოს გენერალური პროკურორობის კანდიდატების შერჩევის წესის“ მე-2 მუხლის შესაბამისად 2020 წლის 22 იანვრის სხდომაზე საქართველოს გენერალური პროკურორობის კანდიდატებად წარმოდგენილ პირთა ერთიანი სია დაადგინა.

პრემიერ-მინისტრი დავოსში OECD-ის გენერალურ მდივანს შეხვდა

პრემიერ-მინისტრი გიორგი გახარია დავოსის მსოფლიო ეკონომიკური ფორუმის ფარგლებში, ეკონომიკური თანამშრომლობისა და განვითარების ორგანიზაციის (OECD) გენერალურ მდივან ანხელ გურიას შეხვდა.

ჩუმათელეთი-ხუნევის მონაკვეთზე მისაბმელიანი ავტოტრანსპორტის მოძრაობა აიკრძალა

საავტომობილო გზების დეპარტამენტის ინფორმაციით, ინტენსიური თოვის და ლიპყინულის გამო, თბილისი–სენაკი–ლესელიძის საავტომობილო გზის 138–158კმ მონაკვეთზე მისაბმელიანი და ნახევრადმისაბმელიანი ავტოტრანსპორტის მოძრაობა აკრძალულია.

გიორგი გახარია: ჩვენ არ გვაქვს პრობლემა, რომ ყველა სახის შეფასება დავსხდეთ და ობიექტურად განვიხილოთ

“ჩვენ არ გვაქვს პრობლემა, რომ ყველა სახის შეფასება, თუნდაც მწვავე, სამართლიანი, შეიძლება, ჩვენი გადმოსახედიდან უსამართლო, დავსხდეთ და ობიექტურად განვიხილოთ, რასაც უახლოეს პერიოდში გავაკეთებთ".

გიორგი გახარია: მნიშვნელოვანია, რომ ტრანსნაციონალური ფინანსური კორპორაციები საქართველოს ფინანსურ მდგომარეობას პოზიტიურად აფასებენ

"ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ტრანსნაციონალური ფინანსური კორპორაციები საქართველოს დღევანდელ ფინანსურ მდგომარეობას და ჩვენი ფინანსური მდგრადობის ხარისხს პოზიტიურად აფასებენ".

ალპანა-ცაგერის საავტომობილო გზაზე შეზღუდვები დაწესდა

საავტომობილო გზების დეპარტამენტის ინფორმაციით, ინტენსიური თოვის გამო, ალპანა-ცაგერის საავტომობილო გზის 10-22კმ მონაკვეთზე, მისაბმელიანი, ნახევრადმისაბმელიანი ავტოტრანსპორტის და 30 ადგილზე მეტი ტევადობის ავტობუსების მოძრაობა აკრძალულია.

პენიტენციური სამსახური: ნინო ლომჯარია ციხეში ვანო მერაბიშვილსა და ირაკლი ოქრუაშვილს შეხვდა

პენიტენციური სამსახური N9 პენიტენციურ დაწესებულებაში სახალხო დამცველის ვიზიტის შესახებ განცხადებას ავრცელებს, რომელშიც ნათქვამია, რომ ნინო ლომჯარიამ ციხეში ვანო მერაბიშვილი და ირაკლი ოქრუაშვილი მოინახულა. 

 

ნინო ლომჯარია ე.წ. მატროსოვის ციხეში ვანო მერაბიშვილის მონახულებას არ ადასტურებს

სახალხო დამცველი ნინო ლომჯარია ე.წ. მატროსოვის ციხეში პატიმრების სანასახავად იმყოფებოდა, თუმცა არ ასაჯაროებს იმ მსჯავრდებულთა ვინაობას, ვინც მან სასჯელაღსრულების დაწესებულებაში მოინახულა. 

გიორგი გახარია: ჩვენი პოლიტიკური პარტნიორები აფასებენ საქართველოში დემოკრატიზაციის კუთხით არსებულ პროგრესს

"ჩვენთვის მნიშვნელოვანი იყო შეხვედრები ჩვენს კოლეგებთან, ევროპელ პარტნიორებთან, სადაც განვიხილეთ როგორც საქართველოს ევროპული მისწრაფებები, ასევე ოკუპაციის პრობლემა და საოკუპაციო ხაზზე მიმდინარე მოვლენები".

Citigroup საქართველოს ფინანსური ბაზრის განვითარებაში ინვესტირებით დაინტერესდა

"ამერიკული მულტინაციონალური საინვესტიციო ბანკი Citigroup-ი დაინტერესებულია საქართველოს ფინანსური ბაზრის განვითარების პროცესში ინვესტირებით და გამოთქვამს სურვილს, შეიძინოს საქართველოს ხაზინის მიერ გამოშვებული გარკვეული მოცულობის ფასიანი ქაღალდები".

ირაკლი კობახიძე: „ნაციონალური მოძრაობა“ 2012 წლამდეც ახერხებდა, საერთაშორისო პარტნიორებისთვის არასწორი ინფორმაცია მიეწოდებინა და ასე გაემართლებინა წამების ფაქტები

საპარლამენტო უმრავლესობის ერთ-ერთი წევრი ირაკლი კობახიძე აცხადებს, რომ ოთხი კონგრესმენის წერილში არაერთი ფაქტობრივი უზუსტობაა, რომლებიც აუცილებლად გასწორდება.

ირაკლი კობახიძე: რიტორიკა ოპოზიციის მხრიდან ზედმეტად მძაფრია. მათ არ აქვთ ის მდგომარეობა, რომ ასეთი რიტორიკით ისაუბრონ

რეალობა არის ის, რომ, თუ ვერ შევთანხმდით ოპოზიციასთან, იმ შემთხვევაში ძალაში დარჩება არსებული შერეული სისტემა, - ამის შესახებ პარლამენტის ყოფილმა თავმჯდომარემ, საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა ირაკლი კობახიძემ მედიას განუცხადა.

გომი-საჩხერე-ჭიათურა-ზესტაფონის გზაზე შეზღუდვები დაწესდა

საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს საავტომობილო გზების დეპარტამენტი გზებზე არსებულ ვითარებასთან დაკავშირებით ინფორმაციას ავრცელებს.

ირაკლი კობახიძე კონგრესმენების წერილზე: შეიცავს არაერთ ძალიან უხეშ ფაქტობრივ უზუსტობას - აუცილებლად გვექნება რეაგირება

წერილი შეიცავს არაერთ ძალიან უხეშ ფაქტობრივ უზუსტობას. ისეთებს, რომელთან დაკავშირებითაც სრული ინფორმაცია აქვს ქართველ საზოგადოებას, - პარლამენტის ექსთავმჯდომარე ირაკლი კობახიძე მედიასთან კონგრესმენების წერილს გამოეხმაურა.

მებაჟე ოფიცრებმა „წითელ ხიდსა“ და „სარფში“ არადეკლარირებული სიგარეტი გამოავლინეს

საბაჟო გამშვებ პუნქტებში- „წითელი ხიდი“ და „სარფი“, სიგარეტის კანონდარღვევით შემოტანის მცდელობის ფაქტები აღიკვეთა.

ირაკლი კობახიძე: გრიგოლ ვაშაძემ აღიარა, რომ სახელმწიფო გადატრიალების მცდელობის უკან „ნაციონალური მოძრაობა“ იდგა

საპარლამენტო უმრავლესობის წევრის, ირაკლი კობახიძის განცხადებით, გრიგოლ ვაშაძემ აღიარა, რომ სახელმწიფო გადატრიალების მცდელობის უკან „ნაციონალური მოძრაობა“ იდგა.