აკაკი ზოიძე: ძნელია კორექტული სიტყვებით შეაფასო ის უტიფრობა, რასაც ბატონი ბარამიძე იჩენს

უმრავლესობის წევრი აკაკი ზოიძე „ნაციონალური მოძრაობის" ერთ-ერთი ლიდერის გიორგი ბარამიძის მიერ C ჰეპატიტთან დაკავშირებით გაკეთებულ განცხადებას სოციალურ ქსელში ეხმაურება.

ზოიძის თქმით, თავისი პოსტით ბატონი ბარამიძე უგულვებელყოფს ასობით სპეციალისტს, საჯარო მოხელეს, ექიმს, ექთანს, სათემო და არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლებს:


„ძნელია კორექტული სიტყვებით შეაფასო ის უტიფრობა, რასაც ბატონი ბარამიძე იჩენს, როდესაც აქვეყნებს ამ პოსტს, რომლის მიხედვითაც "ც" ჰეპატიტის მართლაცდა უნიკალური პროგრამა, რომელმაც უკვე გადაარჩინა 60 ათასზე მეტი ადამიანი (მათ შორის უმეტესობა ახალგაზრდა) ნაადრევ სიკვდილს და უახლოეს პერიოდში გადაარჩენს კიდევ უფრო მეტ ჩვენს მოქალაქეს და ამით გადააქცევს საქართველოს მსოფლიოში პირველ ქვეყანად, სადაც დამარცხდება ეს ვერაგი დაავადება, - თურმე ყოფილა "მიშას მთავრობის დროს ინიცირებული", ხოლო დღევანდელ ხელისუფლებას კი მხოლოდ ჩაუგდია პროგრამა.


გია ბარამიძე რომ საზოგადოებრივი ჯანდაცვის თემებს მიმოიხილავს და C ჰეპატიტის პროგრამაზე შეფასებებს აკეთებს - ეს ამბავი თავისთავად ღიმილისმომგვრელია და მის გუნდში დარგის სპეციალისტების ნაკლებობაზე მიუთითებს. თუმცა, რეალურად რა ინიციატივასაც იბრალებს, ზუსტად იმის საპირისპირო ხდებოდა მისი ხელისუფლების დროს. ეტყობა ბატონი ბარამიძე თვლის, რომ მთელ ჩვენს საზოგადოებას ტოტალური ამნეზია ჭირს და არ ახსოვს რა ხდებოდა და რა არ ხდებოდა "მიშას მთავრობის" დროს, 
მაინც შეგახსენებთ ფაქტებს მოკლედ:


1. C ჰეპატიტის გავრცელება ზოგად მოსახლეობაში საგანგაშო იყო და ჩვენი ხელისუფლების დროს ჩატარებულმა კვლევამ ეს დაადასტურა. მიუხედავად ამისა სახელმწიფოს მაშინ არ დაუწყია არც დიაგნოსტიკის, არც მკურნალობის პროგრამა “უსახსრობის გამო”, თუმცა ორი სახელმწიფო შენობის ასაშენებლად მილიარდი დახარჯა.


2. სასჯელაღსრულების სისტემაში პატიმართა სიკვდილიანობა არასათანადო მოპყრობის, C ჰეპატიტის და ტუბერკულოზის გავრცელების გამო ყოველწლიურად 200-მდე შემთხვევა იყო (მეტიც ყოფილა). პატიმრები სტრასბურგის სასამართლოს მიმართავდნენ C ჰეპატიტის მკურნალობის მოთხოვნით. არაერთი ასეთი საქმე სახელმწიფომ წააგო - სამწუხაროდ პატიმრები, ვინც საჩივარი შეიტანეს სიცოცხლეში ვერ მოესწრნენ ამ გადაწყვეტილებებს. სტრასბურგის გადაწყვეტილებების საპასუხოდ, სახელმწიფომ არათუ C ჰეპატიტზე მკურნალობა უზრუნველყო ციხეებში - არამედ, საერთოდ აკრძალა დიაგნოსტიკა, რომ პატიმრებს თავისი დაავადების სტატუსი არ სცოდნოდათ.


3. მათი ხელისუფლების დროს, ყოველწლიურად მხოლოდ 200-300 პაციენტი ახერხებდა საქართველოში მკურნალობას, მაშინ როდესაც, დაახლოებით 200 000 მოქალაქეს სჭირდებოდა ეს მკურნალობა. ვინც მკურნალობდა, ესეც ექიმების, ინფექციონისტების თანადგომით და მათი ოჯახების დამსახურებით, რომლებიც სესხებს იღებდნენ, სახლებს ყიდდნენ ამ მედიკამენტების შესაძენად.


4. არანაირი ხედვა და ქმედითი პროგრამა არ ჰქონია, არანაირი პოლიტიკური გადაწყვეტილება გია ბარამიძის დროინდელ ხელისუფლებას არ მიუღია C ჰეპატიტის პრობლემის სისტემური მოგვარებისთვის.


რაც ჩვენ გავაკეთეთ ადვილად დასანახია: სწორად შევაფასეთ პრობლემა; ვიმუშავეთ კონცეფციაზე და პროექტზე სამედიცინო დარგის სპეციალისტებთან, მეცნიერებთან, სამოქალაქო საზოგადოებასთან ერთად; ჩავატარეთ წარმატებული მოლაპარაკებები მედიკამენტებზე კონკურენტული ფასის მისაღებად; დავიწყეთ დაავადებულთა მკურნალობა სასჯელაღსრულების სისტემაში და შევქმენით წარმატებული ქეისი; შემდგომ ჩავატარეთ ეპიდ. კვლევა და ჩვენი პარტნიორების მხარდაჭერით შევქმენით “C ჰეპატიტის ელიმინაციის პროგრამა”; მკურნალობა ხელმისაწვდომი გახდა ყველა მოქალაქისათვის ვისაც ეს სჭირდება; C ჰეპატიტისგან ამ მომენტისთვის განიკურნა 60 000-ზე მეტი მოქალაქე; საქართველო გახდა გლობალური ლიდერი C ჰეპატიტთან ბრძოლის სფეროში.


ეს ყველაფერი შესაძლებელი გახდა იმ მრავალი თავდადებული ადამიანის დამასახურებით, რომელთაც პირადად ვიცნობ და ვიცი თითოეული მათგანის წვლილის თაობაზე (კიდევ ერთხელ მადლობა და თან ბოდიში რომ არ ჩამოვთვლი აქ მათ სახელებს), შედგა ეს პროგრამა ასეულ ათასობით საქართველოს მოქალაქის საკეთილდღეოდ, მათ შორის იმ მოქალაქეებისა, რომლებიც სწორედ "მიშას მთავრობის ინიცირებით" იყვნენ გაწირულნი სასიკვდილოდ საპატიმროებში.


თავისი პოსტით ბატონი ბარამიძე უგულვებელყოფს ასობით სპეციალისტს, საჯარო მოხელეს, ექიმს, ექთანს, სათემო და არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლებს, ვისი დაუღალავი, ზოგჯერ 24 საათიანი შრომით ბოლო 4 წლის განმავლობაში, გახდა შესაძლებელი მთელი მსოფლიოსათვის სამაგალითო პროგრამის განხორციელება, მილიონზე მეტი ადამიანისათვის "ც" ჰეპატიტზე სკრინინგის ჩატარება და 60 ათასზე მეტი მოქალაქის სიცოცხლის გადარჩენა.


ბატონი ბარამიძისთვის ეს ყველაფერი "დაკარგული წლებია" და ალბათ არ ესმის, რომ "ც" ჰეპატიტის ელიმინაციის პროგრამის წარმატებული დასრულება, რომელიც საბოლოოდ 150 000 საქართველოს მოქალაქეს გაუხანგრძლივებს სიცოცხლეს - ისეთივე უმაღლესი კატეგორიის ეროვნული ამოცანაა, როგორც მაგალითად ქვეყნის დეოკუპაცია და რომლის განხორციელებისათვის ასევე აუცილებლია მთელი საზოგადოების კონსოლიდაცია და არა ამ თემებით უტიფარი პოლიტიკური სპეკულაცია, რასაც სამწუხაროდ, ესოდენ ხშირად აკეთებს ის დესტრუქციული ძალა, რომელსაც ბატონი ბარამიძე წარმოადგენს“, - წერს აკაკი ზოიძე.


20 აგვისტოს „ნაციონალური მოძრაობის“ ერთ-ერთმა ლიდერმა გიორგი ბარამიძემ სოციალურ ქსელში განაცხადა, რომ 2020 წელს C ჰეპატიტისგან უამრავი ადამიანი დარჩება განუკურნებელი. 



 


არჩილ თალაკვაძე: მისასალმებელია, რომ გიორგი გახარიას მინისტრთა კაბინეტში ორივე ვიცე-პრემიერი ქალია

"ქართული ოცნება” პოლიტიკაში ქალთა მონაწილეობას და თანაბარ შესაძლებლობებს განსაკუთრებულ ყურადღებას უთმობს - მისასალმებელია, რომ გიორგი გახარიას მინისტრთა კაბინეტში ორივე ვიცე-პრემიერი არის ქალი".

ზუგდიდის მერია: შაბათი ინტელექტუალური თამაშების დღედ გამოცხადდა და არა ინტელექტუალების

ზუგდიდის მერიაში აცხადებენ, რომ შაბათის ინტელექტის დღედ გამოცხადების შესახებ ინფორმაცია საზოგადოებაში არასწორი ინტერპრეტაციითა გავრცელებული.

არასამთავრობო სექტორის, ბიზნეს წრეების წარმომადგენლები და დეპუტატები შრომის კოდექსში შესატან ცვლილებებზე მსჯელობენ

შრომის კოდექსში შესატან ცვლილებებთან დაკავშირებით მსჯელობა მიმდინარეობს.

ფერეიდნელ ქართველებს, რომლებიც ირანიდან საქართველოში ფეხით ჩამოვიდნენ, თელავის ისტორიულ მუზეუმში უმასპინძლეს

სამ ფერეიდნელ ქართველს, რომელიც ირანიდან საქართველოში ფეხით ჩამოვიდა, დღეს  თელავის ისტორიულ მუზეუმში უმასპინძლეს.

სალომე ზურაბიშვილი: ჯიღაურას სამეცნიერო ცენტრში მოვიყვან ყველა უცხოელ სტუმარს, რათა ნახონ რა შესაძლებლობები აქვს საქართველოს

საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი ჯიღაურას მრავალწლოვანი კულტურების საცდელ-სადემონსტრაციო ბაზას ესტუმრა და ვირუსოლოგიის ლაბორატორიის მუშაობის სპეციფიკას გაეცნო.

ავტობანზე 20 მეხანძრე-მაშველი იყო მობილიზებული

ავტობანზე ხანძარი ლიკვიდირებულია.

ცენტრალური ავტომაგისტრალის გორის მონაკვეთზე მსუბუქი მანქანა დაიწვა

თბილისი-სენაკი-ლესელიძის ავტომაგისტრალის გორის მონაკვეთზე მსუბუქი ავტომობილი დაიწვა.

 
„თბილსერვის ჯგუფი“ დედაქალაქში დასუფთავების მასშტაბურ სამუშაოებს ახორციელებს

დედაქალაქში დასუფთავების მასშტაბური სამუშაოები, ე.წ. „შაბათობები“ გრძელდება.

ბაჩო ოდიშარია - POSTV - ქართული საზოგადოება შემოდგომის სეზონის მთავარ პოლოლიტიკურ კურიოზს შეესწრო, ასპარეზზე გამოჩნდა ახალი მოძრაობა, სახელწოდებით ,,ლელო“ გამოჩნდა

ინტერნეტტელევიზია POSTV-ს ანალიტიკოსი, ბაჩო ოდიშარია საავტორო ვიდეობლოგში, ბიზნესმენ მამუკა ხაზარაძის მიერ ანაკლიაში საზოგადოებრივი მოძრაობა „ლელო"-ს წარდგენაზე საუბრობს.

 

გიორგი გახარია: ჩვენს მოქალაქეებს სჭირდებათ გარემონტებული, უსაფრთხო სკოლა და მნიშვნელოვანია სწრაფი, გაზომვადი შედეგები

ჩვენს მოქალაქეებს სჭირდებათ გარემონტებული, უსაფრთხო სკოლა და მნიშვნელოვანია სწრაფი, გაზომვადი შედეგები, - ამის შესახებ პრემიერ-მინისტრმა გიორგი გახარიამ განათლების სამინისტროს თანამშრომლებთან შეხვედრისას განაცხადა.

“მაკკეინის ინსტიტუტი და ის პოლიტიკური ჯგუფები, რომლებიც ამერიკაში მაკკეინის სახელთან ასოცირდებიან, დღემდე განსაკუთრებული სიყვარულით გამოირჩევიან „ნაციონალური მოძრაობისადმი“

ინტერნეტტელევიზია POSTV-ის პერსონალური ბლოგი თბილისში გამართული საერთაშორისო კონფერენციის შესახებ მოგვითხრობს, სადაც ირმა ინაშვილსა და დევიდ კრამერს შორის დაპირისპირება მოხდა.

იერუსალიმში საქართველოს ისტორიულ კვალს ქართველი, პოლონელი და ებრაელი მეცნიერები შეისწავლიან

იერუსალიმში საქართველოს ისტორიულ კვალს ქართველი, პოლონელი და ებრაელი მეცნიერები შეისწავლიან. გეგუთის სასახლის არქიტექტურული კომპლექსის ტერიტორიაზე, დღეს მხარეებს შორის  თანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა.

შსს: თბილისში, მოქალაქემ საკუთარი მანქანა სადაზღვეო კომპანიისგან თანხის მიღების მიზნით გადამალა და თქვა, რომ მოპარეს

თბილისში, ბერი გაბრიელ სალოსის ქუჩაზე მანქანის ქურდობის ფაქტი არ დადასტურდა.

კარალეთში მეფუტკრე-ფერმერებს ფუტკრის დაცვის საერთაშორისო დღე მიულოცეს

ფუტკრის დაცვის საერთაშორისო დღე კარალეთში მეფუტკრე-ფერმერებს მიულოცეს.

ბაღდათის დროებითი მოთავსების იზოლატორი თანამედროვე სტანდარტების შესაბამისად განახლდა

შინაგან საქმეთა სამინისტროს სისტემური განახლების ფარგლებში, დაკავებულთა უფლებების დაცვის მაღალი სტანდარტის უზრუნველსაყოფად, ბაღდათის დროებითი მოთავსების იზოლატორი თანამედროვე სტანდარტების შესაბამისად განახლდა.

  ჩუღურეთში თანამედროვე სტანდარტების შესაბამისი დასასვენებელი სივრცე ეწყობა

ჩუღურეთის რაიონში, უზნაძის N68-ის მიმდებარედ თანამედროვე სტანდარტების შესაბამისი დასასვენებელი სივრცე ეწყობა, რომელსაც დედაქალაქის საკრებულოს გადაწყვეტილებით, ომში მოკლული ქალბატონების სახელი მიენიჭა.

კახეთში ღვინის საწარმოებს ყურძენი 4 ათასამდე მევენახემ ჩააბარა

კახეთის რეგიონში რთველი 2019-ის დაწყებიდან დღემდე ყურძენი საწარმოებს უკვე 4 ათასამდე მევენახემ ჩააბარა.

19 საჯარო სკოლაში სწავლის დაწყება გადაიდო

საქართველოს 19 საჯარო სკოლაში სწავლის დაწყება გადაიდო.

მარიამ კუკუნაშვილი სუროგაციის გზით დაბადებული ბავშვების დაბადების მოწმობების გაცემას ითხოვს

სუროგაციის გზით დაბადებული რამდენიმე ბავშვის მშობელი, შვილის დაბადების მოწმობას ვერ იღებს. მიზეზი კანონის ახლებური განმარტებაა.

ერდოღანი  ტრამპთან შეხვედრაზე „პატრიოტის“ სარაკეტო დანადგარის შეძენის საკითხს განიხილავს

"რეჯეფ თაიფ ერდოღანი დონალდ ტრამპთან შეხვედრის დროს „პატრიოტის“ ტიპის სარაკეტო დანადგარის შეძენის საკითხს განიხილავს".

ახალციხეში ავარიის შედეგად ასაკოვანი ქალი დაშავდა

ახალციხე-ადიგენის გზაზე, სოფელ ფარეხასთან, ავტოსაგზაო შემთხვევა მოხდა.