მითი რუსეთ-თურქეთის დაახლოების შესახებ მითადვე დარჩა

საქართველოს სტრატეგიისა და საერთაშორისო ურთიერთობების კვლევის ფონდის მკვლევარი ზურა ბატიაშვილი მიიჩნევს, რომ გრძელვადიან პერიოდში რუსეთ-თურქეთის დაახლოებას პერსპექტივა არ აქვს.

"არსებობდა შეხედულება, თითქოს რუსეთსა და თურქეთს შორის ურთიერთობა იმდენად დაახლოვდა, რომ ისინი სტრატეგიული მოკავშირეები გახდნენ. თუმცა, მაშინაც იყო სერიოზული მოსაზრებები, რომ ეს სწორი არ არის, რაც დღევანდელი შემთხვევით დამტკიცდა, როდესაც თურქული სამხედრო ნაწილები იდლიბის პროვინციაში შევიდა იმისთვის, რომ იქ თავისი სადამკვირვებლო მისიები გაემაგრებინა და ამავე დროს შეეჩერებინა ასადის რეჟიმისა და რუსეთის წინსვლა. რუსეთი ახორციელებს დაბომბვებს. მათ შორის, ბოლო ინფორმაციით, თურქული კოლონის ახლოს დაიბომბა ტერიტორიები, რითაც შეჩერდა მისი წინსვლა და ისახება სერიოზული წინააღმდეგობა სირიის იდლიბის პროვინციაში",- უთხრა "პირველს" ზურა ბატიაშვილმა.


მისივე თქმით, ამ ორ ქვეყანას განსხვავებული პოლიტიკური ინტერესები აქვს, რის გამოც მათ შორის სტრატეგიულ პარტნიორობაზე საუბარი ძალინ ადრეა.


"სრულიად განსხვავებული გრძელვადიანი ინტერესები აქვს ამ ორ ქვეყანას და მათ შორის სტრატეგიულ თამანშრომლობაზე საუბარი ნაადრევია. თუმცა, ეს არ გამორიცხავს ტაქტიკურ დონეზე თანამშრომლობას, რასაც ბოლო პერიოდის განმავლობაში ვხედავდით. ყველაფერს რომ თავი დავანებოთ, თურქეთი ნატოს წევრი ქვეყანაა, რუსეთი კი ნატოს მთავარ მოწინააღმდეგედ მიიჩნევს",-  აღნიშნავს ზურა ბატიაშვილი.


მკვლევარის მოსაზრებით, შექმნილი ვითარება საქართველოსთვის გარკვეულწილად მომგებიანია, რადგან ჩვენთვის მნიშვნელოვანია თურქეთი დასავლური სამხედრო-თავდაცვითი ორგანიზაციების წევრად დარჩეს.


დღეს თურქეთმა ბაშარ ალ-ასადის რეჟიმისა და რუსეთის შეტევების შეჩერების მიზნით, სირიაში, იდლიბის პროვინციაში, სამხედრო ძალები გაგზავნა. 


იდლიბის გასამაგრებლად გაიგზავნა როგორც პროთურქული სირიული ოპოზიციის შეიარაღებული ნაწილები, ისე საკუთრივ თურქეთის სამხედრო ტექნიკა და ცოცხალი ძალა.


ადგილობრივი მედიის ინფორმაციით სამხედრო შეტაკეკებს მხარეებს შორის უკვე მოჰყვა მსხვერპლი.


 


არჩილ თალაკვაძე: მისასალმებელია, რომ გიორგი გახარიას მინისტრთა კაბინეტში ორივე ვიცე-პრემიერი ქალია

"ქართული ოცნება” პოლიტიკაში ქალთა მონაწილეობას და თანაბარ შესაძლებლობებს განსაკუთრებულ ყურადღებას უთმობს - მისასალმებელია, რომ გიორგი გახარიას მინისტრთა კაბინეტში ორივე ვიცე-პრემიერი არის ქალი".

ზუგდიდის მერია: შაბათი ინტელექტუალური თამაშების დღედ გამოცხადდა და არა ინტელექტუალების

ზუგდიდის მერიაში აცხადებენ, რომ შაბათის ინტელექტის დღედ გამოცხადების შესახებ ინფორმაცია საზოგადოებაში არასწორი ინტერპრეტაციითა გავრცელებული.

არასამთავრობო სექტორის, ბიზნეს წრეების წარმომადგენლები და დეპუტატები შრომის კოდექსში შესატან ცვლილებებზე მსჯელობენ

შრომის კოდექსში შესატან ცვლილებებთან დაკავშირებით მსჯელობა მიმდინარეობს.

ფერეიდნელ ქართველებს, რომლებიც ირანიდან საქართველოში ფეხით ჩამოვიდნენ, თელავის ისტორიულ მუზეუმში უმასპინძლეს

სამ ფერეიდნელ ქართველს, რომელიც ირანიდან საქართველოში ფეხით ჩამოვიდა, დღეს  თელავის ისტორიულ მუზეუმში უმასპინძლეს.

სალომე ზურაბიშვილი: ჯიღაურას სამეცნიერო ცენტრში მოვიყვან ყველა უცხოელ სტუმარს, რათა ნახონ რა შესაძლებლობები აქვს საქართველოს

საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი ჯიღაურას მრავალწლოვანი კულტურების საცდელ-სადემონსტრაციო ბაზას ესტუმრა და ვირუსოლოგიის ლაბორატორიის მუშაობის სპეციფიკას გაეცნო.

ავტობანზე 20 მეხანძრე-მაშველი იყო მობილიზებული

ავტობანზე ხანძარი ლიკვიდირებულია.

ცენტრალური ავტომაგისტრალის გორის მონაკვეთზე მსუბუქი მანქანა დაიწვა

თბილისი-სენაკი-ლესელიძის ავტომაგისტრალის გორის მონაკვეთზე მსუბუქი ავტომობილი დაიწვა.

 
„თბილსერვის ჯგუფი“ დედაქალაქში დასუფთავების მასშტაბურ სამუშაოებს ახორციელებს

დედაქალაქში დასუფთავების მასშტაბური სამუშაოები, ე.წ. „შაბათობები“ გრძელდება.

ბაჩო ოდიშარია - POSTV - ქართული საზოგადოება შემოდგომის სეზონის მთავარ პოლოლიტიკურ კურიოზს შეესწრო, ასპარეზზე გამოჩნდა ახალი მოძრაობა, სახელწოდებით ,,ლელო“ გამოჩნდა

ინტერნეტტელევიზია POSTV-ს ანალიტიკოსი, ბაჩო ოდიშარია საავტორო ვიდეობლოგში, ბიზნესმენ მამუკა ხაზარაძის მიერ ანაკლიაში საზოგადოებრივი მოძრაობა „ლელო"-ს წარდგენაზე საუბრობს.

 

გიორგი გახარია: ჩვენს მოქალაქეებს სჭირდებათ გარემონტებული, უსაფრთხო სკოლა და მნიშვნელოვანია სწრაფი, გაზომვადი შედეგები

ჩვენს მოქალაქეებს სჭირდებათ გარემონტებული, უსაფრთხო სკოლა და მნიშვნელოვანია სწრაფი, გაზომვადი შედეგები, - ამის შესახებ პრემიერ-მინისტრმა გიორგი გახარიამ განათლების სამინისტროს თანამშრომლებთან შეხვედრისას განაცხადა.

“მაკკეინის ინსტიტუტი და ის პოლიტიკური ჯგუფები, რომლებიც ამერიკაში მაკკეინის სახელთან ასოცირდებიან, დღემდე განსაკუთრებული სიყვარულით გამოირჩევიან „ნაციონალური მოძრაობისადმი“

ინტერნეტტელევიზია POSTV-ის პერსონალური ბლოგი თბილისში გამართული საერთაშორისო კონფერენციის შესახებ მოგვითხრობს, სადაც ირმა ინაშვილსა და დევიდ კრამერს შორის დაპირისპირება მოხდა.

იერუსალიმში საქართველოს ისტორიულ კვალს ქართველი, პოლონელი და ებრაელი მეცნიერები შეისწავლიან

იერუსალიმში საქართველოს ისტორიულ კვალს ქართველი, პოლონელი და ებრაელი მეცნიერები შეისწავლიან. გეგუთის სასახლის არქიტექტურული კომპლექსის ტერიტორიაზე, დღეს მხარეებს შორის  თანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა.

შსს: თბილისში, მოქალაქემ საკუთარი მანქანა სადაზღვეო კომპანიისგან თანხის მიღების მიზნით გადამალა და თქვა, რომ მოპარეს

თბილისში, ბერი გაბრიელ სალოსის ქუჩაზე მანქანის ქურდობის ფაქტი არ დადასტურდა.

კარალეთში მეფუტკრე-ფერმერებს ფუტკრის დაცვის საერთაშორისო დღე მიულოცეს

ფუტკრის დაცვის საერთაშორისო დღე კარალეთში მეფუტკრე-ფერმერებს მიულოცეს.

ბაღდათის დროებითი მოთავსების იზოლატორი თანამედროვე სტანდარტების შესაბამისად განახლდა

შინაგან საქმეთა სამინისტროს სისტემური განახლების ფარგლებში, დაკავებულთა უფლებების დაცვის მაღალი სტანდარტის უზრუნველსაყოფად, ბაღდათის დროებითი მოთავსების იზოლატორი თანამედროვე სტანდარტების შესაბამისად განახლდა.

  ჩუღურეთში თანამედროვე სტანდარტების შესაბამისი დასასვენებელი სივრცე ეწყობა

ჩუღურეთის რაიონში, უზნაძის N68-ის მიმდებარედ თანამედროვე სტანდარტების შესაბამისი დასასვენებელი სივრცე ეწყობა, რომელსაც დედაქალაქის საკრებულოს გადაწყვეტილებით, ომში მოკლული ქალბატონების სახელი მიენიჭა.

კახეთში ღვინის საწარმოებს ყურძენი 4 ათასამდე მევენახემ ჩააბარა

კახეთის რეგიონში რთველი 2019-ის დაწყებიდან დღემდე ყურძენი საწარმოებს უკვე 4 ათასამდე მევენახემ ჩააბარა.

19 საჯარო სკოლაში სწავლის დაწყება გადაიდო

საქართველოს 19 საჯარო სკოლაში სწავლის დაწყება გადაიდო.

მარიამ კუკუნაშვილი სუროგაციის გზით დაბადებული ბავშვების დაბადების მოწმობების გაცემას ითხოვს

სუროგაციის გზით დაბადებული რამდენიმე ბავშვის მშობელი, შვილის დაბადების მოწმობას ვერ იღებს. მიზეზი კანონის ახლებური განმარტებაა.

ერდოღანი  ტრამპთან შეხვედრაზე „პატრიოტის“ სარაკეტო დანადგარის შეძენის საკითხს განიხილავს

"რეჯეფ თაიფ ერდოღანი დონალდ ტრამპთან შეხვედრის დროს „პატრიოტის“ ტიპის სარაკეტო დანადგარის შეძენის საკითხს განიხილავს".

ახალციხეში ავარიის შედეგად ასაკოვანი ქალი დაშავდა

ახალციხე-ადიგენის გზაზე, სოფელ ფარეხასთან, ავტოსაგზაო შემთხვევა მოხდა.