შემოსავლების სამსახური : გამოვლენილია ეროვნული ვალუტის გამოყენების წესების დარღვევის 9 ფაქტი

ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახური  ეროვნული ვალუტის გამოყენების წესების დარღვევის ფაქტებტან დაკავსირებით სპეციალურ განცხადებას აქვეყნებს.

"საქართველოს ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახური ეხმაურება ბოლო დღეებში მედია საშუალებებით გავრცელებულ ინფორმაციას ქვეყნის ტერიტორიაზე რიგ სავაჭრო ობიექტებში უცხოური ვალუტით მომსახურების გაწევის თაობაზე და საზოგადოების ინფორმირებისთვის განმარტავს, რომ საგადასახადო მონიტორინგის დეპარტამენტის თანამშრომელთა მხრიდან მთელი ქვეყნის მასშტაბით ინტენსიურად ხორციელდება მეწარმე სუბიექტის მიერ ქონების რეალიზაციისა და მომსახურების გაწევის შეთავაზებისას ფასის ლარით გამოხატვის წესის დაცვის მონიტორინგის ღონისძიებები.


აღსანიშნავია, რომ საგადასახადო მონიტორინგის დეპარტამენტის მიერ, ბოლო ერთი წლის განმავლობაში გამოვლენილია საქართველოს ტერიტორიაზე მიმოქცევაში არსებული ეროვნული ვალუტის გამოყენების წესების დარღვევის 84 ფაქტი. რაც შეეხება ,,გამომძიებელ ჟურნალისტთა გაერთიანება“ ifact.ge -ის მიერ გავრცელებულ ინფორმაციას, რომელიც ეხება საქართველოს ტერიტორიაზე უცხოური ვალუტით ვაჭრობის ფაქტს - აღსანიშნავია, რომ სააგენტოს მიერ მოწოდებული ინფორმაციის, როგორც მტკიცებულების, (გადაღებული ვიდეო მასალა) გათვალისწინებით, ამასთან, გამოთქმულ ბრალდებებზე რეაგირების მიზნით, ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის საგადასახადო მონიტორინგის დეპარტამენტის შიდა ქართლისა და მცხეთა-მთიანეთის სამმართველოს ოფიცრების მიერ, ნატახტარი-გუდაურის გზის მიმდებარე ტერიტორიაზე განხორციელდა მოკვლევა.


კერძოდ, გადამხდელთა მიმართ ჩატარდა მიმდინარე კონტროლის პროცედურები რის შედეგად, სააგენტოს მიერ მოწოდებული სამართალდარღვევის ფაქტები დადასტურდა. კერძოდ, შემოსავლების სამსახურის საგადასახადო მონიტორინგის დეპარტამენტის ოფიცრების მიერ შემოწმდა 20 გადამხდელი, რის შედეგადაც დაფიქსირდა შემდეგი საგადასახადო სამართალდარღვევები: საქართველოს ტერიტორიაზე მიმოქცევაში არსებული ეროვნული ვალუტის გამოყენების წესების დარღვევის 9 ფაქტი და მომხმარებელთან ნაღდი ფულით ანგარიშსწორებისას საკონტროლო-სალარო აპარატის გამოუყენებლობის 7 შემთხვევა.


საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 241-ე მუხლის შესაბამისად, მასალები ქვემდებარეობით გადაეგზავნება შესაბამის სასამართლოს, ხოლო საკონტროლო-სალარო აპარატის გამოუყენებლობის 7 შემთხვევაში გადასახადის გადამხდელთა მიმართ შედგა საგადასახადო სამართალდარღვევის ოქმი და სანქციის სახით მათ შეეფარდათ გაფრთხილება. ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახური კიდევ ერთხელ შეახსენებს მეწარმე სუბიექტებს, რომ ეროვნული ბანკის შესახებ საქართველოს ორგანული კანონის თანახმად, საქართველოს ტერიტორიაზე ლარი არის გადახდის ერთადერთი კანონიერი საშუალება, გარდა თავისუფალი ინდუსტრიული ზონებისა, თავისუფალი ვაჭრობის პუნქტებისა ან/და ეროვნული ბანკის მიერ განსაზღვრული შემთხვევებისა, შესაბამისად, მოუწოდებს თავი შეიკავონ ეროვნული ვალუტის გამოყენების წესების დარღვევისგან",- ნათქვამია განცხადებაში.


ტუნისში რიგით მეორე თავისუფალი საპრეზიდენტო არჩევნები ტარდება

ტუნისში ვადამდელი საპრეზიდენტო არჩევნები მიმდინარეობს.

ამინდის პროგნოზი

15 სექტემბერს საქართველოს ტერიტორიაზე უმეტესად უნალექო ამინდი იქნება.

„ფოტოგრაფიის ღამე“ თბილისში მეათედ გაიმართა  

დედაქალაქის მერიის მხარდაჭერით, „თბილისის ფოტო ფესტივალი“ მიმდინარეობს, რომლის ცენტრალური ღონისძიება „ფოტოგრაფიის ღამე“ უკვე მეათედ გაიმართა.

მუხიანის მეოთხე ბ მიკრორაიონში სკვერის რეაბილიტაცია დასრულდა      

გლდანის რაიონში, მუხიანის მეოთხე ბ მიკრორაიონში N32 ა და N35 ა კორპუსების მიმდებარედ სკვერის რეაბილიტაცია დასრულდა.

 

აჭარის რეგიონში მცხოვრებ ფერმერებს ციტრუსის დაზღვევის სახელმწიფო პროგრამა გააცნეს

გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრო, აგროდაზღვევის პროგრამის ფარგლებში, ფერმერებს საშუალებას აძლევს, ციტრუსი საშემოდგომო ყინვის რისკისგანაც დააზღვიონ.

პოლიციამ ნარკოდანაშაულისთვის გორში 1 პირი დააკავა

შსს-ს შიდა ქართლის პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა, ჩატარებული საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, 1969 წელს დაბადებული ზ.კ. განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა-შენახვისთვის დააკავეს. 

 
ბათუმის "დინამომ" თბილისის "ლოკომოტივი" ანგარიშით 2:1 დაამარცხა

ზედიზედ ხუთი გამარჯვება ეროვნულ ლიგაში. კრისტალბეთ ეროვნული ლიგის 27-ე ტურში ბათუმის ,,დინამომ’’ თბილისის ,,ლოკომოტივი’’ ანგარიშით 2:1 დაამარცხა.

პრეზიდენტი თიანეთში დოჭურიშვილების დამბალხაჭოს ოჯახურ საწარმოს ეწვია

საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი თიანეთში, დოჭურიშვილების  ოჯახურ საწარმოს ,,მართა ბებოს დამბალხაჭო"  ეწვია და დამბალხაჭოს მომზადების პროცესს გაეცნო.
 

ბათუმში დააკავეს პირი, რომელმაც 10-მდე ადამიანის სახელით ონლაინ-სესხები აიღო

შინაგან საქმეთა სამინისტრომ კომპიუტერულ სისტემაში უნებართვოდ შეღწევისა და თაღლითობის ბრალდებით 1 პირი დააკავა.

არჩილ თალაკვაძე: მისასალმებელია, რომ გიორგი გახარიას მინისტრთა კაბინეტში ორივე ვიცე-პრემიერი ქალია

"ქართული ოცნება” პოლიტიკაში ქალთა მონაწილეობას და თანაბარ შესაძლებლობებს განსაკუთრებულ ყურადღებას უთმობს - მისასალმებელია, რომ გიორგი გახარიას მინისტრთა კაბინეტში ორივე ვიცე-პრემიერი არის ქალი".

ზუგდიდის მერია: შაბათი ინტელექტუალური თამაშების დღედ გამოცხადდა და არა ინტელექტუალების

ზუგდიდის მერიაში აცხადებენ, რომ შაბათის ინტელექტის დღედ გამოცხადების შესახებ ინფორმაცია საზოგადოებაში არასწორი ინტერპრეტაციითა გავრცელებული.

არასამთავრობო სექტორის, ბიზნეს წრეების წარმომადგენლები და დეპუტატები შრომის კოდექსში შესატან ცვლილებებზე მსჯელობენ

შრომის კოდექსში შესატან ცვლილებებთან დაკავშირებით მსჯელობა მიმდინარეობს.

ფერეიდნელ ქართველებს, რომლებიც ირანიდან საქართველოში ფეხით ჩამოვიდნენ, თელავის ისტორიულ მუზეუმში უმასპინძლეს

სამ ფერეიდნელ ქართველს, რომელიც ირანიდან საქართველოში ფეხით ჩამოვიდა, დღეს  თელავის ისტორიულ მუზეუმში უმასპინძლეს.

სალომე ზურაბიშვილი: ჯიღაურას სამეცნიერო ცენტრში მოვიყვან ყველა უცხოელ სტუმარს, რათა ნახონ რა შესაძლებლობები აქვს საქართველოს

საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი ჯიღაურას მრავალწლოვანი კულტურების საცდელ-სადემონსტრაციო ბაზას ესტუმრა და ვირუსოლოგიის ლაბორატორიის მუშაობის სპეციფიკას გაეცნო.

ავტობანზე 20 მეხანძრე-მაშველი იყო მობილიზებული

ავტობანზე ხანძარი ლიკვიდირებულია.

ცენტრალური ავტომაგისტრალის გორის მონაკვეთზე მსუბუქი მანქანა დაიწვა

თბილისი-სენაკი-ლესელიძის ავტომაგისტრალის გორის მონაკვეთზე მსუბუქი ავტომობილი დაიწვა.

 
„თბილსერვის ჯგუფი“ დედაქალაქში დასუფთავების მასშტაბურ სამუშაოებს ახორციელებს

დედაქალაქში დასუფთავების მასშტაბური სამუშაოები, ე.წ. „შაბათობები“ გრძელდება.

ბაჩო ოდიშარია - POSTV - ქართული საზოგადოება შემოდგომის სეზონის მთავარ პოლოლიტიკურ კურიოზს შეესწრო, ასპარეზზე გამოჩნდა ახალი მოძრაობა, სახელწოდებით ,,ლელო“ გამოჩნდა

ინტერნეტტელევიზია POSTV-ს ანალიტიკოსი, ბაჩო ოდიშარია საავტორო ვიდეობლოგში, ბიზნესმენ მამუკა ხაზარაძის მიერ ანაკლიაში საზოგადოებრივი მოძრაობა „ლელო"-ს წარდგენაზე საუბრობს.

 

გიორგი გახარია: ჩვენს მოქალაქეებს სჭირდებათ გარემონტებული, უსაფრთხო სკოლა და მნიშვნელოვანია სწრაფი, გაზომვადი შედეგები

ჩვენს მოქალაქეებს სჭირდებათ გარემონტებული, უსაფრთხო სკოლა და მნიშვნელოვანია სწრაფი, გაზომვადი შედეგები, - ამის შესახებ პრემიერ-მინისტრმა გიორგი გახარიამ განათლების სამინისტროს თანამშრომლებთან შეხვედრისას განაცხადა.

“მაკკეინის ინსტიტუტი და ის პოლიტიკური ჯგუფები, რომლებიც ამერიკაში მაკკეინის სახელთან ასოცირდებიან, დღემდე განსაკუთრებული სიყვარულით გამოირჩევიან „ნაციონალური მოძრაობისადმი“

ინტერნეტტელევიზია POSTV-ის პერსონალური ბლოგი თბილისში გამართული საერთაშორისო კონფერენციის შესახებ მოგვითხრობს, სადაც ირმა ინაშვილსა და დევიდ კრამერს შორის დაპირისპირება მოხდა.

იერუსალიმში საქართველოს ისტორიულ კვალს ქართველი, პოლონელი და ებრაელი მეცნიერები შეისწავლიან

იერუსალიმში საქართველოს ისტორიულ კვალს ქართველი, პოლონელი და ებრაელი მეცნიერები შეისწავლიან. გეგუთის სასახლის არქიტექტურული კომპლექსის ტერიტორიაზე, დღეს მხარეებს შორის  თანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა.