თსუ-ში დავით ნარმანიას მენეჯმენტისა და ადმინისტრირების კათედრა გაუხლიჩეს

ეკონომიკისა და ბიზნესის ფაკულტეტის პროფესორ-მასწავლებელთა ნაწილი ფაკულტეტის საბჭოს სხდომის გადაწყვეტილებას ფარსს უწოდებს და პროტესტის ახალ ტალღას გეგმავს.

თსუ-ის ეკონომიკისა და ბიზნესის ფაკულტეტის მოწვეულმაპროფესორმა დავით ნიჟარაძემ სოციალური ქსელის მეშვეობით თსუ-ის რექტორს გიორგი შარვაშიძეს მიმართა, რითაც თსუ-ის ეკონომიკისა და ბიზნესის ფაკულტეტის საბჭოს გადაწყვეტილებას გამოეხმაურა, რომლის მიხედვითაც გადაწყდა ახალი კათედრის - „გლობალურ გარემოში მენეჯმენტის კათედრის“ შექმნა.


„ბატონო რექტორო, თქვენი ლოგიკით, ჯერ დაფუძნდა კათედრა სახელწოდებით „გლობალურ გარემოში მენეჯმენტი“', შემდეგ შეიქმნება „ლოკალურ გარემოში მენეჯმენტი“, „სახელმწიფო მენეჯმენტი“, „მუნიციპალური მენეჯმენტი“, „თემთა მენეჯმენტი“, „საოჯახო-საყოფაცხოვრებო მენეჯმენტი“, „ინდივიდების მენეჯმენტი“, „წიაღის მენეჯმენტი“, „საზღვაო-სახმელეთო მენეჯმენტი“, ''მიწისზედა და მიწისქვეშა მენეჯმენტი“ და ა.შ.


მოკლედ, სახეზეა ეკონომიკისა და ბიზნესის ფაკულტეტის სრული „მენეჯმენტიზაცია“ სულისკვეთებით - „რიგითი ღაღანიძის გადასარჩენად“. რაც შეეხება თქვენი დიდი ძალისხმევით და „მყარი ნაბიჯებით“ ფორმირებულ „აბსურდის მენეჯმენტის კათედრის“ ხელმძღვანელობას, რა თქმა უნდა, ამ პოსტს თქვენი ხელდასმული დეკანი დაიკავებს.  ეს კი არ უნდა, მაგრამ სხვა გზა არ გაქვთ, დებულებას ხომ არ დაარღვევთ?!


ხომ მართლა, ამას გულისხმობდით თქვენ მიერ დაანონსებულ რეფორმა-რესტრუქტურიზაციაში?!, - მიმართავს სოციალური ქსელით თსუ-ის რექტორს, გიორგი შარვაშიძეს, ამავე უნივერსიტეტის მოწვეული პროფესორი დავით ნიჟარაძე.


„პირველის“ ინფორმაციით, თსუ-ის ეკონომიკისა და ბიზნესის ფაკულტეტის საბჭომ მიიღო გადაწყვეტილება და შექმნა ახალი კათედრა სახელწოდებით - „გლობალურ გარემოში მენეჯმენტი“. ამ გადაწყვეტილების წინააღმდეგი საბჭოს სხდომაზე დამსწრე წევრთაგან მხოლოდ ორი იყო - დავით ნარმანია  - მენეჯმენტისა და ადმინისტრირების კათედრის ხელმძღვანელი და შოთა შაბურიშვილი - ასოცირებული პროფესორი საერთაშორისო ბიზნესის კათედრიდან.


„პირველთან“ საუბრისას მენეჯმენტისა და ადმინისტრირების კათედრის ასოცირებულმა პროფესორმა ეკა ჩოხელმა აღნიშნა, რომ ამ გადაწყვეტილებით კლანი, რომლის ერთ თავში დეკანი გიორგი ღაღანიძე, ხოლო მეორე თავში საერთაშორისო ეკონომიკისა და ეკონომიკურ მოძღვრებათა ისტორიის კათედრის ხელმძღვანელი ავთანდილ სილაგაძე არიან, ცდილობს გაძლიერდეს და ახალი პლაცდარმი შეუქმნას დეკან ღაღანიძეს, რომელიც ფაკულტეტის დებულების თანახმად ავტომატურად გახდება  კათედრის ხელმძღვანელი. მისთვის და მისი გულშემატკივრებისთვის ეს ძალიან მნიშვნელოვანი მომენტია. სწორედ ამის გამო მიდიან გაუგონარ თავხედობაზე და ქმნიან კათედრას ყოველგვარი პროექტის გარეშე, ანუ ისე, რომ შესაბამისი სასწავლო კურსები მომდევნო 2 სემესტრის განმავლობაში უნდა „დააწიონ“.  მანამდე, ახალი კათედრის წევრები ყველა სასწავლო კურსით კვლავ მენეჯმენტისა და ადმინისტრირების კათედრიდან დაკმაყოფილდებიან, თუ ახალ სასწავლო კურსებს ვერ შექმნიან, არაფერია, ძალა ხომ მათ ხელშია, მენეჯმენტისა და ადმინისტრირების კათედრას წაართმევენ, - მიაჩნია ჩოხელს.


„ჩემთვის გამაოგნებელი იყო საბჭოს სხდომაზე გამოსვლისას აკადემიური საბჭოს წევრის და ერთ-ერთი ვითომ რიგითი კათედრის გამგის ავთანდილ სილაგაძის ტონი, რომლითაც ის მენეჯმენტისა და ადმინისტრირების კათედრის გამგეს, კოლეგას, დავით ნარმანიას მიმართავდა. სილაგაძე აღნიშნავდა, რომ არ იყო სწორი, როცა მისი კოლეგა კათედრასთან დაკავშირებულ სხვადასხვა თემებს, მათ შორის საკუთარი კათედრის სხდომის დღის წესრიგში საკითხების ფორმულირებასაც კი„მათთან,“ უშუალოდ კი მასთან არ ათანხმებს... თან ამ ყოველივეს სილაგაძე დამრიგებლურ - დიდაქტიკურ ტონში და საკმაოდ დიდხანს იმგვარად წარმოაჩენდა, რომ ჩემი აზრით, ჯანსაღი ფსიქიკის ადამიანს ეჭვი შეეპარებოდა იმაში, თუ სად იმყოფებოდა  XXI საუკუნის მეორე ათწლეულის ბოლოს - საქართველოს წამყვანი უნივერსიტეტის წამყვანი ფაკულტეტის საბჭოს სხდომაზე, თუ XX საუკუნის 70-80 იანი წლების „საუკეთესო ტრადიციების“ შესაბამისად მიმდინარე პარტიულ შეკრებაზე, სადაც გავლენიანი და უფროსი პარტიული ბოსები ინიციატივიან და რეალისტ ახალგაზრდებს ტუქსავენ და ავიწროვებენ დაუმორჩილებლობის და წინააღმდეგობის გაწევის გამო. მე მხოლოდ გაოგნება და შესაბამისად, შემდგომ უკვე, ამ ყველაფრისთვის მაქსიმალური წინააღმდეგობის გაწევა დამრჩენია, რამდენადაც, ზუსტად ვიცი, რომ ფაკულტეტის საბჭოს ამ სხდომის მსგავსი სხდომები, რაც შეიძლება სწრაფად უნდა ჩაბარდეს წარსულს“, - ამბობს პროფესორი.


მენეჯმენტისა და ადმინისტრირების კათედრის ასისტენტ-პროფესორი ეკატერინე გულუა აღნიშნავს, რომ  პროტესტს, რასაც ფაკულტეტის რამდენიმე პროფესორი ბოლო წლებია დაუფარავად გამოხატავს ფაკულტეტზე შექმნილი კლანური მმართველობის გამო, ეს გადაწყვეტილება კიდევ უფრო გააძლიერებს. „სურთ ,,გაიკეთონ” კათედრა და სახელი ვერ დაარქვეს. მას, ვინც მოიფიქრა კათედრის სახელწოდება -,,გლობალურ გარემოში მენეჯმენტი“ ვფიქრობ, არ აქვს უფლება „მოღვაწეობდეს“ თსუ-ში. წარმოიდგინეთ, მათ შექმნეს „ჰაერში სუნთქვის კათედრა“ მაშინ, როცა უკვე არსებობს „სუნთქვის კათედრა“. ეს ეწინააღმდეგება ყველა ლოგიკურ ჩარჩოს და არ აქვს არგუმენტირებული საფუძველი, გარდა კლანის მიერ ლობირებულ ერთეულთა პირადი ინტერესისა“, - ამბობს გულუა.


მისი განცხადებით, არაეთიკური და ამორალურიც კი არის, ფაკულტეტზე იქმნებოდეს ახალი, ყოვლად გაუგებარი დანიშნულების კათედრა ადამიანისთვის, რომლის პროფესორობის კანონიერებაზეც კითხვები სასამართლო ფორმატშია დასმული. „ეს სამარცხვინო ფაქტი და ის მეთოდები, რომელიც მის მისაღწევად იქნა გამოყენებული  ავლენს რექტორის წარუმატებელ მმართველობას თსუ-ში, რომელსაც ბიუროკრატიული მექანიზმებით და ქურდული გარჩევებით კონკრეტული პირები ამყარებენ. ჩვენ  ყველა შესაძლო კანონიერი გზით შევეცდებით მივმართოთ თსუ-ის წარმომადგენლობით საბჭოს (რომელმაც უნდა დაამტკიცოს ახალი კათედრის შექმნის გადაწყვეტილება), რომ არ დაამტკიცოს ეს გადაწყვეტილება, როგორც ფაკულტეტის სტუდენტთა ინტერესების დამაზიანებელი და მხოლოდ დეკანისა და კიდევ რამდენიმე პროფესორის, პირად, დაუმსახურებელ ინტერესებზე მორგებული გადაწყვეტილება.  ამ პოზიციას არგუმენტირებულად და ზედმიწევნით დავიცავთ ყველგან, სადაც მოგვისმენენ, იქნება ეს თსუ-ის წარმომადგენლობითი  საბჭო, განათლების სამინისტრო, განათლების საკითხთა საპარლამენტო კომიტეტი თუ შესაბამისი პროფილის არასამთავრობო ორგანიზაციები. იმას კი, რომ მოგვისმინონ, აუცილებლად მივაღწევთ. ის რაც დღეს ხდება თსუ-ში არის საქართველოს თითოეული მოქალაქის სირცხვილი“ - აღნიშნავს გულუა. 


მოწვეული პროფესორი დავით ნიჟარაძე ამბობს, რომ ის რაც ფაკულტეტზე ახალი კათედრის შექმნის გადაწყვეტილებით მოხდა, მისთვის მოულოდნელი არ იყო. „ეს მოხდებოდა, ცხადი იყო, რამდენადაც თსუ ადმინისტრაციამ, კერძოდ კი პრორექტორ ნინო გვენეტაძის ხელმძღვანელობით შექმნილმა მედიაციის ჯგუფმა, მედიაციის ეს პროცესი იმდენად იმიტირებულად და მოვალეობის მოხდის ფორმატით წარმართა, რომ იმთავითვე ცხადი გახადა, რაც იქნებოდა შედეგი...


ფაქტია, „საკუთარი“ კათედრა დეკან ღაღანიძეს ჰაერივით სჭირდება. საამისოდ, მისი წამქეზებლები და გულშემატკივრები - კლანის წევრები - ავთანდილ სილაგაძე, ვლადიმერ პაპავა და ცხადია, რექტორი შარვაშიძე - მიდიან ყველაფერზე, რაოდენ არაადეკვატური და არათანმიმდევრულიც უნდა იყოს მათი ეს ნაბიჯები. მედიაცია ჩააგდეს და იურიდიული სამსახურის უფროსის კუკულავას დახმარებით  მედიაციის შემაჯამებელი დოკუმენტი გააყალბეს. ფაკულტეტის საბჭოზე საკითხის გატანის დროდ შუაგული აგვისტო შეარჩიეს, თითქოს ხელიც დაიბანეს  და რექტორი შარვაშიძე და პრორექტორი გვენეტაძე ამ დროს საერთოდაც შვებულებაში გავიდნენ. შესაბამისად, გადაწყვეტილების სიმძიმე, თუ სიმსუბუქე, ამ ეტაპზე მაინც, მთლიანად აჰკიდეს ფაკულტეტის საბჭოს, რომელიც, იმ პირობებში, როცა იქ  მათივე მხარდაჭერილი სილაგაძე-ღაღანიძე-პაპავას კლანი დომინირებს, რა თქმა უნდა, ცხადი იყო, რა გადაწყვეტილებასაც მიიღებდა... მუდამ აღვნიშვნავ, რომ რაც ახლა ხდება - ანუ ღაღანიძისთვის ჰაერიდან მოგონილი პერსონალური კათედრის შექმნა, სხვა არაფერია თუ არა სილაგაძისა და პაპავას მხრიდან მადლობის გადახდა, ერთგვარი ვალის დაბრუნება ღაღანიძისთვის, რამდენადაც სწორედ ღაღანიძის ძალისხმევით მოხდა, რომ მან საპენსიო ასაკამდე ერთი კვირით ადრე „გაუფორმა“ სილაგაძეს და მასთან ერთად ლადო პაპავას (რომელიც თავის დროზე, რექტორობისას, მსგავსი წოდებების - მუდმივი პროფესორი - შემოღებისა და დაწესების წინააღმდეგი იყო) უვადო პროფესორობა.


მე ვფიქრობ, მათ ჰგონიათ, რომ ფაკულტეტის საბჭოზე ამ გადაწყვეტილების მიღებით ისტორიულ გამარჯვებას მიაღწიეს (საინტერესოა, ვის ებრძვიან). მე კი ვფიქრობ, რომ სწორედ  ამ გადაწყვეტილებით დაუდეს მათ სათავე ფაკულტეტზე მათი უსამართლო ჰეგემონიის დასასრულის დასაწყისს, რადგან ყველა, ისინიც კი, ვინც დღეს ამა თუ იმ მიზეზის გამო, არ აქტიურობს მათ წინააღმდეგ და რიგ შემთხვევაში იძულებულიც ხდება, რომ მათ ჩანაფიქრებს ფორმალურად მხარი დაუჭიროს, - ისინიც კი ცხადად ხედავენ, რომ ღაღანიძე-სილაგაძე-პაპავას კლანი, შარვაშიძის დუმილით, ანუ ხელშეწყობით, უკან და უკან მიაქანებს ფაკულტეტს და სტუდენტთა საუკეთესო ინტერესები არც არავის აინტერესებს.


სამწუხაროდ, საუნივერსიტეტო უბედურების მასშტაბი ეკონომიკისა და ბიზნესის ფაკულტეტით არ ისაზღვრება. საქმე ის არის, რომ რექტორი მხოლოდ ღაღანიძისათვის დაუმსახურებელი და უსამართლო, სხვათა კანოიერი ინტერესების დამაზიანებელი კომფორტის შექმნით არ შემოიფარგლება. მას ყველა ფაკულტეტზე ჰყავს მსგავსი ფიგურები, რომლებიც საერთო კლანური ინტერესებით მოქმედებენ და სულ არ აღელვებთ არც თსუ-ის იმიჯი და არც მისი სტუდენტების ინტერესები.


ზოგადად, თსუ-ში ურთულესი ვითარებაა, - ისტორიისა და ეთნოლოგიის ინსტიტუტის კონკურსის მიღმა უსამართლოდ დარჩენილი მეცნიერები სასამართლოში ჩივიან, იურიდიულ ფაკულტეტზე პროფესორი სტუდენტს უჩივის, ჩვენთან კლანურობა ყოველგვარ აკადემიურ საზღვარს სცდება და საბოლოოდ მყარდება იმ მოარული ხმების ნამდვილობა ,რომ გიორგი შარვაშიძიეს თსუ-ის დანგრევა აქვს დავალებული კონკურენტების სასარგებლოდ. სხვა ახსნას  მე უბრალოდ ვერ ვპოულობ უნივერისიტეტში მიმდინარე სამარცხვინო მოვლენებს.


და სწორედ იმის გამო, რომ კლანი თავის ქმედებებში არავის და არაფერს დაგიდევს, დარწმუნებული ვარ, რომ აღარ არის შორს ის დრო, როცა ჩვენს ფაკულტეტზე და ზოგადად, თსუ-ში ვითარება სამართლიანად გადალაგდება, ანუ აკადემიურ თანამდებობებს და მუშაობისა და  განვითარების საშუალებას მიიღებს ის აკადემიური პერსონალი, რომელიც ყოველმხრივ შეესაბამება სტუდენტთა საუკეთესო ინტერესების დაკმაყოფილების უპირობო კრიტერიუმს.


მანამდე კი არ დავიღლები იმის გამეორებით, რაც ადრეც მითქვამს - სილაგაძე და ღაღანიძე კლანის ორი თავია. ისინი ყოველდღიურად ცდილობენ დაშინებითა და ინტრიგებით თანამშრომლებში საკუთარი აზრის გამოხატვის, რაიმე განსხვავებული ინიციატივით გამოსვლის ჩახშობას. მათ მიდგომებს იზიარებს და ამას თავისი სიჩუმით მხარს უჭერს ლადო პაპავაც. რექტორის დუმილი და ურეაქციობა კი მათთვის უკვე კარგა ხანია იქცა წამახალისებელ ფაქტორად.  ცოტაც და მივიღებთ კლანის მიერ შემოთავაზებულ მორიგ „შედევრს“- არაფრისმომცემი კათედრის მიტაცება-უზურპაციის სპეცოპერაციას და ეს იქნება კიდეც, როგორც აღვნიშნე, ამ კლანის ზეობის დასასრულის დასაწყისი.


მცირედი იმედი მაქვს წარმომადგენლობითი საბჭოსი, რომ ეს წარმომადგენლობითი ორგანო გაუფრთხილდება როგორც უნივერსიტეტის, ისე პირად რეპუტაციას და აბსურდის სპექტაკლის ამ მოქმედებას არ აუნთებს მწვანე შუქს“, -  აცხადებს ნიჟარაძე.


ხარაგაულში ორი ახალი საბავშვო ბაღი შენდება

ხარაგაულის მუნიციპალიტეტში ორი ახალი, თანამედროვე სტანდარტების შესაბამისი საბავშვო ბაღი აშენდება. 

ფარავნის უღელტეხილზე ავტოტრანსპორტის მოძრაობა თავისუფალია

ავტომობილების მოძრაობა აღდგა კოდა–ფარცხისი–მანგლისი–წალკა–ნინოწმინდის საავტომობილო გზის კმ94-კმ110 (ფარავანის უღელტეხილი) მონაკვეთზე. 

ივანე მაჭავარიანი: მომდევნო წლების პრიორიტეტი სახელმწიფო საწარმოთა სექტორში დაგეგმილი რეფორმები იქნება

"მომდევნო წლების პრიორიტეტი ფისკალური კუთხით სახელმწიფო საწარმოთა სექტორში დაგეგმილი რეფორმები იქნება", - განაცხადა ფინანსთა მინისტრმა, ივანე მაჭავარიანმა ეკონომიკურ კონფერენციაზე - საქართველო და მსოფლიო 2020 წელს ფისკალურ რეფორმებზე დასმული შეკითხვის საპასუხოდ.

აშშ-ში კორონავირუსის საწინააღმდეგო ექსპერიმენტული ვაქცინა შექმნეს

აშშ-ის ალერგიისა და ინფექციური დაავადებების ეროვნული ინსტიტუტი (NIAID) პრეპარატების მწარმოებელ კომპანია Moderna-სთან ერთად, კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინაზე მუშაობს, რომელიც ადამიანებზე დასატესტად მზადდება.

პრემიერი: ჩვენი ეკონომიკის საფუძველი არის ძლიერი ქართული ბიზნესი, რომელიც სამუშაო ადგილებს ქმნის

"ჩვენი ეკონომიკის საფუძველი და ხერხემალი არის თავისუფალი ბიზნესი, ძლიერი ქართული ბიზნესი, რომელიც ქმნის სამუშაო ადგილებს".

"საქნახშირი" განცხადებას ავრცელებს

"საქნახშირი" ძიძიგურის შახტის შესასვლელის დროებით დახურვის მიზეზს განმარტავს.

თბილისის გარკვეულ ზონებში მეორადი საბურავების და ჯართის რეალიზაცია აიკრძალება

"საცხოვრებელ და რეკრეაციულ  ზონებში მეორადი საბურავების, ჯართის, ამტვერებადი და ფეთქებადი მასალების რეალიზაცია 2021 წლის პირველი იანვრიდან აიკრძალება", - ამის შესახებ თბილისის მერმა, კახა კალაძემ მუნიციპალიტეტის მთავრობის დღევანდელ სხდომაზე განაცხადა. 

კოოპერატიული ბინათმშენებლობით დაზარალებული ოჯახების ფართებით დაკმაყოფილების მიზნით ინტერესთა გამოხატვა გამოცხადდა

კოოპერატიული ბინათმშენებლობით დაზარალებული ოჯახების საცხოვრებელი ფართებით დაკმაყოფილების მიზნით, კიდევ ერთი ინტერესთა გამოხატვაა გამოცხადებული.

პირადი ცხოვრების საიდუმლოს ხელყოფის, სექსუალური ხასიათის იძულებისა და გამოძალვისთვის  ბრალდებულს 5 წლით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯა

თბილისის საქალაქო სასამართლომ სრულად გაიზიარა ბრალდების მხარის მიერ წარდგენილი მტკიცებულებები და პირადი ცხოვრების საიდუმლოს ხელყოფის, სქესობრივი კავშირის იძულებისა და გამოძალვისთვის  ბრალდებული ზ.ქ. დამნაშავედ ცნო. 

კახა კალაძე: გლდანში სამუშაოები უხარისხოდ ჩატარდა - ამაზე თვალს არ დავხუჭავთ

დედაქალაქის მერის, კახა კალაძის განცხადებით, გლდანის რაიონში, ბოჭორიშვილისა (ყოფილი ხიზაბავრის) და ხარაძის ქუჩებზე საგზაო სამუშაოები უხარისხოდ ჩატარდა, რის გამოც, შემსრულებელ კომპანიას აღნიშნული ქუჩების მოწესრიგება საკუთარი ხარჯებით დაევალა.

გურჯაანში საავადმყოფოს რეანიმაციული განყოფილების მიმართულებით ისროლეს 

გურჯაანში, ამ დრომდე დაუდგენელმა პირმა საავადმყოფოს რეანიმაციული განყოფილების მიმართულებით, ცეცხლსასროლი იარაღიდან რამდენიმე გასროლა განახორციელა.

ფრიდრიხ ნაუმანის ფონდი: საქართველომ ისტორიული მაქსიმუმი დააფიქსირა და ეკონომიკის თავისუფლების დონით ევროპაში პირველ ადგილზეა

ფრიდრიხ ნაუმანის ფონდის მიერ წარმოებული ინდექსის „თავისუფლების ბარომეტრი - ევროპა 2019“ მიხედვით, საქართველო ევროპაში 27-ე ადგილზე გავიდა და შეფასების 100-ბალიანი შკალიდან 69.06 ქულა მიიღო, რაც ქვეყნის ახალი ისტორიული მაქსიმუმია.

ყვარელში სანადიროდ წასული ჯგუფის მანქანა ამოტრიალდა - გარდაცვლილია ერთი ადამიანი 

ყვარლის მუნიციპალიტეტის სოფელ შილდაში სანადიროდ წასული ჯგუფის მანქანა ამოტრიალდა. 

დღეს ხოჯალის ტრაგედიის 28-ე წლისთავია

აზერბაიჯანში ყარაბაღის კონფლიქტის ყველაზე სისხლიანი ტრაგედიის, ხოჯალის მსხვერპლს იხსენებენ.

საქართველოში უნალექო ამინდია მოსალოდნელი

26-27 თებერვალს საქართველოში თბილი და უნალექო ამინდია მოსალოდნელი. ამის შესახებ გარემოს ეროვნული სააგენტო იტყობინება. 

ყალბი დოკუმენტაციის დამზადების ფაქტზე ორი კომპანიის ხელმძღვანელი პირები დააკავეს

ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურმა ყალბი საგადასახადო დოკუმენტების დამზადება - გამოყენებისა და ქონების მესაკუთრის მოტყუებით დიდი ოდენობით ქონებრივი დაზიანების ფაქტზე ორი კომპანიის ხელმძღვანელები დააკავა.

თბილისში 126 ერთეული 12 მეტრიანი ავტობუსი შემოვა

თბილისში 126 ერთეული 12 მეტრიანი, გაზზე მომუშავე ავტობუსი შემოვა. ამის შესახებ დედაქალაქის მერმა კახა კალაძემ თბილისის მთავრობის სხდომაზე განაცხადა. 

მოპედის ქურდობისთვის წარსულში ნასამართლევი პირი დააკავეს

პოლიციამ მოპედის ქურდობის ბრალდებით, 1991 წელს დაბადებული, წარსულში ნასამართლევი თ.პ. დააკავა.

გურიზმები: ფარდობითი მორალი, ვანო მერაბიშვილი და უალკოჰოლო ლუდი 

„ტრაგიკული და კომიკურია ერთად, თან მორალისა და სინდისის მშრალად შენარჩუნება გინდოდეს და ამიტომ გმობდე ვანო მერაბიშვილს და თან იდგე „ნაციონალურ მოძრაობასთან“, - ამბობს ანალიტიკოსი გური სულთანიშვილი POSTV-ის ვიდეობლოგში.

ჯარი ქართული წარმოების გაუყინავი ღორის ხორცით მომარაგდება

თავდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, ჯარი საქონლის ხორცის შემდეგ, უმაღლესი ხარისხის ქართული წარმოების ღორის ხორცით მომარაგდება.

რაჭაში ახალი დაცული ტერიტორია დაარსდება

დაცული ტერიტორიების ინფორმაციით, უკვე მომზადებულია კანონპროექტი "რაჭის ეროვნული პარკისა და შოვის აღკვეთილის შექმნისა და მართვის შესახებ".