ოკუპირებული აფხაზეთის ე.წ. სამთავრობო დელეგაცია სირიაში იმყოფებდა

აფხაზეთის დე ფაქტო რესპუბლიკის ე.წ. ეკონომიკის მინისტრი ადგურ არძინბამ სირიის არაბული რესპუბლიკის ეკონომიკისა და საგარეო ვაჭრობის მინისტრთან გამართა შეხვედრა.

“აფსნიპრესი” წერს, რომ არძინბამ და სამერ ჰალილმა დამასკოში ორმხრივი თანამშრომლობის პერსპექტივები განიხილეს.


ამასთან, აფხაზური “დელეგაცია”, სირიული მხარის მოწვევით, დამასკოს 61-ე საერთაშორისო გამოფენა - გაყიდვაში მიიღებს მონაწილეობას.


თბილისის სხვადასხვა უბანში უპატრონო ძაღლებისთვის სახლები დაიდგა

შპს „ჩემი სახლი“-ს ინიციატივით, თბილისის სხვადასხვა უბანში ქუჩის ძაღლებისთვის სახლები დაიდგა.

ღვინის ეროვნულ სააგენტოში ჟურნალის Homeland Of Wine პრეზენტაცია გაიმართა

ღვინის ეროვნულ სააგენტოში ჟურნალის- Homeland Of Wine (საქართველო ღვინის სამშობლო) პრეზენტაცია გაიმართა.

ემუქრება თუ არა საქართველოს შავი ჭირი - დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის განმარტება

როგორც "პირველს" დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანდაცვის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელის მოადგილემ პაატა იმნაძემ განუცხადა, ჩინეთში დაფიქსირებული შავი ჭირის ორი შემთხვევა  საქართველოსთვის საფრთხეს არ წარმოადგენს.

თავდაცვის მინისტრს ატლანტაში ოგლეტორპის ჯილდო გადაეცა

აშშ-ში, ატლანტაში გამართულ საქართველოსა და ჯორჯიის შტატის ეროვნულ გვარდიებს შორის 25-წლიანი პარტნიორობისადმი მიძღვნილ ღონისძიებაზე საქართველოს თავდაცვის მინისტრს ირაკლი ღარიბაშვილს ოგლეტორპის ჯილდო გადაეცა.

ლევან დავითაშვილმა ფერმერებს პროფესიული დღე მიულოცა

„დღეს ფერმერის დღეა. ყველა ფერმერს გილოცავთ და წარმატებებს გისურვებთ! არაერთხელ გვითქვამს და კიდევ გავიმეორებ, რომ ჩვენ კარგად ვიცით თქვენი შრომის ფასი. ვიცით რა გამოწვევების წინაშე დგახართ. შესაბამისად, ყველა სახელმწიფო პროექტი და აქტივობა ამ გამოწვევების გათვალისწინებით იგეგმება“.

ვახტანგ ჭარაია: მონეტარული პოლიტიკის მაღალმა განაკვეთმა ეკონომიკური ზრდა არ უნდა გადაიყოლოს

„მაღალმა მონეტარული პოლიტიკის განაკვეთმა ეკონომიკური ზრდა არ უნდა გადაიყოლოს“, - ამის შესახებ ექსპერტი ეკონომიკის საკითხებში ვახტანგ ჭარაია სოციალურ ქსელში წერს.

კუს ტბაზე ასასვლელი გზის სარეაბილიტაციო სამუშაოები იწყება

თბილისის მერიის ინფრასტრუქტურის განვითარების საქალაქო სამსახური კუს ტბაზე ასასვლელი გზის რეაბილიტაციას იწყებს. მოსამზადებელ სამუშაოებს დღეს დედაქალაქის მერი ადგილზე გაეცნო.

უკრაინის უზენაესმა სასამართლომ სააკაშვილის სარჩელი არ დააკმაყოფილა

19 ნოემბერს უკრაინის უზენაესმა სასამართლომ კანონიერად ცნო მესაზღვრეებისა და სამართალდამცველი ორგანოების საქმიანობა 2018 წლის თებერვალში, როდესაც პოლონეთში გააძევეს მიხეილ სააკაშვილი, საქართველოს ყოფილი პრეზიდენტი და ოდესის ოლქის ადმინისტრაციის ყოფილი ხელმძღვანელი.

ქუთაისელი თეატრალები ექიმ ვაჟა გაფრინდაშვილის დაკავებს აპროტესტებენ

ქუთაისელი თეატრალები ექიმ ვაჟა გაფრინდაშვილის დაკავებს აპროტესტებენ. მსახიობებმა თეატრის წინ აქცია გამართეს და ექიმის გათავისუფლება მოითხოვეს.

ქუთაისის #2 ციხეში პატიმარი 51 დღეა პროტესტის ნიშნად შიმშილობს

ქუთაისის #2 ციხეში პატიმარი 51 დღეა პროტესტის ნიშნად შიმშილობს, რის გამოც, მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა მძიმეა.

ღუდუშაურის კლინიკა: 2008 წლის აგვისტოში ვაჟა გაფრინდაშვილი გაუსვლელად იმყოფებოდა კლინიკაში

აკადემიკოს ოთარ ღუდუშაურის სახელობის კლინიკა საოკუპაციო ძალების მიერ ექიმ ვაჟა გაფრინდაშვილის დაკავებას ეხმაურება და განცხადებას ავრცელებს. 

საქალაქო სასამართლოში აქციის დაშლისას დაკავებულების პროცესი მიმდინარეობს

საქალაქო სასამართლოში აქციის დაშლისას დაკავებულების პროცესი ცოტა ხნის წინ დაიწყო.

შესაძლოა, აზარტულ თამაშზე დამოკიდებულ პირთა სია შეიქმნას

შესაძლოა, აზარტულ თამაშზე დამოკიდებულ პირთა სია შეიქმნას, სადაც როგორც მოთამაშეს, შესაძლებლობა ექნება, თავისი განცადების საფუძელზე მოითხოვოს დამოკიდებულ პირთა სიაში მისი მონაცემების შეტანა, ასევე მისი ოჯახის წევრი იქნება უფლებამოსილი სასამართლოს წესით მოითხოვოს პირის მონაცემების რეესტრში შეტანა.

გრიგოლ ლილუაშვილი ჟენევის საერთაშორისო დისკუსიების თანათავმჯდომარეებს შეხვდა

სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის უფროსი გრიგოლ ლილუაშვილი ჟენევის საერთაშორისო დისკუსიების თანათავმჯდომარეებს შეხვდა.

25 წლამდე ასაკის პირებს აზარტულ თამაშობებში მონაწილეობა, შესაძლოა, აეკრძალოთ

25 წლამდე ასაკის პირებს, შესაძლოა, აზარტულ და მომგებიან თამაშობებში მონაწილეობა აეკრძალოთ.

ხვალიდან ქვეყნის მთელ ტერიტორიაზე ჰაერის ტემპერატურა მკვეთრად დაიკლებს

ხვალიდან ქვეყნის მთელ ტერიტორიაზე და განსაკუთრებით კი აღმოსავლეთ საქართველოში ჰაერის ტემპერატურა მკვეთრად დაიკლებს.

კახეთში ავარიას 16 წლის მოზარდი ემსხვერპლა

ავტოსაგზაო შემთხვევას დედოფლისწყაროში 16 წლის მოზარდი ემსხვერპლა. შემთხვევა სოფელ გამარჯვებაში გვიან ღამით მოხდა. მოპედს, რომელსაც მოზარდი მართავდა, ჯერჯერობით დაუდგენელი პირი შეეჯახა.

მაჟორიტართა ნაწილი ხუნდაძის კაბინეტში თათბირობს

მაჟორიტართა ნაწილი ხუნდაძის კაბინეტში თათბირობს - ამის შესახებ ინფორმაციას „კურიერი“ ავრცელებს.

მიმდინარე წლის 10 თვეში წიაღის ეროვნული სააგენტოს მიერ გაცემული ლიცენზიების ფარგლებში 2290 სამუშაო ადგილი შეიქმნება

ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს წიაღის ეროვნულ სააგენტოს, მიმდინარე წლის 10 თვის მონაცემებით, სასარგებლო წიაღისეულის მოპოვების ლიცენზიის გაცემის მიზნით, აუქციონი გამოცხადებული აქვს 459 ობიექტზე.

გიორგი კახიანმა, შესაძლოა, ვიცე სპიკერის თანამდებობა დაიკავოს

საპროცედურო საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე გიორგი კახიანი შესაძლოა პარლამენტის ვიცე - სპიკერი გახდეს.

კახა კალაძე „ცენტრ პოინტის“ საქმესთან დაკავშირებით სამშენებლო კომპანიებთან გაფართოებულ შეხვედრას გეგმავს

დედაქალაქის მერი კახა კალაძე მომავალ კვირას „ცენტრ პოინტის“ საქმესთან დაკავშირებით სამშენებლო კომპანიებს შეხვდება.