ბიძინა ივანიშვილი განმუხურში 5 ვარსკვლავიან სასტუმროს აშენებს

ბიძინა ივანიშვილი განმუხურში სასტუმროს აშენებს. თანაინვესტირების ფონდში აცხადებენ, რომ სამუშაოები რამდენიმე თვის წინ განახლდა. 

„მთავარი გრუნტისა და საფუძვლის გამაგრების სამუშაოები დაწყებულია. თავიდან არსებულ პროექტში ცვლილებებია შესული. ჯერჯერობით, სხვა სამშენებლო სამუშაოები არ დაწყებულა“, - ამბობენ ფონდში.


ფონდმა „ქართუმ“ და საქართველოს თანაინვესტირების ფონდმა სოფელ განმუხურში ბოტანიკური ბაღისა და ხუთვარსკვლავიანი სასტუმროს პროექტის პრეზენტაცია 2016 წელს გამართეს. თავდაპირველი პროექტის მიხედვით, ტერიტორიაზე სასტუმრო 35 000 კვადრატულ მეტრზე უნდა აშენებულიყო, სადაც იფუნქციონირებდა 190 მაღალი კლასის ოთახი. სასტუმროს მშენებლობა 2018 წელს უნდა დასრულებულიყო. მისი ღირებულება კი, დაახლოებით, $60 მლნ იყო.


თანაინვესტირების ფონდმა 2018 წელს შეკვეთილში $100 მლნ-იანი სასტუმრო "Paragraph" გახსნა რომელიც 2019 წელს „აუტოგრაფ ქოლექშენის“ სასტუმროებს შორის ევროპაში პირველ ადგილზე დასახელდა. სასტუმროს ზღვაში 115 მეტრზე შეჭრილი აუზი, გიგანტური აკვარიუმი და ზამთრის ბაღი გააჩნია. თანაინვესტირების ფონდი აშენებს „პანორამა თბილისსაც“ 3 სასტუმრო პუშკინის სკვერში თაბორის მთაზე და სოლოლაკის ქედზე. კომლექსის ჯამური ღირებულება $360 მლნ-ს შეადგენს. თანაინვესტირების ფონდის პროექტებია ასევე $100 მლნ-იანი სავაჭრო ცენტრი „გალერია თბილისი“ და ტყუპი ცათამბჯენი „აქსის თაუერსი.“


სიახლეები მსგავს თემაზე

2 წელიწადში საქართველოში 230 ახალი სასტუმრო გაიხსნება

2020 წლის ბოლომდე საქართველოში 230-ზე მეტი ახალი სასტუმრო და სხვა ტურისტული განთავსების ობიექტი, 22 600 საწოლი ადგილით გაიხსნება, - განაცხადა ეკონომიკის მინისტრმა გიორგი ქობულიამ.

ბახმაროში 5 000 სასტუმრო ადგილის შექმნაა დაგეგმილი

ბახმაროს დასახლების სტატუსი მიენიჭა, რაც მის ეკონომიკურ აქტივობაში ჩართვას გაამარტივებს. ამის შესახებ განცხადება რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრმა მაია ცქიტიშვილმა განაცხადა. 

ბათუმში კიდევ ერთი ხუთვარსკვლავიანი სასტუმრო გაიხსნა

ბათუმს კიდევ ერთი ხუთვარკსვლავიანი სასტუმრო Best Western Premier შეემატა. ახალი სასტუმრო აჭარის მთავრობის თავმჯდომარემ, აჭარის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარესთან და ქალაქის მერთან ერთად გახსნა.

სასტუმროს ნომერი ავიასიმულატორით

იაპონიის სასტუმრო Haneda Excel Hotel Tokyu- მ გახსნა ოთახი, რომელსაც თვითმფრინავის მართვის  სიმულიატორი აქვს. 

არჩილ თალაკვაძე: მისასალმებელია, რომ გიორგი გახარიას მინისტრთა კაბინეტში ორივე ვიცე-პრემიერი ქალია

"ქართული ოცნება” პოლიტიკაში ქალთა მონაწილეობას და თანაბარ შესაძლებლობებს განსაკუთრებულ ყურადღებას უთმობს - მისასალმებელია, რომ გიორგი გახარიას მინისტრთა კაბინეტში ორივე ვიცე-პრემიერი არის ქალი".

ზუგდიდის მერია: შაბათი ინტელექტუალური თამაშების დღედ გამოცხადდა და არა ინტელექტუალების

ზუგდიდის მერიაში აცხადებენ, რომ შაბათის ინტელექტის დღედ გამოცხადების შესახებ ინფორმაცია საზოგადოებაში არასწორი ინტერპრეტაციითა გავრცელებული.

არასამთავრობო სექტორის, ბიზნეს წრეების წარმომადგენლები და დეპუტატები შრომის კოდექსში შესატან ცვლილებებზე მსჯელობენ

შრომის კოდექსში შესატან ცვლილებებთან დაკავშირებით მსჯელობა მიმდინარეობს.

ფერეიდნელ ქართველებს, რომლებიც ირანიდან საქართველოში ფეხით ჩამოვიდნენ, თელავის ისტორიულ მუზეუმში უმასპინძლეს

სამ ფერეიდნელ ქართველს, რომელიც ირანიდან საქართველოში ფეხით ჩამოვიდა, დღეს  თელავის ისტორიულ მუზეუმში უმასპინძლეს.

სალომე ზურაბიშვილი: ჯიღაურას სამეცნიერო ცენტრში მოვიყვან ყველა უცხოელ სტუმარს, რათა ნახონ რა შესაძლებლობები აქვს საქართველოს

საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი ჯიღაურას მრავალწლოვანი კულტურების საცდელ-სადემონსტრაციო ბაზას ესტუმრა და ვირუსოლოგიის ლაბორატორიის მუშაობის სპეციფიკას გაეცნო.

ავტობანზე 20 მეხანძრე-მაშველი იყო მობილიზებული

ავტობანზე ხანძარი ლიკვიდირებულია.

ცენტრალური ავტომაგისტრალის გორის მონაკვეთზე მსუბუქი მანქანა დაიწვა

თბილისი-სენაკი-ლესელიძის ავტომაგისტრალის გორის მონაკვეთზე მსუბუქი ავტომობილი დაიწვა.

 
„თბილსერვის ჯგუფი“ დედაქალაქში დასუფთავების მასშტაბურ სამუშაოებს ახორციელებს

დედაქალაქში დასუფთავების მასშტაბური სამუშაოები, ე.წ. „შაბათობები“ გრძელდება.

ბაჩო ოდიშარია - POSTV - ქართული საზოგადოება შემოდგომის სეზონის მთავარ პოლოლიტიკურ კურიოზს შეესწრო, ასპარეზზე გამოჩნდა ახალი მოძრაობა, სახელწოდებით ,,ლელო“ გამოჩნდა

ინტერნეტტელევიზია POSTV-ს ანალიტიკოსი, ბაჩო ოდიშარია საავტორო ვიდეობლოგში, ბიზნესმენ მამუკა ხაზარაძის მიერ ანაკლიაში საზოგადოებრივი მოძრაობა „ლელო"-ს წარდგენაზე საუბრობს.

 

გიორგი გახარია: ჩვენს მოქალაქეებს სჭირდებათ გარემონტებული, უსაფრთხო სკოლა და მნიშვნელოვანია სწრაფი, გაზომვადი შედეგები

ჩვენს მოქალაქეებს სჭირდებათ გარემონტებული, უსაფრთხო სკოლა და მნიშვნელოვანია სწრაფი, გაზომვადი შედეგები, - ამის შესახებ პრემიერ-მინისტრმა გიორგი გახარიამ განათლების სამინისტროს თანამშრომლებთან შეხვედრისას განაცხადა.

“მაკკეინის ინსტიტუტი და ის პოლიტიკური ჯგუფები, რომლებიც ამერიკაში მაკკეინის სახელთან ასოცირდებიან, დღემდე განსაკუთრებული სიყვარულით გამოირჩევიან „ნაციონალური მოძრაობისადმი“

ინტერნეტტელევიზია POSTV-ის პერსონალური ბლოგი თბილისში გამართული საერთაშორისო კონფერენციის შესახებ მოგვითხრობს, სადაც ირმა ინაშვილსა და დევიდ კრამერს შორის დაპირისპირება მოხდა.

იერუსალიმში საქართველოს ისტორიულ კვალს ქართველი, პოლონელი და ებრაელი მეცნიერები შეისწავლიან

იერუსალიმში საქართველოს ისტორიულ კვალს ქართველი, პოლონელი და ებრაელი მეცნიერები შეისწავლიან. გეგუთის სასახლის არქიტექტურული კომპლექსის ტერიტორიაზე, დღეს მხარეებს შორის  თანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა.

შსს: თბილისში, მოქალაქემ საკუთარი მანქანა სადაზღვეო კომპანიისგან თანხის მიღების მიზნით გადამალა და თქვა, რომ მოპარეს

თბილისში, ბერი გაბრიელ სალოსის ქუჩაზე მანქანის ქურდობის ფაქტი არ დადასტურდა.

კარალეთში მეფუტკრე-ფერმერებს ფუტკრის დაცვის საერთაშორისო დღე მიულოცეს

ფუტკრის დაცვის საერთაშორისო დღე კარალეთში მეფუტკრე-ფერმერებს მიულოცეს.

ბაღდათის დროებითი მოთავსების იზოლატორი თანამედროვე სტანდარტების შესაბამისად განახლდა

შინაგან საქმეთა სამინისტროს სისტემური განახლების ფარგლებში, დაკავებულთა უფლებების დაცვის მაღალი სტანდარტის უზრუნველსაყოფად, ბაღდათის დროებითი მოთავსების იზოლატორი თანამედროვე სტანდარტების შესაბამისად განახლდა.

  ჩუღურეთში თანამედროვე სტანდარტების შესაბამისი დასასვენებელი სივრცე ეწყობა

ჩუღურეთის რაიონში, უზნაძის N68-ის მიმდებარედ თანამედროვე სტანდარტების შესაბამისი დასასვენებელი სივრცე ეწყობა, რომელსაც დედაქალაქის საკრებულოს გადაწყვეტილებით, ომში მოკლული ქალბატონების სახელი მიენიჭა.

კახეთში ღვინის საწარმოებს ყურძენი 4 ათასამდე მევენახემ ჩააბარა

კახეთის რეგიონში რთველი 2019-ის დაწყებიდან დღემდე ყურძენი საწარმოებს უკვე 4 ათასამდე მევენახემ ჩააბარა.

19 საჯარო სკოლაში სწავლის დაწყება გადაიდო

საქართველოს 19 საჯარო სკოლაში სწავლის დაწყება გადაიდო.

მარიამ კუკუნაშვილი სუროგაციის გზით დაბადებული ბავშვების დაბადების მოწმობების გაცემას ითხოვს

სუროგაციის გზით დაბადებული რამდენიმე ბავშვის მშობელი, შვილის დაბადების მოწმობას ვერ იღებს. მიზეზი კანონის ახლებური განმარტებაა.

ერდოღანი  ტრამპთან შეხვედრაზე „პატრიოტის“ სარაკეტო დანადგარის შეძენის საკითხს განიხილავს

"რეჯეფ თაიფ ერდოღანი დონალდ ტრამპთან შეხვედრის დროს „პატრიოტის“ ტიპის სარაკეტო დანადგარის შეძენის საკითხს განიხილავს".

ახალციხეში ავარიის შედეგად ასაკოვანი ქალი დაშავდა

ახალციხე-ადიგენის გზაზე, სოფელ ფარეხასთან, ავტოსაგზაო შემთხვევა მოხდა.